განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2018
საქმის ნომერი
140100118002337363
ინსტანცია
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-592-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივნისი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათ--------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯე---–----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------- პ/ნ 2----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების კ-----------------------–---------------–- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ“ ქვეპუნქტები (ბრალდების ორი ეპიზოდი), და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით ჯე---–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა:

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ჯე---–----------ს საბოლოოდ მიესაჯა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ჯე---–----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 18 საათზე გორში, კ-----------------------–---------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ჯე---–----------მა შელაპარაკების გამო თავის მეუღლეს - თი-------–----ეს ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2018 წლის 25 იანვარს, კვლავ თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - 13 წლის თემურ და 11 წლის ქე-------------ების თანდასწრებით ჯე---–----------მა შვილს - ზა-------------ს ხელ-ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახესა და ტანზე, რითაც მიაყენა დაზიანებები. მასვე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ზა-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავდროულად ჯე---–----------მა იქვე მყოფ მეუღლეს - თი-------–----ეს ფეხი დაარტყა ფეხში და ორჯერ ხელი - სახეში. ამგვარი ძალადობის შედეგად ორივე დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათ--------–--მ, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ჯე---–----------ის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ წარსულში არაერთხელ ჰქონია ძალადობის ფაქტს ადგილი და დადგენილია, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას ქონდა სისტემატიური ხასიათი. ამას გარდა ჯე---–----------მა წაქცეულ შვილს ზა-------------ს ფეხი ჩაარტყა და სიცოცხლის მოსპობით ისეთი ხასიათის და ხარისხის მუქარით დაემუქრა რომ შვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ ყველაფერს უყურებდა მისი არასრულწლოვანი შვილები 13 წლის თე---------------ი და 11 წლის ქე-------------ი. ჯე---–----------ის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ სისტემატიური ძალადობის განხორციელებას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები მათ შორის არასრულწლოვანი შვილები, მიუხედავად ამისა ჯე---–----------ს სისრულეში მოჰყავდა თავისი ძალადობრივი ქმედებები.

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჯე---–----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ჯე---–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მოწმეების: თი-------–----ის, ზა-------------ის, ქე-------------ის, თე---------------ის, შა----------------ის და სხვათა ჩვენებებით, ტანსაცმლის ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ძალადობის ხარისხი მეუღლისა და შვილის მიმართ და ისე განუსაზღვრა მას, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათ--------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ჯე---–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ჯე---–----------ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ჯე---–----------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 იანვრიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო სისხლის ნიმუში - განადგურდეს;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი