განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/487-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - თ-----------------ის,მსჯავრდებულ - გ--------------–---–ის,ადვოკატ - ვ-----------–-–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------------–---–ის და მისი ადვოკატის ვ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ---------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: ქ-------–-------–---------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–----------------------–--–--------–-; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით:
გ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
გ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 15 იანვარს, საღამოს საათებში, ქ------–--–---------–----------------------------------ში ყოფილმა მეუღლემ გ--------------–---–მა შვილების - 2----–-–------------–- დაბადებული ნ-----–------------–---–ისა და 2----–-–------------–ს დაბადებული ი-----–---------–---–ის თანდასწრებით, სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით ი----------–---–ს (მ------–---–ს) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--------------–---–მა და მისმა ადვოკატმა ვ-----------–-–---–მა. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ--------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება და მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ--------------–---–ის მიერ ჩადენილია მასზე ბრალად შერაცხული დანაშაული. პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ ეყრდნობა კანონით გათვალისწინებულ ურთიერთშეთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობას, არამედ მასში ასახულია მხოლოდ მოსამართლის ვარაუდები. მსჯავრდებულის შვილი - ნ-----–------------–---–ი, რომელიც მომხდარს შეესწრო, გულწრფელად ამბობს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან არ ჰქონია ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას; რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, ინიციატორი იყო ი---------–---–ი, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. განაჩენში ვერ ჰპოვა ასახვა არასრულწლოვანი მოწმეების ი-----–ი და ნ-----–------------–---–ების სასამართლოსათვის მიცემულმა გულწრფელმა ჩვენებებმა, ასევე სოციალური მუშაკის ჩვენებამ, რომელიც ადასტურებდა, რომ არასრულწლოვნები იკითხებოდნენ ი---------–---–ის ძმის, ანუ ბიძის თანდასწრებით, რაც უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი გამომძიებელ ა---------------ის მიერ. ასევე არ იქნა გამახვილებული ყურადღება იმ ფაქტზე, რომ არასრულწლოვნების განცხადებით, ისინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს დაახლოებით დღის თორმეტ საათზე და დაკითხვა დამთავრდა დაახლოებით 23-ის შემდეგ, რა პერიოდშიც იყვნენ გადაღლილები; მათ ჩვენებები არ წაუკითხავთ და არც ისეთი სახის ჩვენებები დაუფიქსირებიათ, რაც გამოძიების მიერ იქნა წარმოდგენილი. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო სრულად დაეყრდნო მოწმეთა მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს და იგნორირება გაუკეთა პროცესზე მიცემულ ჩვენებებს, როდესაც სწორედ სასამართლოზე მიცემული ჩვენება უნდა ყოფილიყო გაზიარებული და არა გამოძიებაში ზეწოლის ქვეშ მიცემული ჩვენებები. გარდა ამისა, აპელანტის განმარტებით, მოსამართლე განაჩენში ვარაუდობს, რომ თითქოს გ--------------–---–ი ზეწოლას ახდენდა შვილებზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ ი----------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანება შესაძლოა გამოეწვია დაცემას. სასამართლომ კი აღნიშნულ ფაქტს თავისი ინტერპრეტაცია მისცა და გამორიცხა დაცემით დაზიანების მიღების შესაძლებლობა. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე აპელანტი განმარტავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და გ--------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა გ--------------–---–მა და ადვოკატმა ვ-----------–-–---–მა მხარი დაუჭურეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებებლი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
გ--------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა შემდეგი: 2017 წლის 15 იანვარს ყოფილი მეუღლის - ი---------–---–ის საცხოვრებელ ბინაში ავიდა ბავშვის დაბადების მოწმობის წამოსაღებად, რომელიც უნდა გაეგზავნა სოფელში - სამედიცინო ცენტრში წარსადგენად. ბინაში მისვლისთანავე ყოფილმა მეუღლემ მიაყენას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც თავადაც ხმამაღალი, ცოტა უხეში ტონით გასცა პასუხი. ამის შემდეგ ი----------–---–ი ჩაეჭიდა მას და ჰკრა ხელი. ვინაიდან თავად (გ--------------–---–ს) ფეხი ქონდა დაზიანებული, თავი ვერ შიეკავა და თვითონაც ჩაეჭიდა ყოფილ მეუღლეს, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, რის გამოც ორივე წაიქცნენ. ამ შეჭიდების ფაქტს ესწრებოდა მათი შვილი - ნ-----–------------–---–ი, ხოლო მეორე ვაჟი - ი-----–ი ამ დროს იმყოფებოდა აბაზანში, რომელიც ჩოჩქოლზე გამოვიდა აბაზანიდან, მაგრამ მისი გამოსვლისას ყევლაფერი დასრულებული იყო. მან (გ--------------–---–მა) ბოდიში მოუხადა ბავშვებს და სახლიდან გავიდა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გ--------------–---–ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რასაც მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი----------–---–მა (მ------–---–ი) განმარტა, რომ 2017 წლის 15 იანვარს, სახლში იმყოფებოდა შვილებთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა მისი ყოფილი მეუღლე - გ--------------–---–ი. ეს უკანასკნელი კარის გაღებისთანავე იყო აგრესიუალი, შევარდა სახლში, ხელებით წვდა ყელში და მიაყენა კედელთან. გ------ი პასუხს სთხოვდა იმის გამო თუ, რატომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მამამისს. დაზარალებულის განმარტებით, მან გ------ს კარი გაუღო მის შვილთან - ნ-----–----თან ერთად, რომელიც წავიდა და სავარძელზე დაჯდა. გ------ი მას (ი----------–---–ს) აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, კერძოდ, ორჯერ შემოარტყა სახეში ხელი, რის შედეგადაც დაეცა იატაკზე. დაცემის დროს სახე არაფრისთვის არ დაურტყავს. გ------ი განაგრძობდა მის ცემას ხელებითა და ფეხებით, რა დროსაც განიცდიდა ძლიერ ტკივილს და თავადაც იქნევდა ხელებს თავდაცვის მიზნით. მოცემული ურთიერთდაპირისპირების დროს თავად გ--------------–---–ი არ წაქცეულა. სავარძელში მჯდომი ნ-----–------------–---–ი განიცდიდა მომხდარს, მაგრამ რატომღაც არ დახმარებია მას, ხოლო უმცროსო შვილი - ი-----–ი აბაზანაში იყო და იქიდან ყვიროდა, რომ გაჩერებულიყვენ. გარკევული პერიოდის მერე, მისგან მომდინარე ხვეწნის შედეგად, ყოფილმა მეუღლემ თავი დაანება და წავიდა. მან (ი----------–---–მა) დარეკა 112-ში, მომდევნო დღეს კი ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ მას გ--------------–---–ის მამასთან აქვს კარგი ურთიერთობა, მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, უბრალოდ ხმამაღალი სიტყვით უთხრა, რომ ბავშვებს მასთან აღარ გაუშვებდა; ი-----–---------–---–ის დაბადების მოწმობის ასლი მან ელ.ფოსტის საშუალებით გაუგზავნა ექიმს; გ--------------–---–ი ყოველთვის უარყოფითად განაწყობდა ბავშვებს დედის მიმართ, ეუბნებოდა ისეთ რაღაცეებს, რის გამოც ბავშვები მის მიმართ ხდებოდნენ აგრესიულები, ჭირდებოდათ დედასთან რამდენიმე დღის გატარება, რომ ჩვეულ, მშვიდ პოზიციაში დაბრუნებულიყვნენ. დაზარალებულის განმარტებით, განსახილველ კონფლიქტთან დაკავშირებით ბავშვები ცდილობენ, რომ მამის პოზიცია გაამყარონ და იცავენ მას, რათა დაიხსნან ამ მდგომარეობიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა მოწმემ ნ-----–------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 17:00-18:00 საათზე, მათთან სახლში მივიდა მამა - გ--------------–---–ი, რომელსაც დედამ გაუღო კარი. გ--------------–---–ი პასუხს სთხოვდა ი----------–---–ს, თუ რატომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა მამამისს (გ--------------–---–ის მამას), რის გამოც წარმოშვა კონფლიქტი მშობლებს შორის და მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც მოწმემ განმარტა, ძიძგილაობის დროს დედა წაბარბაცდა და ზურგზე დაეცა, ვინაიდან მას ხელი ჩაჭიდებული ჰქონდა მამაზე, მამას კი ფეხი აქვს დაზიანებული, თავი ვეღარ შეიკავა და თავადაც ზევიდან დაეცა დედას. მოწმემ უარყო გ--------------–---–ის მიერ ი----------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხოფას აყენებდნენ ისინი ერთმანეთს; მისივე განმარტებით - მამამ დაახლოებით ორჯერ ან სამჯერ უთხრა უზრდელური სიტყვები, ეს ყველაფერი დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა; ამ დროს მისი ძმა - ი-----–ი აბაზანაში იყო. წაქცეული დედა ადგა, ტიროდა და გ------ს ეუბნებოდა - წაეთრიე სახლიდანო. დედას სახეზე თავიდან დაზიანებები არ ჰქონდა, იმ დღეს პატარა ნაკაწრი ჰქონდა თვალზე, მეორე დღეს უკვე ჩალურჯებული ჰქონდა ის ნაწილი, თუმცა არ ახსოვს, თუ რომელ მხარეს ჰქონდა დალურჯება. ამ დაზიანებებთან დაკავშირებით მას დედასთან არ ულაპარაკია, დედამისს მისთვის არაფერი უთქვამს. ნ-----–------------–---–მა დაადასტურა, რომ დედამ გამოიძახა პოლიცია, მეორე დღეს კი წავიდა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემას ესწრებოდა საპროცესო წარმომადგენელი, მას და თავის ძმას კითხავდნენ ერთად, მის მიმართ იძულებას და სხვა სახის ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ჩვენებას წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი, ვინაიდან უკვე ძალიან გვიანი იყო, დილიდან იმყოფებოდნენ განყოფილებაში, იყო ძალიან დაღლილი და სახლში წასვლა უნდოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა მოწმემ ი-----–---------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 18:00 საათისათვის, მათთან სახლში მივიდა მამა გ--------------–---–ი. ამ დროს თავად იმყოფებოდა აბაზანაში და არ უნახავს რა მოხდა. თუმცა ესმოდა მშობლების ჩხუბისა და ყვირილის ხმა. რამდენი ხანი იყო აბაზანაში, არ ახსოვს, თუმცა იქიდან გამოსვლისას მამა იყო ახალი წასული, დედა კი ტიროდა და პოლიციაში რეკავდა. მას მამის მიერ ი----------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაუნახავს; არც ის იცის, თუ რატომ ტიროდა დედა. მოწმემ დაადასტურა, რომ დედას სახეზე დაზიანება ემჩნეოდა, რაც მომხდარ კონფლიქტამდე არ ჰქონდა. ასევე, მისი განმარტებით, გამოძიების ეტაპზე მის დაკითხვას ესწრებოდა საპროცესო წარმომადგენელი, რაიმე იძულებას ან სხვა სახის ზემოქმედებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია, ის და მისი ძმა იკითხებოდნენ ცალკ-ცალკე. დაკითხვის შემდეგ ჩვენების პატარა ნაწილი წაიკითხა და მიხვდა, რომ ეს მისი ნაკარნახევი არ იყო, თუმცა მაინც მოაწერა ხელი, ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში, ძალიან დაღლილი იყო და სახლში წასვლა უნდოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვის შემდეგ სოციალურმა მუშაკმა ნ-----–-----------ემ განმარტა, რომ იგი ესწრებოდა გამოძიების ეტაპზე ნ-----–---- და ი-----–---------–---–ების დაკითხვას, მათ მიმართ რაიმე სახის ზემოქემდებას არ ჰქონია ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას აუცილებლად დააფიქსირებდა. ბავშვები დაიკითხნენ თავისუფალ გარემოში. ერთადერთი, რაც არ მოეწონა, იყო ის ფაქტი, რომ მათი ბიძაც იქვე იმყოფებოდა, ბავშვები ამის გამო უხერხულად იყვენენ, რაც ნ-----–-----------ემ აღნიშნა და ეს პირი მოაცილეს სიტუაციას. მოწმეები ცალკ-ცალკე იკითხებონდნენ, ჩვენება ერთად წაიკითხეს სოციალურმა მუშაკმა და ბავშვებმა და ყველაფერი იყო ისე, როგორც ნამდვილად მოხდა.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 15 იანვარს დათვალიერდა მოწმე ი---------–---–ის მიერ წარმოდგენილი ორი ფოტოსურათი, სადაც ასახულია, რომ მას ლოყაზე თვალის მიმდებარედ აქვს ნაკაწრი და ჩალურჯება. დათვალიერების შემდეგ ფოტოსურათის ასლები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი გ----–-–---–-).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად:
ქ.თბილისის აკად. ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობა №5-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ი---------–---–ს 2017 წლის 15 იანვარს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: თავის ტვინის ზედაპირული ტრავმა, თხემის მიდამოს ექსკორიაცია, სახის მიდამოს ექსკორიაციები, მარცხენა თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთი.
მოქ. ი---------–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე სისხლნაჟღეთი ზომით 3X1,5სმ, ყვრიმალის არეში სისხლნაჟღენთი ზომით 3,5X0,5სმ, მარჯვენა მხრის შუა მესამედში გარეთა გვერდით ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ზომით 2X1სმ, მარჯვენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ზომით 1X1სმ თხემის არეში ცენტრალურად კანის ზედაპირის ოდნავ ქვემოთ მდებარე მოწითალო ნაჭდევი - ზომით 1X0,3სმ). აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით: 2017 წლის 15 იანვარს, საღამოს საათებში, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულის სახესა და სხეულზე დაფიქსირებული მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების რაოდენობისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, მათი ერთჯერადი დაცემის შედეგად განვითარების შანსი ძალიან მცირეა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა: გ-----------–-–---–მა, ლ-–-------მ და ა---------------მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ასევე, მოწმე ა---------------მა დამატებით განმარტა, რომ მან, ერთმანეთისაგან განცალკევებით, საპროცესო წარმომადგენელის თანდასწრებით გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმეები: ნ-----–------------–---–ი და ი-----–---------–---–ი. აღნიშნული პირების მიმართ რაიმე სახის იძულებას ან ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, მათი ჩვენებები ზუსტად ასახა გამოკითხვის ოქმებში. ი-----–იმ და ნ-----–----მა თავად საპროცესო წარმომადგენელთან ერთად წაიკითხეს ჩვენებები და მისი სისწორე დაადასტურეს ხელმოწერით. მათ ჩვენების ტექსტთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამთ.
ამდენად, პალატა აფასებს ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით; ასევე ითვალისწინებს, თუ რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით და მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს გ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ი----------–---–მა გულწრფელად და დამაჯერებლად აღწერა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა დეტალი; მან სრულყოფილად და ლოგიკური წყობით ჩამოაყალიბა განვითარებული მოვლენები გ--------------–---–ის მათთან სახლში მისვლის, კონფლიქტის მიზეზების და მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. კერძოდ, მისი განმარტებით, გ--------------–---–ი ხელით სწვდა ყელში, სახეში დაარტყა ორჯერ და იატკზე წაქცევის შემდეგ კვალავ განაგრძობდა ხელებითა და ფეხებით მის ცემას. დაზარალებულს საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია არცერთი შეუსაბამო განცხადება. შესაბამისად, პალატას ი----------–---–ის გულწრფელობაში და მისი ჩვენების რეალურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე აღწერა იმ ოთახის განლაგებაც, სადაც მოხდა აღნიშნული კონფლიქტი და მიუთითა, რომ შეუძლებელი იყო შემთხვევით წაქცევისას, რაიმესთვის ისე დაერტყა სახე, რომ დაზიანებები მიეღო. ამასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს მოწმე ნ-----–------------–---–ის ჩვენებაზეც, რომელმაც განმარტა, რომ დედა ზურგით დაეცა. ასევე, საკმაოდ დასაბუთებულად ისაუბრა ი----------–---–მა მსჯავრდებულის მხრიდან დაწყებული კონფლიქტის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ გ--------------–---–ი მასთან მივიდა, რათა პასუხი მოეთხოვა თუ რატომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მის მამას. მოწმე ნ-----–------------–---–მაც დაადასტურა, რომ ვინაიდან პაპა არის ასაკიანი და დედამ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის გამო საყვედურობდა მამა ი----------–---–ს. ამ მხრივ უსაფუძვლოა თავად მსჯავრდებულის განმარტება, რომ ი----------–---–თან მისული იყო ბავშვის დაბადების მოწმობის წამოსაღებად. როგორც თავად დაზარალებულმა განმარტა, მან ელ.ფოსტის საშუალებით გაუგზავნა ექიმს ი-----–---------–---–ის დაბადების მოწმობის ასლი და სატელეფონო საუბრითაც გადაამოწმა, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ მიღებული აღნიშნული დოკუმენტი.
პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულ ი----------–---–ის ჩვენება ურთიერთშესაბამისობაშია და გამყარებულია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არაერთი წერილობითი მტკიცებულებით. დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე ი---------–---–ის მიერ წარმოდგენილი ორი ფოტოსურათიდან ჩანს, რომ მას ლოყაზე თვალის მიმდებარედ აქვს ნაკაწრი და ჩალურჯება. ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: ი---------–---–ს 2017 წლის 15 იანვარს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: თავის ტვინის ზედაპირული ტრავმა, თხემის მიდამოს ექსკორიაცია, სახის მიდამოს ექსკორიაციები, მარცხენა თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთი. ი---------–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა თ----------------–--ემ განმარტა, რომ დაზარალებულის სახესა და სხეულზე დაფიქსირებული მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების რაოდენობისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ძალიან მცირეა მათი ერთჯერადი დაცემის შედეგად განვითარების შანსი. სააპელაციო საჩივარში ადვოკატი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტის განმარტებას, თითქოს ექსპერტმა მიუთითა, რომ შესაძლებელია დაცემასაც გამოეწვია აღნიშნული დაზიანებები. მართალია თ----------------–--ე სრულიად არ გამორიცხავს ი----------–---–ის სხეულზე არსებული ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების დაცემის შეგეგადაც განვითარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი იმავე ალბათობით უშვებს აღნიშნული დაზიანებების მიყენებას დაცემის შედეგად, როგორც მის მიყენებას სხვის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად. ექსპერტმა განმარტა, რომ ძალიან მცირეა მსგავსი ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების განვითარების შანსი დაცემის შედეგად.
პალატა ასევე, ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც თითქოს არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვისას დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა, ვინაიდან დაკითხვას ესწრებოდა გარეშე პირი - მათი ბიძა, ასევე დაკითხვა გრძლედებოდა 20 საათის შემდეგაც და იგი მხოლოდ ღამის 23 საათისთვის დასრულდა. როგორც არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვაზე დამსწრე სოციალურმა მუშაკმა განმარტა, მას არ მოეწონა, რომ ბავშვების ბიძაც იქვე იმყოფებოდა, ეს აღნიშნა და ხსენებული პირი მოაცილეს სიტუაციას. მოწმეები ცალკ-ცალკე იკითხებოდნენ, მხოლოდ ის იღებდა მონაწილეობას მათ დაკითხვაში, ჩვენება ერთად წაიკითხეს სოციალურმა მუშაკმა და ბავშვებმა და რაიმე სახის კანონდარღვევას იქ ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დააფიქსირებდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, რომ გამომძიებელმა ა---------------მა სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. მისი ჩვენება სრულ შესაბამისობაშია სოციალური მუშაკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან და საქმეზე შეკრებილ წერილობით მტიცებულებებთან.
2017 წლის 16 იანვრის მოწმე ნ-----–------------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გამოკითხვა დაიწყო 18:10 საათზე და დასრულდა 18:40 საათზე. ხოლო ამავე თარიღის მოწმე ი-----–---------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გამოკითხვა დაიწყო 18:55 საათზე და დასრულდა 19:35 საათზე. აღნიშნული სრულ შესაბამისაობაშია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-6 ნაწილთან, რომლის მიხედვითაც - არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან, 08:00 საათამდე.
რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა არასრულწლოვანი მოწმეების გულწრფელი ჩვენებები, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას მსჯავრდებულის მიერ შვილების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოწმეების ნ-----–---- და ი-----–---------–---–ების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები არის სრულ შესაბამისობაში გ--------------–---–ის ჩვენებასთან და მომხდარი კონფლიქტის შესახებ, დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიასთან; ისინი არა მხოლოდ იდენტური შინაარსის, არამედ გარკვეულ შემთხვებში იდენტური სიტყვებით პასუხობენ დასმულ შეკითხვებს, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ მათ ვიღაცამ ჩააგონათ მომხადრი ფაქტის ამგვარად ინტერპრეტაცია. გარდა ამისა, მათი ჩევნებები არის არათანმიმდევრული, ხშირად მერყეობენ პოზიციის დაფიქსირებისას და მიმართულნი არიან მხოლოდ ერთი ფაქტის მტკიცებისაკენ, რომ მამას დედასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. თუმცა, გარდა ამისა, მათ არ ახსოვთ უამრავი დეტალი, საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არასრულწლოვანი მოწმეები ძირითადად სცემენ პასუხს, რომ - ,,არ იციან“; მაგალითად, არ იციან როგორ მიიღო დედამ დაზიანებები; რატომ ტიროდა დედა; განმარტავენ, რომ ამ საკითხზე დედასთან არ უსაუბრიათ. ი-----–---------–---–მა განმარტა, რომ მას არაფერი დაუნახავს და გაუგია; აბაზანიდან გამოსვლისას მამა მიდოდა; შემდეგ თქვა, რომ მამა ახალი წასული იყო. მათ ასევე, სასამართლოს ვერ მიაწოდეს ამომწურავი პასუხი პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ ცალკ-ცალკე თუ ერთად. უსაფუძვლოა მათი განმარტყებები, რომ იყო ძალიან გვიანი, დაღლილები იყვენენ და ამიტომ არც წაუკითხავთ გამომძიებლის მიერ შედგენილი გამოკითხვის ოქმები, ისე მოაწერეს ხელი. ი-----–---------–---–ის განმარტებით, ჩვენების პატარა ნაწილი წაიკითა, მიხვდა, რომ ეს მის მიერ ნაკარნახევი ჩვენება არ იყო, თუმცა მასში შენიშვნა არ დააფიქსირა, მაინც მოაწერა ხელი, ვინაიდან სახლში წასვლა უნდოდა. აღნიშნული განმარტებები ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ნ-----–------------–---–ის გამოკითხვა დაასრულდა 18:40 საათზე, ხოლო ი-----–---------–---–ის 19:35 საათზე. ასევე, სოციალურმა მუშაკმა ნ-----–-----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მან მოწეებთან ერთად წაიკითხა მათი ჩვენებები და მხოლოდ ამის მერე დაადასტურეს მათი სისწორე ხელმოწერებით, ბავშვები დაიკითხნენ თავისუფალ გარემოში და მათზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
პალატა ასევე, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება სხდომის მიდინარეობისას გ--------------–---–ის მიერ ი-----–---------–---–ის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, არის აბსურდული. 2017 წლის 16 ნოემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ მოსამართლე აჩერებს არასრულწლოვანი მოწმის ნ-----–------------–---–ის დაკითხვის პროცედურას, ვინაიდან მისი განმარტებით, დაინახა, რომ დარბაზის წინ არებულ დერეფანში გ--------------–---–ს აქვს კონტაქტი არასრულწლოვან ი-----–---------–---–თან, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული სხდომის დარბაზის დატოვებამდე გაფრთხილებული იქნა მოწმესთან არ ჰოქნოდა არანირი კომუნიკაცია. მოსამართლე მოუწოდებს სხდომაზე დამსწრე პროკურორს, გავიდეს დერეფანში და უზრუნველყოს ბრალდებულისა და მოწმის ერთმანეთისაგან განცალკევება. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთი დასტურია გ--------------–---–ის მხრიდან შვილებზე განხორციელებული შესაძლო ფსიქოლოგიური ზეწოლისა.
პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის. მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა აღნიშნულ გარემოებებს და დანიშნა სამართლიანი სასჯელი. პალატა თვლის, რომ გ--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი გ--------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--------------–---–ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი;
გ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ--------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 20 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 16 იანვრიდან, 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
გ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე