განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2018
საქმის ნომერი
140100117002112524
ინსტანცია
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100117002112524

საქმე №1ბ/433-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: ო---------------–---–ის

ადვოკატის: ი---------------ის

მსჯავრდებულის: ე-–-----------------–ის (მონაწილეობის გარეშე)

 

მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–-----------------–ის მიმართ, პირადი №2----------, დაბადებული: 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: კ-----------------------–------------ში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის ანაჩენით, ე-–-----------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4(ოთხი)წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

ე-–-----------------–ის ,,ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ე-–-----------------–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 10 იანვრიდან 2017 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

ამავე განაჩენით, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--სა და ბრალდებულ ზ-------–----–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ზ-------–----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით და საბოლოოდ, ზ-------–----–---ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

ზ-------–----–---ს ,,ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ზ-------–----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 10 იანვრიდან 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით.

ე-–-----------------–ის მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ე-–-----------------–იმ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ADB-FUBINACA-ს შემცველი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, საერთო წონით 1,4958 გრამი, რაც შსს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 10 იანვარს, 22:30-22:40 საათის პერიოდში ამოღებული იქნა კ-----------------------–------------ში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისთვის სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ე-–-----------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ე-–-----------------–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ე-–-----------------–იმ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ამასთან, სასამართლო არ იჭრება ბრალდების მხარის დისკრეციულ უფლებაში, თუ რომელ ბრალდებულთან გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ იგივე ბრალის პირობებში, როდესაც ნასამართლევ ზ-------–----–---თან ფორმდება საპროცესო შეთანხმება, ასეთ შემთხვევაში, ე-–-----------------–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ე-–-----------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ე-–-----------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 4(ოთხი)წლის გამოსაცდელი ვადით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

4.ე-–-----------------–ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი)წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5.ე-–-----------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 10 იანვრიდან 2017 წლის 14 იანვრის ჩათვლით;

6.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-–-----------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

7.საქართველოს სსკ-სი 65-66ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ე-–-----------------–ის დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას ის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში; ე-–-----------------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

8.საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

-ნარკოტიკული საშუალებები, მიკრონაწილაკები, ხელის ანაწმენდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ტანსაცმელი, მობილური ტელეფონის სიმბარათები, ,,ო---–ის’’ მარკის ავტომანქანა საახელმწიფო ნომრით U--------, ე-–-----------------–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა და შავი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა, მეხსიერების ბარათი და სიმ ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

9. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი