განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2018
საქმის ნომერი
010141318700051866
ინსტანცია
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700051866

საქმე №1/აგ-97-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

შორენა ყავლაშვილი

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გ---------------–---–ის, ჯ----–--–------ის,სასჯელმოხდილის: გ---------------–--–ის

 

მონაწილეობით,განიხილა ზეპირი მოსმენით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ---------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, მსჯავრდებულის გ---------------–---–ის მიმართ.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენით, პროკურორ ი--------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

დამტკიცდა გ---------------–---–სა და პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ-------–--–---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ---------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც შპს „ფ-----ს“ 100 % წილის მფლობელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მითითებული საწარმოს კუთვნილი ქონება, მიწის ნაკვეთის სახით, მდებარე - ქ-------–----------------------–--–----–--–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

განაჩენით გ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ---------------–---–ი, როგორც შპს „ფ-----ს“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი, ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 5 იანვრის N--------- დადგენილებით, შპს „ფ-----ს“ კა---------------–--–-------–---------------–-------------- მიმდებარედ ბაზრობის მოსაწყობად, დროებით დაუმაგრდა 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ამავე დადგენილების 2.2 პუნქტის თანახმად შპს „ფ-----ს“ დავალებული ჰქონდა არსებული წესით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, რაც არ გაფორმებულა და შესაბამისად მითითებული ტერიტორია არასდროს ყოფილა შპს „ფ-----ს“ მართლზომიერ მფლობელობაში. მიუხედავად ამისა გ---------------–---–მა N----- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა შპს „ფ-----ს“ სახელზე მომხდარიყო საკუთრების უფლების აღიარება 55282 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე. ამასთან კომისიას წარუდგინა არასრულყოფილი დოკუმენტაცია, კერძოდ, დაუმალა ის ფაქტი, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 5 იანვრის N--------- დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად, შპს „ფ-----სა“ და ქ. თბილისის მერიის მიწის რესურსების სამმართველოს შორის არ იყო გაფორმებული საჯარო ხელშეკრულება, რომლის არქონის დროს პირდაპირ იყო მითითებული მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებაში, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში, საუბარი იყო 2.2 პუნქტზე, აღძრული იქნებოდა საკითხი მიწათსარებლობაზე ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ კომპანია მიწის ნაკვეთს ფლობდა უკანონოდ, ანუ ადგილი ჰქონდა მიტაცებას, რითაც შპს „ფ-----ს“ 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მიენიჭებოდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია და არა მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია, სხვაობა მათ შორის კი წარმოადგენდა იმას, რომ მართლზომიერი სარგებლობის კატეგორიის შემთხვევაში მიწის გადასახადი შეადგენდა ყოველ კვადრატულ მეტრზე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ წლიური განაკვეთის ხუთმაგ ოდენობას, ხოლო თვითნებურად დაკავების შემთხვევაში - ოცმაგ ოდენობას. ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამალვით გ---------------–---–მა, მოტყუებით, ქონების მესაკუთრეს, ანუ სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი - 139313,52 ლარი. მის მიერ ნაცვლად 185750, 51 ლარისა, გადახდილ იქნა მხოლოდ 46436,99 ლარი.

 

გ---------------–---–ის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო შემდეგი მტკიცებულებები:

 

საქმეში მოიპოვება მხოლოდ ერთადერთი დაკითხვის ოქმი, ეს არის თვით გ---------------–---–ის მოწმის სტატუსით დაკითხვის ოქმი, დათარიღებული 2009 წლის 03 თებერვლით, სადაც მან აჩვენა, რომ 1995 წლის 17 ნოემბერს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის N---------- დადგენილებით შპს „ფ-----ს“, რომლის 100% მეწილე იყო ის, ლ--–--------------- ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობისთვის გამოეყო 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. გარკვეული დროის შემდეგ, 1996 წლის 05 ივნისს N--------- დადგენილებით წარმოების გაფართოებისთვის დაემატა 5 ჰექტარი მიწა და მის სარგებლობაში არსებული მიწის საერთო ფართმა შეადგინა 8 ჰექტარი. 2008 წლის 22 თებერვალს მან განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის შესაბამის კომისიას და მოითხოვა შპს „ფ-----ზე“ იჯარის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. 20---–-–-------------, მიწის ლეგალიზაციის კომისიამ დაიწყო შეტანილი განცხადებისა და დოკუმენტაციის განხილვა. მას დამატებით ეცნობა, თუ რა დოკუმენტები უნდა წარედგინა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ გადაეცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დარეგისტრირდა კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქმეში ასევე მოიპოვება წერილობითი მტკიცებულებები, შპს „ფ-----ს“ სადამფუძნებლო, საბუღალტრო, საგადასახადო დოკუმენტაცია, ასევე მიწის ლეგალიზების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტები და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

2018 წლის 25 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა გ---------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე (2018 წლის 16 იანვარს, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, მიღებული იქნა დადგენილება მსჯავრდებულ გ---------------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ), მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.

 

2016 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ---------------–---–ის განცხადება თანდართული მასალებით იმის შესახებ, რომ 2009 წლის 03 თებერვალს მის მიმართ უსაფუძვლოდ იქნა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა მისი უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტებს, რასაც შედეგად გ.მეფარიშვილის უკანონო მსჯავრდება მოჰყვა.

 

გამოძიების პროცესში შესწავლილ იქნა გ---------------–---–ის მსჯავრდების საქმე (საგამოძიებო სისხლის სამართლის №0-------- საქმე და სასამართლო საქმე №1-------).

 

შუამდგომლობის ავტორის მტკიცებით, ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომელზეც გურამ მეფარიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, გარდა ბრალდებულის მიერ სასამართლოზე მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, იმის მტკიცებულება, რომ დამნაშავემ განზრახ შეიყვანა შეცდომაში მიწის ლეგალიზაციის კომისია, არ მოიპოვება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენის გაუქმება, გ---------------–---–ის გამართლება, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე.

 

სააპელაციო პალატამ, საქმის არსებითი განხილვისას შეამოწმა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა, უშუალოდ გამოიკვლია სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

 

სააპელაციო სასამართლოში გ---------------–---–ის მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 1995 წლის 17 ნოემბერს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის N---------- დადგენილებით შპს „ფ-----ს“, რომლის 100% მეწილე თავად იყო, ლ--–--------------- ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობისთვის გამოეყო 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. გარკვეული დროის შემდეგ, 1996 წლის 05 ივნისს N--------- დადგენილებით წარმოების გაფართოებისთვის დაემატა 5 ჰექტარი მიწა და მის სარგებლობაში არსებული მიწის საერთო ფართმა შეადგინა 8 ჰექტარი.

2008 წლის 22 თებერვალს მან განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის შესაბამის კომისიას და მოითხოვა შპს „ფ-----ზე“ იჯარის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. 20---–-–-------------, მიწის ლეგალიზაციის კომისიამ დაიწყო შეტანილი განცხადებისა და დოკუმენტაციის განხილვა. მას დამატებით ეცნობა, თუ რა დოკუმენტები უნდა წარედგინა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ გადაეცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დარეგისტრირდა კანონმდებლობის შესაბამისად. მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობასთან დაკავშირებით 2009 წელს ის არაერთხელ დაიბარა ქ.თბილისის პროკურატურის გამომძიებელმა ა-–---------------–--ემ ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. ერთ შემთხვევაში ა-–---------------–--ემ მოახდინა მისი მოწმის სახით დაკითხვა, ხოლო სხვა შემთხვევებში ის ესაუბრებოდა იმ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა. ა-–---------------–--ემ რამდენჯერმე უთხრა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთით დაინტერესებული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და პრობლემებისაგან თავის არიდების მოტივით თხოვდა სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაეცა მიწის ნაკვეთები. აღნიშნულზე მან განაცხადა უარი. უარის თქმის შემდგომ, მიწის ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ გამომძიებელმა მოითხოვა სპეციალურ ფონდში თავდაპირველად 350 000 აშშ, შემდგომ 1 600 000 აშშ დოლარის გადახდა, რაზედაც ასევე მიიღო უარი.

 

საბოლოოდ გ----------------–---–- წარუდგინეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ა-–---------------–--ე დაემუქრა დაკავებით. მას გაუჩნდა დაკავების საფუძვლიანი შიში, რის გამოც აიყვანა ადვოკატი და იძულებით მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმების ოქმს, სადაც აღნიშნა, რომ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანახმა იყო, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა სახელმწიფოსათვის.

 

გ---------------–---–ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ედავებოდა 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის უკანონო დაუფლებას, საბოლოოდ ჩამოართვეს 5,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთში მოხვდა ის 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიებას კითხვები არ ჰქონია. საბრალდებო დასკვნაში აღწერილი იყო, რომ თითქოს მას თვითნებურად მიტაცებული ჰქონდა 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და საკუთრებაში გადმოცემისათვის უნდა გადაეხადა მიწის ნომინალური ღირებულების ოცმაგი ოდენობა, როცა რეალურად მას მიწის ნაკვეთი სარგებლობაში დადგენილებით ჰქონდა გადმოცემული.

 

მოწმე მა----------–------მა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში უჩვენა, რომ 2-------- წლებში მუშაობდა ქ.თბილისის ვ-–--------- და იმავდროულად თავმჯდომარეობდა ქ.თბილისის მ-----–- შექმნილ კომისიას. აღნიშნული კომისია იხილავდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხებს. მოწმის განმარტებით, გ---------------–---–ს ის პირადად არ იცნობდა და შპს „ფ-----სათვის“ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარების დეტალებს ვერ იხსენებს. მ-----–------ის განმარტებით წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995-1996 წ დადგენილებებით შპს „ფ-----ს“ გამოყოფილი ჰქონდა 8 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ლეგალიზების განაცხადი დაკმაყოფილდა კომისიის 2----–-–-------------- N-- საოქმო გადაწყვეტილებით. შესაბამისი კატეგორია მიწის ნაკვეთებს მიენიჭათ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995-1996 წლების დადგენილებების საფუძველზე, ხოლო აღნიშნული აქტები იყო საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ აღიარების კომისიას განეხილა და დადებითად გადაეწყვიტა უძრავი ქონების ლეგალიზაციის საკითხი. რამდენად სწორად შეისწავლა კომისიამ მიწათსარგებლობის ხელშეკრულების არსებობის ან საჭიროების საკითხი მან ვერ განმარტა, თუმცა კატეგორიულად აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის N5-- ბრძანებულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ასევე კატეგორიულად გამორიცხა შპს „ფ-----ს“ დირექტორის მხრიდან კომისიისათვის არასწორი ცნობების მოწოდების, ინფორმაციის დამალვის და გარეშე პირის მხრიდან უკანონო ჩარევის ან რაიმე სახით ზეგავლენის მოხდენის ფაქტი.

 

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გ--------------–--ემ უჩვენა, რომ 2-------- წლებში იყო ქ.თბილისის საკრებულოს წევრი. 2--- წლიდან მუშაობდა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. კომისია იხილავდა და წყვეტდა 2--- წლამდე ფიზიკური და კერძოს სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხებს. მოწმემ განმარტა, რომ გ---------------–---–ს არ იცნობს, ხოლო შპს „ფ-----სათვის“ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების დეტალები დიდი დროის გასვლის გამო არ ახსენდება; თუმცა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით თუ იმსჯელებს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995-1996წ გადაწყვეტილებებით შპს „ფ-----ს“ სარგებლობაში გამოყოფილი ჰქონდა 8 ჰა მიწის ნაკვეთი. 2--- წლის 21 ნოემბერს კომპანიის დირექტორმა - გ---------------–---–მა განცხადებით მიმართა კომისიას და მოითხოვა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება, რაც 2----–-–-------------- N-- საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. დასმულ კითხვაზე, თუ რა დოკუმენტებზე დაყრდნობით მიენიჭა ზემოხსენებულ ქონებას მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია, ამჟამად ვერაფერს იხსენებს; კომისიის წევრები მათი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობდნენ და ამზადებდნენ საკითხს სხდომაზე გასატანად, სადაც უკვე ხდებოდა წარდგენილი მოსაზრებებისა და პოზიციების შეჯერება. საკანონმდებლო კუთხის მასალებს სწავლობდა ქ.თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი. ამავდროულად მან გამორიცხა შპს „ფ-----ს“ დირექტორის მხრიდან კომისიისათვის არასწორი ცნობების მოწოდების, ინფორმაციის დამალვის და გარეშე პირის მხრიდან უკანონო ჩარევის ან რაიმე სახით ზეგავლენის მოხდენის.

 

მოწმე მ-----–--------მ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მიუთითა, რომ 2-------- წლებში დანიშნული იყო ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ამავე პერიოდში მუშაობდა ქ.თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. აღნიშნული კომისია იხილავდა და წყვეტდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში, სარგებლობაში ან/და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ლეგალიზების საკითხებს. კომისიის თავმჯდომარე იყო მ------------–-------. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონისა და პრეზიდენტის 2--- წლის #5-- ბრძანებულების საფუძველზე. მოწმემ განმარტა, რომ არ იცნობს შპს „ფ-----ს“ დირექტორს - გ---------------–---–ს და ზემოხსენებული ფართის ლეგალიზაციის პროცესის დეტალები არ ახსოვს. თუმცა როგორც მასალებიდან ჩანს, შპს „ფ-----სათვის“ 8 ჰა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას საფუძვლად დაედო კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1---------წ N---------- და 0---------– N--------- დადგენილებები. აღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად კომპანიას 1995-1996 წლებში სარგებლობაში დამაგრებული ჰქონდა 3 და 5 ჰა მიწის ნაკვეთები. 20---–-–------------- კომისიის ერთობლივი N-- საოქმო გადაწყვეტილებით შპს „ფ-----ს“ სარგებლობაში არსებულ 8 ჰა მიწის ნაკვეთს მიენიჭა მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია, რომლის საფასურის გადახდის შემდეგ ფირმაზე გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობები. კითხვაზე თუ რის საფუძველზე მიენიჭა შპს „ფ-----ს“ სარგებლობაში დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს სარგებლობის კატეგორია, მ-----–--------მ განმარტა, რომ აღნიშნული კატეგორია ნაკვეთებს მიენიჭათ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1---------წ N---------- და 0---------– N--------- დადგენილებების საფუძველზე, რადგან პრეზიდენტის N5-- ბრძანებულების მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად მიწის სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა: „.......ფიზიკური პირებისა და კერძოს სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ (1998 წლის) საქართველოს კანონის ამოქმედებამდე .... სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა“. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დადგენილებების მიხედვით შპს „ფ-----ს“ დაევალა სხვადასხვა საინჟინრო და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, აგრეთვე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება, მოწმის განმარტებით აღნიშნული ფაქტების გადამოწმება აღიარების კომისიას კანონმდებლობით არ მოეთხოვებოდა. წარმოდგენილი საბუთებიდან ირკვეოდა, რომ შპს „ფ-----ს“ დირექტორის მიერ კომისიაში შემოტანილი იქნა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც კომისიამ იმსჯელა და საკითხი დადებითად გადაწყვიტა. მან განმარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „ფ-----ს“ დირექტორის მხრიდან კომისიისათვის რაიმე ინფორმაციის დამალვას ან/და არასწორი ცნობებისა თუ საბუთების მიწოდებას ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე ნ-------------მ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2-------- წლებში მუშაობდაქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2--- წლიდან ასევე დაინიშნა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რომელიც იხილავდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული, აგრეთვე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ლეგალიზების საქმეებს. კომისიის თავმჯდომარე იყო მა----------–------ი. მან განმარტა, რომ გ---------------–---–ს არ იცნობს, ხოლო შპს „ფ-----სათვის“ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების დეტალები არ ახსენდება, რადგან გასულია დიდი დრო. როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, 2--- წლის 26 ნოემბერს კომპანიის დირექტორმა მიმართა კომისიას განცხადებით და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995-1996წ დადგენილებების საფუძველზე შპს „ფ-----სათვის“ კა---------------–--–--- სარგებლობაში დამაგრებულ 3 და 5 ჰა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებლის მიერ ასევე შეტანილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 1-------------- #5-- ბრძანებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემდეგი საბუთები: საკადასტრო აზომვითი ნახაზები, კომპანიის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის ასლები და ცნობები საჯარო რეესტრიდან იმის თაობაზე, რომ მითითებულ ტერიტორიაზე საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული. 2----–-–-------------- N-- ოქმის თანახმად კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ფ-----სათვის“ სარგებლობაში გამოყოფილ 8 ჰა მიწის ფართს მიენიჭა მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია, რომლის საფასურის გადახდის შემდეგ გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობები. კონკრეტულად რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ზემოხსენებულ ქონებას მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია, ვერ იხსენებს; მასალებს კომისიის თითოეული წევრი თავისი პროფესიული კუთხით აფასებდა; საკითხს სამართლებრივი კუთხით ამზადებდა ქ.თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ხოლო ის სახელმწიფო საკუთრების მიმართულებით სწავლობდა და სხდომაზე ხდებოდა პოზიციების ურთიერთშეჯერება. 2-------–-–------------------- გამართული სხდომის მიმდინარეობის დეტალები დიდი დროის გასვლის გამო არ ახსოვს, თუმცა როგორც 3---------წ N-- ოქმიდან ირკვევა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად. მან ასევე განმარტა, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შპს „ფ-----ს“ დირექტორის მხრიდან კომისიისათვის არასწორი ცნობების მოწოდებას ან/და ინფორმაციის დამალვას ადგილი არ ჰქონია. აგრეთვე გამორიცხა ლეგალიზაციის პროცესში გ---------------–---–ის, გარეშე პირების ან/და ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე უკანონოდ ჩარევის ფაქტი.

 

მოწმე პ----------–---–მა აჩვენა, რომ 2-------- წლებში მუშაობდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მიწის მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2--- წელს ქ.თბილისის მ-----–- შეიქმნა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომლის წევრადაც დაინიშნა და მუშაობდა 2--- წლამდე. აღიარების კომისიას თავმჯდომარეობდა ქ.თბილისის ვიცე-მერი მა----------–------ი. აღიარების კომისია იხილავდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში, აგრეთვე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ლეგალიზების საკითხებს. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების დროს კომისიის წევრები ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პრეზიდენტის N5-- ბრძანებულებით, აგრეთვე „ფიზიკური და კერძოს სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით. მან განმარტა, რომ შპს „ფ-----ს“ დირექტორს - გ---------------–---–ს პირადად არ იცნობს და აღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზაციის დეტალები დიდი დროის გასვლის გამო არ ახსენდება. წარმოდგენილი მასალების თანახმად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995-1996 წლების დადგენილებების საფუძველზე შპს „ფ-----ს“ სარგებლობაში დაუმაგრდა 3 და 5 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. 2--- წლის 21 ნოემბერს კომპანიის დირექტორმა მიმართა კომისიას განცხადებით და წარმოადგინა N5-- ბრძანებულებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია. 20---–-–------------- კომისიის N-- საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ფ-----ს“ განცხადება და კომპანიის სარგებლობაში არსებულ 8 ჰა მიწის ნაკვეთს მიენიჭა მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია. მისი ვარაუდით მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია ნაკვეთებს მიენიჭა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995-1996 წლის დადგენილებების საფუძველზე, რომლის პირველი პუნქტების თანახმად შპს „ფ-----ს“ სარგებლობაში დაუმაგრდა 3 და 5 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები. საქართველოს პრეზიდენტის N5-- ბრძანებულების მე-2 მუხლის, „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი მიწის სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა: „...სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა“. პრეზიდენტის N5-- ბრძანებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებები მისი აზრით საკმარისი საფუძველი იყო კომისიისათვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიეღო. შპს „ფ-----ს“ შემოტანილი საბუთები სრულად აკმაყოფილებდა N5-- ბრძანებულების მოთხოვნებს; წარმოდგენილი მასალებიდან, მათ შორის N-- სხდომის ოქმიდანაც ჩანს, რომ შპს „ფ-----ს“ დირექტორის მხრიდან კომისიისათვის რაიმე არასწორი ცნობების მოწოდებას ან/და ინფორმაციის დამალვას ადგილი არ ჰქონია. მან ასევე გამორიცხა ლეგალიზაციის პროცესში გ---------------–---–ის ან გარეშე პირების მხრიდან რაიმე უკანონოდ ჩარევის ფაქტი.

 

მოწმე ს---–------------მა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2-------- წლებში მუშაობდა ქ.თბილისის მ-----–-, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ამავდროულად იყო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრი. როგორც კომისიის წევრს კომისიის დანარჩენ წევრებთან ერთად სამსახურებრივად ევალებოდა უძრავი ქონების სარეგისტრაციო მასალების შესწავლა-განხილვა და ლეგალიზაციის საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების დროს ხელმძღვანელობდა „ფიზიკური და კერძოს სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონისა და ამავე დასახელების საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 1-------------- N5-- ბრძანებულებით. მოწმემ აჩვენა, რომ გ---------------–---–ს პირადად არ იცნობს და აღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზაციის დეტალებს დიდი დროის გასვლის გამო ვერ იხსენებს. თუმცა, როგორც წარმოდგენილი საბუთებიდან ირკვევა, ლეგალიზაცია განხორციელდა შპს „ფ-----ს“ დირექტორის - გ---------------–---–ის მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: განმცხადებელს 2--- წლის 2------------ განაცხადით წარმოდგენილი აქვს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 და 1996 წლის დადგენილებები შპს „ფ-----სათვის“ კა---------------–--–---, ლოჭინოს ხევის მიმდებარედ 3 და 5 ჰა მიწის ნაკვეთების დამაგრების შესახებ, თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზებთან და კომპანიის სარეგისტრაციო საბუთებთან ერთად. 2----–-–----------------–- გაგზავნილი მიმართვით განმცხადებლისაგან დამატებითი მოთხოვნილი იქნა N5-- ბრძანებულებით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: უძრავი ქონების ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ.ვერსია, ორთოფოტო, საჯარო და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერები. 2----–-–-------------- N-- ოქმის თანახმად კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ფ-----ს“ განცხადება, კომპანიის სარგებლობაში დამაგრებულ 8 ჰა მიწის ნაკვეთს მიენიჭა მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია. ს---–------------მა ასევე განმარტა, რომ 2--- წლის 1-------------- N5-- ბრძანებულების მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიწის სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა „ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა“. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი, სრულად აკმაყოფილებდა აღნიშნულ კრიტერიუმებს და აღიარების კომისიის მიერ მიიჩნეოდა, როგორც მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების არსებობა იყო საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ აღიარების კომისიას განეხილა და დადებითად გადაეწყვიტა უძრავი ქონების ლეგალიზაციის საკითხი; როგორც ახსოვს ლეგალიზაციის მიზნებისათვის მიწათსარგებლობის ხელშეკრულების არსებობა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ მოითხოვებოდა; სავარაუდოდ ამ კუთხით კომისიას არ უმსჯელია. მან ასევე გამორიცხა შპს „ფ-----სათვის“ უძრავი ქონების ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებით გარეშე პირთაგან, აგრეთვე სამართალდამცავი ან/და სხვა სახელმწიფო უწყებიდან ჩარევის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით) ჩადენაში გ---------------–---–ის მხილება ყოვლად უსაფუძვლოა, რადგანაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც ირიბად მაინც მიუთითებდა გ---------------–---–ის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენას, წარმოდგენილი არ არის. გ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გ---------------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლებების არსებითი დარღვევა, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გ---------------–---–ის მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რაც ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ გ---------------–---–ს არ ჩაუდენია ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებლ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას’’. სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა’’. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში’’. საქართველოს, სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი გამამტყუნებლ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო, სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი გ---------------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ---------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი გ---------------–---–ის მიმართ და მის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს 185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ---------------–---–ს უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

შ. ყაველაშვილი