განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002338389
საქმე №1/ბ 485-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გ-------------ის
ადვოკატის: გ---–-------–-–---–ის
მსჯავრდებულის: ლ---------------ის (მონაწილეობის გარეშე)
მონაწილეობით,საქართველოს მ----------------------------------–-–-------------------------------------------------------------------------–---------------------------–-–------–--------------–----------------------–-–--–--------–-–---------–-------–---–---------------–-----------------------------–---------------------–--------–---------–------------------------–-----------------------------------------–------------------–--- პროკურორის გ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---------------ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–-------------, ს--------- რესპუბლიკის მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრების ს--------- რესპუბლიკა, ქ-------------–-------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით, ლ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000(ოთხი ათასი)ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 5 თებერვლიდან 2018 წლის 27 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა 1000(ათასი)ლარით და საბოლოოდ, ლ----- ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი)ლარის ოდენობით.
ლ---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში: ს--------- მოქალაქე ლ---------------ი, რომელიც იმყოფებოდა ს--------- რესპუბლიკაში, განიზრახა უკანონოდ გადმოეკვეთა საქართველო-ს--------- სახელმწიფო საზღვარი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ლ---------------ი 2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში, მივიდა სა---------–----–-----------------------------------–-–-------------------–--- (წითელი ხიდი) №- სასაზღვრო სექტორის (-------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საქართველო-ს--------- სახელმწიფო საზღვრის ხაზთან, უკანონოდ გადმოკვეთა იგი და ს--------- რეპუბლიკიდან გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც მხილებული იქნა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მ----------------------------------–-–-------------------------------------------------------------------------–---------------------------–-–------–--------------–----------------------–-–--–--------–-–---------–-------–---–---------------–------------------------------–---------------------–--------–---------–------------------------–-----------------------------------------–------------------–--- პროკურორმა გ-------------ემ, რომელმაც მოითხოვა სასჯელის დამძიმება, კერძოდ, საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელედ დატოვება.
სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ლ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული მოწმეების: ი-–-------–---–-------------------------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლ---------------ის საზღვრის კვეთის მონაცემებით, საინფორმაციო გვერდის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ---------------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს მ----------------------------------–-–-------------------------------------------------------------------------–---------------------------–-–------–--------------–----------------------–-–--–--------–-–---------–-------–---–---------------–-----------------------------–---------------------–--------–---------–------------------------–-----------------------------------------–------------------–--- პროკურორის გ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000(ოთხი ათასი)ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 5 თებერვლიდან 2018 წლის 27 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს 1000(ათასი)ლარით და საბოლოოდ ლ----- ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამიათასი) ლარის ოდენობით;
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
5. ნივთმტკიცებები:
-ოთხი ცალი 1000 ს------------------ ნომრებით 1---------------------------------------- ერთი ცალი 5000 ს----------------- ნომრით 9-------, ერთი ცალი 20 000 ს------------------ ნომრით 0-------- ერთი ცალი 10 000 ს------------------ ნომრით 1--------
- შავი ფერის გასაშლელი, ფიქსატორიანი დანა, რომელსაც აწერია U–-----------
-შავი ფერის ტარიანი ე.წ ”საკვნეტი” კომუფლირებული ჭოგრიტი და პირადი ნივთები, რომლებიც ინახება სასაზღვრო პოლიციაში, საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს;
6. პალატის განაჩენი დადგენისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი დადგენიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი