განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
030210018001972653
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210018001972653

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ-191

22 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტები: ა---- ბ----–--–---–ი, ე---------ე ბ----–--–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე: სს ”ს----------–--------ი”

წარმომადგენელი: ჯ---- ტ--–----ე

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა, პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

სს ს----------–--------ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარეებად ა---- და ე---------ა ბ----–--–---–ები მიუთითა და მოპასუხეებზე დავალიანების დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ითხოვა.

კერძოდ ითხოვა: მოპასუხეებს ა---- ბ----–--–---–სა და ე---------ა ბ----–--–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 52401,45 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული, ა---- ბ----–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონებები, მდებარე: ქ. ფოთი, ჭ----------- ქ. N- ბინა N--, ს.კ. 0------------------, ქ. ფოთი, მ--------–---–-- ქ. N--, ს.კ. 0-----------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები

თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება.

მოსარჩელის განმარტებით: 2013 წლის 18 ნოემბერს სს „ს----------–--------სა“ და ა---- ბ----–--–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, 300 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 48%-ის დარიცხვით.

საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ა---- ბ----–--–---–ის კუთვნილი ორი უძრავი ქონება, მდებარე: მდებარე: ქ. ფოთი, ჭ----------- ქ. N- ბინა N--, ს.კ. 0------------------, ქ. ფოთი, მ--------–---–-- ქ. N--, ს.კ. 0-----------. საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად, დამატებით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ე---------ა ბ----–--–---–თან. საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაფორმებული შემადგენელი იპოთეკური კრედიტის საფუძველზე, 2013 წლის 25 ნოემბერს, ა---- ბ----–--–---–მა ბ---ისაგან მიიღო კრედიტი 60000 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, სარგებლის წლიური 11%-ის დარიცხვით.

მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ხელშეკრულების დანართის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში და შესაბამისი ოდენობით, რაც მოპასუხის მიერ დაირღვა არაერთხელ, ხოლო 2017 წლის მარტის შემდგომ, მოპასუხემ საერთოდ შეწყვიტა გადახდა. გადაუხდელ თანხას ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება, სს „ს----------–--------ის“ მიმართ შეადგენს 52401,45 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 49066,66 აშშ დოლარი, სარგებელი - 1755,02 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1535,37 აშშ დოლარი და დაზღვევის საკომისიო - 44,40 აშშ დოლარი.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმასარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 49066,66 აშშ დოლარისა და საკომისიოს - 44,40 აშშ დოლარის ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი, ა---- ბ----–--–---–ისა და ე---------ე ბ----–--–---–ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე. მოპასუხეებს: ა---- ბ----–--–---–ისა და ე---------ე ბ----–--–---–ს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 51137,08 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 49066,66 აშშ დოლარი, სარგებელი - 1755,02 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 307 აშშ დოლარი და დაზღვევის საკომისიო 44,4 აშშ დოლარი. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული, ა---- ბ----–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონებები, მდებარე: ქ. ფოთი, ჭ----------- ქ. N- ბინა N--, ს.კ. 0------------------, ქ. ფოთი, მ--------–---–-- ქ. N--, ს.კ. 0-----------. ასევე დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება. მოპასუხეებს: ა---- ბ----–--–---–ისა და ე---------ე ბ----–--–---–ის მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 149,08 ლარის გადახდა. სს ”ს----------–--------ს” დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3550.72 ლარი;

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 18 ნოემბერს სს „ს----------–--------სა“ და ა---- ბ----–--–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, 300 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 48%-ის დარიცხვით.

დადგენილი იქნა, რომ საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 18 ნოემბერს იპოთეკით დაიტვირთა ა---- ბ----–--–---–ის კუთვნილი ორი უძრავი ქონება, მდებარე: მდებარე: ქ. ფოთი, ჭ----------- ქ. N- ბინა N--, ს.კ. 0------------------, ქ. ფოთი, მ--------–---–-- ქ. N--, ს.კ. 0-----------.

დადგენილი იქნა, რომ საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 21 ნოემბერს დამატებით გაფორმდა სოლიდარული თავდებობა ე---------ა ბ----–--–---–თან.

2013 წლის 25 ნოემბერს, საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ა---- ბ----–--–---–მა ბ---ისაგან მიიღო კრედიტი 60000 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, სარგებლის წლიური 11%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

დადგენილი იქნა, რომ მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ხელშეკრულებების დანართის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში და შესაბამისი ოდენობით, რაც მოპასუხის მიერ დაირღვა, ხოლო 2017 წლის მარტის თვიდან საერთოდ შეწყვიტა მან გადახდა.

2017 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, ა---- ბ----–--–---–ის დავალიანება „ს----------–--------ის“ მიმართ შეადგენს 52401,45 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 49066,66 აშშ დოლარი, სარგებელი - 1755,02 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1535,37 აშშ დოლარი და დაზღვევის საკომისიო - 44,40 აშშ დოლარი.

ამგვარ ფაქტობრივ აგარემოებებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420–ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, მუხლებზე მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მერ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სს “ს----------–--------თან“ დადებული ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და საკომისიოს გადახდის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 1535.37 აშშ დოლარიდან 307 აშშ დოლარამდე, ანუ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა ხუთჯერ. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისირების თაობაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ასევე დაკმაყოფილდა სარგებლის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს სარგებლის სახით დაეკისრა 1755.02 აშშ დოლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ა---- ბ----–--–---–ისა და ე--------- ბ----–--–---–ის მიერ. აპელანტები გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მხოლოდ პირგასამტეხლოს და სარგებლის დარიცხვის ნაწილში. აპელანტები აცხადებენ, რომ პირგასამტეხლო და სარგებელი არ უნდა დაეკისროთ.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, გასაჩივრებულ ნაწილში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები და სწორად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას, მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ პირგასამატეხლოს ოდენობა ხუთჯერ შეამცირა და ნაცვლად 1535.37 აშშ დოლარისა პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა 307 აშს დოლარით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალიანების ოდენობისა და ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა 1535.37 აშშ დოლარიდან 307 აშშ დოლარამდე (5 ჯერ) გონივრულია, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მოპასუხეებისათვის მისი დაკისრება, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, აპელანტის მითითება აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე, გაზიარებული ვერ იქნება.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას სარგებლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები შეთანხმდნენ სარგებლიან სესხზე, კერძოს სარგებლის სახით გადასახდელი თანხის ოდენობას წარმოადგენდა წლიური - 11 %.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ანუ მხარეები დაეთანმხნენ ხელშეკრულების პირობებს თავის დროზე, მათ შორის სესხის პროცენტის ოდენობას, რომელიც არ არის არათანაზომიერი და არაგონივრული. შესაბამისად სესხზე არსებული სარგებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოვალის მხრიდან გადახდის ვალდებულებას წარმოადგენს.

პალატა დამატებით განმარტავს, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებს თუ რატომ არ უნდა დაეკისროს მათ სესხის სარგებელი და პიგასამტეხლო, მაშინ როცა სარგებელიც და პირგასამტეხლოც ბ---თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით თავიდანვე გათვალისწინებული იყო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტიც სადაოდ არ გამხდარა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით (პირგასამტეხლოს შემცირებით) არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აპელანტებსსახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვთ 202,77 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. ე---------ე ბ----–--–---–ისა და ა---- ბ----–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტთა მიერ გადახდილია ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე