განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2018
საქმის ნომერი
010141318700056899
ინსტანცია
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056899

საქმე №1/ა.გ-291 -18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზუ---------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ზუ---------------–---–ი (-----------–-–----------------–--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ზუ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 6 (ექვსი) წელი.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი-თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთბლიობით, ზუ---------------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 6 (ექვსი) წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ზუ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ისნ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთბლიობით ზუ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავსიუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ზუ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 25 მაისიდან 2016 წლის 27 მაისის ჩათვლით.

2018 წლის 3 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ზუ---------------–---–მა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვა და 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მის მიერ ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ზომა აღემატება დღეს მოქმედი კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელის ზომას.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ზუ---------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომლიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. აღნიშნული ცვლილების თანახმად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშულების მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით ზუ---------------–---–ს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის.

 

ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (2015 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლმდე და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე და განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. შესაბამისად იცვლება როგორც სასჯელი, ასევე კატეგორია, რითაც უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე. რაც შეეხება სასჯელს, იგი უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენში და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზუ---------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენში და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განაჩენში ზუ---------------–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით, მსჯავრდებულ ზუ---------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 3 (სამი) წლის ვადით შთანთქოს წინა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთბლიობით, ზუ---------------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

ზუ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთბლიობით ზუ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.

 

ზუ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 25 მაისიდან 2016 წლის 27 მაისის ჩათვლით.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენი და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე