განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002343114
საქმე №1ბ/554-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის გ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--------------------–---–ის მიმართ, დ----------–---------–-–-------------- ს----------–----------–----- პირადი №------------ არასრული-საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: გ------------------------–---------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით:
გ------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გ------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ-------------------------–--------–- მდებარე, საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------------------–---–მა, მამას - მ---------------–---–ს ხელი უმიზეზოდ განზრახ დაარტყა თავის არეში, ხოლო ღუმელის რკინის საჩხრეკი ჩაარტყა მარცხენა ხელში. აღნიშნულის შედეგად მ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა გ---------------–---–მა და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გ------------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თვაისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა მისი ოჯახის წევრის მიმართ, თანაც მსხვერპლის ოჯახის წევრის თანდასწრებით, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა, არ იქნა გაათვალისწინებული დანაშაულის სპეციფიკა, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, გ------------------–---–ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული ქმედებები მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ მ---------------–---–ის, მოწმეების - დ------------------------------------–---–----------------------–-–---–---------------------–---–-- ჩვენები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალდებულის ალკოტესტზე შემოწმების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ გ------------------–---–ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, საქმეში წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის - გ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
გ------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
გ------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 2 თებერვლიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ------------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთმტკიცება:
ღუმელის რკინის საჩხრეკი, რომელიც ინახება გორის რაიონული სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო მ---------------–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება ამავე სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე