განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100117001952649
საქმე №1ბ/47-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: გერონტი კახეთელიძე
ვეფხია ლომიძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ი-----–------–-------ას და გ-----------------ის
ადვოკატის: ა---–------ის
მსჯავრდებულის: ი------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ი---- მ------ს ძე ხ------ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------–ს (პ/№0----------), საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, ი------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლისა დ 6(ექვის)თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ემუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის დ 6(ექვსი)თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 აპრილიდან;
ი---- ხ------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ი------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი.
2017 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ბ---–-----------------------–----------ში მდებარე პ--------------–---–ის კუთვნილ მარკეტში, თაღლითობისათვის ნასამართლევმა ი------------მ, დანის დემონსტრირებით, მარკეტის მოლარეს ნ-------–-------–---–ს მოსთხოვა ფულადი თანხა, რა დროსაც მარკეტის წინ გაჩერდა ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პირი, რომელთა დანახვაზე ი------------მ დატოვა შემთხვევის ადგილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისი ინტერესის დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგანაც სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, განსაკუთრებით კი დაზარალებულის ჩვენება, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ი------------ს ბრალეულობას.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც პირდაპირ მიუთითეს მსჯავრდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნ-------–-------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 23 აპრილს იმყოფებოდა ბ---–-----------------------–----------ში მდებარე მაღაზიაში, სადაც იგი მუშაობს გამყიდველად. საღამოს დაახლოებით17:30 საათზე მაღაზიაში იმყოფებოდა 2 პიროვნება, რომელთაგან ერთი - თ---------------ი იდგა სალაროსთან და იხდიდა აღებული ნივთების საფასურს, ხოლო მეორე იდგა გაზიანი სასმელების მხარეს. ამ დროს მაღაზიის წინ გაჩერდა ავტომანქანა და მაღაზიაში შევიდა იმ დროისთვის მისთვის უცნობი პირი-ი------------, რომელმაც იკითხა, სად იყო სარეცხი საშუალებები, რაზედაც მან მიუთითა შესაბამის ადგილზე. როდესაც ი------------ მივიდა სარეცხ საშუალებებთან, იკითხა ჰყავდა თუ არა მაღაზიაში კონსულტანტი, რაზედაც უპასუხა, რომ მაღაზიაში იყო მხოლოდ ის და თავად შეეძლო აერჩია რაც სურდა და მიეტანა სალაროსთან. ი------------მ ,,არიელი“ და 2 ტუალეტის ქაღალდი აიღო. შემდეგ მივიდა სალაროსთან და ჰკითხა, სარეცხი ფხვნილი ,,ავტომატიკა“ იყო თუ არა. მსჯავრდებულის მიერ აღებული ნივთები იყო 5 ლარის და 20 თეთრის. შემდეგ მან მსჯავრდებულის მოთხოვნით ამობეჭდა ჩეკი, რომელზეც იყო მითითებული დრო. შემდეგ ი------------მ ჰკითხა 100 ლარის ხურდა ჰქონდა თუ არა, რაზედაც უპასუხა, რომ ჰქონდა. ამის შემდეგ უთხრა „მაშინ 50 ლარს მოგცემო“. ი------------მ საფულედან 50 ლართან ერთად ამოიღო 20 თეთრი, რის შემდეგაც მან მსჯავრდებულს დაუბრუნა 45 ლარი, 50-ლარიანი კუპიურა ისევ სალაროსთან იდო, როცა მსჯავრდებულმა საფულეში ფული ჩაიდო, ი------------მ ხელი წაიღო 50 ლარისკენ, თუმცა მან აიღო და მსჯავრდებულს უთხარა, რომ ეს ფული მისი იყო, რადგან მას ხურდა დაუბრუნა. შემდეგ თავად მიბრუნდა და ფული ჩადო სპეციალურ ყუთში, როცა მობრუნდა, ი------------ს ხელში დანა ეკავა და უთხრა, მისთვის მიეცა 50 ლარი და სხვა ფულიც, რაც სალაროში ჰქონდა, რაზედაც უპასუხა, რომ მაღაზიაში კამერები იყო, ი------------მ კი განუცხადა, რომ კამერების არ ეშინოდა და მიეცა მისთვის რასაც ითხოვდა. დაზარალებულის განმარტებით, მსჯავრდებულის მუქარა იყო რეალური, იფიქრა, დანას დაარტყამდა, შეეშინდა და მსჯავრდებულის ქმედების შედეგად მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა. ამის შემდეგ სალაროსთან მივიდა თანხის ამოსაღებად, რა დროსაც მაღაზიასთან გაჩერდა მანქანა, სადაც ა 4-5 პირი იჯდა, მან გაიფიქრა, რომ ის პირები თუ შემოვიდოდნენ, გადარჩებოდა. მსჯავრდებულმა ამ დროს გაიხედა გაჩერებული მანქანისკენ, რის შემდეგაც დატოვა მაღაზია და გარეთ გავიდა. იგი მას გაყვა, რათა დაეფიქსირებინა მანქანის მარკა და ფერი, რომელიც იყო მარცხენა საჭიანი, დაბურულ მინებიანი თეთრი ფერის, რომლის მარკაც არ იცის, მანქანა წავიდა ბოლნისის მიმართულებით. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მაღაზიის სალარო კართანაა, თ---------------ი შემოსულ პიროვნებას აუცილებლად დააფიქსირებდა. მეორე კლიენტი, რომელიც მაღაზიაში იყო, ტაქსის მძღოლია, ის შედიოდა ხოლმე მათ მაღაზიაში, სახეზეც იცნობს, მაგრამ მისი სახელი და გვარი არ იცის, იგი გაზიანი სასმელების სექციაში იდგა, მისგან მარცხნივ 9-10 მეტრის მოშორებით. მაცივრის კარის გაღებისას სალარო ჩანს. დაზარლებულის განმარტებით, ი------------ს დანა მარჯვენა ხელში ეკავა, გრძელმკლავიანი მაისური ეცვა, დანას მხოლოდ პირი უჩანდა, დაახლოებით 7 სმ სიგრძის იყო, სიგანით 1 სმ, ე.წ. ,,ბაბოჩკა" დანად აღიქვა. ი------------ მასთან ნახევარ მეტრში იდგა. მას შეეშინდა, დაკეტა მაღაზია და წავიდა სახლში. მეორე დღეს მივიდა პოლიციაში და განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ. მან ამოსაცნობად წარდგენილი პირიდან თეთრი სახით და მოგრძო თმებით ამოიცნო ი------------, რომელსაც შემთხვევის დღეს თმები უბზინავდა. ნ-------–-------–---–მა სასამართლო სხდომის დარბაზში მიუთითა ი------------ზე და განაცხადა, რომ იგი იყო ზუსტად ის პიროვნება, რომელმაც დანის მუქარით მოსთხოვა ფულის გადაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ა-----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 23 აპრილს, ბ---–-----------------------–----------ში მდებარე სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა ავტომანქანა და შევიდა სუპერმარკეტში. შესვლისთანავე იგი გაემართა გაზიანი სასმელების მაცივრებისაკენ, რა დროსაც სუპერმარკეტის ვიტრინიდან დაინახა, რომ სუპერმარკეტის წინ გაჩერდა თეთრი ფერის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვითა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წავიდა სუპერმარკეტის შემოსასვლელი კარის მხარეს. რამოდენიმე ხანში მან გაიგონა ახალგაზრდა მამაკაცის ხმა, რომელიც გამყიდველს ხმამაღალი, მკაცრი ტონით ეუბნებოდა: „ჩემი 50- ლარიანი მომეცი და სალაროში რაც ფული გაქვს, ყველა მომეციო“. მან ამის გაგონებისთანავე კოკა-კოლას ბოთლი დადო ისევ იმავე ადგილზე საიდანაც აიღო და მაცივრის კარები ჩუმად დახურა. შემდეგ უკან გადმოდგა ნაბიჯი და მაცივრის კუთხიდან იმ მხარეს გაიხედა, საიდანაც ეს ხმა ესმოდა, რა დროსაც დაინახა, რომ ახალგზრდა ბიჭს მარჯვენა ხელში დანა ეკავა და ის მიშვერილი ჰქონდა გამყიდველისკენ, რომელიც გამყიდველს ეუბნებოდა ,,ჩქარა ფული მომეციო“. მას ძალიან შეეშინდა, რადგანაც მიხვდა, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიას აყაჩაღებდა და ადგილიდან არ განძრეულა. შემდეგ ვიტრინაში დაინახა, რომ სუპერმარკეტის წინ გაჩერდა ხალხით სავსე მანქანა, რის შემდეგაც ის ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიიდან ჩქარი ნაბიჯით წავიდა, რომელსაც უკან გაყვა მაღაზიის გამყიდველი და თვითონაც გავიდა მაღაზიიდან, რა დროსაც დაინახა, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამყიდველს უშვერდა დანას და ფულს სთხოვდა, ჩაჯდა თეთრი ფერის „მ------ს“ მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა სალონში, რის შემდეგაც მანქანა ადგილიდან დიდი სისწრაფით წავიდა. მან დაინახა მანქანის ნომერი, რომელიც იყო B--------. მეორე დღეს, 2017 წლის 24 აპრილს, იგი გამოცხადდა ბოლნისის პოლიციაში და განაცხადა იმ ფაქტის შესახებ, რასაც შეესწრო. მანვე აღნიშნა, რომ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში მას წარუდგინეს სამი პირი, რომელთა შორის ამოიცნო თავდამსხმელი, და მიუთითა ბრალდებულის სკამზე მჯდომ ი------------ზე.
მოწმე ა-----------------მა თავისი ჩვენების სისწორე დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში თ---------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 23 აპრილს დაახლოებით 17:30 საათზე მისი კუთვნილი ავტომანქანით, მივიდა ბ---–-----------------------–----------ში მდებარე პ--------------–---–ის კუთვნილ სუპერმარკეტში ბორჯომის საყიდლად. ის აღნიშნულ სუპერმარკეტში თითქმის ყოველდღიურად ვაჭრობს, რის გამოც პირადად იცნობს, როგორც სუპერმარკეტის მესაკუთრეს - პ--------------–---–ს, ასევე, სუპერმარკეტის გამყიდველს - ნ-------–-------–---–ს. მან გაზიანი სასმელების მაცივრიდან აიღო ერთი ცალი, ერთლიტრიანი პლასტმასის ბორჯომის ბოთლი და მიიტანა სალაროსთან, სადაც იდგა გამყიდველი ნ-----. მაღაზიაში შესვლისას სხვა ვინმე არ დაუნახავს, თუმცა ფულის გადახდისას სუპერმარკეტში შემოვიდა და ნ-----სთან მივიდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მას ხმამაღლა ჰკითხა ტუალეტის ქაღალდები და სარეცხი საშუალებები თუ გაქვთო. ის მობრუნდა და შეხედა იმ ბიჭს ვინც ნ-----ს ხმამაღლა ეკითხებოდა, მაგრამ ვერ იცნო, მისთვის უცხო იყო. იმ პიროვნებამ ნ-----ს ჰკითხა, ჰყავდა თუა არა დამხმარე, რაზედაც, ნ-----მ უპასუხა, რომ მარტო იყო და მიუთითა, სადაც იყო აღნიშნული საქონელი. მაღაზიიდან გამოსვლისას დაინახა, რომ გარეთ თეთრი ფერის „მ-----ის“ ფირმის მანქანა იდგა, რომელსაც თავზე ტაქსის ტრაფარეტი ჰქონდა დადებული. მაღაზიაში სხვა ვინმე იყო თუ არა, მის გარდა არ დაუნახავს. 2017 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 09:30 საათზე, როცა მივიდა ზემოხსენებულ სუპერმარკეტში, ნ-------–-------–---–მა მოუყვა, რომ წინა დღით, მაღაზიიდან მისი წამოსვლის შემდეგ სუპერმარკეტში შემოსულ პიროვნებას, რომელიც მისი თანდასწრებით კითხულობდა ტუალეტის ქაღალდს და სარეცხი საშუალებებს, დანა გაუშლია ნ-----სათვის და ფული მოუთხოვია, ხოლო ის ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიიდან გასულა ისე, რომ ფულის წაღება ვერ მოუსწრია. მოწმის განმარტებით, იგი ამოცნობაზე წაიყვანეს მარნეულში, სადაც მან ამოიცნო მაღაზიში მყოვი ახალგაზრდა მამაკაცი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებული, მოწმე ე--------------–--ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 23 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, იგი იმყოფებოდა ქ.თბილისში, რა დროსაც მას დაურეკა ი------------მ, რომლიც არის მისი მეზობელი და ნაცნობი და სთხოვა ისნის ნაწილების ბაზრობაზე არსებულ პროფილაქტიკაში მისვლა, სადაც მას დახვდნენ ი---- და მისი მეგობარი ,,ნ---“. ადგილზე მისვლისას ი----მ უთხრა, რომ მარნეულში სურდა წასვლა დაახლოებით სამი საათით, რადგან ჰქონდა საქმე. შემდეგ ი----მ და მისმა მეგობარმა ვარკეთილში მდებარე სამრეცხაოში დატოვეს ავტომანქანა, რის შემდეგაც ჩასხდნენ მის მანაქანაში და ერთად წავიდნენ მარნეულის მიმართულებით. გზაში მას ი------------მ უთხრა, რომ ადრე ,,დისტრიბუციაში“ მუშაობდა და რაღაც თანხა ჰქონდა დარჩენილი მაღაზიებიდან ასაღები. მარნეულში ჩასვლის შემდგომ ი----მ გზა ბოლნისისკენ გააგრძლელებინა. ბოლნისში მათ მაღაზიასთან გააჩერეს მანქანა, სადაც ი---- გადავიდა, ხოლო ის და ნ--- დარჩნენ. ი----ს შესვლიდან დაახლოებით 3-4 წუთში მაღაზიასთან მივიდა რამდენიმე მამაკაცი, რომლებსაც ეტყობოდათ რომ იყვნენ აზერბაიჯანლები, რა დროსაც მაღაზიიდან გამოვარდა ი---- და დაუძახა, დროზე „დაძარი მანქანა, აქედან გავიქცეთ, თორემ დაგვაყრიან ეს თათრებიო“, რის შემდეგაც მან დაქოქა მანქანა და წავიდა თბილისის მიმართულებით. შემდეგ მან ჰკითხა ი------------ს, თუ რა მოხდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მაღაზიის გამყიდველთან, ხოლო იქ თათრები მოვიდნენ, ბევრნი იყვნენ და რომ არ გამოვქცეულიყავი, დახოცავდნენ. ამის შემდეგ, ვ----მ უთხრა წითელ ხიდზე უნდა ჩავიდეთ და მერე თბილისში წავიდეთო. ისინი ჩავიდნენ წითელ ხიდზე, სადაც იგი შევიდა ერთ-ერთ მაღაზიაში და იქიდანაც მალევე გამოვიდა, მაგრამ არაფერი გაოუტანია. შემდეგ ისინი წავიდნენ თბილისში. ი---- და ნ--- მიიყვანა ვარკეთილში მასივის ხიდებთან, სადაც მანქანა ჰყავდათ დატოვებული, ხოლო თავად წავიდა სახლში. მეორე დღეს, მას დილით შეხვდა ი------------, რომელმაც ბათუმში წაყვანა სთხოვა, რადგან უნდოდა სასწრაფოდ თურქეთში გადასვლა. გზაში ი------------ ურეკავდა პირებს და ეუბნებოდა, რომ ჰქონდა პრობლემები და სასწრაფოდ უნდა გასულიყო საქართველოდან.
2017 წლის 25 აპრილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ე--------------–--ის კუთვნილი ,,მ-----ის“ მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით №B--------გაჩერებული იყო ქ.-–--------–-----–-----------------, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ოქმის თანახმად ავტომანქანას ვიზუალური დაზიანებები არ აღენიშნება, ყველა დეტალი აქვს თავის ადგილზე, ავტომანქანის სალონში არსებული სათავსოების, ასევე საბარგულის დათვალიერების შედეგად საქმისთვის მნიშვნელოვანი რაიმე სახის ფაქტობრივი მონაცემები აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ავტომანქანის დათვალიერების შემდეგ ავტომანქანა ხელწერილით გადაეცა მეპატრონეს, ე--------------–--ეს.
2017 წლის 25 აპრილის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ა-----------------მა ამოიცნო მარჯვნიდან მესამე ადგილას მდგარი პიროვნება, რომელიც სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც 2017 წლის 23 აპრილს ბ---–-----------------------–----------ში მდებარე სუპერმარკეტში დანა მიუშვირა გამყიდველს და მოთხოვა ფულადი თანხა, მან იგი ამოიცნო სახის ნაკვთებით, ცხვირით, თმებით, საერთო აგებულებით.
2017 წლის 25 აპრილის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ნ-------–-------–---–მა ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგარი ი------------, რომელიც შემოვიდა ბ---–-----------------------–----------ში მდებარე სუპერმარკეტში, სწორედ მან მიუშვირა დანა და მოსთხოვა ფულადი თანხა, მან იგი ამოიცნო ცხვირით, მაღალი შუბლით, თმებით, სახის მოყვანილობით, საერთო აღნაგობით.
2017 წლის 25 აპრილის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან თ---------------მა ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგარი პიროვნება, რომელიც სწორედ ის პიროვნებაა, ვინც 2017 წლის 23 აპრილს შევიდა ბ---–-----------------------–----------ში მდებარე სუპერმარკეტში და გამყიდველს ჰკითხა, სად ეწყო ტუალეტის ქაღალდი და სარეცხი საშუალებები. მან იგი ამოიცნო სახის ნაკვთებით, მაღალი შუბლით, ცხვირით, თმებით, საერთო აგებულებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ჟ--–---- ჩ----–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის ნოემბერის თვიდან 2017 წლის 01 მაისამდე მუშაობდა გამყიდველად ქ.-----–---–------–----------------–--------------ში მდებარე ნ--------------–---–ის კუთვნილ შერეული ტიპის მაღაზიაში. 2017 წლის 23 აპრილს მაღაზია ჩვეულებისამებრ იყო გახსნილი და ჩვეულებრივად მუშაობდა. ეს დღე დაამახსოვრდა კარგად, რადგან მეორე დღეს ანუ, 2017 წლის 24 აპრილს საღამოს საათებში გაიგო, რომ თურმე წინა დღით, საღამოს საათებში ახალგაზრდა მამაკაცი შესულა ს------–----------ის მაღაზიაში, იქ მას უყიდია ტუალეტის ორი ქაღალდი და სარეცხი საშუალება, რის შემდეგაც, გამყიდველი გოგოსათვის მიუშვერია დანა და მოუთხოვია ფული. მოწმის განმარტებით,იმავე დღეს მის მაღაზიში შევიდა ახალგაზრდა, გამხდარი, საშუალო სიმაღლის ბიჭი, ეკეთა მზის სათვალე, ეცვა ჯინსის შარვალი, რომელმაც მოითხოვა სარეცხის საშუალებები და ტუალეტის ქაღალდი. როდესაც აღნიშნული პიროვნება მივიდა სალარო აპარატთან, ჩეკის გამოსაწერად, შეეკითხა ,ჰქონდა თუა არა 100-ლარიანის ხურდა, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა და მიასწავლა ს------–----------ის შესასვლელში არსებულ მაღაზიაზე, რის შემდეგაც მამაკაცი მაღაზიიდან გავიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა: ზ--------–-–--მ, თ----------–---–მა, თ--------------–---–მა, მ---------------ემ, დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედედბების ავთენტურობა.
პალატა აანალიზებს, რა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ისინი თანხვედრაშია ერთმანეთთან. პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მათ სანდოობასა და უტყუარობას ეჭვქვეშ დააყენებდა.
გარდა ამისა, აპელანტმა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მოცემული შემთხვევის დროს დაზარალებულის მიმართ სიტყვიერი ფორმით ადგილი არ ჰქონია სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას, რის გამოც მიიჩნევს, რომ ყაჩაღობის ბრალდებით პირის ქმედების კვალიფიკაციის საფუძველი არ არსებობს.
პალატა განმარტავს, რომ მოცემული დანაშაულის ჩადენისათვის პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დაზარალებულისათვის მიმართული მუქარა იყოს იმწუთიერი და რეალური, ხოლო მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგან მუქარა შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, რა დროსაც დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
მოცემულ შემთხვევაში კი, მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ თანხის გადაცემის მოთხოვნასაც და დანის დემონსტრირებასაც ჰქონდა ადგილი, რამაც დაზარალებულში გამოიწვია შიში, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური საფრთხე.
ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იგი პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი------------ს ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებით, 2017 წლის 4 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ყაჩაღობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი------------ს და მისი ინტერესების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ი---- ხ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლისა დ 6(ექვსი)თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი სასჯელი - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლისა დ 6(ექვსი)თვის ვადით.
4. მსჯავრდებულ ი------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 აპრილიდან;
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა გაუქმებულია;
6. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სარეცხი ფხვნილი, საპირფარეშოს ქაღალდი და პოლიეთილენის პარკი, რომელიც ინახება ბოლნისის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, დნმ-ს ნიმუშები და სუნის ნიმუშები, რომელიც ინახება ბოლნისის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ი---- ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ,,სონის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 290 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება ბოლნისის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მისი ნდობით უფლებამოსილ პირს;
- ერთი ცალი დისკი, ვიდეოჩანაწერით, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი
მოსამართლეები: გ.კახეთელიძე
ვ.ლომიძე