განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2018
საქმის ნომერი
010210018001309458
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018001309458

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-314-18 26 ივნისი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები: ლაურა მიქავა სიმონ ჩხაიძე თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი- ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი დავის საგანი - - - - - შ-ს ა-------------------------------------- თ--------------- დ-------------------- შ------------–------- ზიანის ანაზრაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ-ს ა---------------------------------–--------------------------------ს მოთხოვნა მოპასუხე დ--------------------ს მიმართ;

- მოპასუხე დ-------------------- შ-ს ა---------------------------------–--------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 8 149.02 ლარის ანაზღაურება;

- მოპასუხე დ-------------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 244.47 ლარის ოდენობით.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. პო-–-–--- კაპიტანი დ-------------------- 2016 წლის 24 იანვრის მდგომარეობით დასაქმებული იყო შ-ს ა--------------------------------------ს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე;

 

2.2. 2016 წლის 24 იანვარს დ-------------------- მართავდა საქართველოს შ-ს ა--------------------------------------ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას - “M--------- P----- 3--- V-”, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - Q------;

 

2.3. 2016 წლის 24 იანვარს საქართველოს შ-ს გ-------–---- ი-----–--–- შ- ს------------- ს----------–-- პო-–-–--- დე-------------დან წარდგენილი იქნა #1----- ცნობა, შ-ს ა-------------------------პარტამენტზე რიცხული ავტომანქანა „--–----–--“, სახელმწიფო ნომრით - Q-------, დაზიანების ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება;

 

2.4. შ- ს------------- გ-------–----ი ი-----–--- მიერ წარმოებული შემოწმებით დადგინდა, რომ 2016 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, დ-------------------- სამსახურებრივი „--–----–--“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით - Q-------, მოძრაობდა თ---–----ს------ლ----–---- საავტომობილო გზის 91-ე კილომეტრზე, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ბორდიურს, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანა;

 

2.5. 2016 წლის 24 იანვარს დ--------------------ს მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №--- 9-----, რომლის მიხედვით, დ-------------------- ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება) და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. დ-------------------- საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და დაჯარიმების შესახებ აქტი სადავოდ არ გაუხდია. მან დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა დადგენილ ვადაში;

 

2.6. შ- გ-------–----ი ი-----–--- მიერ წარმოებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დ--------------------- ჩაიდინა შ- ს------------- მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარ დამოკიდებულებას და ქონებრივი ზიანის მიყენებას, რაც დ--------------------ს მხრიდან გამოიხატა სამსახურებრივი ავტომანქანისადმი დაუდევარ მოპყრობაში, რასაც შედეგად მისი დაზიანება მოყვა და რითაც შ- ს------------- მიადგა ქონებრივი ზიანი. ამავე დასკვნით განისაზღვრა, ავტომანქანის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა ან ჩამოწერა დადგენილი წესით, დ--------------------ს ხარჯზე. შ- ს------------- მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომისათვის, ამავე წესდების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დ--------------------ს მიმართ, დისციპლინური სახდელის ნაცვლად გამოყენებული იქნა სარეკომენდაციო ბარათი;

 

2.7. დ-------------------- შ-ს გ-------–----ი ი-----–--- დასკვნა ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე სადავოდ არ გაუხდია;

 

2.8. შ-ს ა---------------------------------------, მის ბალანსზე რიცხული, ”M--------- P----- -ს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით -” Q-------”, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანების შედეგად, მიიღო 8149.02 ლარის მატერიალური ზიანი. მოპასუხე დ-------------------- ბრალეულია, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ”M--------- P-----”-ს მარკის ავტომანქანის დაზიანებით, შ-ს ა--------------------------------------სათვის ზიანის მიყენებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა;

 

2.10. განსახილველ შემთხვევაში, სსკ-ის 102-ე, 103, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე, მათ შორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შ- გ-------–----ი ი-----–--- მიერ გამოცემული დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად ზიანის მიყენებაში მოპასუხე დ---------------------ს ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდებოდა დ--------------------ს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისა და ჩადენილი გადაცდომისათვის მისი სახდელდადების ფაქტი;

 

2.11. მართალია, მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა დადგენილება მოპასუხის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ (საჯარიმო ქვითარი), მაგრამ დ--------------------ს მიმართ ამ აქტის გამოცემის ფაქტს უდავოდ ადასტურებს ერთის მხრივ გ-------–----ი ი-----–--- მიერ გამოცემული ზემოთ ხსენებული დასკვნა და მეორე მხრივ, ამ გარემოებას ადასტურებს თავად დ--------------------ც. კერძოდ, დ--------------------ს განმარტებით დასტურდება, რომ მას სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ან შესაბამისი დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ სადავოდ არ გაუხდია, დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში და დაკისრებული ჯარიმა დ--------------------ს მიერ გადახდილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში. ამდენად, ის გარემოება, რომ 2016 წლის 24 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იქნა დ--------------------ს ბრალეული (გაუფრთხილებელი) ქმედებით, რითვისაც დ-------------------- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად და დაეკისრა სახდელი, უდავოდ დადასტურებულია;

 

2.12. დადასტურებულია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ბალანზე რიცხული ავტომანქანა, რითაც მოსარჩელემ მიიღო გარკვეული მატერიალური ზიანი. მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. მოსარჩელე მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (ექსპერტის დასკვნის) საფუძველზე ამტკიცებს, რომ ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიიღო ზიანი 24500 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე მხარე, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (ექსპერტის დასკვნის) საფუძველზე, ამტკიცებს, რომ ზიანი რეალურად შეადგენს 8149.02 ლარს. შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ავტომანქანის დაზიანებით მოსარჩელისათვის რეალურად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა;

 

2.13. სასამართლო, სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე აფასებს რა მხარეთა მიერ წარმოდგენელი მტკიცებულებებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული ოდენობით ზიანის ფაქტის დადასტურება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა საქართველოს შ-ს ს------------ კ--------–----------- დე-------------ს აჭ----- არ ს------------ კ--------–----------- სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №--/ს ს--------–-- ე------------- დასკვნა, რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა „--–----–--“, სახელმწიფო ნომრით Q------, აღდგენა მიზანშეუწონელია, მისი დაზიანების ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით. ამავე დასკვნის მიხედვით, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 16 000.00 ლარს. ამავე დასკვნის მიხედვით ა/მანქანის საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება, ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 24500 ლარს, ხოლო გადარჩენილი ნაწილები და აგრეგატები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ანალოგიური ა/მანქანის მარაგ ნაწილებად, საბაზრო ღირებულება შეადგენს 8500 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა ე------------- დასკვნის მიხედვით განისაზღვრა 16 000.00 ლარით;

 

2.14. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საპირწონედ მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი იქნა სსიპ ლ---- ს----------–-- ს----–----- ე------------- ე---------–- ბიუროს 16.06.2016 წლის სატრანსპორტო-ტექნიკურ ტ-------–--------- და ს--------–-- ექსეპრტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ს------------ კვლევის საგანზე - ავტომანქანაზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა ავტომობილის საექსპლუატაციო პირობების, წარსულში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოებისა და გარბენის, ასევე დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრა 8149.02 ლარით. იმავე დასკვნის მიხედვით ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა 17 285.80 ლარს, (7000 აშშ დოლარს), ავარიის შედეგად ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება შეადგეს 9136.78 ლარს (3700 აშშ დოლარს). შესაბამისად, ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზარალი შეადგენს 17285.80-9136.78=8149.02 ლარს;

 

2.15. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოსათვის მხარეების მიერ წარმოდგენილი იქნა წინააღმდეგობრივი შინაარსის ე------------- დასკვნები, სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რომლის მიხედვით ე------------- წინაშე გამოსაკვლევად დაისვა საკითხი: ა) შესაძლებელია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის - M--------- P----- 3---V-, სახ. ნომრით Q------, აღდგენა დაზიანებამდე არსებული სამომხმარებლო მდგომარეობით (იგივე ფუნქციური დატვირთვით გამოსაყენებლად). დადებით შემთხვევაში განისაზღვროს ავტომობილის აღდგენისათვის გასაწევი ხარჯის ოდენობა; ბ) ავტომობილის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რას შეადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილზე - M--------- P----- 3---V-, სახ. ნომრით Q------, მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, ავტომანქანის ტექნიკური მონაცემების, მისი ექსპლუატაციის ვადისა და ფუნქციური დანიშნულებით გამოყენების სხვადასხვა მაჩვენებლის გათვალისწინებით.

 

2.16. სსიპ ლ---- ს----------–-- ს----–----- ე------------- ე---------–- ბიუროს 03.07.2017 წლის სატრანსპორტო ტექნიკურ - ტ-------–--------- ე------------- №------------------ მიხედვით ს------------ კვლევის საგანი - 2007 წელს დამზადებული ავტომანქანა „მ-–----–-“ წარსულში იყო ავტო-საგზაო შემთხვევის მონაწილე და მისი აღდგენა განხორციელებული იყო არა ქარხნული ანუ კუსტარული წესით. იმავე დასკვნის მიხედვით ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, მასზე არსებული დაზიანებისა და დეფორმაციების გათვალისწინებით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

 

2.17. ხოლო სსიპ ლ---- ს----------–-- ს----–----- ე------------- ე---------–- ბიუროს 06.07.2017 №--------- ს--------–-- ე------------- დასკვნის მიხედვით, 2007 წელს დამზადებული ავტომანქანაზე - ”M--------- P-----” 3---V-“, მიყენებული ზარალის ოდენობა, ავტომობილის საექსპლუატაციო პირობების, წარსულში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების და გარბენის, ასევე დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 8149.02 ლარს. ამავე დასკვნის მიხედვით ავტომობილის საბაზრო ღირებულება, მისი დამზადების წლის, ექსპლუატაციაში ყოფნის პირობებისა და ხანგრძლივობის, მსგავსი ტექნიკურად გამართული ავტომობილის დღევანდელი საბაზრო ღირებულების, საავტომობილო ბაზრობებსა და ინტერნეტ გვერდებზე მოპოვებული ინფორმაციის, ასევე ექსპერტის ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებითა და შეჯერებით დაზიანებამდე შეადგენდა საორიენტაციოდ 7 000 აშშ დოლარს - 17285.80 ლარს. ავტომანქანის ნარჩენი საბაზრო ღირებულება მასზე განვითარებული დაზიანებებისა და დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 3700 აშშ დოლარს - 9136.78 ლარს, რის გათვალისწინებითაც ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 17285.80 - 9136.78 = 8149.02 ლარს.

 

2.18. სასამართლო, წარმოდგენილი ს------------ დასკვნების შეფასებისას, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზიანებული ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია არსებითი სხვაობის გარეშე. წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით არსებითი სხვაობა მდგომარეობს დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულების შეფასებისას. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ს-------------კ--------–----------- სამსახურის მიერ გაცემული დასკვნით დაზიანებამდე ავტომანქანის ღირებულება განსაზღვრულია 24 500 ლარით, ხოლო სსიპ ლ---- ს----------–-- ს----–----- ე------------- ე---------–- ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად, ეს ღირებულება შეადგენს 17285.80 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ს-------------კრიმინალისტიკურმა სამსახურმა, ს------------ დასკვნის გაცემისას და ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრისას, შეფასების მიღმა დატოვა 2016 წლის 24 იანვრის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე ავტომანქანაზე არსებული არაერთი მექანიკური დაზიანების ფაქტი, რაც საბაზრო ღირებულების განსასაზღვრავად წარმოადგენდა მნიშვნელოვან ობიექტურ ფაქტორს, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასკვნა მასში ასახული მწირი მონაცემებით სარწმუნო არ იყო და ობიექტურად არ ასახავდა გამოსაკვლევ საკითხს. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ლ---- ს----------–-- ს----–----- ე------------- ე---------–- ბიუროს მიერ ს------------ კვლევა ნაწარმოებია სრულყოფილად, გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელობის მქონე ყველა ობიექტური ფაქტორისა თუ გარემოების გათვალისწინებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს სწორედ მითითებული დასკვნით დადგენილ გარემოებებს.

 

2.19. ამდენად, სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, დადგენილად მიიჩნია მოპასუხე დ--------------------ს ბრალეული ქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას, სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ფაქტი, რამაც 8149.02 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა მოსარჩელეს.

 

2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

2.21. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

 

2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს (რეზულტატს) შორის და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დელიქტური ვალდებულება, ვინაიდან საქმიდან იკვეთება 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხივე წინაპირობა.

 

2.23. დადგენილია, რომ მოპასუხე დ--------------------- ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული გაუფრთხილებელი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოყვა შ-ს ა--------------------------------------ს კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება. რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ სწორედ დ--------------------ს ქმედებამ გამოიწვია დამდგარი ზიანი.

 

2.24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს, თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, კერძოდ, 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/ თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

2.25. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა და წარმოადგინა მტკიცებულებები მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ, რის საფუძველზეც დ-------------------- ბრალეულად იქნა ცნობილი ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და ამავე მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ის შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია მოპასუხის მიერ.

 

2.26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

2.27. სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან, საქმეში არსებული ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი სათანადო მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 8149.02 ლარს.

 

2.28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე დ-------------------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8149.02 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა შ-ს ა---------------------------------------

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა მათ მიერ წარდგენილი 2016 წლის 10 მარტის N--/ს ე------------- დასკვნა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის ,,მ-–----–-" სახ. NQ------ არსებული დაზიანებების, ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია. ამავე დასკვნით ასევე შეფასდა, რომ საავტომობილო ბაზრობაზე ანალოგიური მარკის ა.მანქანის საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 24500 ლარს. ასევე დასკვნაში შეფასებულია გადარჩენილი ნაწილებისა და მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობაც;

 

3.2. ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარადგინა გ-------–----ი ი-----–--- დასკვნა, სადაც ნათლად არის განმარტებული, რომ მოპასუხე მხარის სამსახურებრივი ავტომანქანისადმი დაუდევარი მოპყრობის გამო მიადგა ქონებრივი ზიანი შ-ს ა-------------------------პარტამენტს და ამავე დასკვნის საფუძველზე დ---------- მიეცა სარეკომენდაციო ბარათი, ასევე დაევალა დეპარტამენტზე რიცხული მის მიერ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა. დ----------- სადავოდ არ გაუხდია და დაადასტურა კიდეც სასამართლო სხდომაზე მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რაც შესულია კანონიერ ძალაში და დაკისრებული ჯარიმაც გადახდილი აქვს. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მასზე მიყენებული ზიანის ფაქტი, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ასეთი განმარტების საწინააღმდეგოდ სასამართლომ გადაწყვეტილებაში შემდგომ მიუთითა, რომ ზიანის მიყენების ფაქტი უდაო და დადგენილია, მხარეებს შორის სადაო არის მხოლოდ მიყენებული ზიანის ოდენობა;

 

3.3. მათ მიერ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი 2016 წლის 10 მარტის N--/ს ე-------------ა და შ-ს გ-------–----ი ი-----–--- 2016 წლის 19 თებერვლის N------ დასკვნებით დადგენილია, რომ: 1) ავტომანქანის აღდგენა მიზანშეუწონელია; რაც ნიშნავს, რომ ა/მანქანა თუ აღდგენას არ ექვემდებარება და დადასტურებულია ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის მიმყენებელი პირი, შესაბამისად უნდა განისაზღვროს ანალოგიური ა/მანქანის საბაზრო ღირებულება; 2) განსაზღვრულია ასევე დასკვნაში ანალოგიური ა/მანქანის საბაზრო ღირებულება თანხით - 24500 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კანონიერია და უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად;

 

3.4. მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი 2016 წლის 16 ივნისის ე------------- დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ ე------------- წინაშე კითხვა არასწორად იყო დასმული, რადგან კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: გთხოვთ, ჩაატაროთ ექსპერტიზა და დაადგინოთ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ”M--------- P-----” 3--- V-" სახელმწიფო სახ. NQ------, ძარის მდგომარეობა დაზიანებამდე და დაადგინოთ ა/საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ავტომობილის გარბენი შედაგენს 210483 კმ-ს და ა.შ. აღნიშნულ კითხვაზე მიღებული პასუხის თანახმად, დადგინდა, რომ საბაზრო ფასების გათვალისწინებით წარსულში ჩატარებული სამუშაოების მიხედვით ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალი შეადგენს 8149,02 ლარს, რაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან დ.და------ს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ განაპირობა ა/მანქანის დაზიანება და მისი აღდგენის მიზანშეუწონლობა, რაც კავშირში არაა დაზიანებამდე წარსულში თუ რა საგზაო ისტორია ჰქონდა ა/მანქანას;

 

3.5. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მისი ინიციატივით დანიშნულ მესამე ექსპერტიზას, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა ექსპერტისათვის კითხვები დასმული, ვინაიდან მაშინ როდესაც სადავოა ა/მანქანის აღდგენის საკითხი და ექსპერტიზა პასუხობს, რომ აღდგენა მიზანშეუწონელია, აქ მეორე კითხვა უნდა დასმულიყო ანალოგიური ა/მანქანის საბაზრო-საცალო ღირებულებაზე და არა აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მასზე მიყენებული მატერიალური ზიანის განსაზღვრაზე. შესაბამისად არასწორად დასმულ კითვაზე, მიღებული პასუხით გამოტანილი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაში მოპასუხე მხარეზე დაუსაბუთებელი თანხის - 8149,02 ლარის დაკისრება, ნაცვლად 24500 ლარისა, სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია;

 

3.6. სასამართლომ გვერდი აუარა იმ საკითხს, თუ რა საფუძვლით და რაზე დაყრდნობით იხელმძღვანელა და არ ჩათვალა მტკიცებულებად მათ მიერ წარდგენილი 2016 წლის 10 მარტის N--/ს ე------------- დასკვნა. როდესაც სამი ე------------- დასკვნიდან, გადაწყვეტილება მიიღო ერთი ე------------- დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლოს უნდა გააკეთებინა სამართლებრივი განმარტება დარჩენილი დასკვნების არგათვალისწინების არგუმენტებზე. გადაწყვეტილება ისე არის გამოტანილი, რომ საერთოდ არ არის ნამსჯელი იმაზე, როდესაც ა/მანქანა აღდგენას არ ექვემდებარება, მიყენებული ზიანი დაზიანებული სათადარიგო ნაწილებით კი არ უნდა განისაზღვროს, არამედ ანალოგიური ა/მანქანის ჩანაცვლებით ან ა/მანქანის საბაზრო ღირებულებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შ-ს ა--------------------------------------ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

4.5. პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ სასამართლომ ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის მიყენების ფაქტი და ასეთი განმარტების შემდეგ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ზიანის მიყენების ფაქტი უდაო და დადგენილია. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დადასტურებულია დ--------------------ს მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხეზე ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მხარეებს შორის სადავო იყო მხოლოდ მიყენებული ზიანის ოდენობა. სასამართლოს აღნიშნული მითითების თანახმად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა არა ზოგადად მოპასუხეზე ზიანის მიყენების ფაქტი, არამედ მის მიერ მითითებული ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი;

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018);

 

4.7. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127-1047-2017 და საქმეზე №ას-189-189-2018);

 

4.8. მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით პალატა უთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია;

 

4.9. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე;

 

4.10. სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვალს განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018);

 

4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ს------------ დასკვნა. სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ს------------ დასკვნის გაცემისას და ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრისას, ს-------------კრიმინალისტიკურმა სამსახურმა შეფასების მიღმა დატოვა 2016 წლის 24 იანვრის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე ავტომანქანაზე არსებული არაერთი მექანიკური დაზიანების ფაქტი, რაც საბაზრო ღირებულების განსასაზღვრავად წარმოადგენდა მნიშვნელოვან ობიექტურ ფაქტორს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანი შეუსაბამო და დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მისი სრული ოდენობით მოპასუხეზე დაკისრებას;

 

4.12. შესაბამისად, პალატა ეყრდნობა სსიპ ლ---- ს----------–-- ს----–----- ე------------- ე---------–- ბიუროს 06.07.2017 №--------- ს--------–-- ე------------- დასკვნას, რომლის თანახმადაც ავტომობილის საბაზრო ღირებულება, მისი დამზადების წლის, ექსპლუატაციაში ყოფნის პირობებისა და ხანგრძლივობის, მსგავსი ტექნიკურად გამართული ავტომობილის დღევანდელი საბაზრო ღირებულების, საავტომობილო ბაზრობებსა და ინტერნეტ გვერდებზე მოპოვებული ინფორმაციის, ასევე ექსპერტის ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებითა და შეჯერებით დაზიანებამდე შეადგენდა საორიენტაციოდ 7 000 აშშ დოლარს - 17285.80 ლარს. ავტომანქანის ნარჩენი საბაზრო ღირებულება მასზე განვითარებული დაზიანებებისა და დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 3700 აშშ დოლარს - 9136.78 ლარს, რის გათვალისწინებითაც ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 17285.80 - 9136.78 = 8149.02 ლარს;

 

4.13. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხე დ--------------------ს ბრალეული ქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას, სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ფაქტი, რამაც 8149.02 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა მოსარჩელეს;

 

4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია სამივე წინაპირობის კუმულაციურად არსებობა, რაც მოპასუხეზე ზიანის დაკისრების საფუძველია;

 

4.15. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - შ-ს ა--------------------------------------ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შ-ს ა--------------------------------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-ს ა--------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-ს ა--------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

თამარ სვანიძე