განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002313858
საქმე ?1b/552-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა
შ------------–---------–----------------ს საოლქო პროკურატურის სტაჟიორის ს--–---- ჩ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) თ-------- ბ------–---–ის მიმართ, პირადი №4----------, მცხოვრები: ქ-----–-----------, სოფ: კ---------–-, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ-------- ბ------–---–მა, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რაც ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს, შპს „ა-–----------“ – ქ-----–-ს ჰოსპიტლიდან თ-------- ბ------–---–ის ტანსაცმლის და პირადი ნივთების ამოღებისას.
გორის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენით:
თ-------- ბ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, თ-------- ბ------–---–ს დანიშნული სასჯელი – 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64–ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
თ-------- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ------------–---------–----------------ს საოლქო პროკურატურის სტაჟიორმა ს--–---- ჩ------ემ, რომელმაც მოითხოვა სასჯელის დამძიმება. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულ თ-------- ბ------–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი არ არის სამართლიანი, იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, დანაშაულის ხასიათის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთ წლამდე., რომელიც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი თ-------- ბ------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ-------- ბ------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, აგრეთვე, იმ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ-------- ბ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილით.
მსჯავრდებულ თ-------- ბ------–---–ის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით – მოწმეების: ლ--------------------–-----------–-------------------–---–-------------------–-–---–-- ჩვენებებით, ასევე მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრის მოტივაციას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
აპელანტის მოსაზრება სასჯელის დამძიმების თაობაზე, დამატებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული თ-------- ბ------–---–ი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან მის მიმართ ჩადენილი ჯამრთელობის მძიმე დაზიანებასთან მიმართებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, აღნიშნული მოცემულობა ვერ იქნება გაზიარებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძვლად, ვინაიდან სასჯელი თავისი სამართლებრივი ბუნებით არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი გაკიცხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, რომელიც ატარებს მკაცრად პერსონალურ ხასიათს და საჭიროებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებების სრულყოფილ გაანალიზება/შეფასებას.
განსახილველ საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ მსჯავრდებულმა თ-------- ბ------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნო, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო რესურსის დაზოგვას, ამასთანავე პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის ჯამრთელობის მდგომარეობას, როგორც საქმის მასალებით ირკვევა თ-------- ბ-------–---–ი საჭიროებს მკურნალობას, ასევე სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობას, წარსულში ნასამართლეობის არ ქონას, საქმეში დამამძიმებელი გარემოების არ არსებობას და გათვალისწინებით პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი დამძიმების ფაქტობრივი/სამართლებრივი საფუძველი არ არის სახეზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შ------------–---------–----------------ს საოლქო პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის ს--–---- ჩ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი თ-------- ბ------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ------------–---------–----------------ს საოლქო პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის ს--–---- ჩ------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი თ-------- ბ------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
თ-------- ბ------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, თ-------- ბ------–---–ს დანიშნული სასჯელი – 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64–ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თ-------- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 27 თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ-------- ბ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში უზრუნველყოს შ------------–-- არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ:
მომწვანო ფერის პოლიმერული მასალის კოლოფი, რომელშიც მოტავსებულია ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 25B-NBOH (პაკეტიNº F---------), რომელიც ინახება შ------------–-- პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედურ ოქმზე Nº179– ზე დართული ერთი ცალი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განაჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი