განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2018
საქმის ნომერი
330210116001246741
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001246741

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/3447-17 “16” აპრილი, 2018წ. თბილისი თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე მოსამართლეები თამარ ალანია ბესარიონ ტაბაღუა სხდომის მდივანი _ ნ--- კაბულაშვილი აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი - წარმომადგენელი - სს „თ----- ბ----“ (მოსარჩელე) ნ------- ზ-------, თ----- ფ------ ნ--- ბო--------–ი (მოპასუხე) მ------ ა------- გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. გადაწყვეტილება დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება 1. აპელანტის (სს „თ----- ბ----ს“) მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 05.05.2008წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 527.4 ლარის და ძირ თანხაზე 4383,04 ლარზე აღსრულებამდე წლიური 28%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1--.27 ლარს. 2. აპელანტის (ნ--- ბო--------–ის)მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. სს "თ----- ბ----ს" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2. მოპასუხე ნ--- ბო--------–ს მოსარჩელე სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 4622.46 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 4383.87 ლარი, პროცენტი - 218.59 ლარი და ჯარიმა - 20 ლარი. 2.1. მოპასუხე ნ--- ბო--------–ს მოსარჩელე სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ 2016 წლის 17 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 4383.87 ლარის წლიური 8%-ი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 29.22 ლარს. 3. მოპასუხე ნ--- ბო--------–ს მოსარჩელე სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 288.67 ლარის გადახდა. 4. მოპასუხე ნ--- ბო--------–ს მოსარჩელე სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლოგარეშე ხარჯის - 20 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდა. 5. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 თებერვლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომლითაც მოპასუხე ნ--- ბო--------–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ზ------ ჭა-------ს ქუჩა №11/ქალაქი თბილისი, მ-----– წი----------–---–-ს ქუჩა №1--, სართული 1, 20.45 კვ.მ., ფართი, ს/კ. 01--------------------5-ის გასხვისება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. დადგენილია, რომ სს ''თ----- ბ---სა'' და მოპასუხე ნ--- ბო--------–ს შორის 2008 წლის 5 მაისს დაიდო ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 2008 წლის 23 ივლისს მოხდა საკრედიტო ლიმიტის მოცულობის ავტომატუტი ზრდა და საბოლოო ჯამში, ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა - 4383.04 ლარი. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის განისაზღვრა - 36%-ით, ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა - ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დამდეგი დაანგარიშების დღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელსა და ბ---ს შორის წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება სს ''თ----- ბ----ს'' ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებით ფიზიკური პირის საბ---ო ოპერაციების წარმოების შესახებ, რომლის 16.8 პუნქტი პირდაპირ უთითებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა კი განისაზღვრება ბ----ს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც ასევე განთავსებულია ბ----ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რომელთაც აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამავე ხელშეკრულების 8.11.2 პუნქტის შესაბამისად . მოცემულ საკრედიტო ბარათზე დადგენილი ტარიფების შესაბამისად ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 20 ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 20 მარტს, ნ--- ბო--------–მა მიმართა სს ''თ----- ბ----ს'' მ--------–---–ის ფილიალს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა საბ---ო კრედიტის გადახდის გადავადება სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში - 8 თვის ვადით. 2.3. სს ''თ----- ბ----ს'' 2015 წლის 17 აპრილის წერილით დგინდება, რომ სს ''თ----- ბ---მა'' გაითვალისწინა ნ--- ბო--------–ის წერილში მითითებული გარემოებები და მისი მოთხოვნა დავალიანების გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, ამასთან მიუთითა, რომ მსესხებლის მიერ დავალიანების დაფარვის გაგრძელება უნდა მომხდარიყო 2015 წლის 1 დეკემბრიდან. ამასთან, ამავე წერილში სს ''თ----- ბ---მა'' აღნიშნა, რომ ნ--- ბო--------–ის დავალიანება შეადგენდა - 4622.46 ლარს, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხაა - 4 383.87 ლარი, პროცენტი - 218.59 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 20 ლარი. 2.4. სს ''თ----- ბ----ს'' 2016 წლის 17 მაისის წერილით დგინდება, რომ 2015 წლის დეკემბრის თვიდან მსესხებლის მიერ არ განხორციელებულა დავალიანების დაფარვა, რის გამოც 2016 წლის 21 იანვარს ''თ----- ქ------ს'' საკრედიტო ბარათი სამართავად გადაეცა გარე პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას შპს ''ტ----ას''. ამასთან, მითითებულია, რომ დავალიანების დასაფარავად თანხის შეტანა შესაძლებელია მოვალის სახელზე არსებულ შემდეგ ანგარიშზე NG-------------------09. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.5. სასამართლო საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესწავლის, შეფასების და გაანალიზების საფუძველზე ადგენს, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის ვალის პატიება არ განხორციელებულა, მოვალის ვალდებულება არ შეწყვეტილა სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ 2015 წლის 29 სექტემბრის ტრანზაქციით, კრედიტული ბრუნვის მეშვეობით მოვალის სახელზე არსებული საკრედიტო ბარათის დავალიანება გადატანილი იქნა ვადაგადაცილებული დავალიანებების სიაში, ამდენად, მოვალეს ნ--- ბო--------–ს გააჩნია ''თ----- ქ------ს'' საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება კრედიტორის წინაშე. - საქმეზე წარმოდგენილი სს ''თ----- ბ----ს'' 2016 წლის 17 მაისის წერილით დგინდება, რომ 2015 წლის დეკემბრის თვიდან მსესხებლის მიერ არ განხორციელებულა დავალიანების დაფარვა, რის გამოც 2016 წლის 21 იანვარს ''თ----- ქ------ს'' საკრედიტო ბარათი სამართავად გადაეცა გარე პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას შპს ''ტ----ას''. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სს ''თ----- ბ---ში'' არსებული აღრიცხვის წესების შესაბამისად, ტრანზაქციით მოვალის ნ--- ბო--------–ის სახელზე არსებული ''თ----- ქ------ს'' საკრედიტო ბარათის დავალიანება გადატანილ იქნა ვადაგადაცილებული დავალიანებების სიაში. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა -განმარტებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დავალიანების ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანა არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის პატიებად, მის ჩამოწერად, საგულისხმოა ის გარემოება, რომ თავად კრედიტორიც არ ეთანხმება ვალის პატიების შესახებ მოვალის მითითებას. უდავოა ის გარემოებაც, რომ მოვალის მიერ დავალიანების დაფარვა არ მომხდარა, ამასთან, ვალდებულების შეწყვეტის შესახებ მხარეთა შორის შეთანხმება არ მომხდარა, შესაბამისად, ვალის პატიება, რასაც შედეგად შეიძლება ვალდებულების შეწყვეტა მოჰყვეს, თავის მხრივ, წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას სადაც გარკვევით უნდა აისახოს მხარეთა ნება, მიმართული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერობის შეწყვეტისაკენ. იგი ორმხრივი შეთანხმებაა და მიზნად უნდა ისახავდეს მატერიალური სამართლით რეგულირებული შედეგის მიღწევას - მიუღებელი შესრულებისაგან მოვალის გათავისუფლებას (სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლი), ამასთან, ეს ნება არაორაზროვნად უნდა იყოს გადმოცემული. კრედიტორის ნებიდან აშკარად უნდა ივეთებოდეს მისი სურვილი ვალის პატიების გზით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე. ვალის პატიების თაობაზე ხელშეკრულება მხარეთა კონკლუდენტური ქმედებითაც შეიძლება დაიდოს, თუმცა ვალის პატიების თაობაზე კრედიტორის ნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან მკაცრად უნდა შემოწმდეს. კერძოდ, უნდა დადგინდეს თუ არსებული საქმის ვითარებიდან გამომდინარე რამდენად აშკარა არის, რომ კრედიტორმა სოციალურად ტიპური ქმედებით აშკარად ვალის პატიება იგულისხმა და განიზრახა 2.6. რაც შეეხება დარიცხული დავალიანების ოდენობას საპროცენტო სარგებლის ნაწილში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს საპროცენტო სარგებლის სახით უნდა დაეკისროს - 218.59 ლარის გადახდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ--- ბო--------–ისათვის 2016 წლის 17 მაისამდე უცნობი იყო კონკრეტული ანგარიშის ნომერი, სადაც შესაძლებელი იყო მას განეხორციელებინა ''თ----- ქ------ს'' საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვა, ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით დარიცხული საპროცენტო სარგებლი შეადგენდა - 218.59 ლარს. 2015 წლის ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული მსესხებელი ცდილობდა ვალის რესტრუქტურიზაციას და თანამშრომლობდა კრედიტორთან, საქმის მასალებით კი არ დგინდება 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის 17 მაისამდე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ანგარიშის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი. მხოლოდ 2016 წლის 17 მაისის წერილით ეცნობა მოვალეს თუ სად შეეძლო დავალიანების დასაფარავად თანხის შეტანა, კონკრეტულად რომელ ანგარიშზე იყო შესაძლებელი ''თ----- ქ------ს'' საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ პირობებში მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვა მითითებულ პერიოდში, შესაბამისად, ამ სადავო პერიოდში მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია (იხ. ს.ფ. 139, 140, 146, 148-150 158-159). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლისა და და შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დარიცხული საპროცენტო სარგებლის დავალიანების გადახდა მხოლოდ - 218.59 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. დადგენილია რომ მხარეებს სს ''თ----- ბ---სა'' და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბ---ო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ----- ბ---- '' უფლებამოსილია მოითხოვოს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 4383.87 ლარის დაბრუნება . სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ--- ბო--------–ს 2015 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით ერიცხებოდა სარგებლის დავალიანება - 218.59 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მას გადასახდელად უნდა დაეკისროს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის - 218.59 ლარის გადახდა. 2.8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით მოპასუხე მხარეს ერიცხებოდა ჯარიმის დავალიანება - 20 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო (20 ლარი) მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, ამდენად , მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.9. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - მოპასუხე ნ--- ბო--------–ისათვის სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4383.87 ლარზე წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა 2016 წლის 29 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 131.49 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება . შესაბამისად , მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს , რაც ამ ნაწილში , სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ -სამართლებრივი საფუძველია . სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას და მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბ---ო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს მაინც. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით ნ--- ბო--------–ს მოსარჩელე სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ 2016 წლის 17 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 4383.87 ლარის წლიური 8%-ი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 29.22 ლარს. ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: 3.1. სს „თ----- ბ----ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება. 3.1.1 სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხისთვის უცნობი იყო, თუ როგორ შეეძლო დავალიანების დაფარვა. სარჩელს ერთვის ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბ---ო ოპერაციების წარმოების შესახებ. მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებულია, რომ ის გაეცნო და ეთანხმება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობებს. მოცემული ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტი ითვალისწინებს დავალიანების დაფარვის წესს, კერძოდ, კლიენტის ანგარიშიდან უაქცეპტო წესით დავალიანების თანხის ჩამოჭრას. შესაბამისად, მხარისათვის ცნობილი იყო, ან ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მის მიერ მის ნებისმიერ აქტიურ საბ---ო ანგარიშზე თანხის განთავსების შემთხვევაში ბ---- ამ თანხას ჩამოჭრიდა და მიმართავდა დავალიანების დასაფარად, თუმცა, კლიენტს ვალდებულების დაფარვის რეალური ინტერესი (მაგ: თანხის გადახდა), გარდა წერილების წერისა, არ გამოუხატავს. 3.1.2. სასამართლომ დავალიანების ცნობის გაცემიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე სესხის ძირითად თანხაზე მოპასუხეს დააკისრა წლიურად 8%-ის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 36%-სა. სასამართლომ მიუთითა, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს საბ---ო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს. გაუგებარია, რატომ მიუთითა სასამართლომ კონკრეტულად 8%-ზე და რატომ ჩათვალა, რომ მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრისას სარგებლის მინიმალური ოდენობაა გადამწყვეტი. მიუღებელი შემოსავლის მომწესრიგებელი ნორმები არ მოითხოვს, ანაზღაურდეს მინიმალური ზიანი, მისი მიზანია, მოსარჩელეს აუნაზღაურდეს მიუღებელი ზიანი სრული მოცულობით. 3.2. ნ--- ბო--------–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება. 3.2.1. ბ----ს მხრიდან მოხდა ვალის პატიება და ვინაიდან სესხი აღარ არსებობდა, სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობა. 3.2.2. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ საკრედიტო ლიმიტის გაზრდა თ----- ქ-------ე ბ----ს მხრიდან ცალმხრივად განხორციელდა 2008 წელს. რეალურად საკრედიტო ლიმიტის გაზრდა განხორციელდა 2012 წელს. 3.2.3. სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ სესხის დაპაუზებამდე ნ--- ბო--------–ის დავალიანება შეადგენდა 4 622.46 ლარს, საიდანაც 4 383.87 ლარი იყო დავალიანების ძირითადი თანხა, 218.59 - პროცენტი, ხოლო პირგასამტეხლო - 20 ლარი. სასამართლომ აქვე არ მიუთითა, რომ ამავე წერილის ბოლო აბზაცში მითითებული იყო, რომ ბ---- მოახდენდა დარიცხული ჯარიმის 20 ლარის კორექტირებას. შესაბამისად, ეს ჯარიმა აღარ არსებობს. 3.2.4. ფაქტობრივ გარემოებებში არ არის მითითებული, რომ 2016 წლის 17 მაისის წერილში ბ----ს მიერ დავალიანების დასაფარად მითითებული საბ---ო ანგარიში არ წარმოადგენდა საბ---ო პროდუქტ - T-- C----ის ანგარიშს და ამ წერილით არ დგინდება აპელანტს შეეძლო თუ არა იმავე პირობებით მოეხდინა საკრედიტო ბარათით სარგებლობა. 3.2.5. სასამართლო უთითებს, რომ ბ----ს მხრიდან ვალის პატიება არ განხორციელებულა და რომ 2015 წლის 29 სექტემბრის ტრანზაქციით კრედიტული ბრუნვის მეშვეობით მოვალის სახელზე არსებული საკრედიტო ბარათის დავალიანება გადატანილ იქნა ვადაგადაცილებული დავალიანებების სიაში. სასამართლო სამწუხაროდ არ უთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე - ბ----ს მიერ საბ---ო ტრანზაქციის განხორციელებისას ტრანზაქციის დანიშნულებაში მითითებულია - "T-- C--- ჩამოწერა ნ--- ბო--------–ი" - რაც არ ნიშნავს დავალიანების გადატანას ერთი სიიდან მეორეში, არამედ ნიშნავს დავალიანების ჩამოწერას და ვალის პატიებას. სასამართლო ასევე არ უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დავალიანების ჩამოწერა განხორციელდა სესხის დაპაუზების პერიოდში, რა დროსაც სესხი არ იყო ვადაგადაცილებული და შესაბამისად, არ უნდა განხორციელებულიყო მისი გადატანა ვადაგადაცილებული დავალიანებების სიაში. 3.2.6. ბ----ს მიერ სესხის პატიების ნება გამოვლენილი იქნა 29.09.2015 წელს, როდესაც მან განახორციელა სესხის ჩამოწერა და ამ ქმედებით შეწყვიტა ხელშეკრულება. ნება გამოხატა: 1. ტრანზაქციის დანიშნულებაში მის მიერ მითითებულ ჩანაწერში (ჩამოწერა და არა გადატანა ერთი ანგარიშიდან მეორეზე); 2. ტრანზაქციის შესრულების დროში - ვინაიდან სესხის ჩამოწერა განახორციელა დაპაუზების პერიოდში, როდესაც სესხის დასაფარად მოვალეს არ ეკისრებოდა მისი დაფარვის ვალდებულება და შესაბამისად არ იყო "გაპრობლემებული" ან "ვადაგადაცილებული" სესხი; 3. არც სესხის ჩამოწერისას და არც შემდგომ ყოველთვიურად ბ---ს არ განუხორციელებია მსესხებლის ინფორმირება მისი სესხის ვადაგადაცილებულთა სიაში მოხვედრაზე და არც დავალიანების ოდენობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას - რაც ასეთის შემთხვევაში ბ----ს ვალდებულებაა; 4. ეს რომ არ ყოფილიყო ბ----ს რეალური ნება და სურვილი, ის მალევე მოახდენდა მოქმედების გამოსწორებას და ამის შესახებ მსესხებლის ინფორმირებას. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არც ვალის პატიების და არც ხელშეკრულების შეწყვეტის გამოხმობის ან/და გადაფიქრების შესაძლებლობას. შესაბამისად, ვინაიდან ბ---მა გამოავლინა ნება, შეწყვიტა ხელშეკრულება, განახორციელა სესხის ჩამოწერა და მოახდინა ვალის პატიება - სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის შესაბამისად და ვინაიდან ვალდებულება აღარ არსებობდა, უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 3.2.7. ვინაიდან 2015 წლის 29 სექტემბრიდან შეწყდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება და აღარ არსებობდა სასესხო ურთიერთობა - ასევე უნდა შეწყვეტილიყო სესხზე პროცენტის დარიცხვა. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებით ყოველთვიური პროცენტის სახით 29.22 ლარის დაკისრება მსესხებლისათვის კანონშეუსაბამოა. 3.2.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არასწორად მოახდინა მსესხებლისათვის პირგასამტეხლოს სახით 20 ლარის დარიცხვა, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ან უბრალოდ მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ აღნიშნული 20 ლარი ბ----ს მიერ უკვე იყო დაკორექტირებული ანუ აღარ ეკისრებოდა მისი გადახდის ვალდებულება მსესხებელს. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის/უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ 05.05.2008წ. სს ''თ----- ბ---სა'' (შემდგომში „მოსარჩელე“) და ნ--- ბო--------–ს (შემდგომში „მოპასუხე“) შორის დაიდო საკრედიტო ბარათით (T-- C---) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც: · მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით; · წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის განისაზღვრა - 36%-ით; · ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა - ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% -ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში); · კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დამდეგი დაანგარიშების დღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს (ტ.1, ს.ფ. 14, 15, 51, 146,147). T-- C----ის განაცხადის მიხედვით, მსესხებელი გაეცნო და ეთანხმება T-- C----ის პირობებს და ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს მოსარჩელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ხელშეკრულებას ფიზიკური პირის საბ---ო ოპერაციების წარმოების შესახებ, ეთანხმება მას და უერთდება ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას (ტ. 1, ს.ფ. 80). 2011 წელს T-- C--- საკრედიტო ბარათის პირობებში მოხდა ცვლილება: · განახლებულმა ლიმიტმა შეადგინა 4500 ლარი; · ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა მოსარჩელის ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში შეადგინა 43.24%, ხოლო საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კი 0,80% (ტ.1, ს.ფ.146,147). 2013 წლის 19 დეკემბრიდან T-- C----ის პირობები კვლავ შეიცვალა: · მინიმალური დასაფარი ძირის ოდენობა შემცირდა 10%-დან 5%-მდე, რაც გულისხმობდა, რომ ყოველთვიური დასაფარი თანხის პროცენტს დაემატებოდა ათვისებული ძირი თანხის 5%; · ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა სს „თ----- ბ----ს“ ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში შეადგინა 43.48%, ხოლო საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კი 0,80% (ტ.1, ს.ფ.146,147). ფიზიკური პირის საბ---ო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების 16.8 პუნქტი უთითებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა კი განისაზღვრება ბ----ს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც ასევე განთავსებულია ბ----ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რომელთაც აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამავე ხელშეკრულების 8.11.2 პუნქტის შესაბამისად. მოცემულ საკრედიტო ბარათზე დადგენილი ტარიფებით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 20 ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ. 15,16, 17-33). 4.2. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხე 2008 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა საკრედიტო ვალდებულებებს და ჰქონდა კარგი საკრედიტო ისტორია (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-13; შესაგებელი, ტ. 1, ს.ფ. 122-136). 4.3. 20.03.2015წ. მოპასუხემ განცხადებით მიმართა მოსარჩელის მ--------–---–ის ფილიალს და განუმარტა, რომ აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდომარეობა, რის გამოც ბოლო თვეებში ვეღარ მუშაობს; აქვს უცნობი ეტიოლოგიის სიმსივნური კვანძი მუცლის ღრუში, რომელიც ამოსაკვეთია; სჭირდება სასწრაფო ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა (ტ.1, ს.ფ.81). განმცხადებელმა მოითხოვა: · საბ---ო კრედიტის (როგორც ძირის, ისე პროცენტის) გადახდის გადავადება 8 თვის ვადით; ბ---მა გაითვალისწინოს მისი უნაკლო საკრედიტო ისტორია და მიეცეს საშუალება შემდგომშიც გააგრძელოს იგივე საბ---ო პროდუქტით სარგებლობა, იგივე გადახდის პირობებით (ტ.1, ს.ფ. 81). 4.4. მოსარჩელე ბ----ს მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლის 17.04.2015წ. წერილით დგინდება, რომ მოსარჩელემ გაითვალისწინა მოპასუხის წერილში მითითებული გარემოებები და მისი მოთხოვნა დავალიანების გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა (ტ.1, ს.ფ.83). 17.04.2015წ. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 07.04.2015წ. დაანგარიშების თარიღის მიხედვით (პერიოდი: 08.03.2015- 07.04.2015) მოპასუხის ჯამური დავალიანება შეადგენდა 4622.46 ლარს (აღნიშნული თანხიდან 4 383,87 ლარი შეადგენდა ძირითად თანხას, 20 ლარი დარიცხულ ჯარიმას, ხოლო 218, 59 ლარი - დარიცხულ პროცენტს). მსესხებელს განემარტა, რომ დავალიანების დაფარვა აღდგებოდა 2015 წლის 01 დეკემბრიდან და ამასთან, მოსარჩელე მოახდენდა დარიცხული ჯარიმის - 20 ლარის კორექტირებას (ტ.1, ს.ფ.83). პალატა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს საკრედიტო დაწესებულების მიერ 17.04.2015წ. წერილში გამოვლენილი ნების - დავალიანების გადახდის გადავადების თაობაზე მსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების - სამართლებრივი ბუნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. “ნების გონივრული განსჯა” ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. პალატას მოპასუხის 20.03.2015წ. წერილის (ტ.1, ს.ფ. 81) და აღნიშნული წერილის პასუხად მოსარჩელე ბ----ს მიერ გამოვლენილი ნების (ტ.1, ს.ფ.83) შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მსესხებელსა და საკრედიტო დაწესებულებას შორის შედგა შეთანხმება საკრედიტო ვალდებულების შესრულების შეჩერების თაობაზე, რაც გულისხმობდა მსესხებლისათვის 8 თვიანი საშეღავათო პერიოდის მიცემას და საკრედიტო ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას, ანუ შეთანხმებული დროის შემდგომ ურთიერთობის აღდგენას იმავე სახით და პირობებით, როგორც საშეღავათო პერიოდის დაწყებამდე. ამდენად, გამოთქვა რა მოსარჩელე ბ---მა თანხმობა დავალიანების გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით, მოპასუხეს მიეცა საფუძველი კეთილსინდისიერად ევარაუდა, რომ 2015 წლის დეკემრამდე მასსა და ბ---ს შორის ურთიერთობა იყო შეჩერებული, არ ხდებოდა დავალიანების გაზრდა და ვადის გასვლის შემდგომ მოპასუხე შეძლებდა იგივე პირობებით, კერძოდ, ვალდებულების ნაწილ-ნაწილ დაფარვით ხელშეკრულების შესრულებას. 4.5. მოპასუხის საბ---ო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 29.09.2015წ. განხორციელებული ტრანზაქციით, ანუ ე.წ. გადავადების პერიოდში, მოპასუხის სახელზე არსებული საკრედიტო ბარათის დავალიანება გადატანილი იქნა სხვა ანგარიშზე. ამონაწერში ტრანზაქციის დანიშნულების გრაფაში მითითებულია - „ T-- C--- ჩამოწერა ნ--- ბო--------–ი 0----------“ (ტ.1, ს.ფ. 50), რაც იმთავითვე გულისხმობდა, რომ იმავე საკრედიტო ბარათის ანგარიშით მოპასუხე ვეღარ ისარგებლებდა. მოსარჩელის წერილით დასტურდება, რომ 29.09.2015წ. ტრანზაქცია გადატანილ იქნა ვადაგადაცილებულ დავალიანებათა სიაში (ტ.1, ს.ფ.147). 4.6. გადავადების ვადის ამოწურვის შემდეგომ მოპასუხემ 2015 წლის დეკემბერშივე წერილობით მიმართა მოსარჩელის მ--------–---–ის ფილიალს და მძიმე ჯანმრთელობის და ფინანსური მდგომარეობის გამო მოითხოვა მისცემოდა საშუალება ყოველი თვის 25-30 რიცხვში გადაეხადა დავალიანების თანხა 50 ლარის ოდენობით. ამავე განცხადებაში მოპასუხემ განმარტა, რომ იგი დაინტერესებული იყო დავალიანების დროულად დაფარვით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და მუშაობის დაწყების შემთხვევაში გამოთქვა მზადყოფნა უკვე გაზრდილი ოდენობით თანხის გადახდის გზით დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ.140). წერილის პასუხად მოპასუხეს 30.12.2015წ. ეცნობა, რომ მოსარჩელე არ იყო ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებაზე თანახმა (ტ.1, ს.ფ. 84). 4.7. შპს „A---------------------“-ის 11.02.2016წ. #17 ბრძანებით დასტურდება, რომ მოპასუხე 11.02.2016 წლიდან განუსაზღვრელი ვადით დასაქმდა კომპიუტერული ბეჭდვითი მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური სარგო შეადგენს 350 ლარს (ტ.1, ს.ფ.85). 4.8. მოსარჩელის 17.05.2016წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2016 წლის 21 იანვარს T-- C--- საკრედიტო ბარათი სამართავად გადაეცა გარე პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას შპს ''ტ----ას''. მსესხებელს განემარტა, რომ დავალიანების დასაფარავად თანხის შეტანა შესაძლებელი იყო სს ''თ----- ბ---ში'' მოვალის სახელზე არსებულ შემდეგ ანგარიშზე NG-------------------09 (ტ.1, ს.დ. 146,147). ანუ როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის მართებულად აღნიშნული, საქმის მასალებით არ დგინდება 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის 17 მაისამდე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ანგარიშის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, მაშინ როდესაც მოპასუხე ცდილობდა აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებას (ტ.1, ს.ფ.158). დაუსაბუთებელია მოსარჩელის მსჯელობა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაზე. ამასთან, ამ პერიოდისათვის მოპასუხეს ფაქტობრივად სასესხო ხელშეკრულება ვადის გადაცილების საფუძვლით უკვე ჰქონდა შეწყვეტილი („ვალი ჩამოწერილი“), თანაც იმ პერიოდში, როცა სასესხო ურთიერთობა შეჩერებული უნდა ყოფილიყო. 4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს კრედიტის გადავადების მომენტისათვის არსებული დავალიანების - ძირი თანხის და პროცენტის გადახდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ 17.04.2015წ. მდგომარეობით მოპასუხის ჯამური დავალიანება შეადგენდა 4622.46 ლარს, საიდანაც 4 383,87 ლარი შეადგენდა ძირითად თანხას, 20 ლარი დარიცხულ ჯარიმას, ხოლო 218, 59 ლარი - დარიცხულ პროცენტს. ამასთან, ამავე წერილში აღნიშნულია, რომ სს „თ----- ბ----“ მოახდენდა დარიცხული ჯარიმის, 20 ლარის კორექტირებას (ტ.1, ს.ფ.83). 20 ლარის ჯარიმის სახით მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რამეთუ 17.04.2015წ. მდგომარეობით ვადაგადაცილება არ დასტურდება. ასევე დაუსაბუთებელია 218, 59 ლარის ზემოთ პროცენტის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნა. რაც შეეხება ძირის - 4 383,87 ლარის და სარგებლის - 218, 59 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას, მოთხოვნა საფუძვლიანია. მოპასუხის პრეტენზია ამ თანხების დაკისრებაზე დაფუძნებულია მასზედ, რომ მოსარჩელემ მას ვალი აპატია. სააპელაციო პალატა არ იზიარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხის საბ---ო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 29.09.2015წ. განხორციელებული ტრანზაქციით მოვალის სახელზე არსებული საკრედიტო ბარათის დავალიანება გადატანილი იქნა სხვა ანგარიშზე. ამონაწერში ტრანზაქციის დანიშნულების გრაფაში მითითებულია - „ T-- C--- ჩამოწერა ნ--- ბო--------–ი 0----------“ (ტ.1, ს.ფ. 50). მოპასუხე 29.09.2015წ. განხორციელებულ ტრანზაქციას და ტრანზაქციის დანიშნულების გრაფაში მითითებულ ტექსტს მიიჩნევს კრედიტორის მიერ ვალის პატიების დასტურად და განმარტავს, რომ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება შეწყვეტილია კრედიტორის მიერ ვალის პატიებით (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 122-136). თავის მხრივ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 29.09.2015წ. თარიღში საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დაფიქსირებული ბრუნვა არ გულისხმობს ხელშეკრულების შეწყვეტას და მოპასუხეს ეკისრება T-- C--- საკრედიტო ბარათის დავალიანება, რომელიც ასახულია სასესხო ვალდებულებად. საკრედიტო დაწესებულების განმარტებით, მოპასუხის სახელზე არსებული T-- C--- საკრედიტო ბარათის დავალიანება გადატანილი იქნა ვადაგადაცილებული დავალიანებების სიაში (ტ. 1, ს.ფ. 146,147). სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის თანახმად, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. პალატა განმარტავს, რომ ვალის პატიება, რასაც შედეგად შეიძლება ვალდებულების შეწყვეტა მოჰყვეს, წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, სადაც გარკვევით უნდა აისახოს მხარეთა ნება, მიმართული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერობის შეწყვეტისაკენ. იგი ორმხრვი შეთანხმებაა და მიზნად უნდა ისახავდეს მატერიალური სამართლით რეგულირებული შედეგის მიღწევას - მიუღებელი შესრულებისაგან მოვალის გათავისუფლებას (სკ 448-ე მუხლი), ამასთან, ეს ნება არაორაზროვნად უნდა იყოს გადმოცემული (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე N ას-1087-1018-2012). პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში 29.09.2015წ. განხორციელებული ტრანზაქციით და ტრანზაქციის დანიშნულების გრაფაში მითითებულ ტექსტით არ არის დეკლარირებული კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება ვალის პატიებაზე და აღნიშნული ქმედება არ შეიძლება შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის კონტექსტში. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ საკრედიტო დაწესებულებამ 17.04.2015წ. წერილში ნათლად განმარტა, რომ იგი აკმაყოფილებდა მსესხებლის მოთხოვნას დავალიანების გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით და დავალიანების დაფარვა განახლდებოდა 2015 წლის 01 დეკემბრიდან (ტ.1, ს.ფ.83). სადავო ტრანზაქციის შემდგომ განხორცილებულ მიმოწერებშიც მოსარჩელემ ასევე არაორაზროვნად მიუთითებდა მოპასუხეს ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობაზე (იხ.: 30.12.2015წ. და 17.05.2016წ. წერილები, ტ. 1, ს.ფ. 84, 146,147). 4.9. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის ძირითად თანხაზე 4383,04 წლიური 36%-ის სარგებლის გადახდის დაკისრებას 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით (ტ.1, ს.ფ.225). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 17 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 4383.87 ლარის წლიური 8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 29.22 ლარს. გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს ორივე მხარეს. უსაფუძვლოა ბ----ს მოთხოვნა მოპასუხისათვის სარგებლის მიუღებელი შემოსავლის სახით ვალდებულების შესრულებამდე დაკისრებაზე, რაც თავისთავად გულისხმობს ამ ნაწილში მოპასუხის აპელაციის დაკმაყოფილებას და მოსარჩელის აპელაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანია, რამდენად არსებობს მსესხებლისთვის დავალიანების გადახდის გადავადების შემდგომ პერიოდზე (მოთხოვნილი თარიღიდან) საპროცენტო სარგებლის დაკისრების საფუძველი. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის (იხ.: სუსგ 25.06.2015წ. საქმეზე N1338-1376-2014). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის საბ---ო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 29.09.2015წ. განხორციელებული ტრანზაქციით მოვალის სახელზე არსებული საკრედიტო ბარათის დავალიანება გადატანილი იქნა სხვა ანგარიშზე, რაც, თავად საკრედიტო დაწესებულების განმარტებით, წარმოადგენდა T-- C--- საკრედიტო ბარათის დავალიანების გადატანას ვადაგადაცილებული დავალიანებების სიაში (ტ.1, ს.ფ. 146,147). ამდენად, დგინდება, რომ მსესხებელს საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ აღარ ჰქონდა შესაძლებლობა გაეგრძელებინა საკრედიტო პროდუქტით იმავე პირობებით სარგებლობა. უფრო მეტიც, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ანგარიში სადაც მოპასუხეს შეეძლო დავალიანების დაფარვა, მოპასუხეს ეცნობა მხოლოდ 17.05.2016წ. წერილით (ტ. 1, ს.ფ.146). პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ: საკრედიტო პროდუქტისგან განსხვავებით, რომლითაც სარგებლობდა მოპასუხე და რომელიც გულისხმობდა გარკვეული პერიოდულობით განხორციელებული მინიმალური შენატანებით დავალიანების გადახდას, საკრედიტო დაწესებულებამ მას მოსთხოვა არსებული დავალიანების ერთიანად გადახდა, რაც ბ----ს მიერ უფლების კეთილსინდისიერად განხორციელებად შეფასებული ვერ იქნება. პალატას მიაჩნია, რომ ბ---ს, როგორც საკრედიტო დაწესებულებას, კეთილსნიდისიერი და უნაკლო საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ევალებოდა გულისხმიერი დამოკიდებულება გამოეჩინა. აღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსესხებლისთვის დავალიანების გადახდის გადავადების შემდგომ პერიოდზე საპროცენტო სარგებლის მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრების საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 4383.87 ლარის და პროცენტის 218.59 ლარის გადახდა. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნები ჯარიმის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის დაკისრების ნაწილში. 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. მითითებული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ხდება გადაწყვეტილების გამოტანისას და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენის მიზანია - უზრუნველყოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულება. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის გამოყენების და გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენის წინაპირობა. ასეთ წინაპირობად პალატა მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ სასამართლოს მიერ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებად შეფასდა ბ----ს ქმედება, რომლითაც საკრედიტო დაწესებულებამ მსესხებელს მოსთხოვა არსებული დავალიანების ერთიანად გადახდა, იმ საკრედიტო პროდუქტისგან განსხვავებით, რომლითაც სარგებლობდა მსესხებელი და რომელიც გულისხმობდა გარკვეული პერიოდულობით განხორციელებული მინიმალური შენატანებით დავალიანების დაფარვას. პალატა საკითხის რეგლამენტაციისას ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე საქმის თავისებურებაზე და მოცემულ დავაში ბ----სა და კლიენტის ურთიერთობის განსხვავებულ ფორმატზე. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტი ძირი თანხის - 4383.87 ლარის და პროცენტის 218.59 ლარის ოდენობით და სასამართლოს მიერ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებად შეფასდა ბ----ს ქმედება, რომლითაც საკრედიტო დაწესებულებამ სასესხო ურთიერთობის გადავადებაზე და ხელშეკრულების იმავე პირობებით გაგრძელებაზე დაპირების მიცემის მიუხედავად ფაქტობრივად შეწყვიტა სესხი და მსესხებელს მოსთხოვა არსებული დავალიანების ერთიანად გადახდა, ასევე მოპასუხს საკრედიტო ისტორიის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და შემოსავლის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების საშუალების დადგენის წესი და დაკისრებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 18 თვის ვადაში თანხის ეტაპობრივად თანაბარ ნაწილებად გადახდით. აღნიშნული უზრუნველყოფს არსებული დალიანების დაფარვის კუთხით გადაწყვეტილების აღსრულებას და მოდავე მხარეთა უფლებებს შორის ბალანსის შენარჩუნებას. 4. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. წინამდებარე გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება ნაწილობრივ და არ კმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნები 20 ლარის ოდენობით ჯარიმის და 17.05.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 4383.87 ლარის წლიური 8%-ი სარგებლის (ყოველთვიურად 29.22 ლარის) დაკისრების ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია 1051.92 (29.22*12*3) ლარის და 20 ლარის, ანუ სულ ჯამში 1071,92 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 42,87 ლარის გადახდა (1071,92-ის 4%). გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი კმაყოფილდება მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის 4383.87 ლარის და პროცენტის 218.59 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის - 138, 07 ლარის გადახდა (4602,46- ის 3%). სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გადაწყვიტა 1. სს „თ----- ბ----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. ნ--- ბო--------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1, 2 (2.1.), 3 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. 3. სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 4. ნ--- ბო--------–ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 4383.87 ლარის და პროცენტის 218.59 ლარის გადახდა. 5. არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები ჯარიმის და 17.05.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის დაკისრების ნაწილში. 6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი. 7. განისაზღვროს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ვადა: დაკისრებული თანხის გადახდა მოხდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 18 თვის ვადაში თანხის ეტაპობრივად თანაბარ ნაწილებად გადახდით. 8. ნ--- ბო--------–ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის - 138, 07 ლარის გადახდა. 9. სს „თ----- ბ---ს“ ნ--- ბო--------–ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 42,87 ლარის გადახდა. 10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე მოსამართლეები: თამარ ალანია ბესარიონ ტაბაღუა