განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2018
საქმის ნომერი
330100117002039751
ინსტანცია
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-333-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ივნისი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ---------------–--ის,მსჯავრდებულის: თ-------–--–-----ეს,ადვოკატ: გ------------------ის,თრჯიმან: იგო-------------ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თე------–--–-------–--–-----ეს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №01---------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების: ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-------–--–-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩიადინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მასვე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულების ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი წევრის მიმართ მუქარისათვის, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმათ, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოხატა შემდეგში:

2017 წლის 10 ივლისს, ქალაქ თ---–--–-------------–-------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თ-------–--–-----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ძმას რა-------–------ს, კერძოდ, ერთხელ გაარტყა ხელი სახეში, მარცხენა ლოყაში. აღნიშნულმა ქმედებამ რა-------–------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ასევე თ-------–--–-----ემ 2009 წლიდან არაერთხელ მიაყენა თავის ძმას რა-------–------ს და დედ-------------–-----ვს სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა მათი დამცირება, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მათ, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის ანალოგიური ქმედებები თ-------–--–-----ემ მათ მიმართ განახორციელა ასევე 2017 წლის 10 ივლისს, აღნიშნულმა ქმედებებმა რა-------–------ის და სონია რაშიდოვის ტანჯვა გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით თ-------–--–-----ეს ბრალდებიდან ამოირიცხა 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება და თ-------–--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

თ-------–--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------–--–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

თ-------–--–-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ორი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აგრეთვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმათ, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ---------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ თ-------–--–-----ეს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან განსაზღვრა და ამავე დროს არ იქნეს გამოყენებული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქართველო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებულია თ-------–--–-----ეს მიერ მისი დედის და ძმის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება და არა ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა სხვა ქმედება, დანაშაულის სხვა სახე, ასეთ შემთხვევაში ქმედება დამატებით უნდა იქნეს დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის (სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა) დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა, სრულად ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზანს - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თ-------–--–-----ეს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: თ-------–--–-----ეს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთით, ცივი იარაღის ექსპერტიზის №12---–- დასკვნით, რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; შემაკავებელ ორდერებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაით, რომლის მიხედვით, რა-------–------ს აღენიშნებოდა ნაჭდევი ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ, იგი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნაით, რომლის მიხედვით, თ-------–--–-----ეს დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა; მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ თ-------–--–-----ეს აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, პალატა ვერ დაეთანხმება ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ-------–--–-----ეს მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომლის თანახმად, თ-------–--–-----ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედება, ამოერიცხა ბრალდებიდან, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან, ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირება ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ალტერნატიული ქმედებებია და მათი ერთდროულად ჩადენა ცალ-ცალკე კვალიფიკაციას არ იწვევს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს გვაძლევს სწორედ პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ორი პირის მიმართ, დამატებით 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია საჭირო არ არის და თ-------–--–-----ეს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითება.

სააპელაციო პალატა, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას - თ-------–--–-----ესათვის უფრო მკაცრი სასჯელის, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, განსაზღვრის თაობაზე, აგრეთვე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი, აქვს ფსიქიკური ნაკლი და სერიოზული კარდიოლოგიური პრობლემები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ თ-------–--–-----ეს მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარა ჩადენილია ოჯახის წევრების მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დამამძიმებელი გარემობაა და ისე განუსაზღვრა მსჯავრდებულს, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება.

პალატა თ-------–--–-----ესათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში.

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

თ-------–--–-----ეს ბრალდებიდან ამოირიცხოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება და თ-------–--–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

თ-------–--–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------–--–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ თ-------–--–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 10 ივლისიდან - 2018 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

მსჯავრდებულ თ-------–--–-----ეს ყოფაქცევაზე კონტროლი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. თ-------–--–-----ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

რა-------–------ისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი