განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
330310017001947604
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001947604

საქმე №3ბ/288-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ონიანი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

 

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე-------------------

 

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი

 

მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №696 ბრძანება ე-------------------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ე-------------------ს აღუდგება იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის 13 აპრილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ე-------------------ათვის (პ/ნ 6----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე (ს.ფ.40).

 

„იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის N696 ბრძანებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 აპრილის N 0----------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ე-------------------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი (ს.ფ. 44).

 

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის თანახმად, ე------------------- დევნილად რეგისტრირებულია 1997 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ს----------------–------–---- (ს.ფ.41-42).

 

დასკვნის თანახმად, წარმოების ფარგლებში ე-------------------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით წერილი გაიგზავნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში. 15.11.2016წ. N56468/01 საპასუხო წერილის მიხედვით, ე-------------------ს ს------ის რაიონის სოფ. ბ---–---ში მუდმივი მაცხოვრებლობა არ უდასტურდება (ს.ფ.39).

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2017 წლის 20 თებერვალს ე-------------------ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი. გასაუბრებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ დაიბადა 1--- წელს ს------–-; სწავლა დაიწყო ს------ის N- საშ. სკოლაში, სადაც ისწავლა 1--- წლამდე; 1--- წლიდან სწავლა განაგრძო წ--–------ის N- საშ. სკოლაში; წ--–------აში ცხოვრობდნენ მისი მშობლები და სკოლაში სწავლის დროს ცხოვრობდა მათთან; ს------–- სკოლაში სწავლის პერიოდში ცხოვრობდა მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად ს------ის რაიონის სოფ. ბ---–---ში (მამიდის საკუთრება); ს------ი დატოვა 1990 წელს და 1998 წლამდე ცხოვრობდა წ--–------აში მშობლებთან; მისი მშობლები ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ წ--–------აში (ს.ფ.32-38).

 

სსიპ ქალაქ წ--–------ის N- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული N------- ცნობის თანახმად, ე------------------- ლ----ის ძ-- დაბადებული 1--- წლის 1------ს, 1--- წელს, მშობლების განცხადების საფუძველზე ჩაირიცხა ქალაქ წ--–------ის N- საშუალო სკოლის მე-5 კლასის გახანგრძლივებულ ჯგუფში. ცნობის საფუძველია წ--–------ის N- საშუალო სკოლის ბრძანებების წიგნი 1----1992 წლის ბრძანება N8, 06 სექტემბერი, გ----, რიგითი N-- (ს.ფ. 85).

 

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის მიხედვით, ე------------------- დროებით ცხოვრობდა ნათესავთან ს------ის რაიონის სოფ. ბ---–---ში, ხოლო, 1990 წლიდან ცხოვრობდა წ--–------აში, სადაც ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ მისი მშობლები. ასევე, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს იგი იყო არასრულწლოვანი და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა მშობლების საცხოვრებელი ადგილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნა, რომ ე-------------------სთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებულ გადაადგილებულ პირთა- დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებულ გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ე-------------------სათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა (ს.ფ.41-42).

 

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით მიწვეულმა ბ------------–---–---მ განმარტა, რომ ე------------------- არის მისი ბიძაშვილი (დედის ძმისშვილი), მისი განმარტებით, ე------------------- დაიბადა ქალაქ ს------–-, ბ---–---ში. ოჯახში არსებული მდგომარეობის გამო (მოსარჩელის მშობლები ცხოვრობდნენ წ--–------აში), იგი იზრდებოდა მამიდის ოჯახში, ს------–-, სოფელ ბ---–---ში და სწავლობდა ს------–- 1--- წლამდე. მოწმის განმარტებით, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ე------------------- მუდმივად საცხოვრებლად დარჩენილიყო ს------–- და ამისთვის გამოუყო სამოსახლო. 1--- წელს აფხაზეთის რეგიონში ადგილი ჰქონდა კონფლიქტურ სიტუაციებს ქართველებსა და აფხაზებს შორის იყო დაძაბული ვითარება, ამ პერიოდში დაიწყო სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების დაშლა, რის გამოც ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვების ს------იდან გაყვანა, მისმა ძმამ ე------------------- წ--–------აში წაიყვანა, ხოლო საკუთარი შვილი - თბილისში. სწორედ ამ პერიოდიდან ე------------------- საცხოვრებლად გადავიდა წ--–------აში მშობლებთან, რაც გამოწვეული იყო გამოუვალი მდგომარეობით. მოგვიანებით, ე------------------- მათ ოჯახს თბილისში შეუერთდა და მათთან ერთად გააგრძელა ცხოვრება (2017 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი - ს.ფ.74-84).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

აღნიშნული ნორმების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ კონკრეტულ პირს იძულების წესით დატოვებული აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე------------------- დაიბადა ქალაქ ს------–- და მის მუდმივ საცხოვრებელს 1--- წლამდე წარმოადგენდა სოფელი ბ---–---ი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის N696 ბრძანების გამოცემით მას ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებული წერილისა და გასაუბრების კითხვარის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად ჩაითვალა ის ფაქტი, რომ ე------------------- მუდმივად არ ცხოვრობდა ს------–-, სოფელ ბ---–---ში და შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია აღნიშნული კანონის მე-3 თავით. კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლში მოცემულია დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. მეორე პუნქტი ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის დასკვნა ეფუძნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებულ წერილსა და გასაუბრების მასალებს, რომელზეც დაყრდნობითაც მიჩნეულ იქნა, რომ ე------------------- იძულებით გადაადგილებამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ს------–-. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები 1993 წელს დასრულდა. აქედან გამომდინარე იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება პირი, რომელიც ამ პერიოდისათვის ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, ე------------------- იმ პერიოდისათვის იყო არასრულწლოვანი და მისი მშობლების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო წ--–------ა, შესაბამისად, ე-------------------ს მუდმივ საცხოვრებლად უნდა ჩაითვალოს მშობლების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

3.5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სხდომაზე მოწმე - ბ-------------–---–---მ (ე--------------------ს ნათესავი) განმარტა, რომ ე-------------------- დაიბადა ქალაქ ს------–-, ბ---–---ში. ოჯახში არსებული მდგომარეობის გამო (მოსარჩელის მშობლები ცხოვრობდნენ წ--–------აში), იგი იზრდებოდა მამიდის ოჯახში, ს------–-, სოფელ ბ---–---ში და სწავლობდა ს------–- 1--- წლამდე. მოწმის განმარტებით, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ე------------------- მუდმივად საცხოვრებლად დარჩენილიყო ს------–- და ამისთვის გამოუყო სამოსახლო. 1--- წელს აფხაზეთის რეგიონში ადგილი ჰქონდა კონფლიქტურ სიტუაციებს ქართველებსა და აფხაზებს შორის იყო დაძაბული ვითარება, ამ პერიოდში დაიწყო სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების დაშლა, რის გამოც ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვების ს------იდან გაყვანა. ამდენად, მისმა ძმამ ე------------------- წ--–------აში წაიყვანა, ხოლო საკუთარი შვილი - თბილისში. სწორედ ამ პერიოდიდან ე------------------- საცხოვრებლად გადავიდა წ--–------აში მშობლებთან, რაც გამოწვეული იყო გამოუვალი მდგომარეობით. მოგვიანებით, იგი მათ ოჯახს თბილისში შეუერთდა და მათთან ერთად გააგრძელა ცხოვრება.

 

3.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ წ--–------ის N- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული N------- ცნობით დასტურდება ის ფაქტი, რომ ე------------------- 1--- წელს მშობლების განცხადების საფუძველზე ჩაირიცხა ქალაქ წ--–------ის N- საშუალო სკოლის მე-5 კლასის გახანგრძლივებულ ჯგუფში.

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა განმარტებების და მოწმის ჩვენების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდა ს------–-, სოფელ ბ---–---ში. 1--- წელს კი აფხაზეთის რეგიონში არსებული კონფლიქტური სიტუაციების არსებობის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი და გადასულიყო წ--–------აში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის 15 ნოემბრის N------- ცნობა (აქტის გამოცემის ერთერთი საფუძველი) ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე-------------------ს მშობლებთან ერთად ს------ის რაიონის სოფ. ბ---–---ში 1993 წლამდე (დევნილობამდე) მუდმივი მაცხოვრებლობა არ უდასტურდება, რაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ვინაიდან მხარეც არ ხდის სადავოდ გარემოებას, რომ მისი მშობლები წ--–------აში ცხოვრობდნენ, ხოლო იგი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე ს------–-, სოფელ ბ---–---ში მამიდასთან იზრდებოდა და სწორედ ს------ი წარმოადგენდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.

 

3.7. სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ე-------------------ს ს------–- სოფელ ბ---–---ში მუდმივად ცხოვრებისა და რეგიონში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტობრივი გარემოება და მიიჩნია, რომ ე------------------- წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კი აღნიშნული გარემოების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსაჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.

 

3.8. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №696 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს. ვინაიდან დადასტურებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №969 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველის არსებობა, ამასთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს მოსარჩელის დევნილობის ფაქტს, საფუძვლიანია ასევე სასარჩელო მოთხოვნა ე-------------------სათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

4. 1. აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გაუქმებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ე-------------------ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.

 

4. 2. სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოში დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქე ე-------------------ს მიმართ. იგი დევნილად რეგისტრირებულია 1997 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ს------ი, სოფ. ბ---–---ი. წარმოების ფარგლებში ე-------------------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში. 15.11.2016წ. N 56468/01 საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ე-------------------ს ს------ის რაიონის სოფ. ბ---–---ში მუდმივი მაცხოვრებლობა არ უდასტურდება.

 

4. 3. ე-------------------ს ჩაუტარდა გასაუბრება, რომლის დროს მან აღნიშნა, რომ დაიბადა 1--- წელს ს------–-. სწავლა დაიწყო ს------ის N- საშ. სკოლაში, სადაც ისწავლა 1--- წლამდე. 1--- წლიდან სწავლა განაგრძო წ--–------ის N 2 საშ. სკოლაში. ს------–- სკოლაში სწავლის პერიოდში ცხოვრობდა მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად ს------ის რაიონის სოფ. ბ---–---ში (მამიდის საკუთრება). ს------ი დატოვა 1990 წელს და 1998 წლამდე ცხოვრობდა წ--–------აში მშობლებთან. მისი მშობლები ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ წ--–------აში.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს იგი იყო არასრულწლოვანი და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა მშობლების საცხოვრებელი ადგილი. რეგისტრაციის სამმართველომ მიიჩნია, რომ ე-------------------სთან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ე-------------------ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა – მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელ ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვაგან, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით: საცხოვრებელი ადგილი იყო უფრო ფართო მნიშვნელობის, რომლის კონკრეტულ სახეს წარმოადგენდა „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონოდა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევდა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულო იყო პირის ნებასთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არსებობა. ამასთან, პირის ნება - დაეფუძნებინა საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონოდა ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული იყო აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურებულიყო, მაგ: გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენდა მუდმივ მაცხოვრებელს. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეეძლო დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. ამდენად, პირის მიერ საკუთარი ნებით, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპის საფუძველზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში იკარგებოდა დევნილად ცნობის მეორე სავალდებულო პირობა – იძულებით გადაადგილების ფაქტი.

 

4.4. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან დასტურდება, რომ მათში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს (დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის ბიოგრაფია, დაბადების, სწავლის, მუშაობის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილები, გამოთხოვილი იქნა წერილობითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტიდან, რომელიც ცალსახად არ ადასტურებს მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლის მდგომარეობით). შესაბამისად, მითითება, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთებელი - არ შეესაბამება რეალობას.

 

4. 5. სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანის მშობლები არ სარგებლობდნენ დევნილის სტატუსით და მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო წ--–------ის რაიონი. მოსარჩელე მხოლოდ სწავლობდა სოფ. ბ---–---ში და ცხოვრობდა ნათესავის საკუთრებაში არსებულ სახლში. იგი დაიბადა 1--- წელს, შესაბამისად, საომარო მოქმედების დროს იყო არასრულწლოვანი (13 წლის). ამ ფაქტობრივ გარემოებას კი არ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, რამაც შედეგად საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

5. 1. 1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5. 1. 2. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ე-------------------ს მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

„იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის N696 ბრძანებით ე-------------------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 აპრილის N 01-01/06-3793 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად.

 

5. 1. 3. დადგენილია, რომ ე------------------- დაიბადა 1--- წელს ს------–-. სწავლა დაიწყო ს------ის N- საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა 1--- წლამდე. 1--- წლიდან სწავლა განაგრძო წ--–------ის N- საშ. სკოლაში. სსიპ ქალაქ წ--–------ის N- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული N------- ცნობის თანახმად, ე------------------- ლ----ის ძ-- დაბადებული 1--- წლის 1------ს, 1--- წელს, მშობლების განცხადების საფუძველზე ჩაირიცხა ქალაქ წ--–------ის N- საშუალო სკოლის მე-5 კლასის გახანგრძლივებულ ჯგუფში. ცნობის საფუძველია წ--–------ის N- საშუალო სკოლის ბრძანებების წიგნი 1----1992 წლის ბრძანება N8, 06 სექტემბერი, გ----, რიგითი N--.

 

5. 1. 4. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის 15 ნოემბრის N------- ცნობის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს 2016 წლის 18 ოქტომბრის N01-01/07/26623 წერილის პასუხად ეცნობა, რომ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ე-------------------ს (დაბ. 1---წ., პ/ნ 6----------), მშობლებთან ერთად, ს------ის რაიონის სოფ.ბ---–---ში 1993 წლამდე (დევნილობამდე) მუდმივი მაცხოვრებლობა არ უდასტურდება.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

5.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5.2. 2. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ გასაჩივრებული 2017 წლის 21 აპრილის N696 ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და შესაბამისი საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად. აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

5. 2. 3. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასაამრთლოს მსჯელობას, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

დადგენილია, რომ ე------------------- დაიბადა 1--- წელს ს------–-. სწავლა დაიწყო ს------ის N- საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა 1--- წლამდე. 1--- წლიდან სწავლა განაგრძო წ--–------ის N- საშ. სკოლაში. სსიპ ქალაქ წ--–------ის N- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული N------- ცნობის თანახმად, ე------------------- ლ----ის ძ-- დაბადებული 1--- წლის 1------ს, 1--- წელს, მშობლების განცხადების საფუძველზე ჩაირიცხა ქალაქ წ--–------ის N- საშუალო სკოლის მე-5 კლასის გახანგრძლივებულ ჯგუფში. ცნობის საფუძველია წ--–------ის N- საშუალო სკოლის ბრძანებების წიგნი 1----1992 წლის ბრძანება N8, 06 სექტემბერი, გ----, რიგითი N--.

 

ის გარემოება, რომ მოსარჩელის მშობლები ცხოვრობდნენ წ--–------აში, ადასტურებს, რომ მოსარჩელის მშობლების და შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა წ--–------ა, თუმცა მოსარჩელე ე-------------------ს მუდმივ საცხოვრებლად მიიჩნევა ის ადგილი, სადაც იგი დაიბადა 1--- წელს და სწავლობდა უწყვეტად 1--- წლამდე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით, ამრიგად, ქალაქი ს------ი წარმოადგენდა ე-------------------ს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

5. 2. 4. სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიინევს, მიუთითოს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს, კერძოდ, მე-3 პუნქტი დევნილის სტატუსის ჩამორთმევის ერთადერთ საფუძველს მიუთითებს - პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

 

ამასთან, დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით.

 

მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლში მოცემულია დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების განმარტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დაედოს იმგვარი დასკვნა, რომელიც შეიცავს იმ გარემოებების კვლევასა და დადგენას, რომ პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება საფუძვლად დაედო ყალბ საბუთებსა და ინფორმაციას. მნიშვნელოვანია, განმარტოს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრული აღმჭურველი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის პრინციპთან, რომელიც არ არსებობს, თუ აქტის გამოცემას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილი).

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (ზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, არც აპელანტი მიუთითებს ამ მნიშვნელოვანი გარემოების დადგენაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რაც სააპელაციო სასამართლოს საკმარისად მიაჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლოებრივი აქტის კანონთან წინააღმდეგობის დასადგენად.

 

ამდენად, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის N696 ბრძანება არ შეესაბამება კანონს და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად სცნო ბათილად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისულებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე თამარ ონიანი