განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.06.2018
საქმის ნომერი
030210118001938226
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030210118001938226

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2\ბ-139-2018 15 ივნისი, 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

აპელანტი - სს ,,თი---- ბ----“

წარმომადგენელი - ლ--–- ბ-----–--ე

მოწინააღმდეგე მხარეები - რო------ ჯ-–-------ი, თო------ ჯ-–-------ი

წარმომადგენელი - მა----–- ა-----–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

- სს „თი---- ბ----ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხეებს: რო------ ჯ-–-------ს და თო------ ჯ-–-------ს სს "თი---- ბ----ს" სასარგებლოდ 2016 წლის 29 ივლისის ს------- კ---------- N--------8------ ხელშეკრულებისა და 2016 წლის 28 ივლისის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების 28205.53 ლარის (საიდანაც

26513.09 ლარი - ძირი თანხაა, 1-21.50 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 89 ლარი - ჯარიმა, 81.94 ლარი - დაზღვევა) გადახდა;

- სს „თი---- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა - 2017 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ს------- კ---------- N--------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 26513.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.5% სარგებლის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 364,55 ლარს, რო------ ჯ-–-------ისა და თო------ ჯ-–-------ისათვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

- სს „თი---- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა - 2017 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ს------- კ---------- N--------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 26513.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პ-რგასამტეხლოს 0.5%-ის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 132.56 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 5000 ლარისა რო------ ჯ-–-------ისა და თო------ ჯ-–-------ისათვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხე რო------ ჯ-–-------ს სს "თი---- ბ----ს" სასარგებლოდ 2016 წლის 06 დეკემბრის ს------- კ---------- N--------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების 1276.02 ლარის (საიდანაც, 1200 ლარი - ძირი თანხაა, 62.13 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 11 ლარი - ჯარიმა, 2.89 ლარი - დაზღვევა) გადახდა;

- სს „თი---- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა - 2017 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ს------- კ---------- N--------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 1-% სარგებლის, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1- ლარს, რო------ ჯ-–-------ისათვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

- სს „თი---- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა - 2017 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ს------- კ---------- N--------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პ-რგასამტეხლოს 0.5%-ის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა რო------ ჯ-–-------ისათვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

- 2016 წლის 29 ივლისის ს------- კ---------- N--------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა: 2016 წლის 28 ივლისის გირავნობის N------------- ხელშეკრულების საგანი, ავტოსატრანსპორტო საშუალება შემდეგი რეკვიზიტებით: ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: ჩ--------, სახელმწიფო ნომერი: V-----, მარკა მოდელი: ლ------–- ნ----------- 5.4--, გამოშვების წელი: 2003. რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღი: 09.0-.2--- წელი; 2016 წლის 28 ივლისის N------------- ხელშეკრულების საგანი, ავტოსატრანსპორტო საშუალება შემდეგი რეკვიზიტებით: ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------, სახელმწიფო ნომერი: P----, მარკა მოდელი: კ------ შ---, გამოშვების წელი:1---, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღი:

1-.0-.2--- წელი;

- იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულით არ დაკმაყოფილდა სს „თი---- ბ----ს“ 2016 წლის 29 ივლისის ს------- კ---------- N--------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზე;

- მოპასუხეებს: რო------ ჯ-–-------ს და თო------ ჯ-–-------ს სს „თი---- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა;

- მოპასუხეებს: რო------ ჯ-–-------ს და თო------ ჯ-–-------ს სს "თი---- ბ----ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდათ იურიდიული მომსახურების საფასური, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ - 1128 ლარი;

- მოპასუხე რო------ ჯ-–-------ს სს "თი---- ბ----ს" სასარგებლოდ გადახდა იურიდიული მომსახურების საფასური, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ - 51 ლარი;

- სს „თი---- ბ----ს“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 1483.32 ლარიდან 884.46 ლარი დაუბრუნდა მოსარჩელეს, ხოლო 598.46 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

დასკვნები ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. სს ,,თი---- ბანკსა“ და რო------ ჯ-–-------ს შორის 2016 წლის 28 ივლისს ს------- კ---------- შესახებ N--------8------ ხელშეკრულებით, ერთიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 29000 ლარით, 1102 დღის ვადით, სარგებლის წლიურად 16,5%-ის დარიცხვით.

 

2.2. სს ,,თი---- ბანკსა" და რო------ ჯ-–-------ს შორის 2016 წლის 06 დეკემბერს დაიდო ს------- კ---------- N--------8------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1200 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით, კ---------- ვადა - 2020 წლის 06 დეკემბრამდე.

 

2.3. 2016 წლის 28 ივლისის თავდების განცხადების მიხედვით, რო------ ჯ-–-------ი (შემდგომში "თავდები") საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, "კლიენტთან"/მსესხებელთან (ი/მ რო------ ჯ-–-------ი, პ-რადი ნომერი 5----------) ერთად კისრულობს სოლიდარულ პასუხისმგებლობას, შეასრულოს სს "თი---- ბანკსა" და "კლიენტს"/"მსესხებელს" შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით N----.2------.001 (დადების თარიღი: 2016 წლის 28 ივლისი) და ს------- ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებით, შემდგომში "ძირითადი ხელშკრულ(ებ)ებით" ისევე, როგორც რომელიმე ან/და რამდენიმე ძირითადი ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

2.4. სს ,,თი---- ბანკსა" და რო------ ჯ-–-------ს შორის 2016 წლის 28 ივლისს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს "თი---- ბანკსა" და თო------ ჯ-–-------ს შორის 2016 წლის 28 ივლისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა თო------ ჯ-–-------მა ძირითად მსესხებელ - რო------ ჯ-–-------თან ერთად იკისრა ვალდებულება, სილიდარულად შეესრულებინა ს------- კრედტის N--------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალრი ვადა განისაზღვრა - 100000 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.

 

2.5. სს ,,თი---- ბ----ს" ოფისის უფროსი მენეჯერის თინათინ ზერაგიას 2017 წლის 22 მაისის 3---/1---01 ცნობის თანახმად, 2016 წლის 06 დეკემბერს სს "თი---- ბანკსა" და რო------ ჯ-–-------ს შორის დაიდო ს------- კრედტის N--------8------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით, კ---------- ვადა - 2020 წლის 06 დეკემბრამდე. კ---------- დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 06 რიცხვში. ასევე, განისაზღვრა ფიქსირებული 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სს "ს------------- კ-------- ჯ- პ- აი ჰ---–-----–-".

 

2.6. 2016 წლის 28 ივლისს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სს "თი---- ბანკსა" და თო------ ჯ-–-------ს შორის დაიდო გირავნობის N------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გირავნობის უფლებით დაიტვირთა თო------ ჯ-–-------ის საკუთრებაში რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემდეგი რეკვიზიტებით; ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: C--------, სახელმწიფო ნომერი: V-----, მარკა მოდელი: ლ------–- ნ----------- 5.4--, გამოშვების წელი: 2003. რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღი: 09.0-.2--- წელი.

 

2.7. 2016 წლის 28 ივლისს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სს "თი---- ბანკსა" და თო------ ჯ-–-------ს შორის

დაიდო გირავნობის N------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გირავნობის უფლებით დაიტვირთა თო------ ჯ-–-------ის საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალება შემდეგი რეკვიზიტებით: ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------, სახელმწიფო ნომერი: P----, მარკა მოდელი: კ------ S---, გამოშვების წელი:1---, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღი: 1-.0-.2--- წელი.

 

2.8. სს ,,თი---- ბანკსა“ და რო------ ჯ-–-------ს შორის 2016 წლის 28 ივლისს ს------- კ---------- შესახებ N--------8------ ხელშეკრულებით, ერთიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 29000 ლარით, 1102 დღის ვადით, სარგებლის წლიურად 16,5- ის დარიცხვით.

 

2.9. სს "თი---- ბანკსა" და რო------ ჯ-–-------ს შორის 2016 წლის 06 დეკემბერს დაიდო ს------- კრედტიტის N--------8------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1200 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით, კ---------- ვადა - 2020 წლის 06 დეკემბრამდე. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება ფული კ---------- დაბრუნების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2.10. მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 891-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლებზე დაყრდნობით სს ,,თი---- ბ----ს” სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს ,,თი---- ბ----ა“

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა მის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. მართალია, სასამართლოს აქვს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, მაგრამ ეს მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და არა ვალდებულებას და აღნიშნულ საკითხზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა იქნეს მიღებული შემდეგი პირობების გათვალისწინებით: სესხის ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტის ოდენობა, გასულია თუ არა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ის გარემოებები, თუ როდის და რა მიზეზით მოხდა ვალდებულებების დარღვევა, მხარის ქონებრივი მდგომარეობა და ა.შ. (სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 03 ივლისის #2ბ/2838-13);

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში, მსესხებლის მიერ ბოლო გადახდიდან გადის მეორე წელი. ამის შემდეგ მსესხებლს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის ყოველთვიურად დაფარვის ვალდებულებები აღარ შეუსრულებია. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოების რაოდენობები შესაბამისია სესხის ძირ თანხასთან და სრული იურიდიული საფუძველი არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის დასაკმაყოფილებლად და არ არსებობდა სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების და პირგასამტეხლოს ამხელა ოდენობით შემცირების საფუძველი;

 

3.3. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით მოპასუხე იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე კეთილსინდისიერი მსესხებელი, რომლიც ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას და გადახდის გრაფიკის შესაბამისად იხდის სესხის თანხას. იმის გარდა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ბანკის მიერ მიუღებელი შემოსავლის მიღების საშუალებას (რომლის მოთხოვნის სრული უფლებაც აქვს მას), იგი ერთგვარი სანქციაცაა. სასამართლოს ეს პრაქტიკა - პირგასამტეხლოს შემცირება მინიმუმამდე ყოველგვარი პირობებისა და გარემოებების გაუთვალისწინებლად - თავის მნიშვნელობას უკარგავს ზოგადად ამ სამართლებრივ ინსტიტუტს, უბიძგებს მსესხებელს, თავი აარიდოს დავალიანების გადახდას, რადგან სასამართლო ისედაც შეამცირებს მას, და ზიანს აყენებს კრედიტორს. ასეთი პრეცედენტების გახშირება კი ხელს უშლის სამოქალაქო ბრუნვას და მის განვითარებას;

 

3.4. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 07 ივნისის #2ბ/840-17 გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და დროულ შესრულებას აიძულებდეს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ "შეუსაბამოდ მაღალი" პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდეა. შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირაგასმტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდა, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს "აშკარა შეუსაბამობის" თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს;

 

3.5. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობები სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს გადახდევინების ძირითადი მიზნის მიღწევას, რაც კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების ფუნქციაში მდგომარეობს;

 

3.6. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. ბანკის საქმიანობას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრებიდან შესაბამისი მოგების მიღება. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის №ას-1385-1307-2012 გადაწყვეტილების თანახმად, მოვალის მიერ ს------- კ---------- ხელშეკრულების დარღვევისას არსებობს პრეზუმფცია, რომ კრედტიორს (ს------- დაწესებულებას) ადგება ზიანი არა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით, არამდე იმ თანხის ფარგლებშიც, რა სარგებელესაც იგი, როგორც საკრედიტო დაწესებულება, მიიღებდა მიღებული თანხის შემდგომი დაკრედიტების გზით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების საფუძველი;

 

3.7. განსახილველ შემთხვევაში ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს, შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევის უშუალო შედეგს. ზიანის სავარაუდობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წინასწარ იქნა განსაზღვრული საპროცენტო სარეგებელი და ბანკის მხრიდან კ---------- გაცემა, სწორედ სარგებლის ამ ოდენობით მიღებამ განაპირობა. შესაბამისად მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. საქართველოს ე---------–- ბანკის პრეზიდენტის N51/04 ბრძანების, თანახმად, კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული უიმედოდ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 100%-ის ოდენობით. შესაბამისად სესხის გაპრობლემების შემდგომ ბანკი განიცდის ორმაგ ზიანს, ვინაიდან მისი მხრიდან ვერ ხდება სარგებლის მიღება, გაცემული ფულადი სახსრების დაბრუნება შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ასევე, ვერ ხდება დარეზერვებული თანხის გამოყენება;

 

3.8. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 07 ივნისის #2ბ/840-17 გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: ს------- დაწესებულების, როგორც ს------- საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი კ---------- გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, ს------- კ---------- ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს. შესაბამისად, ს------- დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან ს------- კ---------- ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლება შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ს------- დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. ამასთან, მიუღებელი შემოსავალი თანხის კ---------- გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება, კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კ---------- გამცემს უბრუნდება, მიუღებეელი შემოსავალი აღარ არსებობს,, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვსი თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისთვის დაბრუნების მომენტად შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი;

 

3.9. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 17 თებერვლის #ას-681-652-2016 გადაწყვეტილებით განმარტა: სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ს------- საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტს, მისი კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, გაცემული კ---------- დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში კვლავ შეუძლია მიიღოს ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემული სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კ---------- ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კ---------- გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კ---------- გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრეიდიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. ამასთან, როდესაც კრედიტორი მიუღებელი შემოსავლის საზღაურს ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ეს არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების გადამეტებულ მოთხოვნას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კ---------- კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კ---------- გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება;

 

3.10. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული არ იყო და მხარე ვალდებულები იყო ვადის ბოლომდე ეხადა პროცენტი, ხოლო იმის გამო რომ ხელშეკრულება დაარღვია - სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით გამოდის რომ პროცენტი აღარ უნდა გადაიხადოს, რის გამოც ბანკს ზიანი ადგება (ვერ იღებს იმ სარგებელს, რისი მიღების პირობითაც სესხი გასცა), ხოლო მხარე აღმოჩნა უკეთეს მდგომარეობაში ( ვალდებულების დარღვევის გამო აღარ გადაიხდის იმ პროცენტს, რაც ვალდებულების პირნათლად შესრულების შემთხვევაში უნდა გადაეხადა). ამასთან, არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. შესაბამისად, მხარეები ხელშეკრულებითაც ვიყავით შეთანხმებული რომ სანამ ფაქტობრივად არსებობს დავალიანება ძირი თანხის სახით, მანამდე მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარეგებლი გადაიხადოს;

 

3.11. აპელანტი აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო უთითებს შემდეგ გარემოებაზე: "მოცემულ შემთხვევაში, ბანკის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, ის საფუძველი აღარ იარსებებს, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნით ნაწილში. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ექნება არა კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას." ჩვენთვის სრულიად გაურკვეველია ამ მსჯელობის შინაარსი. ჩვენ ძირ თანხაზე დასარიცხ პროცენტს მიუღებელი შემოსავლის სახით ვითხოვთ აღსრულებამდე და არა აღსრულების შემდეგაც; ამასთან, გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მოთხოვნის დაკმაყოფილებად ჩაითვლება როდესაც ბანკი გაცემული კ---------- თანხას უკან მიიღებს, ხოლო სანამ ძირი თანხა უკან არ დაბრუნდება, მიუღებელი შემოსავლის სახით პროცენტის მოთხოვნის საფუძველიც არსებობს;

 

3.12. აპელანტი აღნიშნავს რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივარში მითითებული სამართლებრივი უსწორობები მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებისათვის გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე, რომლის პირობებში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას და აპელანტის სასარგებლოდ შეცვლას, ახალი გადაწყვეტილების გამოტანის გზით. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს - რო------ და თო------ ჯ-–-------ებს, გარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათთვის დაკისრებული თანხებისა, დამატებით დაეკისროთ:

1. 2016 წლის 29 ივლისის ს------- კ---------- #2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის 796.37 ლარის გადახდა;

2. 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- #2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 26513.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 364.55 ლარს;

3. 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- #2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 26513.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 132.56 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 5000 ლარისა.

ასევე, მოწინააღმდეგე მხარეს - რო------ ჯ-–-------ს, გარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული თანხებისა, დამატებით დაეკისროს:

1. 2016 წლის 06 დეკემბრის ს------- კ---------- #2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის - 102.39 ლარის გადახდა;

2. 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- #2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 15 ლარს;

3. 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- #2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები

 

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სს ,,თი---- ბ----ს“ სააპელაციო საჩივარი;

 

4.2. 26.03.2018 წელს სააპელაციო შესაგებელი სასამართლოში წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლის მა----–- ა-----–--ის მიერ, მისივე ხელმოწერით;

 

4.3. სს ,,თი---- ბ----“-ს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 04 მაისს, 12:00 საათისათვის. მხარებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი;

 

4.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 04 მაისს, 12.00 საათისათვის დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება იშუამდგომლა აპელანტმა წერილობითი განცხადებით, რომელსაც დაეთანხმა რო------ ჯ-–-------ის და თო------ ჯ-–-------ის წარმომადგენელი მა----–- ა-----–--ე მის მიერ 04.05.2018 წელს წარმოდგენილი განცხადებით. აღნიშნული სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 1- ივნისს, 14:00 საათისათვის;

 

4.5. მხარებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი;

 

4.6. რო------ ჯ-–-------ის და თო------ ჯ-–-------ის წარმომადგენელს მა----–- ა-----–--ეს სასამართლო სხდომის ადგილის და დროის შესახებ უწყება ცაბარდა პირადად2018 წლის 10 მაისს, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის;

 

4.7. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის სს ,,თი---- ბ----“-ს წარმომადგენელმა ლ--–- ბ-----–--ემ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ითხოვა, კერძოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სს ,,თი---- ბ----“-ს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა;

 

4.8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარის შუამდგომლობას და თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყევტილება სს ,,თი---- ბ----“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ;

 

4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება., განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;

 

4.11. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.-3.12. პუნქტები);

 

4.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები;

 

4.13. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეები - თო------ ჯ-–-------ი და რო------ ჯ-–-------ი არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სახელდობრ უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს ,,თი---- ბ----“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება; სს ,,თი---- ბ----“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; რო------ ჯ-–-------ს და თო------ ჯ-–-------ს სს ,,თი---- ბ----“-ს სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროთ: 2016 წლის 29 ივლისის ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის 796.37 ლარის გადახდა; 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 26513.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16.5% სარგებლის გადახდა; 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 26513.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 5000 ლარისა; რო------ ჯ-–-------ს სს ,,თი---- ბ----“-ს სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს: 2016 წლის 06 დეკემბრის ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის - 102.39 ლარის გადახდა; 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 15% სარგებლის გადახდა; 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა.

 

საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მ-----ა მ-------ემ დავა მოიგო სრულად, შესაბამისად, ს--- სახელმწიფო ქ------- ე---------–- ს---------- ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 798.50 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თი---- ბ----“-ს წარმომადგენლის ლ--–- ბ-----–--ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. სს ,,თი---- ბ----“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

3. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს ,,თი---- ბ----“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

4. სს ,,თი---- ბ----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

5. რო------ ჯ-–-------ს და თო------ ჯ-–-------ს სს ,,თი---- ბ----“-ს სასარგებლოდ დამატებით დაეკისროთ:

- 2016 წლის 29 ივლისის ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის 796.37 ლარის გადახდა;

- 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 26513.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16.5% სარგებლის გადახდა;

- 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 26513.09 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 5000 ლარისა;

 

6. რო------ ჯ-–-------ს სს ,,თი---- ბ----“-ს სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს:

- 2016 წლის 06 დეკემბრის ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის - 102.39 ლარის გადახდა;

- 2017 წლის 11 აპრილიდან ს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 15% სარგებლის გადახდა;

- 2017 წლის 11 აპრილიდანს------- კ---------- №2-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა.

 

7. რო------ ჯ-–-------ს და თო------ ჯ-–-------ს სს ,,თი---- ბ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 798.50 ლარის გადახდა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

8. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

თამარ სვანიძე