განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002357221
საქმე №1/ბ-519-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კა--------–---–---–-ს,მსჯავრდებულ: თა----------------ს,ადვოკატ: იუ---------------ს
მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თა----------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 1----------- მცხოვრების: ქ-------------–------------–----------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 111-120-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენით თა---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით.
თა---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თა---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 2 წელი.
თა---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თა---------------ე, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას დედას სი------–-----------ს, ხოლო 2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ-----------–-------------–---------ში თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, შვილიშვილის, 11 წლის ნ-------------ის თანდასწრებით კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სი------–-----------ს, რამაც სი------–-----------ს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
ასევე, თა---------------ემ, 2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ-----------–------------–---------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, დას ინ------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ინ--------------ს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ თა---------------ეს ჩადენილი აქვს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი ძალადობრივი დანაშაული, წარსულში გასამართლებულია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანაშაული ჩადენილია ოჯახის გარემოში მოხუცი, ავადმყოფი მშობელი დედის და დის წინააღმდეგ, მსჯავრდებულმა არაფრად ჩააგდო ოჯახში მშობლის და დედმამიშვილის პიროვნება, არ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და მცირეწლოვანი 11 წლის შვილის და შვილიშვილის თანდასწრებით, ყოველგვარი მორიდების და თავის შეკავების გარეშე უხეშად, ძალის გამოყენებით იძალადა დედის და დის მიმართ, მიაყენა როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაცხყოფა, უხეშად ძალის გამოყენებით ლანძღა, აგინა და რამოდენიმეჯერ დაარტყა ორივე მათგანს ხელი, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. თა----------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: თა----------------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმით, სი------–--------------ს ჩვენებით, ინ------------ს ჩვენებით, ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ თა---------------ემ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩანადენს, ამიტომ მისთვის პირობითი მსჯავრის პატიმრობით შეცლის აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება თა----------------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თა---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ- ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.
ასევე, თა---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თა---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 2 წელი.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 10 თებერვლიდან 2018 წლის 05 აპრილის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი