განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
010141318700061392
ინსტანცია
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010141318700061392 - 1აგ/403-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივნისი, 2018წელი. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ფ--- ნ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო----- ს----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით:

 

ფ--- ნ--------ი (დაბადებული 1----–-–-----------ს) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ-- ბ---–---–ის და ა-–---------- ჭ-----ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქ------- კ------–--ის, მ------- ბ-----ას და ლ--–- ტ----–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც 2007 წლისა და 2008 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზაღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლ--ნად და ფ--- ნ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ - ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ფ--- ნ--------ი 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

 

ფ--- ნ--------ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ-- ბ---–---–ის და ა-–---------- ჭ-----ის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;

 

ასევე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქ------- კ------–--ის, მ------- ბ-----ას და ლ--–- ტ----–---–ის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3(სამი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლ--ნად და ფ--- ნ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 11 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ფ--- ნ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო----- ს----–---–მა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ფ--- ნ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო----- ს----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლ--ნობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად“.

 

საქართველოს სსსკ-ის 3321 მუხლის თანახმად: ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის №------15 განჩინება)

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ფ--- ნ--------ი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონეა, ამიტომ მის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების გთვალისწინებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კანონის ცვლილება მოცემულ შემთხვევაში გავლენას ახდენს მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, მსჯავრდებულ ფ--- ნ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო----- ს----–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე, 332I მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ფ--- ნ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო----- ს----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენში ფ--- ნ--------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ფ--- ნ--------ისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ-- ბ---–---–ის და ა-–---------- ჭ-----ის ეპიზოდი) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნულმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შემცირებულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, დამატებითმა სასჯელმა - ჯარიმამ 3500 ლარის ოდენობით შთანთქას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქ------- კ------–--ის, მ------- ბ-----ას და ლ--–- ტ----–---–ის ეპიზოდი) დანიშნული, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შემცირებული თანაბარი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.

 

საბოლოოდ, ფ--- ნ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ - ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენი ფ--- ნ--------ის მიმართ, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით გავრცელებულ-- 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლ--–-დ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32ა) მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: რ. ნადარაია

 

მ.ისაევი