განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2018
საქმის ნომერი
330100118002318466
ინსტანცია
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002318466

საქმე #1ბ/541-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------–---–ის

მსჯავრდებულის: გ------------–---–ის

ადვოკატის: ს------------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის მ------–-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------------–---–ის მიმართ. გ------------–---–ი დაბადებულია 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №0----------), დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლებით, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლი.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 28 იანვარს გ------------–---–ი აივნის კარის შემტვრევის გზით შევიდა ქ. თბილისში, ვ---------–--------------------------------------------ში და შერიგებას სთხოვდა იქ მცხოვრებ მ-------–-–---–ს, რომელთანაც იმ დროისათვის ქორწინება ჰქონდა შეწყვეტილი. სიდედრმა ნ--------–-----–---–მა უთხრა, რომ თავი დაენებებინა და წასულიყო მათი სახლიდან, რის გამოც გ------------–---–მა სამზარეულოდან აიღო დანა და ნ--------–-----–---–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ნ--------–-----–---–ი შეშინდა, სადარბაზოში გაიქცა და კიბეზე ჩაირბინა. გ------------–---–ი კი დანით ხელში მას გაედევნა და კვლავ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რა დროსაც ნ--------–-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეეგის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით:

 

გ------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად გ------------–---–ს განესაზღვრა 01 (ერთი) წელი.

 

გ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გ------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

გ------------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 29 იანვრიდან 2018 წლის 12 აპრილის ჩათვლით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა მ------–-------ამ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა გ------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით.

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ ნ--------–-----–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოწმეების - მ-------–-–---–ისა და ა---------– შ--–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის საფუძვლებად მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელის ზომა არ შეესაბამება გ------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო. არ არის მიღწეული სასჯელის ისეთი მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება მის რეალურ მოხდასთან თავისუფლების აღკვეთის ადგილას.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის ზემოხსენებულ არგუმენტებს მსჯავრდებულისთვის განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულ გ------------–---–ის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივს და ქცევას ქმედების შემდეგ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------------–---–ი არ არის ნასამართლევი, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას. ამასთან, დაცვის მხარის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით დასტურდება, რომ გ------------–---–ი შეურიგდა მეუღლეს, არანაირი პრეტენზია არ გააჩნია არც მას და არც მის დედას ნი-------–-----–--–ს.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზენებს, პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ გ------------–---–ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ გ------------–---–ის მიმართ დანიშნულმა ,,ლოიალურმა“ სასჯელმა შეიძლება შექმნას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია და არც მყარი არგუმენტები დაუსახელებია. როგორც აღინიშნა, მსჯავრდებული დღეისათვის შერიგებულია მეუღლესთან და ოჯახური კონფლიქტი, რომელმაც განაპირობა დანაშაულის ჩადენა, ამოწურულია. გ------------–---–მა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოშიც თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებდა პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე და იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ამგავრი ფორმით მოხდით შეუძლებელი იქნება სასჯელის ზოგადი მიზნების მიღწევა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, გ------------–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ გ------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენამდე არ ყოფილა ნასამართლევი, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. პალატა ითვალისწინებს, რომ თავისუფლების სახით განსაზღვრული სასჯელიდან გარკვეული ნაწილი - ორთვენახევარი - 2018 წლის 29 იანვრიდან 2018 წლის 12 აპრილის ჩათვლით პერიოდი მსჯავრდებულმა რეალურად მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც სავსებით საკმარისია სასჯელის მიზნების მიღწევისათვის. სასჯელის რეალურად მოხდის პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებულს საკმარისი დრო ჰქონდა, გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიუღებლობა, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგები და გამოეტანა სათანადო დასკვნები. პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები კი საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეეგის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ გ------------–---–ის მიმართ არის დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა ითქვას უარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის მ------–-------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეეგის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი გ------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

გ------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად გ------------–---–ს განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

 

მხდველობაში იქნას მიღებული, რომ გ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ------------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 29 იანვრიდან 2018 წლის 12 აპრილის ჩათვლით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ლომიძე