განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2018
საქმის ნომერი
010210017001918830
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017001918830

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-27-18 20 ივნისი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - სსიპ სა------- სა---------–------ დე------------- - გი------ ჩ---ა, ბ----- გ------–---–ი - ავ--------– აკ------ - და-–- ჭ----ე

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- დაკმაყოფილდა ავ--------– აკ-----ის სასარჩელო განცხადება;

-ყადაღისაგან განთავისუფლდა ა------- და გ------- ს----------–---- ბიუროს აღმასრულებლის თ------ ბ---–----ის მიერ 2015 წლის 28 ივლისს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) მაცივარი ”ვესტელი” (1 ცალი), 2) სარეცხი მანქანა ”ვაგნერი” (ერთი ცალი), 3) კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი -1 ც, პროცესორი - 1ც, კლავიატურა - 1ც), 4) კუთხის ტყავის ტახტი (1 ცალი).

- ავ--------– აკ-----ის სასარგებლოდ პ------ ლ-----ას გადახდა 150 ლარი მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოპასუხე პ------ ლ-----ა არის მოსარჩელის შვილის ა--- აკ-----ის მეუღლე. პ------ ლ-----ა და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ ქირით სხვა მისამართზე და მოსარჩელის თხოვნით ისინი დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ მასთან ქ. ბ------–-, ა----------- ქ. №-, ბინა №--ში.

 

2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ------ ლ-----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1800 ლარის ოდენობით და მისი აღსრულების მიზნით გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

2.3. ა------- და გ------- ს----------–---- ბიურო სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს ზ/აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2015 წლის 28 ივლისს აღიწერა და დაყადაღდა ქ. ბ------–-, ა----------- ქ№-, ბინა №--ში არსებული სადაო მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) მაცივარი ”ვესტელი” (1 ცალი), 2) სარეცხი მანქანა ”ვაგნერი” (ერთი ცალი), 3) კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი -1 ც, პროცესორი - 1ც, კლავიატურა - 1ც), 4) კუთხის ტყავის ტახტი (1 ცალი). მოვალის მეუღლემ ა--- აკ------მ აქტში დააფიქსირა შენიშვნა, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენდა მისი მამის, ავ--------– აკ-----ის საკუთრებას.

 

2.4. ქ. ბ------–-, ა----------- ქ.№-, ბინა №--ში მდებარე უძრავი ქონება, სადაც განთავსებულია დაყადაღებული მოძრავი ნივთები, საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება მოსარჩელე ავ--------– აკ-----ის საკუთრებაში.

 

2.5. არსებული მდგომარეობით სადაო ნივთები არ არის რეალიზებული და ა------- და გ------- ს----------–---- ბიუროს მიერ არ არის დანიშნული აუქციონი დაყადაღებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის მიზნით.

 

2.6. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ დაყადაღებული ნივთების როგორც შეძენის, ასევე მათი ფლობის ფაქტიც.

 

2.7. სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი გარემოებების მხედველობაში მიღებით: როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, ქ. ბ------–-, ა----------- ქ№-, ბინა №--ში მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელე ავ--------– აკ------ს, როგორც დევნილს, სახელმწიფომ გადასცა საკუთრებაში 2012 წლის 21 სექტემბერს. მას შემდეგ, რაც ავ--------– აკ------ საცხოვრებლად გადავიდა ბინაში, მის მიერ შეძენილი იქნა სადაო საყოფაცხოვრებო ნივთები, ხოლო ზოგიერთი ნივთი ახლობლებმა აჩუქეს. იმ დროისათვის მისი ქალიშვილი ა--- აკ------ და სიძე პ------ ლ-----ა ცხოვრობდნენ ქირით სხვა მისამართზე, ხოლო 2013 წელს მისი თხოვნით გადავიდნენ მასთან დროებით საცხოვრებლად.

 

2.8. სასამართლომ, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალე პ------ ლ-----ა არის მოსარჩელე ავ--------– აკ-----ის შვილის - ა--- აკ-----ის მეუღლე, მართალია მოვალე ამჟამად ცხოვრობს ქ. ბ-------, ა----------- ქ№-, ბინა №--ში მდებარე ფართში, მაგრამ ასევე დადგენილია, რომ სადაო ნივთები არ არის შეძენილი მოვალის მიერ და იგი შეძენილია მოსარჩელე ავ--------– აკ-----ის მიერ.

 

2.9. დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც დაყადაღდა სადაო მოძრავი ქონება, არ წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას, იგი არც რეგისტრირებული არ ყოფილა აღნიშნულ ფართში. მოსარჩელემ, გარდა იმისა, რომ დაადასტურა იმ საცხოვრებელი ბინის კუთვნილების ფაქტი, სადაც აღიწერა და დაყადაღდა სადაო მოძრავი ნივთები, მან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დაადასტურა, რომ მოძრავი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას, შეძენილია წლების წინ, ნაწილი კი მიიღო საჩუქრად. ამიტომ კომპლექსურად უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ს----------–---- ბიუროს მიერ 2015 წლის 28 ივლისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე.

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

2.12. როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, სადაო ნივთებს ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე, ისინი შეძენილია მის მიერ და მოვალე პ------ ლ-----ას არანაირი შეხება არ გააჩნია მათთან. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს სადაო მოძრავი ნივთების მესაკუთრეს.

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.

 

2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

2.15. ამდენად სხვა პირის უკანონო მოქმედებისაგან საკუთრების დაცვა, მესაკუთრის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფულადი თანხების გადახდა დაეკისრა მოვალე პ------ ლ-----ას და მისი აღსრულებაც უნდა განხორციელდეს მისგან ან აღსრულება მიქცეული იქნას მისი ქონების მიმართ და არა მესამე პირის ქონების მიმართ.

 

2.16. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).” ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად კი სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს;

 

2.17. მოცემულ შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორს წარმოადგენენ პ------ ლ-----ა და სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ მიმართ სარჩელი სწორად იყო დაყენებული;

 

2.18. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება რომ ნივთები რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). კრედიტორის მოთხოვნით სასამართლო აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.

 

1.19. ამ ნორმიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დასაშვებია აღიწეროს და დაყადაღდეს მოვალის ქონება და არა სხვა მესამე პირის ქონება. ამ შემთხვევაში კი დაყადაღებულია მოსარჩელე ავ--------– აკ-----ის მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული ნივთები. ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კეთილსინდისიერ მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული სადაო მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდნენ ყადაღისაგან.

 

2.20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში მოიპოვებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც ავ--------– აკ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ყადაღისაგან გათავისუფლდა სადაო მოძრავი ნივთები.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სა------- სა---------–------ დეპარტამენტმა

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ,,სა------- სა---------–------ შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------: განკარგავს ფინანსებს სა---------–------ საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობით; უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით; ამოწმებს სა---------–------ მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას; ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სა---------–------ საქმიანობის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

 

3.2. ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

 

3.3. ზემოაღნიშნულ ნორმათა და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სსიპ სა------- სა---------–------ დე------------- აღნიშნულ საქმეზე წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რადგან აღსრულება არ იწარმოება სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------ს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც დე-------------ს მიმართვის საფუძველზე აქვს გამოტანილი სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღსრულება წარმოებს ბიუჯეტის თანხის - სახელმწიფო ბაჟის სასარგებლოდ, რომელიც არ ირიცხება დე-------------ს ანგარიშზე. ის რომ, დე------------- უზრუნველყოფს სა------- სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას არ არის საფუძველი იმისა, რომ სა------- სა---------–------ მიერ კანონის საფუძველზე მიღებულ ყველა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამო დე------------- თავისი კომპეტენციის ფარგლებიდან და მინიჭებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე ჩა-------ს მოპასუხედ, რაც ბუნებრივია ფაქტიურად დეპარტამენტს მნიშვნელოვნად ხელს შეუშლის დეპარტამენტს მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაში.

 

3.4. ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, დარღვეულია სამართლის ნორმები და გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ავ--------– აკ-----ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ავ--------– აკ------, რომლისთვისაც სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით, ხოლო გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ ცნობილი არ ყოფილა;

 

4.5. სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------ს წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა;

 

4.6. სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------ს წარმომადგენლების შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.7. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. უწყება, უკუგზავნილი, 20.06.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.8. დადგენილია, რომ სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------ს წარმომადგენლებმა მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (იხ. 20.06.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.9. საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება მოწინააღმდეგე მხარე, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ;

 

4.10. საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით;

 

4.11. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის;

 

4.12. საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;

 

4.13. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. აღნიშნული კი გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას;

 

4.14. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

4.15. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა დამატებით ადგენს, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ავ--------– აკ------მ, მოპასუხეებად დაასახელა პ------ ლ-----ა და ს----------–--- ფ-------- სამინისტრო, მესამე პირად - ა------- და გ------- ს----------–---- ბიურო და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა (იხ. სარჩელი ს/ფ 23-32);

 

4.16. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ავ--------– აკ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ. გადაწყვეტილება ს/ფ 107-117);

 

4.17. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფ-------- სამინისტრომ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (იხ. სააპელაციო საჩივარი ს/ფ 121-130);

 

4.18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფ-------- სამინისტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს. ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ავ--------– აკ-----ის სარჩელზე საქართველოს ფ-------- სამინისტროს ნაცვლად სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. გადაწყვეტილება ს/ფ 177-182);

 

4.19. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით, მოცემულ სარჩელზე არასათანადო მოპასუხე საქართველოს ფ-------- სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------თ (იხ. განჩინება ს/ფ 197-199);

 

4.20. სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი მხოლოდ ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე სსიპ სა------- სა---------–------ დე------------- წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს;

 

4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ი------–--- უ-----–--- საბჭოს გადაწყვეტილებით;

 

4.22. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის;

 

4.23. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ------ ლ-----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1800 ლარის ოდენობით და მისი აღსრულების მიზნით გაცემული იქნა ს----------–---- ფურცელი, რის საფუძველზეც ყადაღა დაედო ავ--------– აკ-----ის საკუთრებას. შესაბამისად, აღსრულება მიმდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის თანახმადაც კრედიტორი არის სახელმწიფო;

 

4.24. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად, სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ამავე კანონის მე-18 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება;

 

4.25. მოცემულ შემთხვევაში, პ------ ლ-----ას სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა სასამართლოს მიერ მისი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების განხორციელებისათვის და ეს თანხა მიექცევა შესაბამის ბიუჯეტში;

 

4.26. ,,სა------- სა---------–------ შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სა------- სა---------–------ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ი------–--- უ-----–-- ს---------- არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სა------- სა---------–------ დე-------------. ამავე კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, სა------- სა---------–------ დე-------------: ა) განკარგავს ფინანსებს სა---------–------ საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით; გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით; დ) ამოწმებს სა---------–------ მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სა---------–------ საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის;

 

4.27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სსიპ სა------- სა---------–------ დე------------- უზრუნველყოფს სასამართლო ხარჯების, ფინანსების განკარგვას, სწორედ ის წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელმაც მოცემულ დავაში უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ავ--------– აკ-----ის სარჩელზე სწორედ ის წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს;

 

4.28. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - ავ--------– აკ-----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------ს წარმომადგენლის გი------ ჩ---ას და ბ----- გ------–---–ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სსიპ სა------- სა---------–------ დე-------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა