განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002242639
საქმე N1b/474-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივნისი, 2018 წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თ--------–---–---–ისა და თ---------------–--ის
მსჯავრდებულის: შ----------–---–---–ის
ადვოკატის: ზ----------–---ის
მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ----------–---–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #6-------------ასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, ჯ----–--------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენით, შ----------–---–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპინქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
შ----------–---–---–ი ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი)წელი და 3(სამი)თვე.
მსჯავრდებულ შ--------- შ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2017 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.
შ----------–---–---–ს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ-------–--–---------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შ----------–---–---–ი ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა შპს „ჯ-----------------------“ კუთვნილი ვაგონის დანადგარებს, კერძოდ, დენის გარდამქმნელი მოწყობილობის ნაწილებს, რა დროსაც შეამჩნია დაცვის პოლიციის, „ო-----“ თანამშრომლებმა ა---------–-----მა და ო-–----------მა, რომლებმაც აღკვეთეს შ----------–---–---–ის დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,ჯ-----------------------“ შესაძლოა მისდგომოდა 288 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით შ----------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ-------–--–---------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შ----------–---–---–ი ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა შპს „ჯ-----------------------“ კუთვნილი ვაგონის დანადგარებს, კერძოდ, დენის გარდამქმნელი მოწყობილობის ნაწილებს (ზიანის ოდენობა დაუდგენელია)რა დროსაც შეამჩნია დაცვის პოლიციის, „ო-----“ თანამშრომლებმა, ა---------–-----მა და ო-–----------მა, რომლებმაც აღკვეთეს შ----------–---–---–ის დანაშაულებრივი ქმედება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ი--------------- პროკურატურის პროკურორმა თ---------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შ----------–---–---–ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენის ფაქტი გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეების - ო-–----------ის, გ------–----–---–ის, ი--------------–---–ის, გ---–--------------–ის, ლ-------------ის, რ---–---- გ--------ის, ა---------–-----ისა და თ--------------ის გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 16 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 16 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------------------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
აპელანტის მტკიცებით, საქრთველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი არ არის მსჯავრდებულს იმავე დღესვე ეცადა მთლიანი დანადგარის ქურდობა. თავად მსჯავრდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ მას სურდა ფარულად დაუფლებოდა დენის გარდამქმნელი მოწყობილობის ნაწილებს.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ამ არგუმენტაციას, ვინაიდან ერთი მხრივ, ასეთი მსჯელობა წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, ვინაიდან აპელანტი მიანიშნებს მთლიანი დანადგარის ქურდობის მცდელობაზე, მაშინ, როდესაც მსჯავრდებული აღიარებს ამ დანადგარის მხოლოდ გარკვეული ნაწილების ქურდობის მცდელობას და მეორე მხრივ, ბრალდების მხარის ასეთი მსჯელობა ეწინააღმდეგება შ----------–---–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, სადაც მითითებულია დენის გარდამქმნელი დანადგარის მხოლოდ ნაწილების ქურდობის მცდელობაზე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ შ----------–---–---–ისათვის ბრალდების მაკვალიფიცირებელი ნიშნის - მნიშვნელოვანი ზიანის, 288 ლარის - შერაცხვას საფუძვლად დაედო არა დენის გარდამქმნელი მოწყობილობის შემადგენელი ნაწილების(რისი ქურდობის მცდელობაც ჰქონდა შ----------–---–---–ს), არამედ მთლიანი ელექტრო გენერატორის ღირებულება. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით კი არ დასტურდება, რომ მსჯავრდებული ცდილობდა მთლიანი ელექტრო დანადგარის ქურდობას.
ამდენად, აპელანტის მოთხოვნა მსჯავრებულის ქმედების საქრთველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ----------–---–---–ის ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ შ----------–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. შ----------–---–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპინქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
შ----------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი და 3(სამი)თვე.
4. მსჯავრდებულ შ--------- შ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო- 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2017 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ შ----------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ შ--------- შ---–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ხუთლარიანი კუპიურა, ექვსი 1-ლარიანი მონეტა, ერთი 50-თეთრიანი მონეტა, ხუთი 20-თეთრიანი მონეტა, ორი ათთეთრიანი მონეტა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდესკანონიერ მფლობელს;
- ბრტყელტუჩები და ორი სახრახნისი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- სავინტილაციო დანადგარი მოტორთან ერთად სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი