განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210114544600
საქმე №2ბ/5108-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტები - შპს „ხ-----“, გ--------------–---–-
წარმომადგენელი - მ------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარეები - სს „ს------–-------–---“, ა---------–-----–------, თ-------------------, რ-------------–------
ა---------–-----–------სა და სს „ს------–-------–---ს“ წარმომადგენელი - ი-------------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
დავის საგანი – თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა შპს ,,ხ-------’’ და ც-------------–---–- ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სს ,,ს------–-------–---’’ შორის 2009 წლის 22 ივნისს დადებული გარიგების სს ,,ს------–-------–---ს’’ 22774 ცალი აქციის სს ,,ს------–-------–---სათვის” გადაცემის შესახებ 19935 ცალი აქციის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა სს ,,ს------–-------–---ა’’ და ა---------–-----–------ს შორის 2009 წელს დადებული გარიგების სს ,,ს------–-------–---ს’’ 17543 ცალი აქციის ა---------–-----–------სათვის საკუთრებაში გადაცემის ბათილად ცნობის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა სს ,,ს------–-------–---ა’’ და რ-------------–------ს შორის 2009 წელს დადებული გარიგების სს ,,ს------–-------–---ს’’ 1000 ცალი აქციის რ-------------–------სთვის საკუთრებაში გადაცემის ბათილად ცნობის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა სს ,,ს------–-------–---ა’’ და თ-------------------ს შორის 2009 წელს დადებული გარიგების სს ,,ს------–-------–---ს“ 1000 ცალი აქციის თ-------------------------- საკუთრებაში გადაცემის ბათილად ცნობის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა 17 543 ცალი აქციის ა---------–-----–------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, 1 000 ცალი აქციის რ-------------–------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, 1000 ცალი აქციის თ-------------------- უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და აქციების თავდაპირველი მესაკუთრეებისათვის დაბრუნების და დარეგისტრირების შესახებ შპს ,,ხ-----ს’’ და ც-------------–---–-- უფლებამონაცვლის გ--------------–---–-ს სახელზე პროპორციულად, კერძოდ, შპს ,,ხ-----ს’’ სახელზე 17 543 ცალი აქცია, ხოლო გ--------------–---–-ს სახელზე 2 392 ცალი აქცია.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ხ-----” რეგისტრირებულია 1996 წლის 29 აგვისტოს, რომლის 100%-იანი წილის პარტნიორი იყო ც--------------–---–-. აგრეთვე, ის წარმოადგენდა ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. მისი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების პარტნიორი და ხელმძღვანელი გახდა ც-------------–---–-- შვილი გ--------------–---–- - 2011 წლის 29 სექტემბერს.
2.2. 2010 წლის 24 აპრილს გარდაცვლილი ც-------------–---–-- მემკვიდრეობა 2010 წლის 11 ნოემბერს მიიღო მისმა შვილმა გ--------------–---–--, სამკვიდრო მოწმობის მიხედვით სამკვიდრო ქონება არის მამკვიდრებლის კუთვნილი წილი შპს ,,ხ-----ს” საწესდებო კაპიტალში, რომლის ნომინალური ღირებულებაა 1000 (ერთიათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღების დროს ც-------------–---–-- და საზოგადოების საკუთრებიდან გასხვისებული იყო სადავო აქციები.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. შემოსავლების სამსახურის ბრძანებებით სს ,,ს------–-------–---ს” სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილება და 2009 წლის 25 მარტის ბრძანებით დაინიშნა დირექტორად რ-------------–------ და რ----------–---------–----, ხოლო 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანებით დირექტორებად დაინიშნენ რ-------------–------ და თ-------------------.
2.4. შპს ,,რეგისტრის” მიერ შედგენილი განკარგულებებით დადგენილია, რომ შპს ,,ხ------” გადასაცემი განკარგულებებით სხვადასხვა აქციონერებისგან შეიძინა სს „ს------–-------–---ს“ აქციების გარკვეული რაოდენობა, ხოლო შემდეგ გადასცა სს „ს------–-------–---“.
2.5. სს ,,ს------–-------–---ს” აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე 2009 წლის 10 ივნისს განხილული იქნა შპს ,,ხ-----ს” დირექტორის ც--------–---–-- წერილი 1201 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესყიდვისა და საზოგადოებისა და მის პირად საკუთრებაში არსებული აქციების შესყიდვის შესახებ, რაზეც მიღებული იქნა დადგენილება მიწის ნაკვეთის მიყიდვის შესახებ 1 კვ.მ. 50 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში და მის პირად საკუთრებაში არსებული 3181 ცალი აქციის და საზოგადოების კუთვნილი 22774 ცალი აქციის სს,,ს------–-------–-----” მიყიდვის შესახებ, 1 ცალი 1,2522 დოლარის ექვივალენტი ლარში. აღნიშნული კრების ოქმი სანოტარო წესით იქნა დამოწმებული. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რიგგარეშე კრება არ ჩატარებულა, რადგან საწინააღმდეგო მტკიცებულება, გარდა სხდომაზე პოზიციის დაფიქსირებისა, არაფერი წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
2.6. შპს ,,ხ-----ს” მიერ ,,ს------–-------–---ს” ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობიდან გამოსახლებული იქნენ პირები. მათ კომპენსაცია აუნაზღაურა ც-------------–---–--, რომელსაც მიწის ნაკვეთი ესაჭიროებოდა საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.
2.7. 2006 წლის 17 ოქტომბერს, სს ,,ს------–-------–---ს” დირექტორმა მ-----–------------ ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ხ-----ს” დირექტორთან ც-------------–---–----, რომლის თანახმად მოსარჩელემ შეიძინა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 800 კვ.მ. ფართი, მდებარე თბილისი, ე--–---------, არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად.
2.8. საქმეზე წარმოდგენილია ქ. თ---–-----------------------–---------------- საქალაქო სამსახურის ბრძანებები და ადმინისტრაციული წარმოების ოქმი, რომლის თანახმად, 2006 წლის 24 ნოემბერს საქალაქო სამსახურმა გამოსცა ბრძანება სს ,,ს------–-------–---ა” და შპს ,,ხ-----ს” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2006 წლის 13 დეკემბერს. ოქმში მითითებულია, რომ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ესწრებოდნენ სს ,,ს------–-------–---ს” გენერალური დირექტორი მ----------- და შპს ,,ხ-----ს” დირექტორი ც--------–---–- და მ---------------. გადაწყვეტილებას მ------------ ნაცვლად ხელს აწერს გ----------, ხოლო 2007 წლის 16 იანვრის ოქმით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ორივე საზოგადოების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საქალაქო სამსახურმა დაადგინა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემის შესახებ. მოპასუხე აღნიშნულ მასალებთან დაკავშირებით უთითებს, რომ ოქმს მ------------ ნაცვლად ხელს აწერს ვინმე გ----------, რომელიც ოქმში არ არის მოხსენიებული. მათი აზრით, ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო №311 ბრძანებას, არის ყალბი, თუმცა არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.
2.9. სს ,,ს------–-------–---ს” აქციონერებმა საჩივრით მიმართეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ხ------” მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაიწყო საცხოვრებელი ბინის მშენებლობა, შპს ,,ხ-----ს” დირექტორმა გასცა პასუხი, რომ აქციონერების მოთხოვნა სწორი იყო, მაგრამ რადგან ისინიც ფლობდნენ აქციებს, მოეხდინა აქციონერთა კრებას ქონების გამიჯვნა, რის შემდეგაც 2009 წლის 2 სექტემბერს აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე საკითხი დადებითად გადაწყდა და დადგინდა აქციების შესყიდვის პროცედურა. კრების ოქმი სანოტარო წესით იქნა დამოწმებული.
2.10. 2009 წლის 24 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს------–-------–----” გაყიდა თავისი მიწის ნაკვეთი 2201,00 კვ.მ. რომელიც შეიძინა შპს ,,ხ------”, ნასყიდობის საგანი შეფასებული იქნა 60 050 აშშ დოლარად, შესაბამისად 99683 ლარის ექვივალენტი, წარმოდგენილი შემოსავლის ორდერით შპს ,,ხ-----ს” მიერ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადახდილი იქნა 52313 ლარი.
2.11. შპს ,,ხ-----ს” დირექტორი ც-------------–---–- განცხადებით მიმართავს სს ,,ს------–-------–---ს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომ მისი, როგორც აქციონერის საკითხი გამოყოფის შესახებ გაიტანოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე და აქციონერთა კრებაზე.
2.12. 2009 წლის 4 ივნისს, შპს ,,ხ-----ს” დირექტორი ც--------–---–- ატყობინებს ა---------–-----–------ს, რომ მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სს ,,ს------–-------–---” გადასცემს 25955 ცალ აქციას და გადაიხდიან 27550 აშშ დოლარს. ასევე გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ მოპასუხის თხოვნით დააკმაყოფილა საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სამი ოჯახი და გადაუხადა 31 000 აშშ დოლარი, რაც სასამართლოს სხდომაზეც იქნა დადასტურებული მოწმეების განმარტებებით. 2009 წლის 22 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ ც-------------–---–-- გაყიდა, ხოლო სს ,,ს------–-------–----” იყიდა აქციები 3181 ცალი, 1 ცალი 2,08 ლარად. სს ,,ს------–-------–----” ც-------------–---–- გადაუხადა 6616,48 ლარი.
2.13. 2009 წლის 10 ივნისის რიგგარეშე აქციონერთა კრებაზე დაკმაყოფილდა ც-------------–---–-- თხოვნა, მიეყიდა შპს ,,ხ-----ს” 1201 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო სს ,,ს------–-------–----” იყიდა ც-------------–---–-- პირად საკუთრებაში არსებული 3181 ცალი აქცია და შპს ,,ხ-----ს” კუთვნილი 22774 ცალი აქცია, 1 ცალის ღირებულება, 1,2522 აშშ დოლარი. წარმოდგენილია 2009 წლის 22 ივნისის სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება კრების ოქმთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, კრების ოქმი არ არის კანონით განსაზღვრული წესით შედგენილი (არ ესწრებოდა მის მიმდინარეობას ნოტარიუსი), ა---------–-----–------ს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, არ ჰქონდა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი კრების ჩასატარებლად. სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53.4. მუხლი 2009 წლის 10 ივნისის აქციონერთა კრებაზე ნოტარიუსის დასწრებას აღარ ითვალისწინებს. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, (2008 წლის 4 აპრილი, 2009 წლის 16 ოქტომბერი) კრების ოქმის შედგენას ნოტარიუსი აღარ სჭირდება. ნოტარიუსის მონაწილეობას ,,მეწარმეთა შესახებ" კანონი 2007 წლამდე განსაზღვრავდა.
2.14. მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი იქნა სს ,,ს------–-------–---ს” აქციონერთა შეტყობინებები, რომლის თანახმად, აქციონერების ნაწილმა ა---------–-----–------ს მიანიჭა აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება, ნაწილმა აქციონერმა კი თვითონ გამოთქვა სურვილი აქციების შესყიდვის.
2.15. სს ,,ს----------–-------------------–----------------------–---------------------'’ მიერ გაცემული ამონაწერით დადასტურებულია, რომ 2014 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით რ-------------–------ ფლობს 1000 (ერთიათასი) ცალ ჩვეულებრივ აქციას, ა---------–-----–------- 22 574 ცალ ჩვეულებრივ აქციას, თ------------------- - 1000 ცალ ჩვეულებრივ აქციას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (2009 წლის 9 იანვრის რედაქციით) გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით).
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ხ-----ს” და მისი დირექტორის მიმართ მოპასუხემ ხელოვნურად შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ მოსარჩელე აღმოეჩინა გამოუვალ მდგომარეობაში და შემდეგ შეეთავაზებინა კაბალური გარიგების დადება, რაც განხორციელდა კიდეც, წარმომადგენელი ეყრდნობა მოწმე მ---------------- ჩვენებას და აღნიშნავს, რომ 2008 წლიდან ა---------–-----–------მ დაიწყო შპს ,,ხ-----ს” დირექტორზე ზეწოლა და შანტაჟი, რაც გახდა საფუძველი სს ,,ს------–-------–---სთვის” და ა------–------------- აქციების გადაცემისა, მას არანაირი მიზანი არ ამოძრავებდა გაესხვისებინა აქციები ისე, რომ არ მიეღო ანაზღაურება, გარიგებას არ დადებდა რომ არა მასზე ძალადობა, მისი გამოუვალ მდგოამრეობაში ჩაყენება, შპს ,,ხ------” და ც-------------–---–-- მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულეს, ხოლო მოპასუხემ აქციების ღირებულება არ გადაიხადა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგების დადებისას მოსარჩელეს გააზრებული უნდა ჰქონოდა თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო მისი ნების გამოვლენის შედეგად. მოსარჩელეს მართებდა მოხმობილი ნორმით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობათა კონკრეტულ შემთხვევაში არსებობის დამადასტურებელი მტკიცების წარმოდგენა, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცება, რომ აქციების გადაცემა მოხდა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის, აწ გარდაცვლილი ც--------–---–-- ნდობით და ძალადობას იყენებდა მის მიმართ, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზიდან. საქმეზე წარმოდგენილი მიღება -ჩაბარების აქტით და თვით ც-------------–---–-- განცხადებებით არ იკვეთება ის გარემოება, რომ მის მიმართ რაიმე ზეწოლას ან შანტაჟს ჰქონდა ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების ტვირთს. მოსარჩელის მოსაზრება, რომ აქციათა გადაცემისას მოპასუხეებს ფასი არ გადაუხდიათ, მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული გარემოება წარმოშობს შესრულების მოთხოვნის უფლებას და არა გარიგების ბათილობის საფუძველს. რაც შეეხება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის განხილვის წესს, ეს არის სპეციალური ნორმა, რომლის გამოყენება დაიშვება მხოლოდ სააქციო საზოგადოების აქციებთან დაკავშირებულ დავაში.
2.17. მოსარჩელეები ითხოვენ ასევე იმ გარიგების ბათილობას, რა დროსაც განხორციელდა სს ,,ს------–-------–---ს” აქციების გასხვისება ა---------–-----–------ზე, რ-------------–------ზე და თ-------------------ზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით (2009 წლის 9 იანვრის რედაქცია) შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია- კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.
მოძრავი ნივთების შემძენი ვერ იქნება კეთილსინდისიერი, თუ მესაკუთრემ ეს ნივთები დაკარგა, მოპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა თუ შემძენმა ისინი უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა ან/და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის 186 -ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლებს. კონკრეტულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ,,ს------–-------–---” შპს ,,ხ------” და ც-------------–---–-- გადასცა რა თავისი კუთვნილი აქციები, საზოგადოების ახალ შემძენს, კერძოდ, ა---------–-----–------ს, რ-------------–------ს და თ-------------------ს გადასცემს საკუთრებაში აქციებს: ე.ი. მესაკუთრემ შემძენს გადასცა ნივთი, რაც სასამართლოს უქმნის იმის საფუძველს, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენს და არ არსებობს მათ შორის დადებული გარიგების ბათილობის საფუძვლები.
2.18. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის მიხედვით, პირს რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ : ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
ამ შემთხვევაში კანონი ადგენს კონდიქციური ვალდებულების არსებობას ყველა იმ შემთხვევისათვის, როცა ერთი პირი მდიდრდება მეორის ხარჯზე, შესაბამისად, სადავო გარიგების ბათილი ხასიათი მისი მეშვეობით მიღებულის უკან დაბრუნების ანუ კონდიქციის ვალდებულებას წარმოშობს.
სასამართლოს აზრით, რადგან მოსარჩელეების მოთხოვნა გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე არ იქნა დაკმაყოფილებული, არ არსებობს აქციების უკან დაბრუნების საფუძველი:
მოპასუხეები სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად უთითებენ აგრეთვე სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობას.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის 5 წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. ვინაიდან, მოსარჩელეების პრეტენზია ეხება აქციების დაბრუნებას, სასამართლოს აზრით, ის ,,მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებულ პრეტენზიად უნდა ჩაითვალოს.
ც-------------–---–- გარდაიცვალა 2010 წლის 24 იანვარს, გარიგება მხარეებს შორის დაიდო 2009 წლის 22 ივნისს. საზოგადოების დირექტორს მოსარჩელის განმარტებით ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა დამაკმაყოფილებელი, თუმცა მის მიერ გაცემული დოკუმენტებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ სამართლებრივად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მხრიდან სარჩელის მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი, რის გამოც სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სს ,,ს------–-------–---ს’’ აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე 2009 წლის 10 ივნისს განხილული იქნა შპს ,,ხ-----ს” დირექტორის ც-------------–---–-- წერილი 1201 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესყიდვისა და საზოგადოებისა და მის პირად საკუთრებაში არსებული აქციების შესყიდვის შესახებ, რაზეც მიღებული იქნა დადგენილება მიწის ნაკვეთის (1 კვ.მ. 50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), მის პირად საკუთრებაში არსებული 3181 ცალი აქციისა და საზოგადოების კუთვნილი 22774 ცალი აქციის სს ,,ს------–-------–-----” მიყიდვის შესახებ (1 ცალი 1,2522 დოლარის ექვივალენტი ლარში). აღნიშნული კრების ოქმი სანოტარო წესით იქნა დამოწმებული.
სასამართლოს უნდა გამოეკვლია ის გარემოებები, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ჯერ შეუქმნა მშენებლობის სხვა ფარგლებში წარმოების პირობები, შემდეგ კი გადაულახავი წინააღმდეგობები შეუქმნა, რამაც იძულებული გახადა მოეთხოვა ტერიტორიების გაყოფა, რაც მისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.
მიწის ნაკვეთის ნასყიდობაში გადახდილი იქნა 60050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ლარში, რომლის ერთი ნაწილი 31 280 აშშ დოლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე, ხოლო მეორე ნაწილი 31 000 აშშ დოლარი, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, საერთო საცხოვრებელში მყოფ პირებზე გადაცემით. რაც შეეხება 25955 ცალ აქციას მიწის ნაკვეთის საფასურს აღარ ესაჭიროებოდა და იგი განხილული უნდა იქნას დამოუკიდებელ გარიგებად შესაბამისი შედეგებით.
ნასყიდობა არის ორმხრივი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. მარტოოდენ ზედნადების არსებობა არ გულისხმობს მხარეთა მიერ ორმხრივად არსებული ვალდებულებების შესრულებას. ნასყიდობის დროს ხდება საკუთრების უფლების ტრანზაქცია ძველი მესაკუთრიდან ახალ მესაკუთრეზე. გარიგების დადებას წინ მოპასუხის მიერ ხელოვნურად შექმნილი მძიმე ვითარება უძღოდა. ამასთან, გარიგება თავისი სამართლებრივი ბუნებით მყიდველისაგან მოითხოვდა აქციების საფასურის გადახდას, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად, ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში ქმნის მხოლოდ ერთ მოსაზრებას, რომ გარიგება აქციების ნასყიდობის შესახებ არის კაბალური შესრულება-ანაზღაურების აშკარა დისბალანსით (როგორც ამას კანონმდებელი განმარტავს სსკ 55-ე მუხლში).
სასამართლომ არასწორად შეფასებული გარემოებების ფონზე არ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი, რომლის შინაარსი გარიგების დადების მდგომარეობით მოქმედი რედაქციით ასეთია: „გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალსწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით)“. სასამართლომ თავი აარიდა იმ გარემოების გარკვევით დადგენას, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მონაწლეობდნენ საერთო განაშენიანების ერთობლივ პროექტში, ხოლო მოგვიანებით მოპასუხემ უარი თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე, რითაც ხელოვნურად გამოიწვია უკვე მიმდინარე მშენებლობისათვის აუცილებელი პარამეტრების ცვლილება და მოსარჩელე ჩააყენა გამოუვალ მდგომარეობაში, იძულებული გახადა ერთობლივი პროექტის გარეთ დარჩენის გამო შეეძინა მიმდინარე მშენებლობისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთი მაშინ, როცა ერთობლივი პროექტის ფარგლებში მას ეს არ ესაჭიროებოდა.
აღნიშნულის გარეშე მოსარჩელეს ემუქრებოდა ადმინისტრაციული ჯარიმა (ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ზედამხედველობის სამსახურისათვის მოპასუხე ა---------–-----–------ ემუქრებოდა მოსარჩელეს) დასრულების შემდეგ კი, კორპუსი არ იქნებოდა მიღებული ექსპლუატაციაში. კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება მოსარჩელეს ნაკისრი ჰქონდა კორპუსის ყველა მობინადრის წინაშე, რაც ასევე მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს მიაყენებდა მას. ამ მდგომარეობას გულისხმობდა კანონმდებელი (მძიმე მდგომარეობის არსებობას), როცა ზემოთ მითითებულ ნორმით გარიგებას ბათილის კვალიფიკაციას ანიჭებდა. გარიგებაში მონაწილე მხარის ნება უნდა იყოს თავისუფალი, ეს გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელი პირობაა.
სასამართლოს საკმარისზე მეტი მტკიცებულება ჰქონდა იმისათვის, რომ დადგენილად ჩაეთვალა შპს „ხ-----ს“ მძიმე და გამოუვალი მდგომარეობა, კერძოდ: სს „ს------–-------–----“ მოსარჩელე კომპანიასთან ერთად დაიწყო ერთობლივი განაშენიანების პროექტში მონაწილეობა და ამ პროექტის ფარგლებში შპს „ხ------“ შეიძინა საკმარისზე მეტი კოეფიციენტი (კ-2); „ხ------“ მშენებლობა დაიწყო ზემოთ მითითებული პროექტის კოეფიციენტის ფარგლებში, მოპასუხე კომპანიამ კი, უარი თქვა ერთობლივ პროექტზე და მოსარჩელის მიერ დაწყებული პროექტი დატოვა აუცილებელი კოეფიციენტის გარეშე, რაც ავტომატურად იწვევდა ადმინისტრაციულ ჯარიმას სოლიდური ოდენობით; მოწმის ჩვენება, რომლითაც დადგინდა რა ვითარებაში მოხდა სადავო გარიგების დადება, გარიგებისა, რომლის დადების არანაირი სურვილი და საჭიროება მოსარჩელეს არ ჰქონდა; შპს „ხ-----ს“, რომლის ერთადერთ ინტერესში, ბოლოს განვითარებული გარემოებების გამო, შედიოდა მხოლოდ კოეფიციენტისათვის საკმარისი მიწის ნაკვეთის შეძენა, მოპასუხე კომპანიის მოთხოვნით თანხები გადახდილი იქნა სს „ს------–-------–---ს“ საერთო საცხოვრებლის მობინადრეებისათვის, რაც არანაირად არ წარმოადგენდა მის ვალდებულებას.
ზემოდასახელებული საკმარის საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ ნების გამოვლენაზე მძიმე ვითარების ზეგავლენა იმდენად დიდია და იმდენად არაგონივრულია ამ ზეგავლენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ აშკარად გამოირიცხება ნების გამოვლენის თავისუფლების პირობებში ასეთი გარიგების დადება. ნების გამოვლენა უნდა ჩაითვალოს ბათილად იმ შემთხვევაში, როდესაც ნების გამომვლენი იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, გარიგების მეორე მხარისათვის ცნობილია კონტრაჰენტის მძიმე და გამოუვალი მდგომარეობა, სარგებლობს ამ ვითარებით და თავზე ახვევს მას არახელსაყრელ პირობებს. ასეთ დროს, გარიგება იდება მძიმე მდგომარეობის ზეგავლენის შედეგად, აშკარაა, რომ გარიგების მხარის ადგილას მყოფი ქმედუნარიანი ადამიანია სამოქალაქო ბრუნვის შესაბამისი ტიპის მონაწილისათვის დამახასაიათებელი წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაში არ ისურვებდა მსგავსი შინაარსის გარიგების დადებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, უნდა გაარკვიოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს თუ არა იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ამასთან, „სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, CASE OF JGARKAVA v. GEORGIA (#7932/03)).
მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით (ხელშეკრულების დადების დროისათვის არსებული რედაქცია). დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით).
პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ მხარეთა შორის დადებულ გარიგებას მისთვის თანმდევი შედეგი მოჰყვეს, იგი უნდა იყოს ნამდვილი. პირის შესაძლებლობა კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება გამოიყენოს ზემოდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება.
სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი შეუსაბამობა გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის, არამედ მხოლოდ აშკარა შეუსაბამობა. აღნიშნულის მიუხედავად, აშკარა შეუსაბამობა ნორმის გამოყენების თვითკმარ საფუძველს არ ქმნის. პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა მიერ განხორციელებული შესრულება ყოველთვის ვერ იქნება ერთმანეთის ეკვივალენტური და სავსებით შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ნებისმიერი დონის შეუსაბამობას. სკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომისათვის აუცილებელია, რომ ადგილი ჰქონდეს საბაზრო ძალაუფლების გამოყენებას, მხარის მძიმე მდგომარეობითა და მისი გამოუცდელობით (გულუბრყვილობით). თითოეული ფაქტორი ცალ-ცალკე საკმარისია გარიგების ბათილად ცნობისათვის.
მოსარჩელე გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს აქციების ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობას და გარიგების დადების მომენტისათვის მოპასუხის მიერ მოსარჩელის მძიმე მდგომარეობით სარგებლობას, რამაც განაპირობა არასასურველი ხელშეკრულების გაფორმება.
კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
მოსარჩელეებს - შპს „ხ-------“ და გ--------------–---–- არ წარმოუდგენიათ მათ მიერ გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება. სკ-ის 55-ე მუხლი მართალია მიუთითებს გარიგების დადების დროისათვის არსებულ მხარის მძიმე მდგომარეობაზე, თუმცა, მოდავე მხარემ უნდა ადასტუროს არამხოლოდ ხელშეკრულების მხარის ამგვარი მდგომარეობა, არამედ ამ მდგომარეობით მეორე მხარის მიერ ბოროტად სარგებლობა. აღნიშნული გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება საკმარისსა და სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
აქვე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ რიგ შემთხვევებში საკვანძო საკითხის (გარიგების ერთ-ერთი მხარის მიერ მძიმე მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა) სპეციფიკურობა პროცესუალურ ჭრილში მისი მტკიცების საშუალებაში გამოიხატება. კერძოდ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა სირთულეს ქმნიდეს არაკეთილსინდისიერი მხარის ქცევის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, რის გამოც, შესაძლებელია სასამართლო დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიდაც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა; გარიგების დამდები პირების დამოკიდებულება, მათი მდგომარეობა და ა.შ. შესაბამისად, სადავო საკითხის შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს შეფასების ობიექტური ტესტი და ამ გზით განისაზღვროს არის თუ არა გარიგება თავისუფლების საწყისებზე გამოვლენილი ნების შედეგი.
ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი უზრუნველყოფს დავის საგანზე მხარეთა ბატონობას და ანიჭებს მხარეებს შესაძლებლობას თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს შეამოწმოს იურიდიული კავშირი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შორის. ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხარისათვის მოულოდნელი. მოთხოვნის ადრესატმა უნდა იცოდეს მის მიმართ არსებული პრეტენზიის, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი შინაარსი. მოპასუხე, ასევე სარგებლობს პროცესუალური უფლებით დაეთანხმოს ან სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წინაპირობები განსაზღვრავდეს მოთხოვნის სამართლებრივი ნორმის დისპოზიციურ მხარეს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი მხარე არასრულყოფილად არის მითითებული, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში. “...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. ტომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი).
საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს არც იმგვარი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე მიუთითებია რაც ხელშეკრულების სკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობას შექმნიდა. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ნასყიდობის ღირებულების გადახდა გავლენას ახდენს არა გარიგების იურიდიულ ძალაზე, არამედ გამყიდველს აღჭურავს როგორც პირველადი, ასევე მეორადი მოთხოვნის დაყენების უფლებით, როგორიცაა, მაგალითად ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება და ა.შ.
4.2. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (იხ.წინამდებარე განჩინების 2.18 პუნქტი). ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან, სადავო გარიგებები იურიდიული ძალის მქონეა, სახეზე არ არის ნივთის უკან დაბრუნების კონდიქციურ-ვალდებულებითი საფუძველი.
შესაბამისად, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი მოთხოვნებიც რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ შპს „ხ-------“ და გ--------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ხ-------“ და გ--------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი