განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001145047
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5667-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით
I. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ს- ,,ს----------–--------------’’
წარმომადგენელი – მ--- მ---------–-
II. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე – ა---- ც--------, გ------- გ---------, მ----- დ---–-–---–-, ვ-–---- ქ-------
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
I. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ა---- ც-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ს- „ს----------–---------------ს“ ა---- ც-------ის სასარგებლოდ დაეკისრა: 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურება 13 440 ლარის, ხოლო 2015 წლის აპრილიდან 2019 წლის 9 ივლისამდე, სარჩოს ანაზღაურება თვეში 750 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
გ------- გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ს- „ს----------–--------------ს“ გ------- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა: 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურება 13 888 ლარის, ხოლო 2015 წლის აპრილიდან 2019 წლის 15 ივნისამდე, სარჩოს ანაზღაურება თვეში 1000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; მ----- დ---–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ს- „ს----------–--------------ს“ მ----- დ---–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა: 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურება 12 768 ლარის, ხოლო 2015 წლის აპრილიდან 2031 წლის 6 მარტამდე, სარჩოს ანაზღაურება თვეში 700 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; ვ-–---- ქ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ა---- ც--------, დაბადებული 0---------წ. წლების განმავლობაში მუშაობდა ს----------–--------------ში მემანქანედ და მან 1--- წლის 3----------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა. მისი პროფესიული შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრა 60%-ით. მოპასუხე ორგანიზაციიდან იგი სარჩოს იღებს 270 ლარის ოდენობით;
2012 წლის დეკემბრიდან (სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის საწყისი მომენტი), სალოკომოტივო დეპოს მემანქანის ხელფასი შეადგენს 1250 ლარს, რომლის 60%, 750 ლარია.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- უბედური შემთხვევის შესახებ აქტი #1 (ს.ფ. 28-32);
- ს----------ის სალოკომოტივო დეპოს უფროსის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 17);
2.2. გ------- გ---------, დაბადებული 1---------წ. მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა ასევე მემანქანედ. 2----–-–------–--ში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგად პროფესიული შრომის უნარის დაკარვის ხარისხი განისაზღვრა 80%-ით. მოპასუხე ორგანიზაცია მას უხდის სარჩოს 504 ლარის ოდენობთ.
2012 წლის დეკემბრიდან (სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის საწყისი მომენტი), სალოკომოტივო დეპოს მემანქანის ხელფასი შეადგენს 1250 ლარს, რომლის 80% შეადგენს 1000 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- უბედური შემთხვევის შესახებ აქტი #1 (ს.ფ. 33-35);
- ს----------ის სალოკომოტივო დეპოს უფროსის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 16);
- ს-ებ-ის ცნობა (ს.ფ.37-39)
2.3. მ----- დ---–-–---–-, დაბადებული 0---------წ. წლების განმავლობაში მუშაობდა ს----------ის სალოკომოტივო დეპოში მემანქანის თანაშემწედ. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მიიღო საწარმოო ტრავმა და მისი შრომის უუნარობის ხარისხი განისაზღვრა 70%-ით, რის გამოც მოპასუხისაგან იღებს სარჩოს 243,3 ლარის ოდენობით.
2012 წლის დეკემბრიდან (სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის საწყისი მომენტი), მემანქანის თანაშემწის ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, რომლის 70% არის 700 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- უბედური შემთხვევის შესახებ აქტი (ს.ფ. 116);
- ს----------ის სალოკომოტივო დეპოს უფროსის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 18);
2.4. ვ-–---- ქ-------, დაბადებული 2---------წ. მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში, ზეინკლად. მან 1----–-–------------------ს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც მისი შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი განსაზღვრულია 60%-ით. მოპასუხე ორგანიზაციისაგან ვ-–---- ქ------- სარჩოს სახით იღებს 149,29 ლარს.
2012 წლის დეკემბრიდან (სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის საწყისი მომენტი), ზეინკლის ხელფასი შეადგენს 750 ლარს, რომლის 60% არის 450 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ს----------ის სალოკომოტივო დეპოს უფროსის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 19);
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. ს- „ს----------–-------------ის“ 2009 წლის 6 მარტის #5--- დადგენილებით, რაც შემდომ შეცვლილი იქნა 2015 წლის 13 აგვისტოს #1---- დადგენილებით, დამტკიცდა ინსტრუქცია იმ პროფესიებზე და თანამდებობეზე, რომელთა საქმიანობა უშუალოდ დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან. ს- „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 6 მარტის, ხოლო შემდგომ, 2015 წლის 18 სექტემბრის #9--- დადგენილებით დამტკიცდა ინსტრუქცია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასასაქმებელთა და დასაქმებულთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. ინსტრუქციების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ დასაქმებულ მემანქანეთა ჯგუფის მუშაკები პერიოდულ შემოწმებას გადიან 45-დან 50 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ, შემდეგ, წელიწადში ერთხელ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ს- „ს----------–-------------ის“ საბჭოს დადგენილებები, ინსტრუქციები (ს.ფ.94-99)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებისას (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლოს განმარტებით განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიმართ წარმოშობილი ს- „ს----------–-------------ის“ ვალდებულება დელიქტურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელსაც ის ნაწილობრივ ასრულებს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
მოცემულ საქმეში, სადავო არ არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელეთა მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი. მოსარჩელეები მოპასუხისაგან იღებენ ყოველთვიურ სარჩოს. წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით სარჩოს დაწესება კი არ ხდება, არამედ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება. ს- „ს----------–--------------ს“ აღიარებული აქვს ვალდებულება მოსარჩელეებისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლი კი ადგენს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზიანის (განცდილი ქონებრივი დანაკლისი) ანაზღაურების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა, ისე, როგორც ეს იყო ზიანის მიყენებამდე, მისი რესტიტუცია ანუ იმ პირობებში ჩაყენება, თითქოსდა არ არსებულა ზიანის მავალდებულებელი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების მიზანია დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის-დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა დადგინდეს, გააჩნიათ თუ არა მოსარჩელეებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფარგლებში, გაზრდილ ხელფასზე მისადაგებით დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის უფლება და რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (საწარმოს ბრალით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანება), მიიღებდნენ თუ არა ისინი სადავო პერიოდში გაზრდილი ოდენობით ხელფასს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელეები იმუშავებდნენ საპენსიო ასაკის მიღწევამდე. სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, მოქმედი შრომის კანონმდებლობა, საპენსიო ასაკის მიღწევას არ მიიჩნევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირდაპირ საფუძვლად (საფუძვლებს განსაზღვრავს სშკ-ის
37.1 მუხლი), თუმცა, აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს საწარმოს ვალდებულებას, უვადოდ გასცეს სარჩო მოქმედი მუშაკის ხელფასის ცვლილების შესაბამისად, გაზრდილი ოდენობით, იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ საწარმოო ტრავმის არარსებობის შემთხვევაში მოსარჩელე სადავო პერიოდშიც იმუშავებდა და მიიღებდა ხელფასს. მით უფრო, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სშკ-ის 37.1 „ო“ ქვეპუნქტი დასაშვებად მიიჩნევს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებას სხვა ისეთი ობიექტური გარემოების გამო, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნული დასკვნის დამატებით საფუძველს ქმნის ასევე ის გარემოებაც, რომ ს- „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს დადგენილებებითა და ინსტრუქციებით დაწესებულია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასაქმებულთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნები. დასაქმებული მუშაკები პერიოდულ შემოწმებას გადიან 45-დან 50 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ, შემდეგ, წელიწადში ერთხელ, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ისეთი მაღალი რისკის საწარმოში საქმიანობა, როგორიც მოპასუხეა, მოითხოვს კარგ ფიზიკურ მონაცემებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საწარმოო ტრავმის არარსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეები მაღალი ალბათობით, საპენსიო ასაკის, 65 წელს მიღწევამდე იმუშავებდნენ თავიანთი პროფესიით და მიიღებდნენ იმ შეღავათებს და უპირატესობებს, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკები, რა ასაკიც ა---- ც--------ს 0---------წ, გ------- გ---------ს 1---------წ, ხოლო მ----- დ---–-–---–ს
0---------წ. უსრულდება. რაც შეეხება მოსარჩელე ვ-–---- ქ-------ს, მას 2012 წლისათვის (სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის საწყისი მომენტი) უკვე შესრულებული აქვს 65 წელი.
2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით, 28 თვის განმავლობაში 1) ა---- ც------ის მიერ სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხებს შორის სხვაობა არის თვეში
480 ლარი (750-270), რაც 28 თვის მანძილზე შეადგენს 13440 ლარს; 2) გ------- გ--------ის მიერ მიუღებელი სარჩოს ოდენობა ამავე დროის მონაკვეთში შეადგენს 496 ლარს (1000-
504), რაც 28 თვეში 13888 ლარის ტოლია; 3) მ----- დ---–-–---–-ს მიერ სარჩოს სახით მიუღებელი სხვაობა შეადგენს 456 ლარს (700-243), რაც 28 თვის განმავლობაში 12768 ლარია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ც-------ის, გ. გ--------ისა და მ. დ---–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: მითითებული ოდენობით სარჩოს ერთდროულად ანაზღაურება უნდა დაეკისროს ს- „ს----------–--------------ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ. ხოლო 2015 წლის აპრილიდან სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს: 1) ა---- ც-------ის მიმართ ყოველთვიურად, 2019 წლის 9 ივლისამდე, 750 ლარით, 2) გ------- გ--------ის მიმართ, ყოველთვიურად, 2019 წლის 15 ივნისამდე, 1000 ლარით, 3) მ----- დ---–-–---–-ს მიმართ ყოველთვიურად, 2013 წლის 6 მარტამდე, 700 ლარით.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვ-–---- ქ-------სთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული არ არის ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, მოსარჩელე სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის პერიოდშიც - 2012 წლისათვის და დღესაც იმუშავებდა იმავე პოზიციაზე და მიიღებდა ხელფასს. ყოველივე აღნიშნული იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ვ-–---- ქ------ის სარჩელით მოთხოვილი წესით ზიანი, არ წარმოადენს მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო, მისი მოქმედების უშუალო შედეგს, რადგან ვარაუდი იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ვ-–---- ქ------- სადავო პერიოდშიც იმუშავებდა მოპასუხე საწარმოში, და ს- „ს----------–--------------ში“ მოქმედი თანამშრომლების ხელფასების ცვლილებები მასზეც გავრცელდებოდა, დაუსაბუთებელია.
ვინაიდან, არ არსებობს დაკისრებული სარჩოს გადაანგარიშების საფუძველი ვ-–---- ქ------ის სარჩელში მითითებულ პერიოდში, მოსარჩელის მოთხოვნას 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით მისაღებ და მიღებულ სარჩოს შორის სხვაობის, ხოლო 2015 წლის აპრილის თვიდან სარჩოს სახით გაზრდილი ხელფასის შესაბამისი ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, რომელიც აღიარებულია მოპასუხის მიერ და უნაზღაურებს კიდეც, მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს, თუმცა, 2012-2015 წლებში გაზრდილ ხელფასზე მისადაგებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და სარჩოს ოდენობის ახლებურად განსაზღვრა, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია, რის გამოც მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ს- ,,ს----------–-------------ის’’ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მაშინ მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების“ წესის 36-ე პუნქტი შეეხებოდა მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად სარჩოს დანიშვნას. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის #923 ბრძანებულებით აღნიშნული წესის 38-ე პუნქტში ცვლილება შევიდა და დანიშნული სარჩო, ხელფასის ცვლილების გამო გადაანგარიშებას აღარ დაექვემდებარა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მოქმედი მუშაკის ხელფასიდან მისთვის სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამასთან, დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53-ე დადგენილება არ ითვალისწინებს მარჩენალ დაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშების წესს.
3.1.2. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ასევე, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე და არა ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი სპეციალური ნორმაა და იგი დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ა---- ც-------ის, გ------- გ--------ის, მ----- დ---–-–---–-ს და ვ-–---- ქ------ის მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. აპელანტების განმარტებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა ს- ,,ს----------–-------------ის’’ 2015 წლის 13 აგვისტოს #1---- დადგენილება და შესაბამისად უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი სიცოცხლის ბოლომდე სარჩოს დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აპელანტების მითითებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით შრომითი ურთიერთობები, რომელიც არ წესრიგდება თავად ამ კანონით მოწესრიგებას ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე სასამართლოს სარჩელის განხილვისას უნდა ეხელმძრვანელა არა ს- ,,ს----------–-------------ის 2015 წლის 13 აგვისტოს #1---- დადგენილებით, არამედ, სამოქალაქო კოდექსით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის, ასევე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის ფაქტობრივი თვალსაზრისით, ამდენად, პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. გასაჩივრებული გადაწყვტილების 3.1.1.- 3.1.4; 3.2.1 პუნქტები).
სამართლებრივი დასაბუთება
4.2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა გადაწყვეტილებას გადასინჯავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
4.2.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 06 თებერვლის №53 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. იგივე წესის 1.2 მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა სწორად განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
პალატა განმარტავს, რომ მართალია, სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებდა, თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად ზიანის ანაზღაურების მიზანზე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სააპელაციო პალატა შენიშანვს, რომ სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. პალატა აღნიშნავს, რომ სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს.
აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. რაც შეეხება სარჩოს ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს, აღნიშნულს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებს (გარდა ვ-–---- ქ------ისა) გააჩნიათ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფარგლებში, გაზრდილ ხელფასზე მისადაგებით დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის უფლება და რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (საწარმოს ბრალით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანება), მოსარჩელეები მიიღებდნენ გაზრდილი ოდენობით ხელფასს.
შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ: 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით, 28 თვის განმავლობაში 1) ა---- ც------ის მიერ სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხებს შორის სხვაობა არის თვეში 480 ლარი (750-270), რაც 28 თვის მანძილზე შეადგენს 13440 ლარს; 2) გ------- გ--------ის მიერ მიუღებელი სარჩოს ოდენობა ამავე დროის მონაკვეთში შეადგენს 496 ლარს (1000-
504), რაც 28 თვეში 13888 ლარის ტოლია; 3) მ----- დ---–-–---–-ს მიერ სარჩოს სახით მიუღებელი სხვაობა შეადგენს 456 ლარს (700-243), რაც 28 თვის განმავლობაში 12768 ლარია.
ამგვარად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სარჩელების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში კანონიერია და არ არსებობს ს- ,,ს----------–-------------ის’’ სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4.2.2. რაც შეეხება, მოსარჩელეთა მიერ სააპეალციო საჩივრით წარმოდგენილ პრეტენზიას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ შეიცავს საკმარის არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების საწინააღმდეგოდ.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ერთ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ დაზარალებული თავისი პროფესიით საპენსიო ასაკის მიღწევამდე 65 წლამდე იმუშავებდა. საპენსიო ასაკის მიღწევისას კი, იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში, უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი, საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ: ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელეები იმუშავებდნენ საპენსიო ასაკის მიღწევამდე. მართალია, მოქმედი შრომის კანონმდებლობა, საპენსიო ასაკის მიღწევას არ მიიჩნევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირდაპირ საფუძვლად (საფუძვლებს განსაზღვრავს სშკ-ის 37.1 მუხლი), თუმცა, აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს საწარმოს ვალდებულებას, უვადოდ გასცეს სარჩო მოქმედი მუშაკის ხელფასის ცვლილების შესაბამისად, გაზრდილი ოდენობით, იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ საწარმოო ტრავმის არარსებობის შემთხვევაში მოსარჩელე სადავო პერიოდშიც იმუშავებდა და მიიღებდა ხელფასს. მით უფრო, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სშკ-ის 37.1 „ო“ ქვეპუნქტი დასაშვებად მიიჩნევს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებას სხვა ისეთი ობიექტური გარემოების გამო, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნული დასკვნის დამატებით საფუძველს ქმნის ასევე ის გარემოებაც, რომ ს- „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს დადგენილებებითა და ინსტრუქციებით დაწესებულია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასაქმებულთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნები. დასაქმებული მუშაკები პერიოდულ შემოწმებას გადიან 45-დან 50 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ, შემდეგ, წელიწადში ერთხელ, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ისეთი მაღალი რისკის საწარმოში საქმიანობა, როგორიც მოპასუხეა, მოითხოვს კარგ ფიზიკურ მონაცემებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საწარმოო ტრავმის არარსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეები მაღალი ალბათობით, საპენსიო ასაკის, 65 წელს მიღწევამდე იმუშავებდნენ თავიანთი პროფესიით და მიიღებდნენ იმ შეღავათებს და უპირატესობებს, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკები, რა ასაკიც ა---- ც--------ს 0---------წ, გ------- გ---------ს 1---------წ, ხოლო მ----- დ---–-–---–ს
0---------წ. უსრულდება. რაც შეეხება მოსარჩელე ვ-–---- ქ-------ს, მას 2012 წლისათვის (სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის საწყისი მომენტი) უკვე შესრულებული აქვს 65 წელი.
პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაზარალებულის სასარგებლოდ სარჩოს იმ ოდენობით გადახდა განხორციელდეს, რასაც მოქმედი მუშაკები იღებენ, ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მომთხოვნმა პირმა უნდა ამტკიცოს, რომ საპენსიო ასაკში მყოფი პირები დასაქმებულნი არიან კონკრეტულ დარგში, კონკრეტულ თანამდებობებზე და რომ ხანდაზმული ასაკი დაბრკოლებას არ წარმოადგენს კონკრეტულ სფეროში საქმიანობისთვის.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მათ ზიანის არარსებობის პირობებში შეეძლოთ, შეესრულებინათ მემანქანის, მემანქანის თანაშემწის და ზეინკლის სპეციფიკური ფუნქციები იმგვარად, რომ დამსაქმებელთან შეენარჩუნებინა მათთვის ამ მიმართულებით სამუშაო ადგილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვ-–---- ქ-------სთან მიმართებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დასაბუთებული არ არის ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, მოსარჩელე სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის პერიოდშიც - 2012 წლისათვის და დღესაც იმუშავებდა იმავე პოზიციაზე და მიიღებდა ხელფასს. ყოველივე აღნიშნული იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ვ-–---- ქ------ის სარჩელით მოთხოვილი წესით ზიანი, არ წარმოადენს მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო, მისი მოქმედების უშუალო შედეგს, რადგან ვარაუდი იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ვ-–---- ქ------- სადავო პერიოდშიც იმუშავებდა მოპასუხე საწარმოში, და ს- „ს----------–--------------ში“ მოქმედი თანამშრომლების ხელფასების ცვლილებები მასზეც გავრცელდებოდა, დაუსაბუთებელია.
ვინაიდან, არ არსებობს დაკისრებული სარჩოს გადაანგარიშების საფუძველი ვ-–---- ქ------ის სარჩელში მითითებულ პერიოდში, მოსარჩელის მოთხოვნას 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით მისაღებ და მიღებულ სარჩოს შორის სხვაობის, ხოლო 2015 წლის აპრილის თვიდან სარჩოს სახით გაზრდილი ხელფასის შესაბამისი ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4.3. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები ა---- ც-------ის, გ------- გ--------ის და მ----- დ---–-–---–-ს სარჩელების ნაწილობრივ დაკამაყოფილების, ხოლო ვ-–---- ქ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. არც მოსარჩელეების და არც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, ს- ,,ს----------–-------------ის’’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 2830.7 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
6.2. აპელანტები: ა---- ც--------, გ------- გ---------, მ----- დ---–-–---–- და ვ-–---- ქ------- სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს- „ს----------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ა---- ც-------ის, გ------- გ--------ის, მ----- დ---–-–---–-ს და ვ-–---- ქ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე /
/დიანა ბერეკაშვილი /