განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100116001621593
საქმე №1/ბ413-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თ---------------–---–ის
ადვოკატის: დ-------------–---–ის
მსჯავრდებულის: გ----------------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის და თბილისის პროკურატურის შ--------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გ------- ვ--------ს ძე ყ-------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ-----------------------------–-----–--–---- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–-----------–--------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 151 მუხლით და სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილ;ის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდობისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით, გ----------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მასვე ბრალდების ფორმულირებიდან ამოერიცხა მითითება დ--------–------–---–ის სისტემატურ შურაცხყოფასთან დაკავშირებით.
გ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2(ორი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- ყ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან -2018 წლის 5 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 მარტის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ინტერების დამცველმა ადვოკატმა, მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა ბრალდების ფორმულირებაში დ--------–------–---–ის მიმართ სისტემატურ შურაცხყოფაზე მითითებით და გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
გ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ--------–------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ----------------–---–თან, რომელთანაც ჰყავს შვილები - 2----–--–- დაბადებული ნ--- ყ-------–---–ი და 2--- წელს დაბადებული ს-------- ყ-------–---–ი. 2016 წლის 4 ოქტომბერს, ქ------–--–------–-----------–-------------ში, გ----------------–---–მა არასრულწლოვანი შვილების - ს-------- და ნ--- ყ-------–---–ების თანდასწრებით, მეუღლის დ--------–------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახესა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მკვრივი ბლაგვი საგნების(მათ შორის ქამრის) გამოყენებით მიაყენა მსუბუქი ხარისხის მრავლობითი დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რის გამოც დაზარალებულმა დ--------–------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2016 წლის 4 ოქტომბერს, ქ------–--–------–-----------–-------------ში, კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, გ----------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს დ--------–------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - დაცვის მხარის - მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში არ გამოკვლეულა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. ერთადერთი პირდაპირი მოწმე, ვისაც შეიძლება ჩვენება მიეცა, იყო დაზარალებული, თუმცა სასამართლოში დაზარალებულმა დ--------–------–---–მა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭბული უფლება და მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მისცა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან მართალია, მსჯავრდებულის მეუღლემ, დაზარალებულმა დ--------–------–---–მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და თავისი მეუღლის საწინააღმდეგოდ სასამართლოში ჩვენება არ მისცა, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგზე და ერთობლიობაში, უტყუარად ადასტურებენ გ----------------–---–ის ბრალეულობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 112-ზე შევიდა შეტყობინება ქ------–--–------–-----------–-------------ში, მომხდარი ოჯახური ძალადობის შესახებ, რომლის მიხედვითაც დ----------------–---–- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ. სწორედ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე გავიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ--------–----ის ჩვენებით დგინდება, რომ არის საპატრულო პოლიციის ს----------------------------------------- გამომძიებელი. 2016 წლის 4 ოქტომბერს, მ--–-------------- მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ბინაში იმყოფებოდნენ: დ--------–------–---–ი, გ----------------–---–ი, მამამისი - ვახტანგ ყ-------–---–ი და ასევე დაზარალებულისა და ბრალდებულის მცირეწლოვანი შვილები. მოწმის განმარტებით, დაზარალებული იყო საშინლად ნაცემი, დათვალიერებისას სახესა და სხეულზე (ტუჩის არეში, წვივებზე, კიდურებზე, დუნდულების მიდამოში) აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება და სისხლნაჟღენთი. დაზარალებულის განცხადებით, აღნიშნული დაზიანებები მას მიაყენა მეუღლემ გ----------------–---–მა ქამრის ბალთით ცემის დროს. დ--------–------–---–ის გადმოცემით, ბრალდებული იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და შემთხვევის დღესაც იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ. მოწმის განმარტებით, გ----------------–---–ი იყო აგრესიული, ემუქრებოდა მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, თუკი უჩივლებდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა დ--------------ამ და გ------- ბ-------მ, რომლებმაც მიუთითეს, რომ დ--------–------–---–ს ცემის კვალი ეტყობოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლ---–----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის არის თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. 2016 წლის ოქტომბრის თვეში, სამედიცინო დახმარება გაუწია ახალგაზრდა ქალბატონს დ--------–------–---–ს, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. პაციენტი იყო საკმაოდ აღელვებული, აფორიაქებული და განმარტავდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დ--------–------–---–ის დათვალიერებისას დაფიქსირდა სისხლნაჟღენთები, ესკორიაციები და ტრავმული ნაკაწრები დუნდულების, ბარძაყის, კიდურებისა და მკერდის მიდამოებში, ასევე, ქვედა ტუჩის არეში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის №---- სამედიცინო ბარათის
თანახმად, დ--------–------–---–ის გადმოცემით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პაციენტს აღენიშნება კიდურებზე, დუნდულებსა და ზურგის არეში სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები, ქვედა ტუჩის არეში ექსკორიაცია.
2016 წლის 15 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრის ბეჭდით დამოწმებული პაციენტის სამედიცინო ბარათი №---- ჩანაწერების თანახმად, დ--------–------–---–ს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 05.10.2016 წლის 01:15 საათზე, მას აღენიშნებოდა ზურგის არეში სისხლნაჟღენთები და ესკორიაციები, ქვედა ტუჩის არეში ექსკორიაცია, ნაკაწრი და ჰემატომა/სისხლნაჟღენთი ზურგზე, ზედა და ქვედა კიდურებზე. 05.10.16წ-ს პირადი შემოწმებისას დ--------–------–---–ს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე (ნიკაპის მიდამოში მარცხნივ, პირის მარცხენა კუთხიდან 0,7სმ-ით ქვემოთ, აღინიშნება კანის დონიდან მცირედ ქვემოთ მდებარე მოწითალო ფერის თხელი, ნაზი ფუფხით დაფარული ნაჭდევი ზომით 0,8X0,2სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღინიშნება მარჯვენა მუხლის სახსრის საპროექციოდ გარეთა ზედაპირზე ზომით 2,0X0,7სმ და ამავე წვივის წინა ზედაპირზე, ზედა, შუა და ქვედა მესამედებზე თითო ნაჭდევი ზომებით 2,5X1,0სმ, 1,5X1,5სმ და 2,0X0,5სმ. ქვედა ყბის სხეულის საპროექციოდ, მარჯვნივ, ქვედა ზედაპირზე, ქვედა ყბის მარჯვენა კუთხიდან 2სმ-ით წინ, აღინიშნება მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,2X1,0სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, შუამესამედში, წყვეტილი, ალაგ წერტილოვანი 1,5X1,2სმ ფართზე. ამავე მიდამოში მარცხნივ1,2X0,7სმ ფართზე, მარჯვენა მხრის გარეთა და უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში, ზომით9,0X8,5სმ. მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე ზომით 2,0X1,5სმ. ამავე წინამხრის შიგნითა ზედაპირზე, ქვედა მესამედში, გარდამავალი სხივ-მაჯის სახსრისსაპროექციოდ ზომით 9,0X2,0სმ. ამავე მტევნის 1 ნების ძვლის ზედა მესამედის საპროექციოდ, წინა ზედაპირზე, ზომით 0,7X0,6სმ. მარცხენა მხრის ქვედა მესამედში, უკანაზედაპირზე, იდაყვის სახსრის მიმდებარედ, ზომით 4,5X3,5სმ. ამავე მხრის სახსრის საპროექციოდ ზედა ზედაპირზე, ალაგ წყვეტილი, 4,0X1,5სმ ფართზე. გულმკერდის II მალის წვეტიანი მორჩის საპროექციოდ, ზომით 1,2X1,0სმ. მარცხენა დუნდულოს გარეთანახევარზე (ზედა და ქვედა კვადრანტებზე) ზომით 10,0X8,0სმ. მარჯვენა წვივის ზედამესამედში, გარეთა ზედაპირზე, ზომით 8,0X3,0სმ. მარცხენა ბარძაყის უკანა და გარეთაზედაპირების საზღვარზე, ზედა მესამედში, ზომით 4,0X3,5სმ. ამავე ბარძაყის წინაზედაპირზე, ზედა მესამედში, ზომით 5,0X3,5სმ. ამავე ბარძაყის ქვედა მესამედში, წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე, ირიბად მდებარე, გამოხატულია კონტურირებული ზოლის სახით 8,5X2,2სმ ფართზე (კონტურების სიგანე 0,3-0,2სმ, მათ შორის დაშორება2,2სმ). ამავე წვივის ზედა მესამედში, წინა ზედაპირზე ასეთივე კონტურირებული ზოლის სახით 7,5X2,5სმ და ამავე წვივის გარეთა ზედაპირზე, შუა მესამედში, ასეთივე კონტურირებული ზოლების სახით, ზომებით 6,0X2,5სმ და 7,0X2,0სმ). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან შესამოწმებლის მიერ მითითებული ტრავმის მიღების თარიღს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნ--------------ემ.
2016 წლის 25 ნოემბრის არასრულწლოვან ნ--- ყ-------–---–ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ ნ---ს არ სურდა მამაზე საუბარი, მამის ხსენებისას იგი ჩუმდებოდა, კითხვებს აღარ პასუხობდა. ნ---ს აღენიშნება ფსიქოლოგიური ტრავმატიზების სიმპტომები, გამოხატულია ისეთი ნიშნები, როგორიცაა დაძაბულობა, ძლიერი შფოთვა, ადვილად აღგზნებადობა, უნდობლობა, ზემგრძნობელობა, სხეულის უნებლიე მოძრაობები. შესაძლოა ბავშვზე პირდაპირ არ ხორციელდებოდეს ძალადობა, მაგრამ იყოს ძალადობის მომსწრე, რაც თავისი შედეგებით არანაკლები სიმძიმის შეიძლება იყოს. ძალადობის შედეგად მიღებული ტრავმა ძალზე ძნელი გადასალახია, ვინაიდან ერთი ახლობელი ადამიანი მას ახორციელებს მეორეზე, ან უშუალოდ ბავშვზე და ეს ის ადამიანია, ვისაც ბავშვი ენდობა, ვისგანაც დაცვას მოელის და ვინც მისი უსაფრთხოების გარანტია. პირველი ინსტანციის სასამართლოში კვლევის შედეგების სისწორე დაადასტურა ფსიქოლოგმა ლ--–------–-----–---–მა.
აღნიშნული ფაქტი პირდაპირ მიუთითებს მასზედ, რომ მსჯავრდებულმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ძალადაობა განახორციელა დაზარალებულზე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულზე განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით. გ----------------–---–ის მიერ განხორციელებული მუქარა იმდენად აშკარა იყო, რომ დაზარალებული ქუჩაში ელოდებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ, მსჯავრდებული ისევ გამოხატავდა აგრესიას მისი მეუღლის მიმართ და ემუქრემოდა მას მოკვლით, რაც სასამართლოში დაადასტურეს მოწმებმა: ნ--------–----ემ, დ--------------ამ და გ------- ბ-------მ.
პალატა არ იაზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენი გამოტანილი იქნა ირიბი მტკიცებულებების, ანუ იმ მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი -მოწმე- დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს, ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და ეს აუცილებელია მართლსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“.
ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია მსჯავრდებულ გ----------------–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - ბრალდების მხარის - პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა წინასწარ შეცნობით ძალადაობა განახორციელა მისი არასრულწლოვანი შვილის ნ--- ყ-------–---–ის და შესაბამისად, ორი პირის მიმართ.
მართალია, 2016 წლის 16 ნოემბრის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმებისას ნ--- ყ-------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა დუნდულოს ზედა შიგნითა კვადრატზე, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის დედის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს, თუმცა სასამართლოში არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებულმა განზრახ, გამიზნულად განახორციელა ძალადობა მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ. საქმეში არსებობოს მხოლოდ დაზარალებულის, დ--------–------–---–ის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეუღლეებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს მამის მოქნეული ფეხი მოხვდა ბავშვს, რაც აშკარად არ ადასტურებს მსჯავრდებულის განზრახვას.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულზე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე. ამ კუთხითაც სასამართლოში არ გამოკვლეულა ამ ფაქტის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება და არც დაზარალებულს მიუცია ჩვენება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და გ----------------–---–ის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111 ,151 მუხლით და სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდობისა და არსებითი განხილივის კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის პროკურატურის შ--------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდობისა და არსებითი განხილივის კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
4. გ------- ყ-------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით
და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ გ----------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 5 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 მარტის ჩათვლით.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება - ქამარი (ინახება საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
8. პალატის განაჩენი გამოcხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას.
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი