განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100116001228483
საქმე №1ბ/319-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ი-----–---–-----–---–-----------–------
გამართლებულის ადვოკატის: ი------------–---–ის
გამართლებულის: ვ---------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №008031114015): ვ---------------–---–ის, დ----------–--------–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----–-------------------------–-- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გამოძიებაში ვ---------------–---–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 3 ნოემბერს, ქ. თბილისში, აბაშიძის №4 კორპუსის ეზოში, ვ---------------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ე-–-------------–---–თან, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, რითაც დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით:
ვ---------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–----ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ვ---------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ვ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ ა------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი გამართლებულ ვ---------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ. გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ვ---------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითებს დაზარალებულ ე-–-------------–---–ის ჩვენებას, მოწმეების - ზ-------------------------------–-–---–-------–--------------–---–------------------–----------------------–-----------------–------ ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებებით (მხოლოდ გ---------------–- არ დაკითხულა პირველი ინსტანციის სასამართლოში და ეს პიროვნება მხარეებს დასაკითხ პირთა სიაში არ შეუყვანიათ) უტყუარად ვერ დასტურდება ვ---------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ე-–-------------–---–მა აჩვენა, რომ 2014 წლის 3 ნოემბერს, ავტომანქანით შედიოდა ქ. თბილისში, აბაშიძის ქ. №4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ჭიშკარში, რა დროსაც მისი ავტომანქანისკენ უმიზეზოდ გინებით წამოვიდა და წინ გადაუდგა ვ---------------–---–ი, რომელმაც ავტომანქანას ფეხი დაარტყა. იგი (ე-–-------------–---–ი) გადმოვიდა ავტომანქანიდან და მისცა შენიშვნა ვ---------------–---–ს, რაზეც ამ უკანასკნელმა უცენზურო სიტყვებით გინებით უპასუხა. ამის შემდეგ იგი (ე-–-------------–---–ი) კვლავ ჩაჯდა ავტომანქანაში და შეეცადა მანქანა ეზოში მოებრუნებინა, რის საშუალებაც არ მისცა ვ---------------–---–მა, რომელიც მივარდა მასთან, ავტომანქანის კარი გამოაღო და ავტომანქანაში მჯდომს (დაზარალებულს) დაუწყო ცემა. ერთადერთი, რაც მან (დაზარალებულმა) მოახერხა, უკან გადაწვა და თავის დაცვა სცადა, კერძოდ, ხელი გადაყო ე.წ. ,,ბარდაჩოკში“, საიდანაც ამოიღო თავისი კუთვნილი პნევმატური იარაღი და სცადა ვ---------------–---–ის შეშინება, თუმცა ამ უკანასკნელმა წაართვა იარაღი და სწორედ ამ პნევმატური პისტოლეტით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. წართმეული იარაღი შემდგომ პატრულმა ამოიღო ავტოფარეხის სახურავიდან, სადაც ვ---------------–---–მა შეაგდო. ჩხუბის დროს ეზოში ხალხი შეიკრიბა, რომლებმაც მ------–---–- შეაჩერეს. ამის შემდეგ მან (ე-–-------------–---–მა) გარეთ გაიყვანა ავტომანქანა და დარეკა საპატრულო პოლიციაში. შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადებულმა საპატრულო პოლიციის ორმა ეკიპაჟმა დააკავა ვ---------------–---–ი, თვითონ (დაზარალებული) კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
სააპელაციო პალატა დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის გულწრფელობას და მიუკერძოებლობას, ასევე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად მის მიერ გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობას, დამაჯერებლობას, თავსებადობას და შესაბამისობას ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემული საქმის არსებითი განხილვისას იქნა გამოკვლეული.
დაზარალებულ ე-–-------------–---–ის ჩვენების გულწრფელობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ვ---------------–---–ის დედის, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ე-–-------------–---–ის ოჯახს 1973 წლიდან პრეტენზიები ჰქონდა მის (მოწმის) ოჯახთან და სურდათ ავტოფარეხის ხელში ჩაგდება, რის გამოც დრიაშვილი სისტემატურად აყენებდა მათ ოჯახს შეურაცხყოფას. მის (მ-----------–---–ის) შვილს ვ---------------–---–ს 2014 წლის 3 ნოემბერს სახეზე და ზურგზე ეტყობოდა სიწითლეები. ვახტანგმა უთხრა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიიღო ე-–-------------–---–თან კონფლიქტის დროს, როდესაც ეს უკანასკნელი იარაღით ემუქრებოდა და ორივენი წაიქცნენ. მოწმე მ-------–---–-ს ჩვენების დამადასტურებლად დაცვის მხარემ ასევე წარმოადგინა ქ. თბილისის ს. ორჯონიკიძის სახელობის ვაკის მიკრორაიონის საბჭოს კომიტეტის 1982 წლის 27 დეკემბრის №დ/16 წერილი, რომლის თანახმად, ლ--------–---–- (ე-–-------------–---–ის მამას) აფრთხილებენ, რომ მ------–---–- არის ავტოფარეხის კანონიერი მფლობელი და შემდგომში არ დაუშვას ცილისმწამებლური ინფორმაცია სხვადასხვა ინსტანციებში, რომელსაც ის მიმართავს სხვისი ავტოსადგომის უკანონოდ მითვისების მიზნით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეფასებას, რომ დაზარალებულ ე-–-------------–---–ის ჩვენება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებითად ეწინააღმდეგება არა მარტო დაცვის, არამედ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მოწმე ვ--–--------------–---–მა აჩვენა, რომ 2014 წლის 3 ნოემბერს იგი იმყოფებოდა ავტომანქანაში და ეძინა. გააღვიძა ხმაურმა და დაინახა, რომ ე-–-------------–---–ი და ვ---------------–---–ი ჩხუბობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ. ელგუჯას ავტომანქანა იდგა მ------–---–-ს ავტოფარეხის წინ, რომლის კარი ღია იყო. ე-–-------------–---–ი იჯდა ავტომანქანაში, ხოლო ვ---------------–---–ი იდგა ავტომანქანის გარეთ და ერთმანეთს ურტყამდნენ. იგი (ვ--–--------------–---–ი) მივიდა მათთან ახლოს და გააშველა ისინი. ე-–-------------–---–ი გადმოვიდა ავტომანქანიდან. მას (მოწმეს) არც დრიაშვილის და არც მ------–---–-ს ხელში ჩხუბის დროს რაიმე საგანი არ დაუნახავს და არც მათ სახეზე რაიმე სერიოზული დაზიანება არ შეუნიშნავს, მხოლოდ სიწითლეები ეტყობოდათ. კონფლიქტის მონაწილეების გაშველების შემდეგ, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე, იგი (მოწმე) წავიდა საქმეზე. მოწმე ზ--------------ის ჩვენებით, 2014 წლის 3 ნოემბერს, იმყოფებოდა ქ-------–--–------–---------------- ეზოში, სადაც ე-–-------------–---–მა გააღო ჭიშკარი, რათა ავტომობილით ეზოში შესულიყო. ამ დროს თავისი ავტოფარეხიდან გამოვიდა ვ---------------–---–ი და დრიაშვილს დაუძახა (დაუყვირა), არ შემოსულიყო. ე-–-------------–---–ის ავტომანქანა არ იყო ეზოში შესული, როდესაც ვ---------------–---–ი მივიდა მასთან და მათ შორის დაიწყო კამათი, ხმამაღალი საუბარი. ვ---------------–---–ის მხრიდან ე-–-------------–---–ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ვ---------------–---–ს ავტოფარეხის კარებთან ღვინის „ბოცები“ ეწყო და ალბათ ამის გამო უშლიდა ეზოში ავტომანქანით შესვლას ე-–-------------–---–ს, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც შევიდა. პატრულ - ინსპექტორების - ხ------------–-–---–ისა და ზ------------–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ნოემბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს, რა დროსაც ცემის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რამდენიმე წუთში გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული ე-–-------------–---–ი, რომელსაც სახეზე დაზიანებები ეტყობოდა და მოსდიოდა სისხლი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ვ---------------–---–მა წაართვა კუთვნილი პნევმატური იარაღი და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. უშუალოდ ცემის ფაქტს ისინი (მოწმეები) არ შესწრებიან, მათ გამოკითხეს დაზარალებული და ბრალდებული, ასევე ამოიღეს პნევმატური იარაღი. სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმე ნ-----------–--ემ აჩვენა, რომ შეესწრო ე-–-------------–---–სა და ვ---------------–---–ს შორის ხმამაღალ საუბარს, რა დროსაც თავდაპირველად მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ელგუჯა ავტომანქანით შევიდა ეზოში და გააჩერა ვ---------------–---–ის ავტოფარეხიდან 2-3 მეტრში. მალევე გაიგონა ხმამაღალი შელაპარაკება, ავტოფარეხის წინ მიდიოდა კამათი. ე-–-------------–---–ი და ვ---------------–---–ი ჭიდაობდნენ და ძიძგილაობდნენ ერთმანეთში, რა დროსაც ისინი ორივენი რაღაცნაირად წაიქცნენ ავტოფარეხის შესასვლელში.
ამრიგად, ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ე-–-------------–---–ის ჩვენება საქმისათვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, არსებითად ეწინააღმდეგება ბრალდებისა და დაცვის მხარეების სხვა მტკიცებულებებით - მოწმეთა - ზ--------------ის, ვ--–--------------–---–ის, ნ-----------–--ის (კონფლიქტის უშუალო შემსწრე მოწმეები) ჩვენებებით დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების - კონფლიქტის დასაწყისში ვ---------------–---–მა აგინა მას და ფეხი მიარტყა მის ავტომანქანას - საწინააღმდეგოდ, მოწმე ზ--------------ემ, რომელიც კონფლიქტს დასაწყისიდანვე ადევნებდა თვალს, განმარტა, რომ ვ---------------–---–ის მხრიდან ე-–-------------–---–ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ასევე მოწმეს არ დაუდასტურებია ვ- მ------–---–-ს მიერ მანქანაზე ფეხის დარტყმის ფაქტი. დაზარალებულის ჩვენების - მის მიმართ ვ---------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ცალმხრივი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და მისთვის მ------–---–-ს მიერ პნევმატური იარაღის წართმევის შესახებ - საწინააღმდეგოდ, მოწმე ვ--–--------------–---–მა, რომელსაც ავტომანქანაში ეძინა და ხმაურზე მივიდა კონფლიქტის მონაწილეებთან გასაშველებლად, განმარტა, რომ ამ დროს დაზარალებული ჯერ კიდევ მანქანაში იჯდა, დრიაშვილი და მ------–---–- ერთმანეთს აგინებდნენ და ორივენი ერთმანეთს ურტყამდნენ, მათ ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს და არც ერთ მათგანს სახეზე რაიმე სერიოზული დაზიანება არ ეტყობოდა, ხოლო ნ-----------–--ის განმარტებით, ვ---------------–---–ი და ე-–-------------–---–ი შეხლა-შემოხლის დროს წაიქცნენ ავტოფარეხის შესასვლელთან. ამასთან, არც ერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ ვ---------------–---–მა ე-–-------------–---–ს პნევმატური პისტოლეტით სცემა და მიაყენა სხეულის დაზიანება, ხოლო პნევმატურ პისტოლეტზე არ ჩატარებულა შესაბამისი გამოკვლევა დაზარალებულის სისხლის ან სხვა ბიოლოგიური მასალის აღმოსაჩენად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე-–-------------–---–ის, ვ--–--------------–---–ის, ზ--------------ის, ნ-----------–--ის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები დაზარალებულსა და ვ---------------–---–ს შორის კონფლიქტის დაწყების, შემდგომი განვითარებისა და დამდგარი შედეგების (ე-–-------------–---–ს ექსპერტიზის დასკვნით სხეულის სხვადასხვა ადგილას აღენიშნებოდა დაზიანებები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია პნევმატური პისტოლეტი) თვალსაზრისით, უმნიშვნელოდ არ შეიძლება იყოს მიჩნეული. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ზემოხსენებულმა პირებმა დარწმუნებით მიუთითეს მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის შესახებ. ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა ერთობლიობაში დამაჯერებლობას და უტყუარობას უკარგავს დაზარალებულის ჩვენებას და სააპელაციო პალატას აძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენის კუთხით და როგორსაც აღწერს დაზარალებული, ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ვ---------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ვ---------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ვ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი გამართლებულ ვ---------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი ვ---------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ვ---------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
გამართლებულ ვ---------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე