განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700060862
საქმე 1აგ/390-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ------ კ------–-–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----ა კ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:
დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ------ კ------–-–--ლს შორის 2013 წლის 12 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ------ კ------–-–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ 0,000001834 გრამი, უკანონო შეძენა–შენახვა) და სსკ–ის 273–ე მუხლით (ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი)თვის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 03(სამი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი და 09(ცხრა) თვე, საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი და 09 (ცხრა) თვე და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–41 ნაწილის საფუძველზე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2013 წლის 12 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი – 2013 წლის 29 სექტემბრიდან 2013 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.
2018 წლის 1 ივნისს მსჯავრდებულმა გ------ კ------–-–--ლმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----ა კ---------ემ შუამდგომლობით მომართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მითხოვეს გ------ კ------–-–---–-- მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისათვის (0,000001834 გრამი „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა–შენახვა) განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით - მსჯავრდებულ გ------ კ------–-–--ლს მოხდილი აქვს, შესაბამისად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება უკევ მოხდილ სასჯელზე ვერ გავრცელდება.
2015 წლის ივლისამდე მოქმედი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება მოქმედი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას იძლევა, რომლის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე, შესაბამისად იცვლება დანაშაულის კატეგორია, უმჯობესდება მსჯავრდებული სამართლებრივი მდგომარეობა და უნდა გადაკვალიფიცირდეს ზ/აღნიშნული ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის ივლისიდან მოქმედ რედაქციაზე.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლს, მსჯავრდებულ გ------ კ------–-–---–-- მიერ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებას, პალატა არ მსჯელობს ზ/აღნიშნულ მუხლზე, ვინაიდან არ არსებობს არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და არც კანონის ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენდა მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე .
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------ კ------–-–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----ა კ---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------ კ------–-–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----ა კ---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ცვლილებით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
მსჯავრდებულ გ------ კ------–-–---–-- ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით; (რომელიც უკვე მოხდილი აქვს);
გ------ კ------–-–--ლს საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე