განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100117002440979
საქმე №1/ბ-542-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თე--------ის,მსჯავრდებულ: ლე-----–----ის,ადვოკატ: მა-–------–----ის,მონაწილეობით,ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლე------------------–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 5----------- საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ხ-–------------------------–---------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით ლე-----–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თ/აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თ/აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თ/აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ლე-----–----ეს საბოლოოდ განესაზღვრა თ/აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი.
ლე-----–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით 18 საათზე ხ-–------------------------–---------ში ლე-----–----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პნევმატური იარაღის კონდახის და მუშტის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-–------–-----ეს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით 18 საათზე ხ-–------------------------–---------ში ლე-----–----ესა და ა-–------–-----ეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც კონფლიქტის მოგვარებაში ჩარეულ თე-------–------ეს ლე-----–----ემ მუშტის დარტყმით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით 18 საათზე, ხ-–------------------------–---------ში ლე-----–----ესა და ა-–------–-----ეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერია თე-------–------ე. ხმაურზე ამ უკანასკნელის სახლის ეზოდან გამოვიდა ამ უკანასკნელის მეუღლე, ნე-–---–------ე, რა დროსაც ლე-----–----ემ ქვის სროლის შედეგად მიაყენა მას სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------–--მ, რომელმაც მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა, რომ მან ჩაიდინა განზრახ ძალადობრივი დანაშაულის არაერთი ეპიზოდი და არა ერთი პირის მიმართ. აგრეთვე მას წარსულში დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმა დღემდე არ გადაუხდია და შესაბამისად იგი ნასამართლევია.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლე-----–----ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლე-----–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების: ალ------–------ს, თე-------–------ის, ნე-–---–------ის ჩვენებებით, მოწმეების: გი----–------ის, ჯუ-------–-----ის, ლი-–---–------ს, ამ--–----–------ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებითა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩია და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლე-----–----ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ლე-----–----ისათვის სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლე-----–----ე და მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და კმაყოფაზე ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამასთან სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლე-----–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდოს თ/აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდოს თ/აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდოს თ/აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ლე-----–----ეს საბოლოოდ მიესაჯოს თ/აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
კონტროლი და დახმარება და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ლე-----–----ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს ლე-----–----ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო
მოეხსნას ყადაღა ბრალდებულ ლე-----–----ის მიმართ გირაოს სახით შერჩეული თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ, თ-------–------------------------ საკუთრებაში არსებულ 37 266 ლარად შეფასებულ, უძრავ ქონებას, მდებარეს ქ----–----–------------------–----------–---------------------------------------------; სარეგისტრაციო ზონა ხ-–-------------------------------–---------------------------–-----------------------------------------------------------------------------–-----------–--------------------------------- ბრალდებულ ლე-----–----ის მიმართ გირაოს სახით შერჩეული თანხის სამი ათასი ლარის უზრუნველსაყოფად.
ნივთიერი მტკიცებულება პნევმატური იარაღი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში, ქვა კი განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი