განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.04.2018
საქმის ნომერი
330310015001191696
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310015001191696

საქმე N3ბ/2388-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ჯ----– გ-------ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - შ--–--------–-–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;

წარმომადგენელი - გ-------------ძე;

 

მესამე პირები (16.2) - ვ-–- გ-------ძე, ნ---- გ--------–ი, ხ---- გ---–-------ვა, თ----- დ-----ე, ნ---- პ--------ა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 სექტემბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა;

 

1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 13 ნოემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

2.2. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ჯ----– გ-------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

4.1. 2015 წლის 03 ივნისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №0----- მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, შ--------ს ქ------------------ში და მის მიმდებარედ (ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------) ჯ----– გ-------ძის მიერ არის აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობები, მავთულბადის ღობეები და განთავსებულია ლითონის ავზები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამასთან, ობიექტის ნაწილი მოქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ამდენად, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ჯ----– გ-------ძეს დაევალა ზედამხედველობის სამსახურისთვის წარედგინა სანებართვო დოკუმენტაცია ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოეხდინა ობიექტზე განთავსებული შენობა - ნაგებობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. დარღვევის გამოსასწორებლად ჯ----– გ-------ძეს განესაზღვრა ვადა 25 კალენდარული დღის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 274-275).

 

4.2. 2015 წლის 06 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №0----- შემოწმების აქტი, მასზედ, რომ ჯ----– გ-------ძემ არ შეასრულა 2015 წლის 03 ივნისის №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები. (ტომი I, ს.ფ. 272-273).

 

4.3. 2015 წლის 06 აგვისტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის №0-----, რომლის თანახმად, სხდომაზე განხილულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 03 ივნისის მითითება №0----- და 2015 წლის 06 ივლისის შემოწმების აქტი №0-----. სხდომაზე გამოცხადდა მოქალაქე ჯ----– გ-------ძე, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განაცხადა, რომ მითითებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშოები მის მიერ განხორციელდა დაახლოებით 18 წლის წინ, მხარემ ითხოვა ვადა სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ვინაიდან დავა მიმდინარეობდა სასამართლოში მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს შორის და შესაბამისად, ელოდებოდნენ სასამართლო გადაწყვეტილებას (ტომი I, ს.ფ. 191).

 

4.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გ-–----- - ნ----–-----ის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის გ------- დ----------ის 2015 წლის 4 სექტემბერის მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ გადამოწმებულ იქნა ქ. თბილისში, მ------- 2, შ--------ს ქუჩა N4-ში და მის მიმდებარედ (ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------) არსებული ობიექტი. გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა ჯ----– გ-------ძის მიერ 2015 წლის 3 ივნისის N0----- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, კერძოდ, არ იყო დემონტირებული უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა - ნაგებობები და უნებართვოდ მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციები (მავთულბადის ღობეები და ლითონის ავზები). (ტომი I, ს.ფ. 255).

 

4.5. 2015 წლის 04 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოიცა №0----- დადგენილება, რომლის თანახმად ჯ----– გ-------ძე დაჯარიმდა 10000 (ათიათასი) ლარით ქ. თბილისში, მ------- 2, შ--------ს ქუჩის ჩიხ-------ში და მის მიმდებარედ (ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------) უნებართვოდ შენობა - ნაგებობების მშენებლობისათვის და მსუბუქი კონსტრუქციების (მავთულბადის ღობეების, ლითონის ავზების) განთავსებისათვის. ჯ----– გ-------ძეს დაევალა ქ. თბილისში, მ-------ს 2. შ--------ს ქუჩის ჩიხი N4-ში და მის მიმდებარედ (ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------) უნებართვოდ აშენებული შენობა - ნაგებობების და განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციების (მავთულბადის ღობეების, ლითონის ავზების) დემონტაჟი. (ტომი I, ს.ფ. 234-236).

 

4.6. 2015 წლის 16 სექტემბერს, ჯ----– გ-------ძემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლი 04 სექტემბერის №0----- დადგენილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №7-----------, არის ნ---- გ--------–ის საკუთრება. აქედან გამომდინარე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 04 სექტემბრის №0----- დადგენილება, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - ნ---- გ--------–ის სახელზე უნდა გამოცემულიყო. (ტომი I, ს.ფ. 231-233);

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 13 ნოემბრის №--- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ჯ----– გ-------ძის 2015 წლის 16 სექტემბრის N2------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 4 სექტემბრის N0----- დადგენილება. (ტომი I, ს.ფ. 206-223).

 

4.7. 2015 წლის 08 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, გ-–-----ს ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №7-----------) მესაკუთრეა ნ---- გ--------–ი (ტომი I, ს.ფ. 27-28);

 

2015 წლის 11 მარტს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, გ-–-----ს ტერიტორიაზე მდებარე 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №7-----------) მესაკუთრეა ვ-–- გ-------ძე; 11/03/2015წ. (ტომი I, ს.ფ. 33-34);

 

2015 წლის 08 იანვარს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, გ-–-----ს ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №7-----------) მესაკუთრეა ხ---- გ---–-------ვა; (ტომი I, ს.ფ. 36-37);

 

2016 წლის 28 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დასახლება მ------- 2, შ--------ს ქუჩის ჩიხი N4-ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №7-----------) მესაკუთრეა თ----- დ-----ე, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №7-----------) მესაკუთრეა ნ---- გ--------–ი. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს N7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 12/10/2016 (მესაკუთრეები თ----- დ-----ე, ნ---- გ--------–ი).(ტომი I, ს.ფ. 431-432);

 

2017 წლის 11 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, N7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება მ------- 2, შ--------ს ქუჩის ჩიხი N4 რეგისტრირებულია ნ---- პ--------ას საკუთრების უფლებით.(ტომი II, ს.ფ. 8).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ობიექტები, რომელთა მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები საქმეში არ მოიპოვება, განთავსებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (სადავო პერიოდში ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------), ხოლო მათი ნაწილი მოქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ანუ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია კერძო და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ამდენად, მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ორგანული კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებად იქნა მიჩნეული, მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომლის დასრულების შემდეგ, იგი შესაძლოა აღირიცხოს კერძო საკუთრებად, აღნიშნული კი გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების ფაქტი დგინდება მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება, თუ ვინ წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირს და ვის უნდა დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა. საქმეში არსებული მასალების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ დაადასტურა მშენებლობის მის მიერ განხორციელების ფაქტი, დაახლოებით 18 წლის წინ, აღნიშნული გარემოება ასახულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს თავად ჯ----– გ-------ძე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს ზუსტად განსაზღვროს სამართალდარღვევის ობიექტი, რომელიც უნდა გამოსწორდეს და სუბიექტი, რომელსაც დაავალებს მის გამოსწორებას, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში დააკისრებს შესაბამის პასუხისმგებლობას, აღნიშნულ შემთხვევაში კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კანონიერად იქნა ჯ----– გ-------ძე სამართალდამრღვევად მიჩნეული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ გაზიარა მოსარჩელე მხარის ის პოზიცია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად.

 

6. ჯ----– გ-------ძის სააპელაციო მოთხოვნა:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. ჯ----– გ-------ძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტს, მიაჩნია, რომ აქტი უნდა გამოცემულიყო არა მის მიმართ, არამედ ნ---- გ--------–ის სახელზე, რამეთუ მიწის ნაკვეთი, სადაც სადავო ობიექტებია განთავსებული, წარმოადგენს ნ---- გ--------–ის საკუთრებას. აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურებოდა მის მიერ სადაო მიწის ნაკვეთის მფლობელობა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ სადაო მიწის ნაკვეთები, რომლებზეც აშენებულია ნაგებობები, ნამდვილად წარმოადგენს მის საკუთრებას. მისივე განმარტებით, ვერც მოპასუხეებისა და ვერც სასამართლოს მხრიდან ვერ მოხდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ აღნიშნულ შენობა - ნაგებობებს ჯ----– გ-------ძე ფლობდა. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დადასტურების გარეშე იქნა მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესების ერთ-ერთი მიზანია შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების გამოვლენა მათი გამოსწორების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის მარეგულირებელი ნორმები არ ამკვიდრებს თავიდანვე დამსჯელობითი ღონისძიებების გატარების პრინციპს, არამედ მითითებით სამართალდამრღვევს განუმარტავს არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსს, მისი გამოსწორების გზებს, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევათა გამოსასწორებლად და აძლევს შესაძლებლობას თავიდანვე აიცილოს პასუხისმგებლობა. სამართალდარღვევის გამოსწორება კი, თავის მხრივ, გულისხმობს მითითებაში გათვალისწინებული პირობების შესრულებას.

 

საქმის მასალების თანახმად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 3 ივნისს, საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №0----- მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, შ--------ს ქუჩის ჩიხ. N4-ში და მის მიმდებარედ (ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------) ჯ----– გ-------ძის მიერ აშენებულ იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობები, მავთულბადის ღობეები და განთავსებულია ლითონის ავზები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამასთან, ობიექტის ნაწილი მოქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ამდენად, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ჯ----– გ-------ძეს დაევალა ზედამხედველობის სამსახურისთვის წარედგინა სანებართვო დოკუმენტაცია ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოეხდინა ობიექტზე განთავსებული შენობა - ნაგებობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. დარღვევის გამოსასწორებლად ჯ----– გ-------ძეს განესაზღვრა ვადა, 25 კალენდარული დღის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 06 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი №0-----, რომლის თანახმად დგინდება, რომ ჯ----– გ-------ძემ არ შეასრულა 2015 წლის 03 ივნისის №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები.

 

ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის №0-----, რომლის თანახმად, სხდომაზე განხილულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 03 ივნისის მითითება №0----- და 2015 წლის 06 ივლისს შემოწმების აქტი №0-----. სხდომაზე გამოცხადდა მოქალაქე ჯ----– გ-------ძე, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განაცხადა, რომ მითითებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშოები მის მიერ განხორციელდა დაახლოებით 18 წლის წინ, მხარემ ითხოვა ვადა სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ვინაიდან დავა მიმდინარეობდა სასამართლოში მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს შორის და შესაბამისად, ელოდებოდნენ სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გ-–------ნ----–-----ის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის გ------- დ----------ის 2015 წლის 4 სექტემბერის მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ გადამოწმებულ იქნა ქ. თბილისში, მ------- 2, შ--------ს ქუჩა N4-ში და მის მიმდებარედ (ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------) არსებული ობიექტი. გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა ჯ----– გ-------ძის მიერ 2015 წლის 3 ივნისის N0----- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, კერძოდ, არ იყო დემონტირებული უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობები და უნებართვოდ მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციები (მავთულბადის ღობეები და ლითონის ავზები).

 

2015 წლის 04 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, გამოიცა დადგენილება №0-----, რომლის თანახმადაც ჯ----– გ-------ძე დაჯარიმდა 10000 (ათიათასი) ლარით ქ. თბილისში, მ------- 2, შ--------ს ქუჩის ჩიხი N4-ში და მის მიმდებარედ (ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------) უნებართვოდ შენობა-ნაგებობების მშნებლობისათვის და მსუბუქი კონსტრუქციების (მავთულბადის ღობეების, ლითონის ავზების) განთავსებისათვის. ჯ----– გ-------ძეს დაევალა ქ. თბილისში, მ-------ს 2. შ--------ს ქუჩის ჩიხი N4-ში და მის მიმდებარედ (ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობების და განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციების (მავთულბადის ღობეების, ლითონის ავზების) დემონტაჟი.

 

7.2. პალატა მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, მითითებული აქტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

„მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას.

 

ხსენებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი- შეკეთება, რებილიტაცია-გაუმჯობესება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) სამშენებლო სამუშაოები, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვა; ე) დემონტაჟი; ვ) ლანდშაფტური მშენებლობა; ზ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ ახალი მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

საქართველოს ორგანული კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ამავე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილით თანახმად, უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

საქმის მასალებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ობიექტები, რომელთა მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები საქმეში არ მოიპოვება განთავსებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (სადავო პერიოდში ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------, ს/კ 7-----------), ხოლო მათი ნაწილი მოქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ანუ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია კერძო და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ სახეზეა საქართველოს ორგანული კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის ის განმარტება, რომ მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებად იქნა მიჩნეული, მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომლის დასრულების შემდეგ, იგი შესაძლოა აღირიცხოს კერძო საკუთრებად, აღნიშნული კი გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საკუთრების ფაქტი დგინდება მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკუთრების ფაქტის დადგენისას, დასაყრდენს წარმოადგენს საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია, აქედან გამომდინარე ყველა ადმინისტრაციული ორგანო ეყრდნობა საჯარო რეესტრის მონაცემებს. კონკრეტულ შემთხვევაში კი ის არგუმენტი, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მომავალში შესაძლოა აღირიცხოს კერძო საკუთრება, მართებულად არ იქნა გათვალისწინებული.

 

პალატა არსებული მდგომარეობით ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მოძრავ ნივთებსა და არამატრიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია გულისხმობს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების აღრიცხვას. აქედან კი გამომდინარეობს, რომ საჯარო რეესტრი მხოლოდ ადასტურებს რეგისტრირებული მონაცემების არსებობას და არ არის უფლებამოსილი ორგანო განსაზღვროს შენობა-ნაგებობის კანონიერება.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ კონკრეტული ობიექტის დარეგისტრირება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გარეშე აზრს უკარგავს მშენებლობის სფეროში საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებით სამართლებრივად შეუძლებელი ხდება ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულზე დაკისრებული ერთიანი საჯარო პოლიტიკის განხორციელება სამშენებლო საქმიანობის სფეროში, რადგან კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის და სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად გახდომის დოკუმენტის - მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გვერდის ავლით უძრავი ქონების რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ფუნქციის გარეშე ტოვებს მშენებლობის ნებართვის გამცემ და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს.

 

პალატა მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთებისა და შენობა - ნაგებობების სამშენებლოდ განვითარება მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომელსაც წყვეტს ერთიანი საჯარო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო მშენებლობის ნებართვის გაცემის სფეროში. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის კანონიერების დასადგენად საკმარისად იქნება მიჩნეული მხოლოდ შენობა-ნაგებობის, როგორც მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ობიექტის კანონიერების დასადგენად აუცილებელ დოკუმენტად არ იქნება მიჩნეული სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი, მაშინ აზრს დაკარგავს მოქმედი არაერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი სამშენებლო საქმიანობის სფეროში. აღნიშნული კი ყოვლად დაუშვებელია და მოკლებულია ყოველგვარ საღ აზრსა და სამართლებრივ არგუმენტაციას.

 

უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მისი კანონიერების დამადასტურებელ ფაქტად. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული დადგენილება პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე არ შეიძლება უზღუდავდეს კონკრეტულ პირს საკუთრების უფლებას, რადგან სადავო აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ საკანონმდებლო აქტების დებულებებთან მიმართებაში.

 

პალატა მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე პასუხისმგებლობა. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხიმგებლობა ეკისრება დამკვეთს, შენობა ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება, თუ ვინ წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირს და ვის უნდა დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ დაადასტურა მშენებლობის მის მიერ განხორციელების ფაქტი, აღნიშნული გარემოება ასახულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ჯ----– გ-------ძე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს ზუსტად განსაზღვროს სამართალდარღვევის ობიექტი, რომელიც უნდა გამოსწორდეს და სუბიექტი, რომელსაც დაავალებს მის გამოსწორებას, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში დააკისრებს შესაბამის პასუხისმგებლობას, აღნიშნულ შემთხვევაში კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კანონიერად იქნა ჯ----– გ-------ძე სამართალდამრღვევად მიჩნეული.

 

7.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 13 ნოემბრის N760 ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ასევე ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ვერც მოპასუხეებისა და ვერც სასამართლოს მხრიდან ვერ მოხდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ აღნიშნულ შენობა - ნაგებობებს ჯ----– გ-------ძე ფლობდა. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი, როგორც საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზეც ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა - განმარტებით.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ჯ----– გ-------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -