განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.04.2018
საქმის ნომერი
330210017001938455
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001938455

საქმე№2ბ/5193-2017

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - თ-- ჩ-------ე, ც-–---- ჩ-------ე, ე-----ი ზ---–-–---–ი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - ი--- შ----–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---- ტ-------ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა-–---------- ნ-----ია

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებზე უარის თქმის შესახებ; ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინება პირადობის და დაბადების მოწმობის საქმეზე დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ლ---- ტ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ-- ჩ-------ის, ც-–---- ჩ-------ის, ე----- ზ---–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, ვ---------–ი-3--------------------------–------------------- (საკადასტრო კოდი 0----------------------) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ---- ტ-------ეს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვ---------–ი-3------------------------------–------------------- საკადასტრო კოდით 0---------------------- რეგისტრირებულია ლ---- ტ-------ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გაკარგულება N-----------------, დამოწმების თარიღი 09/03/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (ს/ფ. 17-18);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვ---------–ი-3-------------------ე კ--------–-------------------- საკადასტრო კოდით 0---------------------- ფლობენ მოპასუხეები თ-- ჩ-------ე, ც-–---- ჩ-------ე და ე----- ზ---–-–---–ი. მოპასუხეებს მიუთითებიათ და არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას ფლობენ კანონიერად (იხ. შესაგებელი, ს.ფ.47-57; სხდომის ოქმი: 12.07.2017).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვ---------–ი-3----------------------------–------------------- საკადასტრო კოდით 0---------------------- რეგისტრირებულია ლ---- ტ-------ის საკუთრებად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. ამდენად, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ლ---- ტ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. თ-- ჩ-------ის, ც-–---- ჩ-------ის და ე----- ზ---–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ქ. თბილისში, ვ---------–ი-3------------------------------–------------------- (საკადასტრო კოდი 0----------------------) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე ლ---- ტ-------ეს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

2.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება და ასევე, მიუთითებს იმ გარემობაზე, რომ მას ადგება ზიანი, თუმცა ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვ---------–ი-3------------------ კ--------–-------------------- (საკადასტრო კოდით 0----------------------) ფლობენ მოპასუხეები თ-- ჩ-------ე, ც-–---- ჩ-------ე და ე----- ზ---–-–---–ი. მოპასუხეებს მიუთითებიათ და არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას ფლობენ კანონიერად (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 47-57; სხდომის ოქმი: 12.07.2017).

 

3.2. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღების განჩინება, რითაც მოპასუხეებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ 2017 წლის 9 მარტის N----------------- განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ წარმეობაშია მიღებული და ჩანიშნულია საქმის მოსამზადებელი სხდომა.

 

აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე რომლითც დადგენილია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერების წინაპირობების შემოწმება შესაძლებელია მხარის მიერ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობს და არ იკვეთება სადავო ბინასთან მიმართებით საკუთრების უფლების დადგენის შეუძლებლობა. კანონის დანაწესის ამგვარ განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. სუსგ #ას-1043-1004-2016. 12/12/2016).

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოპასუხე მხარის წარდგენილ განჩინებას, რითაც შეჩერდა სამოქალაქო საქმის №---------- წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე № 2--------- გადაწყვტილების კანონიერ ძალში შესვლამდე.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელე ლ---- ტ-------ე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, და იმის განმარტება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე არსებულ გარემოებათა გამო, შესაძლებელია, შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომელთა არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. მოპასუხეების წარმომადგენელი შუამდგომლობს საქმის წარმოებას იმაზე მითითებით, რომ მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება შეფასებული იქნა კერძო კომპანიის მიერ შეგნებულად დაბალ ფასში და ქონება აუქციონზე გაიყიდა 61 200 ლარად, მოპასუხეებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ 2017 წლის 9 მარტის N----------------- განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ლ---- ტ-------ე რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერების წინაპირობების შემოწმება შესაძლებელია მხარის მიერ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობს და არ იკვეთება სადავო ბინასთან მიმართებით საკუთრების უფლების დადგენის შეუძლებლობა. კანონის დანაწესის ამგვარ განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. სუსგ #ას-1043-1004-2016. 12/12/2016).

 

აპელანტი მიუთიებს, რომ სასამართლოს განმარტება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმეობაში არსებული საქმე არ დაკმაყოფილდება მოკლებულია ყველა მსჯელობის კრიტერიუმს, რა უფლება აქვს სასამართლოს სხვა მოსამართლის წარმეობაში არსებულ საქმეზე იმსჯელოს და განაცხადოს, რომ თ-- ჩ-------ის და ც-–---- ჩ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება, და აქედან გამომდინარე არ უნდა შეჩერდეს საქმის წარმოება, სასამართლომ არ იცის რა მტკიცებულებები არის წარდგენილი და მომავალშიც წარსადგენი, ვინაიდან ისევ დანიშნული გვაქვს მოსამზადებელი სხდომა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარადგინოს მხარემ.

 

სასამართლომ თავისივე გადაწყვეტილებით განმარტა, რომ შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი არ საჩივრდება, რითაც აუკრძალა მისი გასაჩივრების უფლება.

 

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოპასუხეთა წრეს, სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა იმ პირების პირადობის მოწმობის ასლები და დაბადების მოწმობის ასლები, სადაც განვმარტეთ, რომ უძარვ ქონებაში ასევე ცხოვრობენ არასრულწლოვანი ბავშვები, და მოპასუხის მამა, რაც აუცილებელი წინაპირობაა, რომ მოპასუხეთა წრე დაეზუსტებინა მოსარჩელე მხარეს.

 

აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ასევე, შეჩერდეს საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლე ხატია არდაზიშვილის წარმოებაში არსებული საქმე №3-------- დასრულებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე, ვინაიდან აღნიშნული საქმე იხილება, რითაც უნდა დადგინდეს ლ---- ტ-------ის მესაკუთრედ ცნობის კანონიერება, დავის საგანია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 9 მარტის N----------------- განკარგულების ბათილად ცნობა, აღნიშნული განკარგულება დაედო საფუძვლად ლ---- ტ-------ის მესაკუთრედ ცნობას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ თ-- ჩ-------ის, ც-–---- ჩ-------ისა და ე----- ზ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვ---------–ი-3----------------------------–------------------- საკადასტრო კოდით 0---------------------- რეგისტრირებულია ლ---- ტ-------ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გაკარგულება N-----------------, დამოწმების თარიღი 09/03/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.

 

4.3. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვ---------–ი-3-------------------ე კ--------–-------------------- (საკადასტრო კოდით 0----------------------) ფლობენ მოპასუხეები თ-- ჩ-------ე, ც-–---- ჩ-------ე და ე----- ზ---–-–---–ი.

 

4.4. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ლ---- ტ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა თ-- ჩ-------ის, ც-–---- ჩ-------ის, ე----- ზ---–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, ვ---------–ი-3--------------------------–------------------- (საკადასტრო კოდი 0----------------------) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ---- ტ-------ეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს. მესაკუთრეს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 170-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფლება აქვს არ ფლობდეს ან არ სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების პირველ პირობას, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს, ის რომ მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე. ვინაიდან მესაკუთრის მიერ დაბრუნების მოთხოვნა თანაბრად უკავშირდება როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებს, ამიტომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია სხვადასხვაგვარად დასტურდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ---- ტ-------ე წარმოადგენს ქ. თბილისში, ვ---------–ი-3--------------------------–------------------- საკადასტრო კოდი 0---------------------- მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტები (მოპასუხე) არ წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

 

რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

სასამართლომ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, საქალაქო სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია, რომ ლ---- ტ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და თ-- ჩ-------ის, ც-–---- ჩ-------ის, ე----- ზ---–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ყოფილიყო ქ. თბილისში, ვ---------–ი-3, მ------------------------–------------------- საკადასტრო კოდი 0---------------------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემოდა მესაკუთრე ლ---- ტ-------ეს.

 

4.5. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინების გაუქმებას. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2017წ. განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებზე უარის თქმის შესახებ და დაბადების მოწმობის საქმეზე დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; (იხ: სააპელაციო საჩივარი, ტ. I, ს.ფ. 140). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2017წ. საოქმო განჩინებები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და შუამდგომლობა დაბადების მოწმობის საქმეზე დართვის თაობაზე (იხ. 12.07.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 14:39:01; 14:52:56).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები 12.07.2017წ. საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი. განჩინებება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-- ჩ-------ის, ც-–---- ჩ-------ისა და ე----- ზ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

3. აპელანტებს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მათ მიერ წინასწარ გადახდილია 160 ლარის ოდენობით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე