განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2018
საქმის ნომერი
190100118002346114
ინსტანცია
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002346114

საქმე №1/ბ-559-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ------–-----–---–ის მიმართ, დაბადებულის 19----–-–------------------–ს, პირადი №2----------- საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ------–-------------------------–------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ“ და „გ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ- ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ლ------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ“ და „გ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ- ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ზაფხულის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ“ და „გ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - (2017 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ -ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლ------–-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ლ------–-----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 31 იანვარს, დაახლეობით 02:00 საათზე, ქ-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ლ------–-----–---–მა მეუღლეს, თ-------–-----–---–ს, მათი არასრულწლოვანი შვილების: 16 წლის მ----- და 11 წლის ვ----------–-----–---–--ის თანდასწრებით სახისა და კისრის არეში დაარტყა ხელები. აღნიშნულ კონფლიქტში ჩაერია არასრულწლოვანი მ----- ლ-----–---–ი და მამას სთხოვა შეეწყვიტა დედის ცემა, რა დროსაც ლ------–-----–---–მა მასაც ჩაარტყა მუშტი თავში, შემდეგ მიათრია დივანთან და დივანზე დაგდებულს სახეში ურტყამდა ხელებს. ლ------–-----–---–ის ქმედებებით მ----- და თამარ ლ-----–---–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის ზაფხულში, ქ----------–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ------–-----–---–მა თავის მეუღლეს, თ-------–-----–---–ს, შვილის, მ----- ლ-----–---–ის მიერ თბილი ფეხსაცმლის ჩაცმის გამო, მათი არასრულწლოვანი შვილების: 16 წლის მ----- და 11 წლის ვ------- ლ-----–---–ების თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სხეულზე, რა დროსაც თ-------–-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის ზაფხულში, ქ----------–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ------–-----–---–მა თავის არასრულწლოვან შვილს მ----- ლ-----–---–ს ე.წ ,,ტატუს’’გაკეთების გამო, ძმის არასრულწლოვანი 11 წლის ვ------- ლ-----–---–ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც მ----- ლ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასაჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი. მართალია დაზარალებულთა განცხადებები მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არ ქონასთან და მასთან თანაცხოვრების გაგრძელებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების სახით, თუმცა აღნიშნული გარემოება წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ არ შეფასდა რეალურ გარემოებად, რადგან სასამართლოს პოზიციით გაურკვეველი იყო, თუ რამდენად თავისუფალი ნების პირობებში განაცხადეს მათ, რომ მსჯავრდებულის მიმართ არ აქვთ პრეტენზია და ოჯახი ითხოვს მასთან ერთად თანაცხოვრების გაგრძელებას. დაზარელებულები არ წარდგენილან სასამართლოს წინაშე, შესაბამისად, შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ლ------–-----–---–ი შეურიგდა დაზარალებულებს, არ გაუვლია სასამართლოს კონტროლი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ------–-----–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ------–-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: მ----- ლ-----–---–ის, თ-------–-----–---–ის, ვ------- ლ-----–---–ის დ--------------ის, ნ-------------–---–ის, შ-----–-----------–---–ის, დ---------–--–---–ის, მ--------------ის, ნ-------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, თ-------–-----–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ----- ლ-----–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ასევე, პალატა მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას დაავალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გამოწვეული შედეგი.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ლ------–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ“ და „გ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ- ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ზაფხულის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ“ და „გ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - (2017 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლ------–-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

ლ------–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ლ------–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 01 თებერვალიდან 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით.

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ლ------–-----–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი