განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2018
საქმის ნომერი
330210115001198876
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001198876

საქმე №2ბ/691-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი 2018წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - ნი----–---–--ე

წარმომადგენელი - გი---------–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – მა---------–---–ი

წარმომადგენელი - ბა---------–---–ი, და---------ე

 

დავის საგანი - სესხის ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტილად აღიარება, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

არ დაკმაყოფილდა ნი---------ს სარჩელი მოპასუხე მა---------–---–ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. 2012 წლის 19 დეკემბერს გი--------–---–---–-ა და ნა---–---–---ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა გი-----ი ლუ-–---–-ა მსესხებელს ნა---–---–---ს ასესხა 38 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვითა და გადახდით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა ერთი თვე, 2013 წლის 19 იანვრამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2). სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-18).

 

2.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ მსესხებლის ან მესაკუთრის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2). სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16).

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონებიდან, მდებარე, ქ.------–--–---------, მსესხებლის ნა---–---–---ს კუთვნილი 5--------- წილი. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იპოთეკის საგნის ამჟამინდელი მესაკუთრეა ნი----–---–--ე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2)სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16).

ამონაწერი საჯარო რეესტიდან (ს.ფ. 26).

 

2.2.2. 2013 წლის 18 აპრილის მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8000 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნის მესაკუთრე გახდა მა---------–---–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2). ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 19-21).

 

2.2.3. ნოტარიუს ე---------------–---- ფურცლით, რომელიც კრედიტორის მა---------–---–ის განცხადების საფუძველზე გაიცა, 2012 წლის 19 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალე ნა---–---–---ს ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა:

 

სესხის ძირითადი თანხა 8000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3% (გადაუხდელი თანხა -720 აშშ დოლარი), ჯამში - 8720 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126 ლარი 0.72 თეთრი და აღსრულების ხარჯები სრულად.

დადგინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2). ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 19-21).

 

2.2.4. 2015 წლის 22 სექტემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს A---------–-----–--- მოვალე ნი----–---–--ეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 22).

 

2.2.5. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით მოვალე ნა---–---–---ს მიერ კრედიტორის მა---------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელი დავალიანების 8720 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი არ დგინდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. თუმცა კანონი ასეთი მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ასეთი საბუთის გამოთხოვაზე მას არ ეკისრება. კანონმდებლის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

 

შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.

 

სასამართლო უთითებს, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი.

 

მოსარჩელე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მისი ვალდებულების შესასრულებლად ვალ-----–--–---–---–-ა ჩაურიცხა თანხა კრედიტორის დ---- მა---------–---–ს. ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითა სალაროს შემოსავლის ორდერებსა და მოწმე ვა-–-----–--–---–---–-ს ჩვენებაზე, რომლიდანაც დგინდება, რომ მა---------–---–-ს საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 25 სექტემბერს ვა-–-------–--–---–---–-ა ჩარიცხა 7042 აშშ დოლარი (იხ. სალაროს შემოსავლის ორდერი, ს.ფ. 29), 2013 წლის 07 ოქტომბერს - 3018 აშშ დოლარი (ს.ფ. 30), 2014 წლის 02 აპრილს - 1000 აშშ დოლარი (ს.ფ. 30). კრედიტორი უარყოფს ვა-–-------–--–---–---–-----ნ რაიმე თანხის მიღებას.

 

ამ პირობებში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დადგენილი დავალიანების გადახდის ვალდებულების შესრულების შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერები და მოწმის ჩვენება, საკმარის მტკიცებულებად ვერ შეფასდება, რადგან კრედიტორის ხელმოწერილი დოკუმენტი საქმეში არ არის წარმოდგენილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება რაიმე მითითებას წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით გარიგების გაფორმებასა და ვალდებულების ამავე წესით შესრულებაზე არ შეიცავს, ვალდებულების შესრულების ნამდვილობის დასადასტურებლად, არ არის საკმარისი მა---------–---–-ს ან შუამავლის მიერ თანხის მიღება, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად, რომ კრედიტორს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული თანხმობა გაცემული ჰქონდა დ---------–---.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 19 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კრედიტორის მიმართ შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მოვალის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს. თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში წერილობითი სახის მტკიცებულება, რა სახის მტკიცებულების წარდგენაც კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.

2.3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი, რადგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა ნოტარიუსის სააღსრულებო ფუცლის გაცემის დროისათვის მოვალეს სადავოდ არ გაუხდია.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ კი საბანკო ქვითრები, მოწმე ვა-–-------–--–---–---–-ს ჩვენება და მხარის ახსნა-განმარტება. მოწმე მა---------–-–---–ი დაადასტურებს, რომ ვა-–-------–--–---–---–-ს მიერ თანხების ჩარიცხვა მა-----ა მი------–---–-ს საბანკო ანგარიშზე ხდებოდა კრედიტორ მა---------–---–ის უშუალო მითითებითა და თანხმობით. მათთვის სასამართლოს ბოლო სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ მა---------–---–ი უარყოფდა ვა-–-------–--–---–---–-ს მიერ ჩარიცხული თანხების მიღებას, მით უფრო, რომ სასამართლომ მხარის წარმომადგენლებს დაავალა წარმოედგინათ მა-----ა მი------–---–-ს ახსნა-განმარტება და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვალდებულების შესასრულებლად მიიღო თანხები ვა-–-------–--–---–---–-სგან, რაც მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1.ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

 

სააპელაციო პალატა საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. 2012 წლის 19 დეკემბერს გი--------–---–---–-ა და ნა---–---–---ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა გი-----ი ლუ-–---–-ა მსესხებელს ნა---–---–---ს ასესხა 38 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვითა და გადახდით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა ერთი თვე, 2013 წლის 19 იანვრამდე. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ მსესხებლის ან მესაკუთრის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით.

 

4.1.2. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონებიდან, მდებარე, ქ.------–--–---------, მსესხებლის ნა---–---–---ს კუთვნილი 5--------- წილი. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იპოთეკის საგნის ამჟამინდელი მესაკუთრეა ნი----–---–--ე. 2013 წლის 18 აპრილის მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8000 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნის მესაკუთრე გახდა მა---------–---–ი.

 

4.1.3. ნოტარიუს ე---------------–---- ფურცლით, რომელიც კრედიტორის მა---------–---–ის განცხადების საფუძველზე გაიცა, 2012 წლის 19 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალე ნა---–---–---ს ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 8000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3% (გადაუხდელი თანხა -720 აშშ დოლარი), ჯამში - 8720 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126 ლარი 0.72 თეთრი და აღსრულების ხარჯები სრულად. ასევე დადგინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. 2015 წლის 22 სექტემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს A---------–-----–--- მოვალე ნი----–---–--ეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

4.1.4. ნი---------სთვის მ-----–---–-- ვალ-----–--–---–---–-ა მა---------–---–ს, რომელიც მა---------–--–-ს დე---------–-- 2013 წლის 25 სექტემბერს - 7042 აშშ დოლარი, 2013 წლის 07 ოქტომბერს - 3018 აშშ დოლარი, 2014 წლის 12 აპრილს - 1000 აშშ დოლარი - ჯამში 11060 აშშ დოლარი;

 

3500 აშშ დოლარის ვა-–-----–--–---–---–-ს მიერ მა---------–---–-სათის გადახა შუამავლის მა---------–-–---–ის მეშევობით საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

4.1.5. ვა-–-----–--–---–---–-ს მიერ მა---------–---–-სათვის გადახდილი 11060 აშშ დოლარი არ არის გადახდილი მა---------–---–ის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სამოქალაქო კოდექსის 373-ე მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით სამართლებრივ დავებში ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მა---------–---–- არ იყო შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომ შესრულება სწორედ სარჩელით სადავო სესხის ხელშეკრულბიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად და სწორედ უფლებამოსილი პირის, კრედიტორის მითითებით და თანხმობით განხორციელდა.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელემ სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმე, მ-----–---–- ვა-–-----–--–---–---–-, რომელმაც განმარტა, რომ კ-------------–-------–-----–---------–--------–--------–------------–----------–---------–-----------–---------–------------–----------–---–---------–-------------–-------------–---------–---------------------–----------–---.

 

სააპალაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენებაც შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი.

 

აპელანტთან მოწმის დამოკიდებულების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მისი ჩვენება არ წარმოადგენს სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებას, ამასთან, მხოლოდ მისი ჩვენება არ არის საკმარისი მტკიცებულება სადავო გარემოების დადგენისათვის. ამასთან, პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა მისი ჩვენება გაემყარებინა სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის სადავო ურთიერთობის მონაწილე სხვა პირთა (შუამავლის, თანხი მიმღების) ჩვენებით.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც სარჩელზე, ასევე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნი---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე

 

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

 

ვანო წიკლაური