განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/479-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - გ-----------------ის,მსჯავრდებულ - ზ--------------–---–ის,ადვოკატ - ი----------–-–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის და მისი ადვოკატის ი----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ---------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1-----–-–----------------–ს, პირადი ნომერი N1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ---------------------------–-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
ზ--------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ნ---------------ის ეპიზოდი).
მანვე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ე----------ის ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. დ-----–-----------–-------------ში მდებარე პოლიტიკური პარტია ,,ს----------–---------------------–----ის“ ოფისის წინ, ზ--------------–---–მა, შელაპარაკებისას, ნ---------------ს მუშტი დაარტყა თავში, რის შედეგადაც ნ---------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი (ნ---------------ის ეპიზოდი).
2016 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. დ-----–-----------–-------------ში მდებარე პოლიტიკური პარტია ,,ს----------–---------------------–----ის’’ ოფისის წინ, ზ--------------–---–მა, შელაპარაკებისას, ე----------ს გადაუტრიალა მარჯვენა მკლავი და სახეში, ყურთან გაარტყა ხელი, რის შემდეგაც ე----------მა განიცადა ტკივილი (ე----------ის ეპიზოდი).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით:
ზ--------------–---–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ნ---------------ის ეპიზოდი);
ზ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-- ბ------ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინდა რომ:
საქმის არსებითი განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ზ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ნ---------------ის ეპიზოდში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად ზ--------------–---–ი გამართლდა აღნიშნულ ბრალდებაში.
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ე----------ის ეპიზოდი).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ--------------–---–მა და მისმა ადვოკატმა ი----------–-–---–მა.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება და ზ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, გამამტყუნებებლი განაჩენი ეყრდნობა საქმის არსებითი განხილვისას მოწმეთა და დაზარალებულთა მიერ მიცემულ არათანმიმდევრულ ჩვენებებს. დაზარალებულმა ე----------მა განმარტა, რომ - ,,იქ, სადაც დანაშაული მოხდა, სხვა პირებიც იყვნენ, ზ--------------–---–ს კი ხელი ჰქონდა აწეული, ალბათ მან დამარტყა“. ვარაუდებზეა აგებული მისი პოზიცია, რომ თითქოს მაღალი ზომის მამაკაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა აწეული, გახლდათ ზ--------------–---–ი, რის გამოც სასამართლოს მიერ არ უნდა მოხდეს მისი გაზიარება. დაზარალებულმა ნ---------------მა ცალსახად აღნიშნა, რომ არ დაუნახავს ე----------ს ვინ დაარტყა, რადგან მისგან შორს იყო. თუმცა, პროკურორის განმეორებით შეკითხვაზე მან შეცვალა პასუხი და სასამართლოს სხვაგვარი განმარტება მისცა. რაც შეეხება მოწმე გ------------–---–ის ჩვენებას, მან განმარტა, რომ დაკითხვისას ე----------ს არ დაუსახელებია, თუ ვინ დაარტყა. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკციებულებები ვერ აკმაყოფილებს ზ--------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და მის მიმართ დადგენილი უდნა იქნას გამამართლებელი განაჩენი.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ--------------–---–მა და მისმა ადვოკატმა ი----------–-–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ დაცვის მხარეს უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ ზ--------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ე----------ის ეპიზოდში არ არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე----------მა განმარტა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა ქ. დ-----–-----------–--------ზე მდებარე ,,პ----------------–----ის“ ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდა აღნიშნული პარტიის დეპუტატობის კანდიდატი ნ---------------ი. მათთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ იყო ზ--------------–---–ი. ხსენებული პირები აცხადებდნენ, რომ ოფისში ხდებოდა ფულის დარიგება, რა ფაქტმაც გამოიწვია არეულობა, დეპუტატობის კანდიდატს მიმართეს - ეს არიგებს ფულსო. ნ---------------მა თავი აარიდა სიტუაციას და გავიდა გარეთ, მას გაჰყვა ზ--------------–---–იც. ე----------მა დაადასტურა, რომ თავადაც გავიდა გარეთ ნ-------–--–---–თან და თ-------------–---–თან ერთად. დაინახა, რომ ნ---------------ი ჩაჯდა მანქანაში, ზ--------------–---–მა ნ---------------ის მანქანას დაარტყა ხელი, ნ---------------ი გადმოვიდა მანქანიდან და კვალვ ოფისის მიმართულებით წავიდა, რა დროსაც ზ--------------–---–მა ნ---------------ს ხელი ჩაარტყა თავში, მას სხვა პირებიც სცემდნენ, რა დროსაც მათთან მივიდა გასაშველებლად. ამ დროს ზ--------------–---–ი მოუბრუნდა, გადაუტრიალა ხელი და დაარტყა სახეში. ე----------მა განაცხადა, რომ მან იგრძნო ტკივილი როგორც ხელის გადაგრეხვისას, ასევე დარტყმისას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ---------------მა განმარტა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 1-2 საათზე იმყოფებოდა ,,პ----------------–----ის“ ოფისში, იგი იყო აღნიშნული პარტიის კანდიდატი და არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ამ დღეს ოფისში იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, მათ შორის ე----------ი, თ-------------–---–ი და ნ-------–--–---–ი. მათთან მივიდნენ ზ--------------–---–ი და კიდევ ორი პიროვნება და მოხდა გარკვეული გაუგებრობა. კერძოდ, ზ--------------–---–მა უთხრა, რომ მათთვის ცნობილი იყო თანხის დარიგების თაობაზე, არჩევნებში მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ ერთ ხმაში იხდიდნენ 30 ლარს. მან პასუხი არ გასცა და გავიდა სხვა ოთახში, ხოლო ე----------მა უპასუხა, რომ ფულით ხმებს არ ყიდულობდნენ. რამდენიმე ხანში კვლავ დაბრუნდა იმავე ოთახში, სადაც გაიგონა ზ--------------–---–ის განაცხადი, რომ დ-----ი ეკუთვნოდათ ო-----–---–ებს, ასევე იგი მარტო არ იყო მისული და დაახლოებით 100 კაცი ახლდა თან. ვინაიდან სურდა არსებული სიტუაციისათვის თავის არიდება, გავიდა გარეთ და ჩაჯდა მანქანაში. ამ დროს მასთან მივიდა ზ--------------–---–ი და მანქანას დაარტყა ხელი. აღნიშნულის შემდეგ იგი (ნ---------------ი) გადმოვიდა მანქანიდან, გაემართა ზ--------------–---–ის მიმართულებით და ჰკითხა - თუ რა უნდოდა მისგან. დაინახა, რომ მიკროავტობუსიდან ჩამოვიდნენ ბიჭები და გაემართნენ მისი მიმართულებით. ამ დროს დაარტყა ზ--------------–---–მა, სხვებმაც დაარტყეს. ზ--------------–---–მა თუ სად დაარტყა, არ ახსოვს, თუმცა დაინახა, რომ მუშტი დაარტყა. ამ დროს მასთნ მივიდა ე----------ი და დაიხსნა შეკრებილი ხალხისაგან. მან დაინახა, რომ ზ--------------–---–მა დაარტყა ე----------საც - ხელი გადაუგრიხა და გაიგონა სილის გარტყმის ხმაც, რის გამოც ე----------ი წაიქცა. როგორც ნ---------------მა აღნიშნა, პირადად მან ზ--------------–---–ის დარტყმისას ტკივილი ვერ იგრძნო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------–--–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა ქ. დ-----–-----------–--------ზე მდებარე ,,პ----------------–----ის“ ოფისში, მასთან ერთად იყვნენ ე----------ი, თ-------------–---–ი და ნ---------------ი. ოფისში შევიდა მათთვის უცნობი სამი პიროვნება, რომლეთაგან ერთ-ერთი იყო ბრალდებული. ზ--------------–---–მა განმარტა, რომ მათთან არაფერი საქმე არ ჰქონდათ და ნ----ზე მიანიშნეს - ჩვენ ამასთან გვაქვს საქმეო. ნ---------------მა არსებული სიტუაციისათვის თავის არიდება სცადა, გავიდა ოფისიდან და წავიდა მანქანისკენ. მას უკან გაჰყვა ზ--------------–---–იც; მათ გამოჰყვნენ თავად და ე----------ი, ხოლო თ-------------–---–ი დარჩა ოფისში. ზ--------------–---–ი მივიდა ნ----ის მანქანასთან და დაარტყა ხელი. აღნიშნულ კონფლიქტს თვალს ადევნებდა ოფისი წინ არსებული კიბიდან, საიდანაც დაინახა, რომ კიბეებისკენ მომავალ ნ---------------ს ზ--------------–---–მა დაარტყა ხელი და ნ----ს თავიდან წამოუვიდა სისხლი. ამ დროს ე----------მა თქვა - მოკლავენ ნ----სო და მიეშველა. დაინახა, ზ--------------–---–მა ე----------ს თუ როგორ გადაუტრიალა ხელი და სახეშიც გაარტყა. მოწმის განმარტებით, ამ დროს თ-------------–---–ი იმყოფებოდა ოფისში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-------------–---–ი განმარტა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა ქ. დ-----–-----------–--------ზე მდებარე ,,პ----------------–----ის“ ოფისში, ე----------თან, ნ-------–--–---–თან და ნ---------------თან ერთად. შუადღისკენ მათთან შევიდა სამი პიროვნება, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ იყო ზ--------------–---–ი, ასევე თქვა - ო-----–---–ები დ-----ის ბატონ-პატრონები ვართო. მან აღნიშნა, რომ ბატონ ნ----თან ჰქონდა საქმე, თუმცა ნ----მა თავი აარიდა და გავიდა გარეთ. მას გაყვნენ ზ--------------–---–ი და მისი თანმხლები პირები, ასევე, ე----------ი და ნ-------–--–---–ი. თვითონ მუშაობდა და დარჩა ოფისში, გარეთ არ გასულა. ნ---------------ის და ე----------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არ შესწრებია, ოფისიდან გარეთ გავიდა მოგვიანებით და შეესწრო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ასევე ნახა, რომ ე----------ს ხელი ეკიდა ხელზე, ხოლო ნ---------------ს სისხლი მოსდიოდა თავიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ----------------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებულ იქნა შეტყობინება, რომ ქ. დ-----–-----------–--------ზე „პ----------------–----ის“ ოფისში იყო ჩხუბი. მოწმემ გამოკითხა ნ---------------ი, რომელმაც განუმარტა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ--------------–---–მა და აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე მის მიერ გამოკითხულ იქნა ე----------ი, რომელმაც განუმარტა, რომ ნ---------------ის დასახმარებლად მისულს ზ--------------–---–მა გადაუტრიალა ხელი და სილა გაარტყა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების და შესაბამისი ოქმების სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----------------–---–მა განმარტა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით დაკითხა დაზარალებულები ნ---------------ი და ე----------ი. აღნიშნული პირები ეთანხმებოდნენ მათ მიერ მიცემულ წინა ჩვენებებს და კვლავ დაადასტურეს, რომ სცემათ ზ--------------–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ------------–---–მა და ფ----------------–---–მაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატრებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2016 წლის 21 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. დ-----ის, 9-------–-------------ში, პოლიტიკური პარტია ,,ს----------–---------------------–----ის’’ ოფისის წინ მდებარე გზაზე. აღნიშნული ოფისი განთავსებულია ცენტრალური საავტომობილო გზიდან შვიდი მეტრის დაშორებით. ოფისს აღმოსავლეთის მხარეს მიდგმული აქვს ორსართულიანი მშენებარე სასტუმრო, ოფისის წინ ცენტრალური გზის კიდესთან ჩრდილოეთის მხარეს, სადაც გაედინება წყლის საწრეტი არხი ხელოვნურად დარგულია ოთხი ხე. ოფისის წინ არის ხალხისათვის განკუთვნილი სავალი გზა. თვით ოფისი არის ორ სართულიანი, სახლის მეორე სართულის მარცხენა, დასავლეთის მხარეს გამოკრულია აბრა, სადაც აწერია ,,ს----------–---------------------–----ი’’. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გამოძიებისათვის საინტერესო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული ვერ იქნა, მოხდა ყოველივე მოქმედების ფოტოგრაფირება, შედგა სათანადო ოქმი გამოძიებაში მონაწილე პირების ხელმოწერით.
2016 წლის 23 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, მოქ. ე----------ს 21.08.16 წ ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2016 წლის 27 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ფორმა#100, რეგისტრაციის #1---- და შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფორმა #100, რეგისტრაციის #1-----ის მონაცემებით ე----------ს 23.08.16 წ სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2016 წლის 12 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით, ამოსაცნობად წარდგენილი პირები იყვნენ: მინიჭებული ციფრით #1 ჯ-----------–---–ი, #2 ზ--------------–---–ი და #3 ი------–-------------ი. ამომცნობმა პირმა ე----------მა განაცხადა, რომ ამოიცნო მარჯვნიდან მეორე პიროვნება რომელსაც მინიჭებული აქვს ციფრი #2 და განაცხადა რომ ეს არის ის პიროვნება, რომელმაც 2016 წლის 21 აგვისტოს, ქ. დ-----ში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამომცნობმა პირმა ზ--------------–---–ი ამოიცნო თმის ფერით, თმის მოყვანილობით თვალის ფერით და სიმაღლით.
2016 წლის 12 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით, ამოსაცნობად წარდგენილი პირები იყვნენ: მინიჭებული ციფრით #1 ზ--------------–---–ი, #2 ი------–-------------ი, #3 ჯ-----------–---–ი. ამომცნობმა პირმა ნ-------–--–---–მა განაცხადა, რომ ამოიცნო მარჯვნიდან პირველი პიროვნება რომელსაც მინიჭებული აქვს ციფრი #1 და განაცხადა რომ იგი არის ის პიროვნება რომელმაც 2016 წლის 21 აგვისტოს, ქ. დ-----ში, მის მეგობარ ე----------სა და ნ---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამომცნობმა პირმა ზ--------------–---–ი ამოიცნო თმის ფერით, თმის მოყვანილობით თვალის ფერით და სიმაღლით.
2016 წლის 12 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით, ამოსაცნობად წარდგენილი პირები იყვნენ: მინიჭებული ციფრით #1 ზ--------------–---–ი, #2 ი------–-------------ი, #3 ჯ-----------–---–ი. ამომცნობმა პირმა ნ---------------მა განაცხადა, რომ ამოიცნო მარჯვნიდან პირველი პიროვნება რომელსაც მინიჭებული აქვს ციფრი #1 და განაცხადა რომ ეს არის ის პიროვნება რომელმაც 2016 წლის 21 აგვისტოს, ქ. დ-----ში პარტია პ----------------–----ის ოფისთან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამომცნობმა პირმა ზ--------------–---–ი ამოიცნო თმის ფერით, თმის მოყვანილობით თვალის ფერით და სიმაღლით.
2016 წლის 25 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ზ----------------–---–ი ნ---------------თან და უფროს ექსპერტთან ფ----------------–---–თან ერთად, სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით“, რომლის ნომერია N------- გამოცხადდა 9-------–-------------ში, სადაც მდებარეობს პოლიტიკური პარტია ,,ს----------–---------------------–----ის’’ ოფისი. ადგილზე მისვლისას ნ---------------მა გამომძიებელს უჩვენა ,,ს----------–---------------------–----ის’’ ოფისი და მისი შესასვლელი. ასევე ის ადგილი, სადაც იდგა, როდესაც შემოვიდა ზ--------------–---–ი. ნ---------------მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გაჩერდა ზ--------------–---–ი და დაუწყო საუბარი. ამის შემდეგ აჩვენა ის ადგილი, სადაც ავტომობილი ყავდა გაჩერებული, ასევე აჩვენა გზის მეორე მხარეს ადგილი, სადაც იდგა თეთრი ფერის მიკროავტობუსი. აღნიშნული ადგილი ოფისიდან დაშორებულია 22 მეტრით. ამის შემდგომ ნ---------------მა აჩვენა კონკრეტულად ის ადგილი, სადაც მას ხელი დაარტყა ზ--------------–---–მა და ასევე ის ადგილი, სადაც ე----------ს გადაუტრიალა ხელი. აღნიშნული ადგილი ოფისიდან 6 მეტრში მდებარეობს.
2016 წლის 22 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დგინდება რომ, დათვალიერებული იქნა ზ--------------–---–ის ტანსაცმელი. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ცისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი წინ გაწყობილი ფოლაქებით და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წინ ფოლაქებით გაწყობილი. წარმოდგენილი ტანსაცმელი გამოძიების მიერ იქნა დათვალიერებული, რომლებსაც არანაირი დახევის ან რღვევის კვალი არ აღენიშნება.
ბრალდებულმა ზ--------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს, შუადღის საათებში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კაფეში, რომელიც მდებარეობს პარტია ,,ს----------–---------------------–----ის“ ოფისიდან 10 მეტრში. კაფიდან გამოსვლისას დაინახა, რომ ოფისის წინ შეგროვილი იყო ხალხი და ეყენა უცხო მანქანები. ვინაიდან ადრე ამ ოფისში მისი მეგობრები და ახლობლები მუშაობდნენ, მიუახლოვდა ოფისს და შევიდა შიგნით, სადაც გაიგო, რომ ნ---------------ი იყო თავმჯდომარე. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ნ---------------მა არ იცოდა ქართული და როგორ შეძლებდა ქართველების გაგებას დ-----ში, უმჯობესი იქნებოდა ადგილობრივ აზერბაიჯანელს დაე--ვებინა ეს თანამდებობა. აღნიშნულზე ბ---------ი გაღიზიანდა და სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენება დაუწყო, შემდეგ კი გარეთ გავიდა და მანქანისკენ წავიდა. ნ---------------ი აგრძლებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხელების მოძრაობას. ადგილზე შეიკრიბა ბევრი ხალხი. მასთან იდგნენ ადგილობრივი აზერბაიჯანელებიც და პატრიოტთა ალიანისის ძველი წევრებიც. ნ---------------ი ერთხელ შებრუნდა კიდეც ოფისიკენ და უკან წამოვიდა, კიბეზე ფეხიც დაუცდა. ბრალდებულის განმარტებით, შესაძლებელი იყო მისთვის სხვას მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან ადგილზე ბევრი ხალხი იყო, თუმცა ცალსახად აცხადებს, რომ მას ნ---------------ისა და ე----------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატამ უნდა შეაფასოს საკითხი - სახეზეა თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ--------------–---–ის ბრალეულობას იმ ქმედების ჩადენაში, რისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი. პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ე----------ის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ პირის მიმართ, მის სხეულზე, ერთობლივად განხორციელდა რამდენიმე ძალადობრივი მოქმედება, რამაც შედეგად გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის ფიზიკური ტკივილის განცდა არის აუცილებელი ნიშანი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატამ უნდა შესაფასოს ფაქტის დადგენის კუთხით - ნამდვილად განახორციელა თუ არა ფიზიკური ძალადობა ზ--------------–---–მა ე----------ის მიმართ და ასევე, მსხვერპლმა განიცადა თუ არა ტკივილი.
დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები და ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები; განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულებისა და მოწმეთა არათანმიმდევრულ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომელთა ერთობლიობაც არაა საკამრისი ზ--------------–---–ის ბარლეულობის დასადასტურებლად. პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ე----------ის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. კერძოდ დაზარალებულმა განმარტა, რომ როდესაც ნ---------------ი გადმოვიდა მანქანიდან და კვლავ მიდიოდა ოფისის მიმართულებით, ზ--------------–---–ი დაეწია მას და ხელი ჩაარტყა თავში. ვიანიდან ამ უკანასკნელს სხვა პირებიც სცემდნენ, იგი (ე----------ი) მივიდა გასაშველებლად, რა დროსაც ზ--------------–---–ი მოუბრუნდა მას, გადაუტრიალა ხელი და დაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა იგრძნო ფიზიკური ტკივილი. პალატა განმარტავს, რომ ფიზიკური ტკივილის შეგრძნება შეფასებითი ცნებაა და მთლიანად დამოკიდებულია დაზარალებულის მიერ ტკივილის აღქმაზე.
დაზარალებულ ე----------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმეების - ნ---------------ის და ნ-------–--–---–ის ჩვენებებთანაც. ისინი იმავე თანმიმდევრობით და ლოგიკური წყობით აღწერენ განვითარებულ მოვლენებს, როგორც ე----------ი. კერძოდ, ნ-------–--–---–მა მიუთითა, რომ ზ--------------–---–სა და ნ---------------ს შორის არსებულ კონფლიქტს თვალს ადევნებდა ოფისის წინ არსებული კიბიდან; დაინახა, რომ კიბეებისკენ მომავალ ნ---------------ს ზ--------------–---–მა დაარტყა ხელი, რომელსაც თავიდან სისხლი მოსდიოდა. მის დასახმარებლად მისულ ე----------ს კი ზ--------------–---–მა გადაუტრიალა ხელი და სახეშიც გაარტყა. ასევე, მოწმე ნ---------------ის განმარტებით, მისი განმარტებით, არსებული კონფლიქტის დროს მასთან მივიდა ე----------ი და დაიხსნა იგი შეკრებილი ხალხისაგან, რა დროსაც დაინახა, რომ ზ--------------–---–მა დაარტყა ე----------ს და ხელი გადაუგრიხა, ე----------ი კი წაიქცა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის აპლირებაზე, რომ თითქოს მოწმეთა ჩვენებები არ შესაბამება მათ მიერ გამოძების ეტაპზე მიცებულ ჩვენებებს. პალატა განმარტვს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად ,,მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“. შესაბამისად, პალატა შეფასებას აძლევს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მათ შორის სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს. რაც შეეხება, ნ---------------ის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით მის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, აღნიშნული უპირობოდ არ მიუთითებს ზ--------------–---–ის უდანაშაულობაზე მის მიმართ ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში. სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მხოლოდ ნ---------------ის ჩვენებას; სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ საქმეში წაროდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ზ--------------–---–ის მსჯავრდებულად ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე----------ის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2016 წლის 25 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით ნ---------------მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ზ--------------–---–მა ე----------ს გადაუტრიალა ხელი. 2016 წლის 12 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმების თანახმად კი ე----------მა, ნ---------------მა და ნ-------–--–---–მა ამოიცნეს ზ--------------–---–ი - პიროვნება რომელმაც 2016 წლოს 21 აგვისტოს ე----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ასევე, დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ თითქოს გამომძიებელმა გ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაკითხვისას ე----------ს არ დაუსახელებია თუ ვინ დაარტყა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმის ჩვენებას წარმოადგენს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად პალატა მხედველობაში იღებს და აფასებს დაზარალებულ ე----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებას. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამომძიებელ გ------------–---–ს ე----------ის გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიუღია. დაზარალებული ე----------ი გამოკითხულია გამომძიებლების: ბ----------------–---–ის და ზ----------------–---–ის მიერ. შესაბამისად, გ------------–---–ი სასამართლო სხდომაზე ვერ განმარტავდა და არც განუმარტავს, რომ დაკითხვისას ე----------ს არ დაუსახელებია, თუ ვინ დაარტყა.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი ზ--------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის და მისი ადვოკატის - ი----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ--------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ნ---------------ის ეპიზოდი).
ზ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე----------ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ზ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ნ---------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ნ---------------ს.
· ზ--------------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ზ--------------–---–ს.
· ნ---------------ის სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე