განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/ბ-606-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძე
ეკატერინე ჯიქიას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თა-------------–--ის;
მსჯავრდებულ: ქე------------------ის
დამცველების: ნა--------------------ის, ვახ-----------–-–---–ის;
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ქე------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა--------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ქე---------------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 2-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს---------------------------–----------–-, ამჟამად პატიმრის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
ქე------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნათ--–------------ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.
ქე------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მა-----------------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ქე------------------ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 16 აპრილს.
განაჩენით ქე------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2009 წლის ოქტომბრის თვეში, ქე------------------მა გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა ნათ--–------------ძის კუთვნილ ფულად თანხას, რის გამოც მან ისარგებლა ამ უკანასკნელის ნდობით და თავდაპირველად სესხად სთხოვა 5 000 აშშ დოლარი, იცოდა რა, რომ მას სესხის სახით ჰქონდა თანხა აღებული. მოგვიანებით სთხოვა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. სიღნაღში, მ----–---–-- ქუჩა N--–- დაეტვირთა იპოთეკით, რადგან აპირებდა ბიზნესის გაფართოებას და არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა აღებული თანხის, როგორც ძირის, ისე პროცენტის დაფარვის, რასაც თავად გადაიხდიდა. ნათ--–------------ძე, რომელიც ენდობოდა მას, დათანხმდა და 2009 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თბილისში ქ. წამებულის გამზირის N---–- არსებულ სანოტარო ბიუროში ნათ--–------------ძესა და ნი-----------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ქე------------------ი მოტყუებით დაეუფლა ნი-----------ის მიერ გადაცემულ 15 000 აშშ დოლარს და მოგვიანებით ჟ. მი-----ას მიერ გადაცემულ 7 350 ევროს, რაც იმ დროს შეადგენდა 11 000 აშშ დოლარს. გადაცემული 15 000 აშშ დოლარიდან გადახდილ იქნა კუ--------ის პირველი იპოთეკარისათვის თანხა, ასევე სანოტარო მომსახურების, საშუამავლო თანხა და 1 თვის პროცენტი, ხოლო შემდეგ არანაირი თანხა არ გადახდილა. ქ. ყა--------–ი ნათ--–------------ძეს პირდებოდა, რომ აღნიშნულ თანხას დააბრუნებდა, მაგრამ ქე------------------მა დაპირება არ შეასრულა, რის გამოც ნათ--–------------ძის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. სიღნაღში, მ----–---–-- ქ. N--–-, საკუთრებაში გადაეცა ნი-----------ეს, რადგან არ გადახდილა 32 000 აშშ დოლარი.
2009 წლის ნოემბრის თვეში ქე------------------მა გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა მა-----------------–ის კუთვნილ ფულად თანხას, რის გამოც მან ნათ--–------------ძის მეშვეობით ისარგებლა მა-----------------–ის ნდობით. აუხსნა რა, რომ აპირებდა ბიზნესის გაფართოებას და არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა აღებული თანხის როგორც ძირის, ისე პროცენტის დაფარვის და მას იპოთეკით დაატვირთინა მისი კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, კ--–------- ქუჩის N------ ბინა N---–-, რა დროსაც ხელშეკრულება გაფორმდა მა-----------------–ის სახელზე, ხოლო ფულადი თანხა აიღო ქე------------------მა, რომელსაც პირადად უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულ ბინაზე იპოთეკა გაფორმდა სამჯერ. ბოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მ. ზი-----–---–ს, ი. ოს-----ას და მ. ად---–---–ს შორის 22 000 აშშ დოლარზე, ხოლო მ. ზი-----–---–მა არსებული თანხიდან ხარჯების დაფარვის შემდეგ 21 000 აშშ დოლარი გადასცა ქ. ყა--------–ს. ამის შემდეგ, ქე------------------ი ჰპირდებოდა მა-----------------–ს, რომ აღნიშნულ თანხას დააბრუნებდა, თუმცა მან დაპირება არ შეასრულა, რის გამოც მა-----------------–ის კუთვნილი ბინა გადავიდა იპოთეკარ ირინა ოს-----ას საკუთრებაში, ვინაიდან ზი-----–---–მა ვერ შეძლო 30 000 აშშ დოლარის გადახდა. ი. ოს-----ამ შემდგომ გაასხვისა აღნიშნული ბინა, ხოლო ქე------------------მა კი დატოვა საქართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ქე------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნა--------------------ემ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ქე------------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. მსჯავრდებულმა ქე------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქე------ ყა----–---–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მა-----------------–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება.
სახელმწიფო ბრალმდებელი დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქე------------------ის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები მათი საქმეზე დასაშვებობის, შესახებობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აპელანტი სადავოდ არ ხდის.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული, დამაგრებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულების: ნ. კუ--------ის და მ. ზი-----–---–ის, მოწმეები: ს. ჯა--–---–ის, ნ. ნი-----ის, მ. მჭ----–-–---–ის, ჟ. მი-----ას, ი. ოს-----ას, ვ. ღუ-----ს, ნ. სი-----ას, მ. უგ--------–---–ის, მ. ად---–---–ის ჩვენებებით, 2009 წლის 17 ივნისის სესხისა და იპოთეკის N0-------- ხელშეკრულებით, 2009 წლის 16 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის N0-------- ხელშეკრულებით, 2010 წლის 15 ივნისის N2--------- განჩინებით, 2010 წლის 5 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2010 წლის 22 იანვრის სესხისა და იპოთეკის N1-------- ხელშეკრულებით, 2010 წლის 3 ივლისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის N1-------- ხელშეკრულებით, 2010 წლის 5 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2009 წლის 13 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, 2009 წლის 20 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის N0-------- ხელშეკრულებით, 2012 წლის 1 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, 2012 წლის 5 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით და სასამართლოს მიერ გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქე------------------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა დაზარალებულ მა-----------------–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა, მსჯავრდებულ ქე------------------ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია და მის მიმართ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ქე------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენში ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი და მსჯავრდებული ქე------------------ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მა-----------------–ის ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–11 მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ქე------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა--------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენში ქე------------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
ქე------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნათ--–------------ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქე------------------ი გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
ქე------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მა-----------------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქე------------------ი გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
მსჯავრდებულ ქე------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებული ქე------------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე