განაჩენი

სისხლის სამართლის 15.06.2018
საქმის ნომერი
150100118002300600
ინსტანცია
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #150100118002300600

საქმე #1ბ/359-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-----------------------

ადვოკატის: ტ------–----–-----–---–--

მსჯავრდებულის: ს-----------------ის

თარჯიმნის: მ-------------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №015301217001), ს-----------------ის, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–---–--------------–-----–--------------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ქ. ახალქალაქში მცხოვრებ რ------------------ს, რამდენიმე წლის მანძილზე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა რა მის მეუღლესთან, ს-----------------თან, ეს უკანასკნელი რ------------------ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მათ შორის ს-----------------მა მის მეუღლეს, რ------------------ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 2014 წლის იანვრის თვეში, ასევე 2017 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებში. ბოლოს, 2017 წლის 29 დეკემბერს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს-----------------მა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მისი მეუღლე რ------------------ი ითრია თმით და რამდენჯერმე სახის არეში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც რ------------------მა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენით:

 

ს-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ს-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ს-----------------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, ს-----------------ისათვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის დანიშვნა. სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ს-----------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არ ჩაეთვალოს პირობით და აღნიშნული სასჯელი განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ს-----------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ რ------------------ის, მოწმეების: ვ----------------------------–----------------------–---------------------- ჩვენებებით, ს-----------------ის აღიარებითი ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, ლავრენტ ქუროიანის დაბადების მოწმობით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაული.

 

პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, რეალურად შეცვლის შესახებ პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს-----------------ი მის მეუღლეს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კონფლიქტის დროს, სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2017 წლის 29 დეკემბერს, ითრია თმით და ხელის დარტყმებით კვლავ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ს-----------------ი ძალადობრივ ქმედებებს მეუღლის მიმართ ახორციელებდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის დროს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, ს-----------------ს დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაუთვალა პირობით. საგულისხმოა, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ს-----------------ის მხრიდან მეუღლის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით პალატას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ს-----------------ის მიმართ დამატებითი მექანიზმის გამოყენება, რომელიც იქნება უკეთესი გარანტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე შვილების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ქმედების განხორციელების სახის და არაერთგზისობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ს-----------------ს მიმართ გამოსაცდელი ვადის გაზრდა კერძოდ, ს-----------------ს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს ორი წელი და ექვსი თვე, რაც იქნება დამატებითი გარანტია ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

განხორციელებული არაერთჯერადი ძალადობის მხედველობაში მიღებით, პალატა ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს ს-----------------ს მოვალეობის დაკისრებას ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსის და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი დამატებით ვალდებულებასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს ს-----------------ი უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენში ს-----------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------------- სააპელაციო საჩივრი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენში ს-----------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ს-----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

ს-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო -2017 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს-----------------ს დაეკისროს ალკოჰოლიზმისა მკურნალობისა კურსის გავლა, ასევე დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

პირობით მსჯავრდებულ ს-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე