განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002082822
საქმე №1/ბ-642-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულის გო---------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მაია ყანდინაშვილის სააპელაციო საჩივრი საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გოგ---------–---------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ არასრული უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის: ქ-----------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით გო---------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდი მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გო---------------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე ქ.თბილისი, ბოჭორიშვილის ქუჩაზე გოგიტა გორდოლაძემ ხელების თვალისა და ცხვიის არეში დარტყმით ირ---–----------ს მსუბუქად დაუზიანა ჯანმრთელობა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გო---------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მაია ყანდინაშვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენის გაუქმება და გო---------------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი მსჯავრდებულის გამართლების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. დაზარალებულ გი----------------ს ჩვენების გარდა პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც გორდელაძის ბრალეულობას დაადასტურებდა. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა განმარტა, რომ გო---------------–--ესთან ერთად სხვა პირებიც ურტყამდნენ, რომლებიც გამოძიების მიერ მოძიებული არ ყოფილან, ასევე არ დაკითხულან შემთხვევის ადგილზე მყოფი მეზობლები, რომლებიც მომხდარს დაადასტურებდნენ. დაზარალებულის ძმაც განმარტავს, რომ გი---------------ს სხვებიც ურტყამდნენ, თუმცა არ დაუნახავს როდის დაარტყა გო---------------–--ემ და მას ვერ იცნობდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულმა, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაც თვითონვე დაადასტურა პროცესზე, დაურეკა გო---------------–--ეს და დაიბარა საქმის გასარჩევად. გო---------------–--ე განმარტავს, რომ მან მხოლოდ სილა გაარტყა და არ შეიძლებოდა რაიმე დაზიანება მიეღო დაზარალებულს, ხოლო არსებული ეჭვი რომ დაზიანება მიყენებულია გო---------------–--ის მიერ, რომელიც ვერ დასტურდება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ასევე გაუმართლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის 5 000 ლარის ოდენობით განსაზღვრა, ვინაიდან გო---------------–--ე არის სტუდენტი, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნია.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ გო---------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მაია ყანდინაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გო---------------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი.
დაზარალებულმა ირ---–----------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მის საკუთრებაში არსებული ბინა გაგირავებული ჰქონდა გო---------------–--ის მეგობარზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღნიშნულ ბინაში მისვლისას ნახა, რომ ბინაში არსებული ინვენტარი დაზიანებული იყო, რის გამოც მას ბინაში მყოფ გო---------------–--ესთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. ამის შემდეგ, 2017 წლის 24 ივლისს, დაუკავშირდა მას და ჰკითხა, იყო თუ არა დედამისი მისული ბინაში, რაზეც გო---------------–--ემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა, უპასუხა, რომ იყო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ ქ.თბილისი, ბოჭორიშვილის ქუჩაზე. თვითონ მივიდა ძმასთან ერთად და რა დროსაც მანქანიდან გადმოვიდა და გაემართა გო---------------–--ესთან, მასთან ერთად იდგა დაახლოებით 10-12 კაცი, ამ დროს გო---------------–--ემ ხელი დაარტყა თვალში და ცხვირში, რის შედეგადაც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და ჩაიკეცა. შემდეგ გო---------------–--ესთან მყოფი რამდენიმე ადამიანი მას ურტყამდა თავის, კისრის და ზურგის სხვადასხვა ადგილებში, ხოლო მისი ძმა ამ დროს მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც გადმოვიდა, მივიდა მასთან და ჩასვა მანქანაში, რის შემდეგაც დატოვეს შემთხვევის ადგილი და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც იგი გადაიყვანა საავადმყოფოში. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის დროს მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მას მოტეხილი ჰქონდა ცხვირი და სჭირდება ოპერაცია, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმე გი----------------ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 ივლისს 00:30 საათზე დაურეკა მისმა ძმამ - ირ---–----------მა, რომელმაც უთხრა, რომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დალაპარაკების/საუბრის მიზნით უნდა შეხვედროდა გო---------------–--ეს, რასაც იგი დაეთანხმდა და ავტომანქანით ირ---–----------თან ერთად მივიდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე. ირ---–----------ი მანქანიდან გადავიდა და გოგიტა გორდელაძისკენ წავიდა. ამ დროს მას სურდა ავტომანქანის ავტოსადგომზე გაჩერება, რა დროსაც დაინახა, რომ გო---------------–--ესა და ირ---–----------ს შორის ატყდა ჩხუბი, რის შემდეგაც ჩხუბში ჩაერთნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირებიც. კერძოდ, ჩხუბში მონაწილეობას იღებდა 10-15 პიროვნება, მათ შორის, გოგიტა გორდელაძეც. ამის შემდეგ, მივიდა მათთან, თავისი ძმა წამოიყვანა და ჩაისვა ავტომანქანაში. ირ---–----------ს ცხვირი ჰქონდა გატეხილი, რის გამოც წაიყვანა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, მისმა ძმამ უთხრა, რომ პირველად ხელი დაარტყა გო---------------–--ემ, მაგრამ პირადად მას მოცემული შემთხვევის დროს არ უნახავს.
მოწმე გი-----------ას ჩვენების თანახმად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯანმრთელობის დაზიანების გამო მიღებული შეტყობინების საფუძველზე მან დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის შემდეგაც შესაბამისი ორგანიზაციიდან გამოითხოვა დაზარალებულ ირაკლი ყაჭიურის შესახებ სამიდიცინო ისტორია და დანიშნა შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
მოწმე გიორგი გიორგაძემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მან, როგორც აღნიშნული საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული ირ---–----------ი, მისი ძმა და ბრალდებული გო---------------–--ე, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია, რის შემდეგაც გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომელიც გააცნო გო---------------–--ეს.
მოწმე დიმიტრი სააკაშვილის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 აგვისტოს, მოწმე ირ---–----------ის ჩვენების საფუძველზე, ამ უკანასკნელის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ისინი გავიდნენ ქ.თბილისი, ბოჭორიშვილის და მიროტაძის ქუჩის კვეთაზე და ირაკლი ყაჭიურმა მიუთითა ის ადგილი, სადაც 2017 წლის 24 ივლისს შეხვდა გო---------------–--ეს.
2016 წლის 28 ივლისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №004375217 დასკვნის თანახმად: 1) სს ,,სამედიცინო კორპორაცია-ევექსი, ტრამვატოლოგიური ჰოსპიტალის“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ნარათი N7319-009979 და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ირ---–----------ი კლინიკაში შესულია 2017 წლის 24 ივლისს 01:30 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს დიაგნოზით: ცხვირის ძვლების მოტეხილობა, სახის მიდამოს ზედაპირული ტრამვა, სკალპის ღია ჭრილობა, თავის მრავლობითი ზედაპირული ტრამვა, მარჯვენა მხრის იოგების დაჭიმულობა, გულმკერდის დახურული ტრამვა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა მარცხენა თხემის არეში, აღენიშნება მარჯვენა თვალბუდის, შუბლის არეში ჰემატომა ექსკორიაციების სახის, გულმკერდის და მხრის არეში და 2) მოქ. ირ---–----------ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხნივ თხემის მიდამოში აღენიშნებოდა გაკერილი ჭრილობა, სხეულზე მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები (მათი ზუსტი ლოკაცია და აღწერილობა იხილეთ პირადი შემოწმების მონაცემებში). აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუხუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გიო-------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თუ დაზარალებულის მიმართ მიყენებული დაზიანება იზოლირებულად იქნებოდა აღებული, მაგალითად, ცხვირის მოტეხილობა, დაზიანების ხარისხთან მიმართებით შედეგი იქნებოდა იგივე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის და მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად დგინდება, რომ გო---------------–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული შედეგის დადგომა, როგორიცაა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. მოცემულ შემთხვევაში, პალატას, სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილად მიაჩნია გო---------------–--ის მიერ ირ---–----------ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რაც დასტურდება დაზარალებულის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და პირის ამოცნობის ოქმით, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, რომლებსაც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ გო---------------–--ეს დანაშაული არ ჩაუდენია და დაზარალებულის ჩვენების გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გო---------------–--ის მიერ ირ---–----------ის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს ვერსია მოგონილია მსჯავრდებულის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ არ იზიარებს გო---------------–--ის ჩვენებას, საიდანაც ირკვევა, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში გირით ცხოვრობდა ირ---–----------ის ბინაში, ხოლო გირავნობის ვადის დასრულების პერიოდის ბოლო დღეებში ირ---–----------ი და მისი დედა ხშირად დადიოდნენ მათთან და ეუბნებოდნენ, რომ ბინაში არსებული ინვენტარი იყო დაზიანებული, რაზეც ეუბნებოდა, რომ გირავნობის ვადის დასრულების შემდეგ საცხოვრებელ ბინას ჩააბარებდნენ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც თავიდან მათ ჩაიბარეს. 2017 წლის 23 ივლისს ირ---–----------ი მივიდა მასთან სახლში, რა დროსაც მათ შორის შედგა დაძაბული ლაპარაკი 2017 წლის 24 ივლისს, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ბოჭორიშვილის ქუჩაზე, დაზარალებული მივიდა ძმასთან ერთად ავტომანქანით, ირ---–----------ი გადმოვიდა ავტომანქანიდან, ხოლო მისი ძმა ავტოსადგომზე აყენებდა მანქანას. ამ დროს იგი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მარტო, სადაც ირ---–----------ი, რომელიც იყო ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში და სდიოდა ალკოჰოლის სუნი, წამოვიდა მისი მისამართით ლანძღვა-გინებით და როდესაც მიუახლოვდა, მათ ერთმანეთში მოუვიდათ ჩხუბი. ამ დროს, მან პირველად დაზარალებულს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შემდეგაც ირ---–----------მაც ანალოგიურად დაარტყა ხელი მას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მოგროვდა უამრავი ხალხი, რის გამოც შეეშინდა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. მეორე დღეს მას დაურეკეს პოლიციის განყოფილებიდან, სადაც თავისი ნებით მივიდა.
ზემოაღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაშია საქმეზე დაკითხული დაზარალებულის ჩვენებასთან, რომლის არგაზიარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ გო---------------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. დაზარალებული როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ ჩვენებებში ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს და ამ ფაქტობრივი გარემოების აღწერისას მის ჩვენებებში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. დაზარალებულმა ირაკლი ყაჩჭიურმა დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი და მიუთითა, რომ 2017 წლის 24 ივლისს, მასსა და გო---------------–--ეს შორის მოხდა ჩხუბი (მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას არ უარყოფს მსჯავრდებულიც), კერძოდ, ქ.თბილისი, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, როდესაც ირ---–----------ი მივიდა ძმასთან, გადმოვიდა მანქანიდან და გაემართა გო---------------–--ესთან, ამ უკანასკნელმა ხელი გაარტყა თვალში და ცხვირში, რის შედეგადაც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და ჩაიკეცა. შემდეგ გო---------------–--ესთან ერთად მყოფმა პირებმა თავის, კისრის და ზურგის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს დაზიანებები. დაზარალებულის ჩვენების უტყუარობას ეჭვის გამომრიცხავად ადასტურებს 2016 წლის 28 ივლისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №004375217 დასკვნა, რომლის თანახმადაც, დაზარალებულს დაუდგინდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა და თავის მრავლობითი ზედაპირული ტრამვა. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ხოლო ირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გიო-------------ის ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანება იზოლირებულად იქნებოდა აღებული, მაგალითად, ცხვირის მოტეხილობა, დაზიანების ხარისხთან მიმართებით შედეგი იქნებოდა იგივე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებული და მოწმეები დაკითხვებისას იყვნენ კეთილსინდისიერნი და მათ სასამართლოს მიაწოდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი ობიექტური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყვეს სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის ძმის ჩვენებით დასტურდება გო---------------–--ისთვის სხვა პირების მიერ დაზიანების მიყენება, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მოწმე გი---------------- უშუალო ფაქტის შემსწრე არ ყოფილა და მისი ჩვენება გამომდინარეობს სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, კერძოდ: როგორც მოწმემ განმარტა მისი ძმისგან გადმოცემით იცის, რომ პირველად ხელი დაარტყა გო---------------–--ემ, მაგრამ აღნიშნული გარემოება პირადად მას მოცემული შემთხვევის დროს არ უნახავს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გო---------------–--ის ბრალდებას, გამოძიებამ არ გამოავლინა და არ დაკითხა შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, რომლებიც მომხდარს დაადასტურებდნენ, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მისი განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გო---------------–--ის მიმართ შერაცხულ ბრალდებას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გო---------------–--ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე (გო---------------–--ემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული) და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გო---------------–--ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
პალატა ასევე განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის გო---------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მაია ყანდინაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გოგიტა გორდელაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდი მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გოგიტა გორდელაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 02 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, გო---------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 1000 ლარის ნაცვლად შეტანილ, მირანდა დანელიას (დაბადებული 19.01.1977 წელს, პ/ნ 420010113981) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, (გირაოს შესატანი თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებაზე) მდებარე - ხობი, სოფელი პატარა ფოთი (საკადასტრო კოდი 45.08.25.081) დადებული ყადაღა.
მსჯავრდებულ გოგიტა გორდელაძის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი