განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.06.2018
საქმის ნომერი
010210118001534412
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210118001534412

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/200-18 15 ივნისი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი _ თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - თე----- წუ--–----- (შპს ,,ა----------–--------“-ს 20%-ის წილის მესაკუთრე) ნ---- წუ--–----- 1. შპს ,,ა----------–--------“ (პარტნიორები: ვა---- შა----–---, ირ--- ან---------) 2. შპს ,,ბა----“; 3. ქ. ბ--------------–----–--------------- ა------ ც-–--–--ე და მ------ წარმომადგენელი - მ------- ჯ---------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბა----მის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; შპს ,,ბა----“-ს წესდების ბათილად ცნობა; დოკუმენტის სიყალბის დადგენა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- თე----- წუ--–-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- თე----- წუ--–-----ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით. მას სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. შპს ,,ა----------–--------“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 27 ივლისიდან;

 

2.2. შპს ,,ა----------–--------“-ს დაფუძნების მომენტში, საწარმოს წილები პარტნიორებს შორის გადანაწილდა შემდეგნაირად:

• თე----- წუ--–----- - 30 % წილი;

• მ-------- კ-------ა - 70 % წილი.

 

2.3. 2011 წლიდან შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორები გახდნენ და მათი წილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

• თე----- წუ--–----- - 20 %;

• ვა---- შა----–--- - 53.4 %;

• ირ--- ან--------- - 26.6 %.

 

2.4. შპს ,,ა----------–--------“-ს დაფუძნებიდან, 2012 წლის 27 სექტემბრამდე დირექტორის უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებდა თე----- წუ--–-----;

 

2.5. 2012 წლის 27 სექტემბრიდან 2014 წლის 07 ივლისამდე შპს ,,ა----------–--------“-ს დირექტორი იყო მ-------- კ-------ა;

 

2.6. 2014 წლის 07 ივლისიდან საწარმოს დირექტორია გ-- გ---–---;

 

2.7. 2011 წლის 23 თებერვალს, შპს ,,ა----------–-ზურს“ და ქ----------------- შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა----------–-ზურს“ სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. ბ------–- ზ---------- პ------ ტერიტორიაზე სასტუმრო მარ---ს მიმდებარედ არსებული 1801 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აღნაგობის საზღაურის მთლიანი ოდენობა შეადგენდა 46 000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 29 წლით;

 

2.8. აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ა----------–-ზურმა“ ააშენა რესტორანი;

 

2.9. 2014 წლის 10 დეკემბერს შპს ,,ა----------–--------“-ს ქონება იჯარით გადაეცა შპს ,,ყ-------–ას“;

 

2.10. შპს ,,ა----------–-ზურმა“ 2015 წლის 14 თებერვალს დანიშნა პარტნიორთა კრება;

 

2.11. დანიშნული კრების შესახებ თე----- წუ--–-----ს წინასწარ ეცნობა წერილობით. მას ასევე ეცნობა, რომ კრება ტარდებოდა შემდეგი დღის წესრიგით: ,,ახალი შპს-ს დაფუძნება და შპს ,,ა----------–---------“ მფლობელობაში არსებული 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარე ქ. ბა----მი ზ----- პ---- პ------ ტერიტორია, მასზე შპს ,,ა----------–--------“-ს საკუთრებაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ახლად დაფუძნებული საწარმოს კაპიტალში შეტანა“;

 

2.12. 2015 წლის 14 თებერვალს პარტნიორთა კრება არ ჩატარებულა;

 

2.13. შპს ,,ა----------–-ზურმა“ ახალი საწარმოს დაფუძნებასთან დაკავშირებით პარტნიორთა კრება განმეორებით დანიშნა 2016 წლის 24 აპრილს;

 

2.14. დანიშნული კრების შესახებ თე----- წუ--–-----ს წინასწარ ეცნობა წერილობით. მას ასევე ეცნობა, რომ კრება ტარდებოდა შემდეგი დღის წესრიგით: ,,ახალი შპს-ს დაფუძნება და შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებული 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარე ქ. ბა----მი ზ----- პ---- პ------ ტერიტორია, მასზე შპს ,,ა----------–--------“-ს საკუთრებაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ახლად დაფუძნებული საწარმოს კაპიტალში შეტანა“;

 

2.15. 2016 წლის 2- აპრილს პარტნიორთა კრება ჩატარდა ქ. ბ------–- ა----–-----–ის ქ. №--–-;

 

2.16. შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრებაზე ვა---- შ-----–--ს და ირ--- ან---------ს წარმოადგენდა მ-------- კ-------ა, თე----- წუ--–-----ს წარმოადგენდა ნ---- წუ--–-----. კრებას თავმჯდომარეობდა შპს ,,ა----------–--------“-ს დირექტორი გ-- გ---–---, ხოლო მდივნის ფუნქციას ასრულებდა ა------ ც-–--–--ე. ნ---- წუ--–-----მ შენიშნვა განაცხადა კრების მსვლელობაში თავმჯდომარედ გ-- გ---–---ს მონაწილეობაზე. განმარტა, რომ ის არცერთ პარტნიორს არ დაუნიშნავს თავმჯდომარედ. ასევე შენიშნვა განაცხადა მდივნად ა------ ც-–--–--ის მონაწილეობაზე;

 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორივე საკითხს დაეთანხმა ვა---- შა----–---ს და ირ--- ან---------ს წარმომადგენელი მ-------- კ-------ა;

 

თე----- წუ--–-----ს წარმომადგენელი არ დაეთანხმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ არცერთ საკითხს. მან გადაწყვეტილების მიღებამდე დასვა 11 გამოსარკვევი საკითხი და მათი დასაბუთებით მოითხოვა კრებამ არ მიიღოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დადებითი გადაწყვეტილება. კენჭისყრის შედეგად კრებამ მიიღო გადაწყვეტილება:

• დაფუძნდეს ახალი კომპანია სახელწოდებით შპს ,,ბა----“;

• შპს ,,ბა----“-ს კაპიტალში შეტანილი იქნას შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი 0-.2-.0-.0--;

• კრების გადაწყვეტილებით დირექტორს დაევალა კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი დოკუმენტაციის (წესდების და სხვა) მომზადება და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია;

 

2.17. 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე, შპს ,,ბა----“-ს კაპიტალში შეტანილი იქნა შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებული 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბა----მი ზ----- პ---- პ------ ტერიტორიაზე, მასზე შპს ,,ა----------–--------“-ს საკუთრებაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობი საკადასტრო კოდი 0-.2-.0-.0--;

 

2.18. გ-- გ---–---მ მოამზადა შპს ,,ბა----“-ს წესდება და სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინდა საჯარო რეესტრში. წესდებას ხელს აწერს შპს ,,ა----------–--------“-ს დირექტორი გ-- გ---–---;

 

2.19. შპს ,,ბა----“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 9 ივნისს. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შპს ,,ა----------–--------“. დირექტორად დარეგისტრირდა გ-- გ---–---;

 

2.20. სასამართლომ სადავო საკითხებად მიუთითა შემდეგი:

- ბა----მის მ----–----–-------- მ------ 2015 წლის 5 ოქტომბრის №2------- წერილის ნამდვილობა;

- 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,ა----------–---------“ პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრების ვადები-ხანდაზმულობა;

- სადაო ფაქტობრივი გარემოებაა, მოსარჩელისათვის ცნობილი დღის წესრიგის და კრებაზე განხილული დღის წესრიგის თანხვედრა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისთვის გაგზავნილ დღის წესრიგში არ ეწერა რა იქნებოდა ახალი საწარმოს სახელი, ვინ იქნება დამფუძნებელი, რატომ უნდა გადასცემოდა ქონება შპს ,,ბა----“-ს, ვინ იქნებოდა დირექტორი, ვინ შეადგენდა წესდებას, საჯარო რეესტრში წესდებაზე ხელის მომწერი პირის ვინაობა. კრებაზე განხილული იქნა ის საკითხები, რაც დღის წესრიგით არ იყო გათვალისწინებული.

- შპს ,,ბა----“-სათვის ქონების გადაცემით შპს ,,ა----------–--------“-ს საქმიანობისათვის საფუძვლის გამოცლა;

 

2.21. პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებათა ანალიზით დაადგინა, რომ ახალი საწარმოს დაფუძნებასთან დაკავშირებით პარტნიორთა კრება კანონის დაცვით მოიწვია საწარმოს დირექტორმა და მანვე უზრუნველყო პარტნიორთა ინფორმირებულობა დღის წესრიგის შესახებ. მართალია მოსარჩელეს პრეტენზია ჰქონდა კრების მოწვევის კანონიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი პრეტენზიების მართებულობა არ გამოვლენილა. კრების მოწვევის პროცედურები მთლიანად შეესაბამებოდა შპს ,,ა----------–--------“-ს წესდებას და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის განხილვით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ გამოვლენილა კრების მოწვევის ისეთი არსებითი დარღვევა, რომელსაც შედეგზე შეიძლება მოეხდინა ზეგავლენა;

 

2.22. ქ----------- მ----–----–-------- მ------ 2015 წლის 5 ოქტომბრის №2------- წერილის სიყალბის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელემ წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება. მან ზეპირად განმარტა, რომ სადაო წერილი ყალბია. მოპასუხემ მოსარჩელის ზეპირი განმარტება, ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ სადაო წერილი ნამდვილი დოკუმენტია. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია;

 

2.23. მოსარჩელემ დოკუმენტის სიყალბის დასადატურებლად მიუთითა მათ თარიღებზე. კერძოდ: შპს ,,ბა----“-ს დაფუძნების საკითხი გადაწყდა 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე. ის სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 24 აპრილის შემდეგ 2016 წლის 9 ივნისს. ქ----------- მ----- კი შპს ,,ბა----“-სათვის აღნაგობიანი ქონების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა 2015 წლის 5 ოქტომბრს, ანუ მაშინ როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა შპს ,,ბა----“. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ა----------–--------“-ს დირექტორმა გ-- გ---–---მ 2015 წლის 22 სექტემბრს ქ----------- მ----–----–-------- მ---ს განცხადებით მიმართა და აცნობა, რომ შპს ,,ა----------–--------“-ს ეკონომიური საქმიანობის გაუმჯობესების, რესტორნის ფუნქციონირებისა და მომსახურების უკეთესი პირობების შექმნის მიზნით აპირებს აღნაგობის უფლებით მიღებული 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობის შეტანას შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში. მისი დამფუძნებელი იქნება შპს ,,ა----------–--------“. დასახელებული ქონების შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანისათვის აუცილებელია ქ----------- მ------ თანხმობა. განცხადებით მოითხოვა ასეთი თანხმობის გაცემა;

 

2.24. ქ----------- მ----–----–-------- მ---ი 2015 წლის 5 ოქტომბრის №2------- წერილით დაეთანხმა შპს ,,ა----------–--------“-სათვის აღნაგობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანას;

 

2.25. როგორც შპს ,,ა----------–--------“-ს დირექტორის გ-- გ---–---ს 2015 წლის 22 სექტემბრის მიმართვა, ისე ქ----------- მ----–----–-------- მ---ის 2015 წლის 5 ოქტომბრის №2------- წერილი, რეგისტრირებულია შესაბამისი ნომრით ქ----------- მ------ კანცელარიაში;

 

2.26. საქმის მასალებით არ დადგინდა, რომ ქ----------- მ----–----–-------- მ----- 2015 წლის 5 ოქტომბრის №2------- წერილი გააყალბა. მასში ყალბი მონაცემების შეტანა არ გამოვლენილა;

 

2.27. სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობა ფაქტობრივი გარემოებაა. მასზე მიუთითებენ მოპასუხეები. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრების ოქმი მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა 2016 წლის 24 აპრილს;

 

2.28. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2016 წლის 24 აპრილის კრების ოქმი სადაოდ გახადა 2016 წლის 10 ოქტომბერს;

 

2.29. 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,ა----------–---------“ პარტნიორთა კრების ოქმის ჩაბარებიდან გასაჩივრებამდე გავიდა 5 თვეზე მეტი;

 

2.30. სასამართლომ ერთმანეთს შეადარა 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრების ის დღის წესრიგი, რომლიც მოსარჩელეს ჩაბარდა წინასწარ და თვით კრებაზე განხილული დღის წესრიგი. შედარების საფუძველზე სასამართლომ დაადინა, რომ დღის წესრიგი არ შეიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახალი საწარმოს სახელი, ვინ იქნება დამფუძნებელი, რატომ უნდა გადასცემოდა ქონება შპს ,,ბა----“-ს, ვინ იქნებოდა დირექტორი, ვინ შეადგენდა წესდებას, ასევე საჯარო რეესტრში წესდებაზე ხელის მომწერი პირის ვინაობას;

 

2.31. მოსარჩეე ამტკიცებს, რომ შპს ,,ბა----“-სათვის ქონების გადაცემით, შპს ,,ა----------–--------“-ს საქმიანობას გამოეცალა საფუძველი და ამით დაზარალდნენ პარტნიორები, მათ შორის მოსარჩელე;

 

სასამართლომ დაადგინა, რომ აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის შპს ,,ბა----“-სათვის გადაცემამდე შპს ,,ა----------–--------“-ს საქმიანობას წარმოადგენდა რესტორნის ფუნქციონირება. მას გააჩნდა რესტორანი და იგი იჯარით ჰქონდა გადაცემული შპს ,,ყ-------–ა“-ზე. ქონების შპს ,,ბა----“-სათვის გადაცემის შემდეგ შპს ,,აჭ------– ლ-------ს“ აღარ დარჩა საკუთრება და იგი რესტორნით მომსახურებას ამ ეტაპზე ვერ განახორციელებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ მიმართულებით მოსარჩელის პრეტნზია დასაბუთებულია. შპს ,,ა----------–-ზურს“ აღარ აქვს ქონება, რომლითაც ის ბიზნეს საქმიანობას განახორციელებს, მაგრამ ის არის შპს ,,ბა----“-ს დამფუძნებელი და ყველა ის მოგება, რაც დაკავშირებულია შპს ,,ბა----“-ს საქმიანობასთან, ეკუთვნის შპს ,,აჭ------– -ლ-------ს“;

 

2.32. სასამართლოს მითითებით, მნიშველოვანი საკითხია ზიანის ფაქტი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქონების შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანით მას ადგება ქონებრივი ზიანი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის არსებობა არ დასტურდება. 2016 წლის 24 აპრილამდე შპს ,,აჭ------– -ლა-------“-ს პარტნიორები იყვნენ და ამჟამადაც არიან:

· თე----- წუ--–----- - 20 %;

· ვა---- შა----–--- - 53.4 %;

· ირ--- ან--------- - 26.6 %.

·

შპს ,,ბა----“-ს დამფუძნებელია შპს ,,ა----------–--------“. ანუ ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორები და მოგებაც საბლოო ჯამში მათ საკუთრებას წარმოადგენს. ამდენად ქონების შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანის შემდეგ პარტნიორები მიიღებენ იმ მოგებას რა მოგებასაც მიიღებდნენ ქონების შეტანამდე. მოგების მიმართულებით შინაარსობრივად პარტნიორებისათვის არაფერი არ იცვლება. შპს ,,ა----------–--------“-ს ქონებით საქმიანობას აგრძელებს შპს ,,ბა----“, რომლის მოგებაც ეკუთვნის მის დამფუძნებელს შპს ,,ა----------–-ზურს“. ბუნებრივია ყველა გადაწყვეტილება გონივრული უნდა იყოს. ერთი საწარმოს ქონების მეორე საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანას გონივრულობა უნდა უძღვოდეს წინ. ეს გადაწყვეტილება გონივრულია თუ არა არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი დამოკიდებულია საკითხის სამართლებრივ შეფასებაზე. ფაქტობრივი გარემოებაა ზიანის არსებობა, რაც ამ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.33. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით“;

 

დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ შპს ,,ა----------–-ზურს“ გააჩნია წედება და მისი ნორმებითაა განსაზღვრული კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურული წესები. პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია, ასახულია წესდების მეექვსე მუხლში. ფაქტობრივად წესდება კანონისაგან განსხვავებულ წესებს არ შეიცავს, ამიტომ კრების მოწვევის, ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების კანონიერების საკითხი უნდა შემოწმდეს ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად;

 

2.34. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები);

 

მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ კრების მოწვევის და პარტნიორთა ინფორმირების შესახებ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი მოთხოვნები დაცულია. კრება, კანონის დაცვით მოიწვია საწარმოს დირექტორმა და მანვე უზრუნველყო პარტნიორთა ინფორმირებულობა დღის წესრიგის შესახებ. მართალია მოსარჩელეს პრეტენზია აქვს კრების მოწვევის კანონიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი პრეტენზიების მართებულობა არ გამოვლენილა. კრების მოწვევის პროცედურები მთლიანად შეესაბამება შპს ,,ა----------–---------“ წესდებას და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის განხილვით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ გამოვლენილა კრების მოწვევის ისეთი არსებითი დარღვევა, რომელსაც შედეგზე შეიძლება, რომ მოეხდინა ზეგავლენა;

 

2.35. ცალკე საკითხია დღის წესრიგი. ასევე დღის წესრიგისა და კრებაზე განხილული საკითხების თანხვედრის საკითხი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელისათის წინასწარ ცნობილი დღის წესრიგი არ შეიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახალი საწარმოს სახელი, ვინ იქნება დამფუძნებელი, რატომ უნდა გადასცემოდა ქონება შპს ,,ბა----“-ს, ვინ იქნებოდა დირექტორი, ვინ შეადგენდა წესდებას, ასევე საჯარო რეესტრში წესდებაზე ხელის მომწერი პირის ვინაობას. დასახელებული საკითხები წარმოადგენს კრების პროცედურულ საკითხებს. რიგი პროცედურული საკითხების დაუცველობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შედეგობრივი ზეგაველენა აქვს კრების გადაწყვეტილებაზე. სწორედ ასეთი დარღვევები ქმნის კრების გადაწყვეტილების გაბათილების შემადგენლობას. ნებისმიერი წესის დაუცველობა, არ გამოიწვევს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ იცოდა, რომ კრება მოწვეული იყო ახალი კომპანიის დაფუძნებისა და მის კაპიტალში შპს ,,ა----------–--------“-ს ქონების შეტანის თაობაზე. ბუნებრივია არსებობს იმის დასაშვებობა, რომ დღის წესრიგში ყველა წვრილმანი მითითებული არ იყოს, მაგრამ განსახილველი საკითხის ირგვლივ ზოგადი მითითება აუცილებელია. ეს ზოგადი მითითებაც ისეთი ფორმით უნდა განხორციელდეს, რომ პარტნიორს სრული შესაძლებლობა ჰქონდეს გაიგოს რა საკითხზე ტარდება კრება. საწარმოს დირექტორმა მოსარჩელეს აცნობა, რომ განიხილებოდა ახალი საწარმოს დაფუძნების საკითხი. კრებაზე მოსარჩელემ უკვე იცოდა თუ რა საკითხი განხილებოდა. მოსარჩელეს უნდა ევარაუდა (და ივარაუდა კიდეც) რომ ახალ საწარმოს დასჭირდებოდა სახელი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია, დირექტორი, წესდება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ახალი საწარმოს შექნა სწორედ ამ საკითხების მოწესრიგებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში ასე დაწვრილებით არ ეწერა, იგულისმხება, რომ პარტნიორები მოწვეული არიან ისეთი საკითხის გადასაწყვეტად, როგორიცაა ახალი საწარმოს სახელის შერჩევა, დირექტორის დანიშნვა, რეგისტრაცია, წესდების შექმნა, და ა.შ. სხვა საკითხები. ამ საკითხების განხილვისა და კენჭისყრის გარეშე ახალი საწარმოს შექმნის საკითხი ვერ გადაწყდებოდა. ის საკითხები, რაც მოსარჩელემ კრებაზე 11 პუნქტად ჩამოაყალიბა და შემდეგში აქტუალური გახადა სხდომაზეც, წარმოადგენს ახალი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებულ მსჯელობის საკითხებს და სწორედ მათი გათვალისწინებით უნდა დაფუძნებულიყო ახალი საწარმო. კრებამ აღნიშნული საკითხები მოისმინა, განიხილა და კენჭისყრაზე მათი მოსმენის შემდეგ იმსჯელა ახალი საწარმოს შექმნის საკითხზე. ამდენად ამ ნაწილში პარტნიორთა კრების მოქმედება შეესაბამება კანონს და არ შეიცავს ისეთ არსებით დარღვევებს, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაბათილებას გამოიწვევს;

 

2.36. უდაოა, რომ 2016 წლის 24 აპრილს პარტნიორთა კრება ჩატარდა ქ. ბ------–- ა----–-----–ის ქ. №--–-. მოსარჩელეს კრების ადგილთან დაკავშირებითაც გააჩნია პრეტენზია, მაგრამ ესეც არაა არსებითი. მთავარია კრების ადგილი მხარეებისათვის ცნობილი იყოს და ასევე პარტნიორებს ჰქონდეთ კრების ადგილას გამოცხადების საშუალება. სხვა მხრივ კანონი არ შეიცავს აუცილებელ დათქმას თუ სად შეიძლება ჩატარდეს კრება. მთავარი კრების ადგილი არაა. მთავარი კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურული წესების დაცვაა;

 

2.37. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით ,,პარტნიორთა კრების მონაწილენი თავიანთი შემადგენლობიდან ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიღებისთანავე თავმჯდომარე ადგენს და ხელს აწერს ოქმს“;

 

კრების ოქმში მითითებულია, რომ კრების თავმჯდომარედ არჩეულია გ-- გ---–---, ხოლო მდივანად არჩეული იქნა ა------ ც-–--–--ე. მოსარჩელეს პრეტენზია აქვს მასზედ, რომ არც კრების თავმჯდომარე აურჩევიათ და არც მდივანი. მათ თვითნებურად შეუდგენენ თავმჯდომარეობასა და მდივნობას. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მესამე ნაწილმა განსაზღვრა მდივნისა და თავმჯდომრის არჩევის წესი. მათი არჩევისათვის პარტნიორთა ხმების უბრალო უმრავლესობა იყო საკმარისი. კრებას ეწსრებოდა ყველა პარტნიორი (წარმომადგენლების მეშევეობით). აქედან ვა---- შა----–--- და ირ--- ან--------- არიან 80% წილის მფლობელები. მათი წარმომადგენელი სხდომაზე ამტკიცებს, რომ ოქმში თამჯდომარისა და მდივნის მითითება მოხდა მათი ხმების გათვალისწინებით და შესაბამისად მდივნად და თავმჯდომარედ მათი არჩევა და ოქმში მითითება სინამდვილეა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულ პარტნიორს აქვს ხმის თანაბარი უფლება, მაგრამ ყველა ხმა არარის გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვა რთული პროცესია. პარტნიორები ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებსაც იღებენ, რომელიც საერთო შეხედულეებიდან არ გამომდინარეობს. ასეთ სიტუაციაში მთავარი და გადამწყვეტია გადაწყვეტილებას პარტნიორთა რამდენი პროცენტი უჭერს მხარს. წინამდებარე შემთხვევაში გ.გ---–--- და ა. ც-–--–---ე თვითნებურად ვერ გახდებოდენ კრების თავმჯდომარე და მდივანი. ისინი არჩეული იქნენ მოპასუხე პარტნიორების მიერ. აღნიშნული მათ დაადასტურეს სხდომაზე, რაც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მათი თავმჯდომარედ და მდივნად არჩევა კანონშესაბამისად იქნას მიჩნეული;

 

2.38. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის ნაწილით მეშვიდე ნაწილით ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

 

სასამართლოს აზრით, ახლად დაფუძნებულ საწარმოს კაპიტალში შეტანის საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი იყო პარტნიორთა ხმების უმრავლესობა. წინამდებარე შემთვევაში გადაწყვეტილება მიღებულია 80%-ის მხარდაჭერით, შესაბამისად კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება პროცედურულად არ ეწინააღმდეგება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნას;

 

2.39. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მინოტარი პარტნიორია. იგი 20% წილს ფლობს. ყველა იმ შემთხვევაში, როცა მისი და მაჟორიტარი პარტნიორის მოსაზრებები ერთმანეთს შეეწინააღმდეგება, საწარმო ყოველთვის მიიღებს მინოტარი პარტნიორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. მიზეზი მარტივია - პარტნიორთა ხმების ნახევარზე მეტი ხმა, გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისია. სამეწარმეო საქმიანობა არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობაში გადაწყვეტილებებს ღებულობენ პარტნოირები. როგორი ბიზნეს გადაწყვეტილებაა საწარმოსათვის უკეთესი, ეს საკითხი პარტნიორთა გადასაწყვეტია. ყველა გადაწყვეტილება უნიკალური და უნაკლო ვერ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილება ნაკლიანია თუ უნაკლო, ნებისმიერ შემთხვევაში პარტნიორთა გადაწყვეტილებაა და იმსახურებს პატივისცემას. ისინი ისეთ გადაწყვეტილებას ღებულობენ, როგორიც სურთ. გადაწყვეტილების მიღებაში პარტნიორები შეზღუდულები არარიან. სასამართლოს არ აქვს უფლება ჩაერიოს საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილებაში, მაგრამ მას უფლება აქვს მინოტარი პარტნიორის მოთხოვნისას შეამოწმოს გადაწყვეტილების გონივრულობა. მართალია მაჟორიტარ პარტნიორებს უფლება აქვთ გადალახონ მინოტარის წინააღმდეგობა და მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაგრამ მათი ეს უფლება მინოტარ პარტნიორს არ ართმევს უფლებას სადაო გახადოს გადაწყვეტილება და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების გონივრულობის შემოწმება. ამ დროს საწარმოს დანარჩენმა პარტნიორებმა უნდა დაასაბუთონ ბიზნეს გადაწყვეტილების მიზანის მართებულობა და აუცილებლობა. ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორები სარგებლობენ ავტონომიური დისკრეციის თავისუფალი არეალით. ბიზნეს გადაწყვეტილების თავისუფლება არის პარტნიორთა კრების უფლებამოსილება და მას კრება ღებულობს ბიზნესთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტისას;

 

2.40. სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,ბა----“-ს შექმნისა და მის საწედებო კაპიტალში შპს ,,ა----------–--------“-ს ქონების შეტანისას, პარტნიორებს მეწარმეთა შესახებ კანონით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა არ დაურღვევიათ. მათ უფლება ჰქონდათ დაეგეგმათ ახალი ბიზნესი, მათ შორის ახალი საწარმოს შექმნა და მასში ძველი საწარმოს კაპიტალის შეტანა. საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა მხოლოდ პარტნიორთა უფლებამოსილებაა და მის განხორციელებაში პარტნიორებს სასამართლო ან სხვა რომელიმე ორგანო ხელს ვერ შეუშლის. პარტნიორები თავიდანვე უნდა აცნობიერებდენ, რომ საწარმოს შექმნა და პარტნიორთა წილების განაწილებაზე შეთანხმება, გულისხმობს მას, რომ პარტნიორებს შემდგომში მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება და ეს გადაწყვეტილებები მნიშვნლოვნად ნაკარნახები იქნება მაჟორიტარი პარტნიორის მიზნებიდან. მიუხედავად ამისა მინოტარ პარტნიორს მაინც რჩება უფლება სადაო გახადოს გადაწყვეტილების მართებულობა და სასამართლოც ვალდებულია შეამოწმოს ამ გადაწყვეტილების გონივრულობა და აუცილებლობა;

 

2.41. სასამართლომ, მხარეთა განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ შპს ,,ა----------–-ზურს“ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს. მას საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით გადასახადები აქვს დარიცხული და ქონების მიმართ გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ასევე საწარმოს ანგარიშებს ადევს ყადაღა. 2012 წელში დირექტორის თ. წუ--–-----ს გადაყენებით დაიწყო გამოძიება და ფ--------- პოლიციაში წარდგენილი იქნა ყველა დოკუმენტაცია, რა დროსაც ფ---------ი პოლიციის მიერ დანიშნული იქნა დოკუმენტალური შემოწმება და შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახდო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხულია თანხები (იხ. საქმეში საგადასახადო მოთხოვნა), ანგარიშების დაყადაღება მას ხელს უშლიდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელბაში. ახალი საწარმოს დაფუძნების შემთხვევაში, ახალ საწარმოს ანგარიშები ექნებოდა თავისუფალი და ის სამეწარმეო საქმიანობას გააგრძელებდა დაუბრკოლებლად. ძველ საწარმოს ანგარიშებზე გამოყენებული ინკასო საწარმოს ზღუდავდა საქმიანობის გაგრძელებაში. ახალი საწარმოს შექმნა და ქონების შეტანის გზით სამეწამეო საქმიანობის გაგრძელება არ ეწინააღმდეგება კანონს. შპს ,,ა----------–-ზურს“ დარიცხული თანხების წინააღმდეგ დავა აქვს დაწყებული. დავის დასრულებამდე ანგარიშების დაყადაღება მის სამომავლო საქმიანობას მნიშვნელოვნად დააზარალებდა, ამიტომ ახალი საწარმოს შექმნა და მასში ძველი საწარმოს ქონების შეტანა შეესაბამება, როგორც ლეგალური ბიზნეს საქმიანობის პრინციპებს, ასევე საწარმოს განვითარების მოთხოვნებსაც. თუნდაც გადაწყვეტილება რომელიმე პარტნიორისთვის საზიანოც რომ იყოს, ამ შემთხვევაშიც კი დომინანტური მდგომარეობით მიღებული გადაწყვეტილების გაბათილება არ დაიშვება. ასეთი პრინციპი გამომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის მერვე ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც ,,თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე“;

 

2.42. დადგენილია, რომ ვა---- შა----–--- და ირ--- ან--------- დომინატი პარტნიორები არიან. ისინი ერთად ქმნიან საწარმოს პარტნიორთა 80% ხმას. ბუნებრივია ისინი თავიანთი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ. თუ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება საწარმოს მიაყენებს ზიანს, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება ექნება მოითხოვოს არა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, არამედ დომინანტური მდგომარეობით საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დომინანტი პარტნიორის წინააღმდეგ კრების გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნა (აქ არ იგულისხმება ისეთი პროცედურული დარღვევბი, რომელიც პირდაპირ გადაწყვეტილების შედეგის ბათილად ცნობას იწვევს) არაპერსპექტიული დავაა. აქ გამოსავალი მხოლოდ კომპენსაციის მიღებაა. გადაწყვეტილების მიღების ავტონომიურობა დომინანტ პარტნიორს ხელფეხს უხსნის ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად. მინოტარ პარტნიორს მხოლოდ არაგონივრული გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია;

 

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტნიორთა კრება ჩატარებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი;

 

2.43. გარდა იმისა, რომ პარტნიორთა კრებისა და მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი უსაფუძვლოა, ამასთან ერთად ხანდაზმულიცაა. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 15-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს“. ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია“;

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია უსასრულო მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავთ სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრების ოქმი მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა იმავე დღეს - 2016 წლის 24 აპრილს. მოსარჩელემ 2016 წლის 24 აპრილის კრების ოქმი სადაოდ გახადა 2016 წლის 10 ოქტომბერს. 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრების ოქმის ჩაბარებიდან გასაჩივრებამდე გავიდა 5 თვეზე მეტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელემ გაუშვა კრების ოქმისა და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ორ თვიანი ვადა;

 

2.44. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის 41-ე ნაწილით პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ანაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება);

 

სასამართლომ განმარტა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) არის საწარმოს დაფუძნების ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. შპს წარმოადგენს იურიდიულ პირს და იგი, როგორც უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. თუ რეგისტრაციამდე საზოგადოების სახელით რაიმე მოქმედება განხორციელდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგაც. საწარმოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს წესდება. საზოგადოების წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. საზოგადოების დაფუძნებისას წესდებას ხელს აწერენ საზოგადოების დამფუძნებელი მონაწილენი - დამფუძნებელი პარტნიორები;

 

სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრებამ 2016 წლის 24 აპრილს შპს ,,ბა----“-ს დაფუძნებისა და მის საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის გარდა, მიიღო გადაწყვეტილება რომლითაც დირექტორს დაევალა კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი დოკუმენტაციის (წესდების და სხვა) მომზადება და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. პარტნიორებს უფლება ჰქონდათ კონკრეტული წესდების პროექტი განეხილათ, მაგრამ მათ ამის ნაცვლად მიიღეს გადაწყვეტილება, მასზედ, რომ წესდება შეედგინა შპს ,,ა----------–--------“-ს დირექტორს. თვით შპს ,,ა----------–--------“, შპს ,,ბა----“-ს დამფუძნებელია და მასვე აქვს უფლება შექმნას შპს ,,ბა----“-ს წესდება, წარადგინოს რეესტრში და დაარეგისტრიროს. კანონიც ზუსტად ამას მოითხოვს. მთავარი მოთხოვნაა წესდების ხელმოწერა პარტნიორის მიერ და სამეწარმეო რეესტრში წარდგენა. აღნიშნული პრინციპი დაცულია. წესდება ხელმოწერილია დამფუძნებლის მიერ (შპს ა----------–---------“ წარმომადგენელი დირექტორის მიერ) და დამოწმებულია სანოტარო წესით. შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორებს შეეძლოთ თვითონ განესაზღვრათ შპს ,,ბა----“-ს წესდება, მაგრამ კრებამ ამ უფლებამოსილებით არ ისარგებლა და მისი შედგენა დაავალა შპს ,,ა----------–--------“-ს დირექტორს. პარტნიორთა კრებას, ასეთი დავალების გაცემის უფლება ჰქონდა. შესაბამისად წესდება, როგორც ფორმალურად ისე მატერიალურად, სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი;

 

2.43. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე მ------ წერილის ყალბად აღიარების მოთხოვნა აღიარებითი სარჩელია. ამ ტიპის სარჩელებზე ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს;

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს;

 

აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისიც, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლიც კანონიერად დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. ზოგადად მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), მაგრამ ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება (მოთხოვნის მატერიალური საფუძველი), ამასთან აღიარებითი სარჩელი უფლების დაცვის გამონაკლისი და ერთადერთი გზა უნდა იყოს;

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესში შედის იმ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაბათილება, რომლითაც საზოგადოების პარტნიორებმა დააფუძნეს ახალი საწარმო და მის საწესდებო კაპიტალში შეიტანეს შპს ,,ა----------–--------“-ს აქტივები. მიიჩნევს, რომ თუ სადაო წერილი აღიარებული იქნება ყალბად, მაშინ შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება დაუბრუნდება შპს ,,ა----------–-ზურს“. ამ გზით აღსდგება მისი საკუთრების უფლება;

 

2.44. სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე აღიარებით სარჩელით სადაოდ განხდარი საკითხები, არ გამოიწვევს მოსარჩელის მიზნის მიღწევას. ამ ფორმით წარმოდგენილი სარჩელით არ მიიღწევა მოსარჩელისათვის საინტერესო იურიდიული შედეგი. წერილის ყალბად აღიარების შემთხვევაშიც კი მოსარჩელე ვერ მიიღებს ვერანაირ სარგებელს. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:

 

2.45. ახალი საწარმოს შექმნა და მის საწესდებო კაპიტალში ძველი საწარმოს ქონების შეტანა გადაწყდა არა მ------ წერილით, არამედ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. შესაბამისად მისი უფლებები დაარღვია არა მ------ წერილმა, არამედ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებამ. თუ პარტნიორთა კრება ბათილი გარიგებაა, მოსარჩელეს უფლება აქვს ამ კრების გადაწყვეტილებას ედაოს. მან ეს უფლება გამოიყენა და დავა წამოიწყო. თუ მისი უფლებები დაირღვა ქონების ახალ საწარმოში შეტანით, მან თავისი უფლებების დასაცავად კომპენსაცია უნდა მოითხოვოს. ანუ უნდა დაამტკიცოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არაგონივრულია და ასეთ არაგონივრულ გადაწყვეტილებას მოჰყვა ზიანი. შესაბამისად თავისი მიზნის მისაღწევად არსებობს სხვა გზა და ამისათვის მ------ წერილის წინააღმდეგ დავა არაა აუცილებელი. როგორც განვმატეთ აღიარებითი სარჩელი უნდა იყოს დავის გადაწყვეტის ერთადერთი გზა. ამასთან ეს გზა უნდა იყოს დარღვეული უფლების აღდგენის კანონით გათვალისწინებული გზა (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დისპოზიცია). წინამდებარე შემთხვევაში მ------ წერილის ყალბად აღიარება არაა დავის გადაწყვეტის ერთადერთი გზა. მოსარჩელეს აქვს სხვა არჩევანიც - მოითხოვოს კომპენსაცია (ან გადაწყვეტილების გაბათილება), ამასთან იგი დავის მოწესრიგების კანონით გათვალისწინებული გზა არაა. მან უნდა აირჩიოს ყველა ის საშუალებები, რაც ,,მეწარმეთა შეასახებ“ საქართველოს კანონით პარტნიორის უფლებების დასაცავადაა გათვალისწინებული. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არჩეული დავის გზა, მცდარი გზაა და ის ვერ აკმაყოფილებს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის პირობებს. გარდა ამისა სადაო წერილი არაა ყალბი დოკუმენტი. იგი ნამდვილი დოკუმენტია და არარსებობს მისი ყალბად აღიარების წინაპირობები.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თე----- წუ--–-----მ -შპს ,,ა----------–---------“ 20%-ის წილის მესაკუთრემ

 

სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლომ სწორად არ დაადგინა აპელანტის სასარჩელო განცხადებაში მოცემული არგუმენტები. აპელანტის დასაბუთებით კრების ბათილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს, რომ შპს ,,ა----------–--------”-ს 2016 წლის 24 აპრილის პარტნიორთა კრება მოწვეულ იქნა კანონის და წესდებია ნორმათა უხეში დარღვევით; ასევე შპს ,,ა----------–--------”-ს პარტნიორებმა ვ.შ-----–--მა და ი.ან---------მ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს 20%-ის მქონე პარტნიორი თ.წუ--–-----;

 

3.2. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, რომ იმ არსებითი დარღვევაზე, რასაც აპელანტი განმარტავდა, რომ კრების თავმჯდომარე გ.გ---–---, როგორც კრების თავმჯდომარემ 2016 წლის 24 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმს ხელი მოაწერა არა გადაწყვეტილების მიღებისთანავე, როგორც ეს მოცემულია კანონით და წესდებით, არამედ კრების ჩატარების მეორე დღეს 2016 წლის 25 აპრილს, რომლის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ. სწორედ ეს პარტნიორთა კრების ოქმი გ.გ---–---ს მიერ წარდგენილ იქნა სამეწარმეო რეესტრში, ხოლო პარტნიორთა კრების დღეს 2016 წლის 24 აპრილს მიღებული ოქმი, სადაც მითითებულია პარტნიორთა წარმომადგენლების და შპს ,,ა----------–--------”-ს დირექტორის ხელმოწერები არ ყოფილა წარდგენილი სამეწარმეო რეესტრში. აღმოჩნდა, რომ სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციისთვის წარდგენა შპს ,,ა----------–--------”-ს 2016 წლის 24 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი, იგივე შინაარსით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ ოქმზე არსებობს 2016 წლის 25 აპრილს როგორც კრების თავმჯდომარის გ.გ---–---ს ხელმოწერა/პარტნიორების ან მათი წარმომადგენლების ხელმოწერები ამ ოქმზე არ არის/ამასთან, ამ ოქმზე არ არის თ.წუ--–-----ს წარმომადგენლის მიერ გაკეთებული შენიშვნა კრების ჩატარებასთან დაკავშირებით;

 

3.3. სასამართლომ დაადგინა, რომ ახალი საწარმოს დაფუძნებასთან დაკავშირებით პარტნიორთა კრება მოწვეული იქნა ორჯერ, შპს ,,ა----------–--------”-ს 2016 წლის 24 აპრილის პარტნიორთა კრების ჩატარებამდე 2015 წლის 14 თებერვალს დაინიშნა პარტნიორთა კრება იგივე დღის წესრიგით, რაც მოცემული იყო 2016 წლის 11 აპრილის წერილში. პარტნიორმა თ.წუ--–-----მ 2015 წლის 6,9 თებერვლის წერილი გაუგზავნა კომპანიის დირექტორს ფოსტის მეშვეობით და ითხოვდა ინფორმაციას, თუ ვინ იქნებოდა ახალი საწარმოს დამფუძნებელი, რა გარემოებამ განაპირობა ახალი საწარმოს შექმნა და სხვადასხვა საკითხები, მიუხედავად ამისა დირექტორ გ.გ---–---მ 2015 წლიდან არ უზრუნველყო პარტნიორი მიეწოდებინა ინფორმაცია ახალი საწარმოს დაფუძნებასთან დაკავშირებით;

 

3.4. არასწორია სასამართლოს შეფასება იმ გარემოებაზე, რომ ,,ახლად დაფუძნებულ საწარმოს კაპიტალში შეტანის საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი იყო პარტნიორთა ხმების უმრავლესობა”. კანონის და წესდების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული ერთხმად და არა პარტნიორთა ხმების უმრავლესობით;

 

3.5. სასამართლომ არასწორად შეაფასა კრების ოქმის გასაჩივრების ვადა. აღნიშნული დარღვევების შედეგად 2016 წლის 24 აპრილის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება ხანდაზმულობის ერთწლიან ვადას და არა ორთვიან ვადას;

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ა----------–--------”-ს პარტნიორებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება, რომ შპს ,,ბა----”-ს დამფუძნებელი იქნებოდა შპს ,,ა----------–--------”. გარდა ამისა, შპს ,,ა----------–--------”-ს 2016 წლის 24 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმში არ იყო მითითებული, რომ შპს ,,ა----------–--------”-ს პარტნიორები დირექტორს ანიჭებდნენ უფლებამოსილებას, რომ შეედგინა ახალი საწარმოს წესდება, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თითოეული პარტნიორის უფლება-მოვალეობები;

 

არასწორია სასამართლოს შეფასება, რომ ,,ახალი საწარმოს შექმნა და მის საწესდებო კაპიტალში ძველი საწარმოს ქონების შეტანა გადაწყდა არა მ------ წერილით, არამედ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით.” სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხოლოდ შპს ,,ა----------–--------”-ს პარტნიორთა კრება ვერ მიიღებდა ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ქ.ბა----მის მ------ საკუთრებაშია ის მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია შპს ”ა----------–--------”-ს შენობა-ნაგებობა. ამდენად ძველი საწარმოს ქონების შეტანა ახალ საწარმოში განხორციელდა შპს ,,ა----------–--------”-სა და ქ.ბა----მის მ------ (თანხმობის) ერთობლივი გადაწყვეტილებით. ქ.ბა----მის მ----- გ.ე--------მა ერთპიროვნულად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და 2015 წლის 5 ოქტომბრის წერილში შეიტანა არარსებული მონაცემები კერძოდ, წერილის გაცემის დროისათვის არ არსებობდა შპს ,,ბა----”, იგი სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა წერილის გაცემიდან რვა თვის შემდეგ. ქ.ბა----მის მ---ის გ.ე--------ის 2015 წლის 5 ოქტომბრის წერილი არ არის ნამდვილი, რადგან თანხმობის გაცემას სჭირდებოდა კანონის შესაბამისად ქ.ბა----მის ს---------–--- გადაწყვეტილება;

 

3.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-6, მე-8, მე-91, მე-15 მუხლები და საწარმოს წესდების შესაბამისი მუხლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა ეტანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ და წინამდებარე გადაწყვეტილებაში 2.1.-2.31. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტებს:

 

4.2. საქმეში არსებული შპს ,,ა----------–--------“-ს წესდებით დადგენილია, რომ საზოგადოების საქმიანობის საგანია: საზოგადოებრივი კვების ობიექტების (რესტორნების, კაფეების, სასადილოების და ა.შ) ჩამოყალიბება და მომსახურება; კომერციული საქმიანობა, შესაბამისი ობიექტების შექმნა (2.1. მუხლი). დადგენილია, რომ აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ა----------–-ზურმა“ ააშენა რესტორანი. ხოლო 2014 წლის 10 დეკემბერს შპს ,,ა----------–--------“-ს ქონება იჯარით გადაეცა შპს ,,ყ-------–ა“-ს, რითაც იგი იღებდა შემოსავალს;

 

შპს ,,ა----------–--------“-ს წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის ორგანოებია პარტნიორთა საერთო კრება და დირექტორი (მუხლი 5). საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით (6.1. მუხლი). ამავე წესდებაში მითითებულია, რომ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე: ა) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; ბ) საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება; გ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; დ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ე) ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვ) ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ზ) პროკურის გაცემა და გაუქმება; თ) წლიური შედეგების დამტკიცება; ი) აუდიტორის არჩევა; კ) საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ლ) ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა; მ) იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოების დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორის წინააღმდეგ წარმართავს; ნ) შენატანების მოთხოვნა; ო) დამატებითი შენატანების უკან დაბრუნება; პ) დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მასთან ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცება; ჟ) ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (6.5 მუხლი). წესდების თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანოაბას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მიერ ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას (6.6. მუხლი);

 

4.3. შპს ,,ა----------–--------“-ს წესდებაში ცალსახად მითითებულია, რომ პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის, ან/და ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს, ხოლო: ა) თუ პარტნიორთა კრებაზე წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგება/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას ის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებულ უნდა იქნას ერთხმად (6.8. მუხლი);

 

4.4. დადგენილია, რომ 2011 წლის 23 თებერვალს, შპს ,ა----------–-ზურს“ და ქ----------------- შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა----------–-ზურს“ სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. ბ------–- ზ---------- პ------ ტერიტორიაზე სასტუმრო მარ---ს მიმდებარედ არსებული 1801 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აღნაგობის საზღაურის მთლიანი ოდენობა შეადგენდა 46 000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 29 წლით;

 

4.5. დადგენილია, რომ აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ა----------–-ზურმა“ ააშენა რესტორანი და 2014 წლის 10 დეკემბრიდან შპს ,,ა----------–--------“-ს ქონება იჯარით გადეცემულია შპს ,,ყ-------–ა“-სთვის;

 

4.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 2- აპრილს პარტნიორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობის მქონე (დომინანტ) პარტნიორთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაფუძნდა ახალი კომპანია სახელწოდებით შპს ,,ბა----“; შპს ,,ბა----“-ს კაპიტალში შეტანილ იქნა შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებული 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, (მდენარე ქ.ბა----მი, ზ---------- პ------ ტერიტორია) მასზე შპს ,,ა----------–--------“-ს საკუთრებაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 0-.2-.0-.0--;

 

4.7. დადგენილია, რომ შპს ,,ა----------–--------’’-ს 20%-იანი წილის მქონე (მინორიტარმა) პარტნიორმა თე----- წუ--–-----მ სადაო გახადა ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება და მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გონივრულობის შემოწმება;

 

4.8. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა----------–--------’’-ს 2016 წლის 2- აპრილს პარტნიორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობის მქონე (დომინანტ) პარტნიორების - ვა---- შა----–---ს (53.4 %) და ირ--- ან---------ს (26.6 %) წარმომადგენლმა ვერ დაასაბუთა ბიზნეს გადაწყვეტილების მიზანის მართებულობა/აუცილებლობა. პალატის აზრით მითითებული გადაწყვეტილების შინაარსი (იხ. წ/გადაწყვეტილების 4.8. პუნქტი) ქმნის არათანაბარ მდგომარეობას 20%-იანი წილის მქონე (მინორიტარი) პარტნიორისათვის - თე----- წუ--–-----სათვის და შპს ,,ბა----“-ს კაპიტალში შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებული 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე შპს ,,ა----------–--------“-ს საკუთრებაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობის შეტანის შესახებ, გადაწყვეტილებით დომინანტმა პარტნიორებმა ხელყვეს პარტნიორის არსებითი ინტერესები, კერძოდ - მიეღო შპს ,,ა----------–--------’’-ს საკუთრებაში არსებული ზ/მითითებული ქონების გაქირავებით (იჯარის გაცემით) შესაბამისი მოგება. აღსანიშნავია, რომ ახლადდაარსებული შპს ,,ბა----’’-ს წესდებით საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყველა არსებითი გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს შპს ,,ა----------–--------’’-ს წესდებასთან შედარებით მოდავე მირორიტარ პარტნიორს (ამ საკითხზე დასაბუთება იხ. ქვემოთ);

 

პალატა ზემოთ მითითებულ გარემოებასთან მიმართებით ხაზს გაუსვამს, თავად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომლის მიხედვით ,,სასამართლომ დაადგინა, რომ აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის შპს ,,ბა----“-სათვის გადაცემამდე შპს ,,ა----------–--------“-ს საქმიანობას წარმოადგენდა რესტორნის ფუნქციონირება. მას გააჩნდა რესტორანი და იგი იჯარით ჰქონდა გადაცემული შპს ,,ყ-------–ა“-ზე. ქონების შპს ,,ბა----“-სათვის გადაცემის შემდეგ შპს ,,აჭ------– ლ-------ს“ აღარ დარჩა საკუთრება და იგი რესტორნით მომსახურებას ამ ეტაპზე ვერ განახორციელებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ მიმართულებით მოსარჩელის პრეტნზია დასაბუთებულია. შპს ,,ა----------–-ზურს“ აღარ აქვს ქონება, რომლითაც ის ბიზნეს საქმიანობას განახორციელებს“.; მითითებული ფაქტობრივი გარემოება სადაოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს;

 

4.9. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 აპრილს, შპს ,,ა----------–--------’’-ს პარტნიორთა კრება (სხდომა) ჩატარდა კანონის და წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია, რომელიც სარჩელის აღძვრის დროისათვის არ არის გასული;

 

4.10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრებაზე ვა---- შ-----–--ს და ირ--- ან---------ს წარმოადგენდა მ-------- კ-------ა, თე----- წუ--–-----ს წარმოადგენდა ნ---- წუ--–-----. კრებას თავმჯდომარეობდა შპს ,,ა----------–--------“-ს დირექტორი გ-- გ---–---. პარტნიორთა კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორივე საკითხს დაეთანხმა ვა---- შა----–---ს და ირ--- ან---------ს წარმომადგენელი მ-------- კ-------ა. თე----- წუ--–-----ს წარმომადგენელი არ დაეთანხმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ არცერთ საკითხს. მან გადაწყვეტილების მიღებამდე დასვა 11 გამოსარკვევი საკითხი და მათი დასაბუთებით მოითხოვა. კრებამ არ მიიღოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დადებითი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგად კრებამ დამსწრე პარტნიორთა ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება:

• დაფუძნდეს ახალი კომპანია სახელწოდებით შპს ,,ბა----“;

• შპს ,,ბა----“-ს კაპიტალში შეტანილი იქნას შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებული 2547.92 კვ.მ. მიწის ბაკვეთი და შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი 0-.2-.0-.0--;

• კრების გადაწყვეტილებით დირექტორს დაევალა კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი დოკუმენტაციის (წესდების და სხვა) მომზადება და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია.

 

4.11. დადგენილია, რომ აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის შპს დადგენილია, რომ გ-- გ---–---მ მოამზადა შპს ,,ბა----“-ს წესდება და სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინდა საჯარო რეესტრში. წესდებას ხელი მოაწერა შპს ,,ა----------–--------“-ს დირექტორმა გ-- გ---–---მ. შედეგად, შპს ,,ბა----“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 09 ივნისს;

 

პალატა მიუთითებს შპს ,,ბა----“-ს წესდებაზე, რომლის თანახმად:

-საზოგადოების საქმიანობის საგანია ნებისმიერი საქმიანობა (მუხლი 4.2);

-საზოგადოების დამფუძნებელია შპს ,,ა----------–--------“, დირექტორი გ-- გ---–--- (მუხლი 5.3.1);

-საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მართვაში, რაც გულისხმობს პარტნიორთა კრებაზე დასწრების უფლებას, მონაწილეობას კრების დღის წესრიგში შეტანილი ნებისმიერი საკითხის განხილვაში (მუხლი 6.3);

-პარტნიორი, რომელსაც სურს წილის ან/და წილის ნაწილის გასხვისება, ვალდებული არ არის ამის შესახებ წინასწარ აცნობოს სხვა პარტნიორებს და შესთავაზოს წილის ან/და წილის ნაწილის შესყიდვა პირობების მითითებით (მუხლი 8.2);

-პარტნიორის მიერ თავისი წილის ან/და წილის ნაწილის უფლებრივი დატვირთვა საჭიროებს საზოგადოების წევრთა უმრავლესობის პარტნიორთა კრების თანხმობას (მუხლი 9.1);

-პარტნიორი აკონტროლებს საზოგადოების ხელმძღვანელობას პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით (მუხლი 12.1);

-დირექტორი ვალდებულია, პარტნიორთა კრების მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია მას საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს საშუალება, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს (მათ შორის საბუღალტრო). დირექტორი უფლებამოსილია, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე უარი თქვას ამგვარი ინფორმაციის გაცემაზე, წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობაზე, თუ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს საზოგადოების საწინააღმდეგო მიზნებისათვის და ამით საზოგადოებასა და/ან მის მოკავშირე საწარმოებს მოუტანოს უარყოფითი შედეგები (მუხლი 12.2 და 12.3);

-საზოგადოების პარტნიორი ვალდებულია შეასრულოს საზოგადოების საერთო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები (მუხლის 13.1);

-საზოგადოების პარტნიორთა კრება პარტნიორთა გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებასა და შუამდგომლობას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. ხმის უფლების მქონე პარტნიორები ამ შემთხვევაში ხმათა საერთო რაოდენობის განსაზღვრისას გარიცხვის კანდიდატი პარტნიორის ხმა მხედველობაში არ მიიღება (გარიცხვის კანდიდატი პარტნიორის კუთვნილი ხმა არ ჩაითვლება ხმების საერთო რაოდენობაში) (მუხლი 14.2);

 

4.12. დადგენილია, რომ შპს ,,ბა----“-ს წედების თანახმად, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა არსებითი გადაწყვეტილება, მათ შორის: წილის გასხვისების, მემკვიდრეობით გადასვლის, უძრავი ქონების გასხვისების/ყიდვის, სხვა საწარმოს წილის შეძენის, საზოგადოების ნებისმიერი ღირებულების უძრავი ქონების/სხვა აქტივების უფლებრივად დატვირთვის, კრედიტების ან/და ვალდებულებების აღების, პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება პარტნიორთა კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობის ხმის უფლების მქონე პარტნიორები. ამასთან, პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიიღებისას ხმათა საერთო რაოდენობის განსაზღვრისას გარიცხვის კანდიდატი პარტნიორის ხმა მხედველობაში არ მიიღება. ხოლო შპს ,,ბა----“-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმება არ იწვევს იმ უფლებათა გაუქმებას, რომელიც შეიძინეს კეთილსინდისიერმა მესამე პირებმა კრების უკანონო ან წესდების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესაბამისად დადებული გარიგებების საფუძველზე. ამდენად, დადგენილია, რომ თე----- წუ--–-----ს, როგორც შპს ,,ა----------–--------“-ს და შესაბამისად, შპს ,,ბა----“-ს 20%-იანი წილის მესაკუთრეს არა აქვს რაიმე სახის კონტროლის უფლება შპს ,,ბა----“-ს საქმიანობაზე;

 

4.13. დადგენილია, რომ შპს ,,ბა----“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 9 ივნისს. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შპს ,,ა----------–--------“. დირექტორად დარეგისტრირდა გ-- გ---–---;

 

4.14. დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმო წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. დადგენილია, რომ 2011 წლიდან შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორები გახდნენ თე----- წუ--–----- - 20%-იანი წილობრივი მონაწილეობით; ვა---- შა----–--- - 53.4% და ირ--- ან--------- - 26.6%. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს ,,ა----------–--------“-ს დომინანტმა პარტნიორებმა მისი წინააღმდეგობის მიუხედავად გადაწყვიტეს, რომ მათი საწარმოს მთელი ქონება უსასყიდლოდ მფლობელობაში და სარგებლობაში გადაეცათ შპს ,,ბა----“-სათვის, რის შედეგადაც მის ინტერესებს მიადგა ზიანი, რადგან შპს ,,ა----------–-ზურმა“ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო ახალ საწარმოში მისი უფლებები შეზღუდულია. აპელანტის მითითებით, ახალი საწარმოს დაფუძნებისა და შპს ,,ა----------–--------“-ს ქონების, ახლად დაფუძნებულ საწარმოს კაპიტალში შეტანის საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი არ იყო პარტნიორთა ხმების უმრავლესობა, საჭირო იყო საწარმოს პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილების ერთხმად მიღება;

 

განსახილველი დავის ფარგლებში უმნიშვნელოვანესია, შეფასდეს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხიც, რამდენადაც დავა შეეხება საწარმოს დომინანტ და მინორიტარ პარტნიორებს და მათ მიერ უფლება-მოვალეობათა რეალიზაციის კანონიერებას. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. საკორპორაციო სამართალში უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც კაპიტალური ტიპის საზოგადოებაში „წილი“ წარმოადგენს „მფლობელობას“ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში და მასზე ვრცელდება საკუთრების ინსტიტუტიდან ნაწარმოები აბსოლუტური უფლებები (იხ. ECHR: Bramelid and Malmstrom v. Sweden (N8588/79; N8589/79; 12/12/1983)). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს „დომინანტი პარტნიორი“-ს ცნებას და 3.8. მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, დომინანტ პარტნიორად ან პარტნიორთა ჯგუფად მიიჩნევა პირი/ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე. მინორიტარი პარტნიორის ცნებას კანონი პირდაპირ არ გვთავაზობს, თუმცა, მის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს ზემოხსენებული ნორმა იძლევა - არ შეუძლია დამოუკიდებლად გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგებზე. მინორიტარი პარტნიორების უფლებების დაცვაზე მიუთითებს, მაგალითად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებამოსილებანი, თუმცა, დაცვის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია პარტნიორის, როგორც ინდივიდის უფლება სარჩელზე და მისი უფლება - წარადგინოს დერივატიული სარჩელი (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.5 მუხლი) (უზენაესი სასამართლოს #ას-839-805-2016 გადაწყვეტილება);

 

მოცემული დავა არის სამეწარმეო ხასიათის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტაც უნდა მოხდეს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საწარმოს წესდების ანალიზის შედეგად. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ის და კოოპერატივის პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

 

ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით);

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ხოლო ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს;

 

ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით;

 

4.15. პალატა ზემოთ მითითებული დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოსარჩელე მინოტარი პარტნიორია. იგი 20% წილს ფლობს. ყველა იმ შემთხვევაში, როცა მისი და მაჟორიტარი პარტნიორების მოსაზრებები ერთმანეთს შეეწინააღმდეგება, საწარმო ყოველთვის მიიღებს მინოტარი პარტნიორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. მიზეზი მარტივია - პარტნიორთა ხმების ნახევარზე მეტი ხმა, გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისია.

 

პალატა მიუთითებს, რომ შპს „ბა----“-ს წესდების მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით „პარტნიორი აკონტროლებს საზოგადოების ხელმძღვანელობას პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით“. დირექტორი ვალდებულია პარტნიორს პარტნიორთა საერთო კრების მოთხოვნის საფუძველზე დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს საშუალება გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. ამ ნორმიდან გამომდინარე პარტნიორ თე----- წუ--–-----ს პარტნიორთა საერთო კრების გარეშე არ აქვს უფლება მოსთხოვოს დირექტორს „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მესამე მუხლის, მეათე პუნქტით და 46 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მას არა აქვს უფლება პარტნიორთა კრების გარეშე მოითხოვოს შპს „ბა----“-ს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით. მოითხოვოს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს;

 

აღსანიშნავია, რომ შპს „ბა----“-ს წესდების მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და 14.1 პუნქტის თანახმად, პარტნიორი თ. წუ--–----- იძულებულია შეასრულოს საერთო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გაირიცხება საზოგადოებიდან, პარტნიორებს წესდების თანახმად ხამათა უმრავლესობით შეუძლიათ გარიცხონ თ. წუ--–----- საზოგადოებიდან. შპს „ბა----“-ს წესდების მე-8 მუხლის პირველი ნაწილით პარტნიორებს შეუძლიათ უსასყიდლოდ გაასხვისონ შპს ,,ბა----“-ს ქონება ისე, რომ არ გაითვალისწინონ თ. წუ--–-----ს ინტერესები, ხოლო თ. წუ--–----- შპს „ბა----“-ს წესდების მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და 14.1 პუნქტის ნორმებით იძულებული გახდება შეასრულოს საზოგადოების საერთო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, რითაც ახალ დაფუძნებულ საწარმოში, განსხვავებით შპს ,,ა–------–--–--------’’-საგან იზღუდება მოსარჩელის ინტერესები;

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თე----- წუ--–-----ს, როგორც შპს ,,ა----------–--------“-ს და შესაბამისად, შპს ,,ბა----“-ს 20%-იანი წილის მესაკუთრეს ე.წ. ,,მინორიტარ“ პარტნიორს არა აქვს რაიმე სახის კონტროლის უფლება შპს ,,ბა----“-ს საქმიანობაზე, რადგან ყველა გადაწყვეტილება საწარმოში მიიღება ხმათა უმრავლესობით. აღნიშნულით კი ცხადია ილახება მისი უფლებები;

 

მოცემულ შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს 80% წილის მფლობელმა პარტნიორებმა. გადაწყვეტილების წინააღმდეგი გამოვიდა 20% წილის მფლობელი პარტნიორი თ.წუ--–-----. პალატას მიაჩნია, რომ ახალი საწარმოს დაფუძნებისა და შპს ,,ა----------–--------“-ს ქონების, ახლად დაფუძნებულ საწარმოს კაპიტალში შეტანის საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი არ იყო პარტნიორთა ხმების უმრავლესობა. წინამდებარე შემთვევაში გადაწყვეტილება მიღებულია 80%-ის მხარდაჭერით, შესაბამისად, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება პროცედურულად ეწინააღმდეგება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნას, რადგან პალატას მიაჩნია, რომ საწარმოს წესდების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ერთხმად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა თ.წუ--–-----, რითაც არსებითად შეილახა მისი ინტერესები. კანონისა და წესდების თანახმად აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიღებული ყოფილიყო ყველა პარტნიორის მიერ ერთხმად;

 

4.16. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, 46-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად, პარტნიორთა კრების ოქმი მხარეთა შორის დადებული გარიგებაა და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარიგება წარმოადგენს მასში მონაწილე მხარეთა ნების გამოვლენას.

 

4.17. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა 2016 წლის 24 აპრილის №1 საერთო კრების გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებულ 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდენარე ქ.ბა----მი, ზ---------- პ------ ტერიტორია, მასზე შპს ,,ა----------–--------“-ს საკუთრებაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.2-.0-.0-- არ შეესაბამება თ.წუ--–-----ს ნებას და ინტერესებს, იგი დადებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით, ამასთანავე ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს შესაბამისად, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი;

 

4.18. რაც შეეხება შპს ,,ბა----“-ს წესდების ბათილად ცნობას, პალატა მიუთითებს, რომ აპელანტს არ მიუთითებია მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. ხოლო იმ მოცემულობით, რომ პალატამ ბათილად ცნო შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა 2016 წლის 24 აპრილის №1 საერთო კრების გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებულ უძრავი ქონება, პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ბა----“-ს წესდების არსებობა არ ზღუდავს აპელანტის/პარტნიორის არსებით ინტერესს;

 

4.19. ხანდაზმულობის საკითხზე პალატა მიუთითებს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია;

 

შპს ,,ა----------–--------”-ს წესდების თანახმად, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომელზედაც აუცილებელია თავმჯდომარის ხელმოწერა, დაუშვებელია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებათა გასაჩივრება ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება მოწვეული იქნა ან ჩატარდა წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი (6.9 მუხლი);

 

პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა კრების ოქმი მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა იმავე დღეს - 2016 წლის 24 აპრილს. მოსარჩელემ 2016 წლის 24 აპრილის კრების ოქმი სადაოდ გახადა 2016 წლის 10 ოქტომბერს. 2016 წლის 24 აპრილის შპს ,,აჭ------–- ლა-------“-ს პარტნიორთა კრების ოქმის ჩაბარებიდან გასაჩივრებამდე გავიდა 5 თვეზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ გაუშვა კრების ოქმისა და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ორ თვიანი ვადა. თუმცა პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ პარტნიორთა კრება ჩატარდა ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9 პრიმა მუხლის მეცხრე პუნქტით და წესდების მე-6 მუხლის მერვე პუნქტის არსებითი დარღვევით. აღნიშნულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებული 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მდენარე ქ.ბა----მი, ზ---------- პ------ ტერიტორია) და მასზე შპს ,,ა----------–--------“-ს საკუთრებაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.2-.0-.0--) - არამართლზომიერია და ექვემდებარება ბათილად ცნობას ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მეორე ნაწილის და შპს ,,ა----------–--------”-ს წესდების მე-6 მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნებზე უნდა გავრცელდეს ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სარჩელის აღძვრის დროისათვის - 2016 წლის 10 ოქტომბრისათვის გასული არ იყო;

 

4.20. მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის განმარტებას, რომ მ------ წერილის ყალბად აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა აღიარებითი სარჩელია. ამ ტიპის სარჩელებზე ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს;

 

აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისიც, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლიც კანონიერად დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. ზოგადად მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), მაგრამ ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება (მოთხოვნის მატერიალური საფუძველი), ამასთან აღიარებითი სარჩელი უფლების დაცვის გამონაკლისი და ერთადერთი გზა უნდა იყოს;

 

უზენაესი სასამართლოს განმარტებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-17-14-2015, 16.12.2015წ. საქმე №ას-1069-1008-2015);

 

პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე აღიარებით სარჩელით სადაოდ გამხდარი საკითხები, არ გამოიწვევს მოსარჩელის მიზნის მიღწევას. ამ ფორმით წარმოდგენილი სარჩელით არ მიიღწევა მოსარჩელისათვის საინტერესო იურიდიული შედეგი. წერილის ყალბად აღიარების შემთხვევაშიც კი მოსარჩელე ვერ მიიღებს ვერანაირ სარგებელს, რადგან ახალი საწარმოს შექმნა და მის საწესდებო კაპიტალში ძველი საწარმოს ქონების შეტანა გადაწყდა არა მ------ წერილით, არამედ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. შესაბამისად მისი უფლებები დაარღვია არა მ------ წერილმა, არამედ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებამ. დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესში შედის იმ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაბათილება, რომლითაც საზოგადოების პარტნიორებმა დააფუძნეს ახალი საწარმო და მის საწესდებო კაპიტალში შეიტანეს შპს ,,ა----------–--------“-ს აქტივები. თუ სადაო წერილი აღიარებული იქნება ყალბად, მაშინ შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება მაინც არ დაუბრუნდება შპს ,,ა----------–-ზურს“. შესაბამისად, მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაადასტურა, რომ წერილის სიყალბის დადგენის შემდეგ მიიღებდა მისთვის სასურველ შედეგს;

 

ამასთან აღიარებითი სარჩელი უნდა იყოს დავის გადაწყვეტის ერთადერთი და დარღვეული უფლების აღდგენის კანონით გათვალისწინებული გზა. წინამდებარე შემთხვევაში მ------ წერილის ყალბად აღიარება არაა დავის გადაწყვეტის ერთადერთი გზა. მან უნდა აირჩიოს ყველა ის საშუალებები, რაც ,,მეწარმეთა შეასახებ“ საქართველოს კანონით პარტნიორის უფლებების დასაცავადაა გათვალისწინებული. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არჩეული დავის გზა, მცდარი გზაა და ის ვერ აკმაყოფილებს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის პირობებს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა;

 

4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ბა----მის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ღე----- წუ--–-----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ბა----მის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; თე----- წუ--–-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა 2016 წლის 24 აპრილის №1 საერთო კრების გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებული 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მდენარე ქ.ბა----მი, ზ---------- პ------ ტერიტორია) და მასზე შპს ,,ა----------–--------“-ს საკუთრებაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.2-.0-.0--).

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა;

 

6.2. დადგენილია, რომ თე----- წუ--–-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მის სასარგებლოდ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. თე----- წუ--–-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ბა----მის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. თე----- წუ--–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ა----------–--------“-ს პარტნიორთა 2016 წლის 24 აპრილის №1 საერთო კრების გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ბა----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა შპს ,,ა----------–--------“-ს მფლობელობაში არსებული 1801 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მდენარე ქ.ბა----მი, ზ---------- პ------ ტერიტორია) და მასზე შპს ,,ა----------–--------“-ს საკუთრებაში არსებული 2547.92 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.2-.0-.0--);

 

5. შპს ,,ა----------–--------“-ს, ასევე პარტნიორებს - ვა---- შა----–---ს, ირ--- ან---------ს, შპს ,,ბა----ს“ თე----- წუ--–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა აპელანტის მირე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე