განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
010141318700059142
ინსტანცია
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059142

საქმე №1ა.გ/693-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

21 ივნისი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

მურმან ისაევი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა–----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------------------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით:

ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----–------–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დამტკიცდა პროკურორ ნ-----–------–სა და ა–----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი 02 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა–----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი;

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებეში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენით:

ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----------------იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დამტკიცდა პროკურორსა და ა–----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 05 (ხუთი) წლის ვადით მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–---- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ა–----------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლი მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებეში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------ის განაჩენით:

ა–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა–----------------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა–----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წელი და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს - 06 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა–----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებეში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენი დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2----–-–----------------ის განჩინებით ა–----------------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენთან დაკავშირებით არ იქნა დაშვებული განსახილველად.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის №-------- განკარგულებით - ა–-------------------------------ი შეწყალებული იქნა და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

2018 წლის 07 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ა–----------------მა და მისმა ადვოკატმა გ------------------ემ, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენში ცვლილების შეტანა.

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შუამდგომლობა და თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით, ა–----------------ს მსჯავრი დაედო 0,00000597 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა, შენახვაში.

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით დადგენილია 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, მუხლის სანქცია კი არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სხვა სახის სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ა–----------------ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

პალატა უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენთან ერთად ცვლილება უნდა შევიდეს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2-----–-–------------------ განაჩენში, ვინაიდან საბოლოო სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით ა–----------------ს განესაზღვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–----------------ის განაჩენით.

პალატა ასევე, მხედველობაში იღებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის განკარგულებას, რომლის თანახმად, ა–----------------ს დარჩენილად მოსახდელი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა–----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენში.

 

მსჯავრდებული ა–----------------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის - 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღვეთისაგან, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წელი განესაზღვრა სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

ა–----------------ს მოსახდელად დარჩეს ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენში.

 

ა–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს 2----–-–------------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 06 (ექვსი) თვის ვადით მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–---- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ა–----------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით (რაც უკვე მოხდილი აქვს) და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–----------------ის განაჩენში.

 

ა–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა–----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

გაუქმდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის №-------- განკარგულებით - ა–-------------------------------ი შეწყალებული იქნა და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მურმან ისაევი