განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
080210018001537992
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001537992

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-92-2018 24 აპრილი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - გ--- მ-----–--ე

წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - ა--------–-----ე

წარმომადგენელი - ა-–---------------------ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ----- მ-----–--ე

დავის საგანი - დადგენილების გაუქმება, სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ--- მ-----–--ის (წარმომადგენელი ლ--–--------–--ე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ნოტარიუს ა--------–-----ის მიერ 08.09.2016 წელს #1-------- დადგენილება, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა ნოტარიუსს ა--------–-----ეს გასცეს სამკვიდრო მოწმობა გ--- მ-----–--ეზე (პ/ნ 6----------) აწ გარდაცვლილ თ------ მ-----–--ის (ზ--------ე) დანაშთი მთლიანი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე. გ--- მ-----–--ე (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნა თ------ მ-----–--ის (გარდაცვალების ა/ჩ # 1----------) მემკვიდრედ და დანაშთი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. საქმეში წარმოდგენილი 08.09.2016 წლის, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით, არასრულწლოვან გ--- მ-----–--ის კანონიერი წარმომადგენლის მ------ი მ-----–--ის წარმომადგენელს ლ--–--------–--ეს უარი ეთქვა აწ გარდაცვლილ თ------ მ-----–--ის უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე დავის არსებობის გამო. 2016 წლის 08 სექტემბერს ნოტარიუსს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ა--------–-----ეს, კვლავ მიმართა გ--- მ-----–--ის წარმომადგენელმა ლ--–--------–--ემ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა არასრულწლოვან გ--- მ-----–--ეზე მისი ბებიის, 2009 წლის 9 იანვარს გარდაცვლილი თ------ მ-----–--ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე, ე.ი. ნახევარზე. ნოტარიუსის 08.09.2017წ. დადგენილებით განმცხადებელს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ჯერ კიდევ 2009 წლის 1 ივლისს მ------ მ-----–--ეს, გ--- მ-----–--ის კანონიერ წარმომადგენელს, ეთქვა უარი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე თ------ მ-----–--ის დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, რადგან არსებობდა პირველი რიგის სხვა მემკვიდრეც, შვილი მ----- მ-----–--ე, რომელიც ასევე აცხადებდა პირად საუბრებში პრეტენზიას დედის დანაშთ ქონებაზე. შესაბამისად განმცხადებელი ვალდებული იყო სანოტარო ბიუროში წარმოედგინა თანამემკვიდრე მ----- მ-----–--ე, რადგან მათ შორის არსებობს კონფლიქტური სიტუაცია. აღნიშნული უარი, მოსარჩელის წარმომადგენელმა გაასაჩივრა სასამართლოში დადგენილ ვადაში. 2.2. ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობის მიხედვით, ბა-----------------ის ხ--ის სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს 1983-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია თ------ დი--------ს ასული ზ--------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: თ------ დი--------ს ასული ზ--------ე - ოჯახის უფროსი, ნ-------ი ი----ს ძე მ-----–--ე- შვილი. 2.3. ნ------- მ-----–--ე დაიბადა 1957 წლის 1 იანვარს. მისი მშობლები იყვნენ: დედა- თ------ მ-----–--ე, მამა-ი---- მ-----–--ე. ნ-------ი მ-----–--ე გარდაიცვალა 2002 წლის 30 ივნისს ქ.თბილისში, სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, ს/ჩ #6--. 2.4. თ------ მ-----–--ე გარდაიცვალა 2009 წლის 9 იანვარს ბა-----------------ის სო----–----–ი, ს/ჩ # 1----------. 2.5. ი---- მ-----–--ე (თ------ მ-----–--ის მეუღლე) გარდაიცვალა 1983 წლის 15 ივნისს, გარდაცვალების ს/ჩ # 9. 2.6. დადგენილია, რომ თ------ ზ--------ე და ი---- მ-----–--ე დაქორწინდნენ 1954 წლის 29 აგვისტოს და ქორწინების შემდეგ მიეკუთვნათ გვარები- ცოლს- მ-----–--ე, ქმარს - მ-----–--ე. 2.7. დადგენილია, რომ მ------ი კ----–--ე და ნ------- მ-----–--ე დაქორწინდნენ 2000 წლის 11 იანვარს და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნათ გვარები: ცოლს -მ-----–--ე, ქმარს - მ-----–--ე. 2.8. დადგენილია, რომ გ--- მ-----–--ე დაიბადა 1999 წლის 5 ოქტომბერს. მისი მშობლები არიან: მამა - ნ------- მ-----–--ე, დედა- მ------ი მ-----–--ე. 2.9. მ------ მ-----–--ემ, როგორც გ--- მ-----–--ის კანონიერმა წარმომადგენელმა 2009 წლის 1 ივლისს და 2009 წლის და ამავე წლის 4 ნოემბერს განცხადებით მიმართა ბაღდათის სანოტარო ბიუროს უფროსს ა--------–-----ეს და მოითხოვა აწ გარდაცვლილ თ------ ზ--------ე-მ-----–--ის დანაშთ ქონებაზე, ბა-----------------ის სო----–----–ი, სამკვიდროს მიღება, რადგან მისი შვილი გ--- მ-----–--ე წარმოადგენდა ერთადერთ კანონისმიერ მემკვიდრეს, რადგან სხვა მემკვიდრეს პრეტენზია არ ჰქონდა. 2.10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ 2009 წლის 24 დეკემბერს გაცემული #177 ცნობის თანახმად, აწ გარდაცვლილი თ------ ზ--------ის სახლს და მიწის ნაკვეთს ამ ეტაპზე ფლობს მისი მემკვიდრე გ--- მ-----–--ე. 2.11. 2010 წლის 24 მაისის დადგენილებით ნოტარიუსმა უარი უთხრა გ--- მს---–--ის კანონიერ წარმომადგენელს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ გარდაცვლილია თ------ ზ--------ე, ხოლო ნ-------ი მ-----–--ის დაბადების მოწმობაში დედად მითითებულია თ------ ზ--------ე. ამასთან არსებობს სხვა პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი მ----- მ-----–--ე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს დედის ქონებაზე. 2.12. 2016 წლის 15 ივლისს ნოტარიუსს ა--------–-----ეს კვლავ მიმართა განცხადებით გ--- მ-----–--ის წარმომადგენელმა სამკვიდროს მიღების მოთხოვნით. 2.13. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 18.05.2016წ. გადაწყვეტილებით თ------ მ-----–--ის ქორწინებისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერებში შევიდა შემდეგი შესწორება: თ------ მ-----–--ის ქორწინების ს/ჩ-ში საცოლის ქორწინებამდე გვარი ,,ზ--------ე’’- შესწორდა ,,ზ--------ედ’’. საცოლის მამის სახელი ,,დი--------’’- დ--------’’-ზე და გარდაცვალების ს/ჩ-ში სახელი ,,-------’’ - ,,თ------’’-ზე, გვარი ,,ზ--------ე’’ - მ-----–--ეზე’’ და დაბადების თარიღი ,,05.08.1926წ. -,, 01.06.1927წ’’- ზე. შესაბამისად შესწორება შევიდა ნ-------ი მ-----–--ის დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის მამის სახელში. 2.14. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე ბა-----------------ის, სოფელ ხ--–-, ს/კ #3----------- - რეგისტრირებულია თ------ ზ--------ის საკუთრების უფლება. ხოლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ბა-----------------ის, სო----–----–ი თ------ მ-----–--ის საკარმიდამოს ფართობია 529.1 კვ.მ. 2.15. საქმეში წარმოდგენილი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან უძრავ ნივთზე, მდებარე ბა-----------------ის სოფ. ხ--–-, მემკვიდრეობის უფლება რეგისტრირებული არ არის და შესაბამისად სადავო ქონება ირიცხება აწ გარდაცვლილ თ------ მ-----–--ის (ზ--------ე) საკუთრებად. მოსარჩელე გ--- მ-----–--ე და მოპასუხე მ----- მ-----–--ე წარმოადგენენ აწ გარდაცვლილი თ------ მ-----–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს. 2.16. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია, რადგან მ----- მ-----–--ეს არ მიუმართავს კანონით დადგენილ ვადაში ნოტარიუსისათვის დედის დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად და არც დაუფლებია მას, მას არ ეკუთვნის სადავო ქონების ნაწილი, რადგან საქმეზე დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება მის მიერ ამ ქონების ფაქტობრივ დაუფლებასთან დაკავშირებით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრა გ--- მ-----–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2016 წლის 8 სექტემბერს ნოტარიუს ა--------–-----ეს მიმართა 2009 წლის 9 იანვარს გარდაცვლილი თ------ მ-----–--ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე. განცხადებით მოთხოვნილი იქნა სრულ სამკვიდროზე მოწმობის გაცემა და არა მხოლოდ 1/2 ნაწილზე. 3.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მ----- მ-----–--ე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- მ-----–--ემ ფაქტობრივი ფლობით და მართვით მიიღო დედის თ------ მ-----–--ის დანაშთი სამკვიდრო ქონება მისი გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. რაც გამოიხატა მის მიერ დედის დაკრძალვის ხარჯების გაღებასა და მიწის ნაკვეთების დაუფლებაში მეუღლის მიერ, მისივე ნებისა და დავალების საფუძველზე. აღნიშნული არ გამომდინარეობს არც საქმის მასალებიდან და არც სასამართლო განხილვის დროს მოპასუხის ახსნა-განმარტებიდან. გადაწყვეტილებით უდაო ფაქტობრივ გარემობად მიჩნეულია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ 2009 წლის 24 დეკემბერს გაცემული №177 ცნობის თანახმად გარდაცვლილი თ------ ზ--------ის სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობს მისი მემკვიდრე გ--- მ-----–--ე. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა მოპასუხის მიერ. შეკითხვების ეტაპზე მოპასუხემ განმარტა რომ დედა დაკრძალა, რაც შეეხება ხარჯების გადახდა აღნიშნული მას არ დაუდასტურებია, ასევე განმარტა, რომ მეზობლებმა არ მისცეს უფლება ისე დაეკრძალა დედა როგორც უნდოდა. თ------ მ-----–--ის დაკრძალვისათვის საჭირო თანხა შეკრებილი იქნა მეზობლების მიერ. მოპასუხემ განმარტა, რომ არც ერთი ნივთი არ წაუღია დედის გარდაცვალების შემდეგ დედის სახლიდან, მათ შორის არც პირადი ნივთები. ასევე განმარტა, რომ სახლი გაძარცულია და უპატრონობისგან ინგრევა. მოსარჩელის კითხვაზე რამდენი მიწის ნაკვეთი იყო გარდაცვლილის საკუთრებაში, მოპასუხემ ვერ უპასუხა. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილი. 3.4. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1424-ე მუხლი, რომლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. კანონი სამკვიდროს მიღების ვადას იმისათვის ადგენს რომ მემკვიდრე, რომელსაც სამკვიდროს მიღება სურს, უვადოდ არ ელოდოს სხვა მემკვიდრის გამოჩენას და ამით საფრთხე არ შეექმნას სამკვიდრო ქონებას და სამოქალაქო ბრუნვას. 3.5. 1426-ე მუხლის მიხედვით სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სასამართლომ მ----- მ-----–--ის მიერ სამკვიდრო მიღებულად ჩათვალა 6 თვიან ვადაში საამისოდ აუცილებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე. 3.6. არასწორია სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1469-ე მუხლზე მითითება. 3.7. სასამართლომ არ გამოიყენა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 90-ე მუხლი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ უძრავი ქონება, მდებარე ბა-----------------ის სოფ. ხ--–-, საკადასტრო კოდით N3----------- ეკუთვნოდა თ------ მ-----–--ეს. 4.2. თ------ მ-----–--ე გარდაიცვალა 2009 წლის 9 იანვარს. 4.3. მისი პირველი პირის მემკვიდრეები იყვნენ შვილი, მ----- მ-----–--ე და შვილიშვილი - გ--- მ-----–--ე. 4.4. 2009 წლის 4 ნოემბერს თ------ მ-----–--ის სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს განცხადებით მიმართა გ--- მ-----–--ის კანონისმიერმა წარმომადგენელმა, დედამ, მ------ მ-----–--ემ. 4.5. მ----- მ-----–--ე თ------ მ-----–--ის სამკვიდროს ფაქტობრივად დაეუფლა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ----- მ-----–--ეს დედის სამკვიდრო ფაქტობრივად მიღებული ჰქონდა და ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, თითოეულ მემკვიდრეს სამკვიდროში თანაბარი წილი ეკუთვნოდა. 4.7. გარდა ამისა, პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს ნოტარიუსის 2010 წლის 24 მაისის დადგენილების ტექსტზე, რომელშიც მითითებულია, რომ: „არსებობს სხვა მემკვიდრეებიც, კერძოდ პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, მ----- მ-----–--ე... მან რამდენიმეჯერ ჩვენთან შეხვედრაში სიტყვიერად განაცხადა, რომ აწ გარდაცვლილი მისი დედის, თ----- ზ--------ის სახელზე რიცხული ქონება... მხოლოდ მას ეკუთვნის და სხვა მემკვიდრეს არაფერს არ დაუთმობს, ვინაიდან დედას ის უვლიდა და მან გაასვენა. ე.ი. მემკვიდრეებს შორის არსებობს დავა“. 4.7.1. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. 4.7.2. ამის შესაბამისად, დადგენილია, რომ დედის სამკვიდროზე პრეტენზია მ----- მ-----–--ეს იმთავითვე გაცხადებული ჰქონდა. 4.7.3. ეს კი ადასტურებს, რომ იგი თ------ მ-----–--ის დანაშთ ქონებას მართლაც დაუფლებული იყო. 4.8. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. გ--- მ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე