განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002234542
საქმე №1ბ/415-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა---------–---–ის
მსჯავრდებულის: გ-------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №007191117006) გ-------------ის მიმართ. გ-------------ე დაბადებულია 1969 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე (პირადი N 0----------), ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------–----–----–----------–--–-------- N 3, ბინა N 40-ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
გ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ---–--–--------------------- N 3, ბინა N 40-ში, საცხოვრებელ მისამართზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ-------------ემ საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების ნიადაგზე ძალადობა განახორციელა მამის - კ--------------------ს მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის განაჩენით:
გ-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------–---–მა. სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა განაჩენში ცვილების შეტანა და მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში გ-------------ის ბრალეულობა.
გ-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია ბრალდების მხარის მტკიცებულებებით: დაზარალებულ კ--------------------ს გამოკითხვის ოქმით, გ-------------ის ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით, გ-------------ის დაკავების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N006880917 დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გ-------------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-------------ე იქნა მსჯავრდებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ გ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და საჭიროა გ-------------ის მიმართ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის რეალურად მოხდა, პალატა ვერ გაიზიარებს. გ-------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ გ-------------ეს აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მძიმე - თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნა, რაც შეუცვალა პირობითი მსჯავრით. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმ შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც გ-------------ეს გააჩნდა. პალატის აზრით დანიშნული სასჯელი არ არის ლმობიერი და წამახალისებელი, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს. აპელანტის მოსაზრებით განაჩენი იმიტომაა ლმობიერი, რომ გ-------------ე და დაზარალებული კონსტანტინე ჩხაიძე ერთ ოჯახში ცხოვრობენ, დაზარალებული მოხუცია და ვერ შეძლებს გ-------------ის მიერ მომავალში განხორციელებული ძალადობის მოგერიებას. აპელანტის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ისეთი სასჯელი განუსაზღვრა გ-------------ეს, რომ მას დაუსჯელობის გრძნობა გაუჩნდება. პალატის აზრით პროკურორის ასეთი პოზიცია საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისიწინა ის გარემოება, რომ გ-------------ემ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მოინანია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან და სწორედ დაზარალებულის პოზიციაა, ეპატიოს გ-------------ეს ჩადენილი დანაშაული, ვინაიდან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ-------------ის მიერ აღნიშნული ძალადობის განხორციელება თვით დაზარალებულის ქცევამ გამოიწვია. საქმის საპელაციო წესით განხილვისას გ-------------ემ შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს გულწრფელად. ეს შემთხვევა მისთვის პირველი იყო და ძალიან ნანობს. შესაბამისად ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ გ-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი მის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ვერ მოახდენს და თავიდან ვერ ავიცილებთ ახალი დანაშაულის ჩადენას, საფუძველს მოკლებულია. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ-------------ის მხრიდან ძალადობას პირველად ჰქონდა ადგილი შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მომავალშიც მსგავსი ქმედების განხორცილების საფრთხე არაა იმ ხარისხის, როგორც ამას პროკურორი წარმოაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს. სასამართლო თვლის, რომ პირობითი მსჯავით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის სასჯელაღსულებით დაწესებულებაში რეალურად მოხდის შიში კონკრეტული შემთხვევასი საკმარისი შემაკავაბელი ფაქტორია და უზრუნველყოფს მსჯავრდებულის კანონშესაბამის ქცევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ გ-------------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ-------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
გ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ-------------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებარვის გარეშე არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე