განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2018
საქმის ნომერი
010100218700050684
ინსტანცია
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100218700050684

საქმე №1ბ/353-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კ---ბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ა-–--–--------ს და მ-------------–-–---–-ს

ადვოკატების: ტ------–--------ის, ლ-------------–-–---–ის, ო-----------–--ის და ლ---- ა--------ის

მონაწილეობით

გამართლებულების: კ-----------–--ისა და ბ------------ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ-----------–--ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ------------------–---------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით.

ბ---- კ------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, რეგისტრირებული: ზ--------------------–--------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------------–---------------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით, კ-----------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ამავე განაჩენით, ბ---- კ------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

კ-----------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ---- კ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

წარდგენილი ბრალდების მიხედვით კ-----------–--ისა და ბ------------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი კ-----------–--ე, ბ------------ე, და თ---------------ა დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს გაექურდათ ვ----------------–---–ის საცხოვრებელი ბინა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 2016 წლის 03 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, მათ უკანონოდ შეაღწიეს ქ-------–--–-------–----–------------------------ში მდებარე ვ----------------–---–ის მიერ ნაქირავებ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ მცირე ზომის ერთ ცალ ფაიფურის ბოთლ ვისკის - ,,როიალი”, ერთ ცალ ვერცხლისფერ ბოთლ არაყს ,,დანსკა”, ერთ ბოთლ არაყს ,,გრეიგუსი”, ერთ ბოთლ ვისკის ,,ბლექ ლებელი”, ერთ ბოთლ არაყს ,,ტეკილა”, ვერცხლის ჯაჭვს და ვერცხლისფერი მეტალის გულის ფორმის ბრელოკს, შავი ფერის ,,ასუსის” ფირმის ლეპტოპს, შავი ფერის მობილურ ტელეფონს ,,აიფონ 4s”-ს, ერთ ცალ ,,შანელი”-ს ფირმის სუნამოს თავისივე ყუთით, ერთ ცალ ,,შანელი”-ს ფირმის სუნამოს ყუთის გარეშე, ერთ ცალ ,,ბარბერი”-ს ფირმის სუნამოს, რომელიც მოთავსებული იყო გამჭირვალე თეთრ ფლაკონში, ერთ ცალ ,,ბარბერი”-ს ფირმის სუნამოს, რომელიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში, ერთ ცალ სუნამოს ,,მაგდალენა”, ერთ ცალ სუნამოს ,,რობერტო კავალი”, ერთ ცალ სუნამოს, რომელიც მოთავსებული იყო შავი ფერის მაღალ წვრილ შუშის ფლაკონში თეთრი წარწერებით, ერთ ცალ არაბული წარმოების სუნამოს ლურჯი ფერის შუშის ფლაკონში ოქროსფერი თავსახურით, ერთ ცალ სუნამოს ,,212”, ,,როლექსი”-ს ფირმის მაჯის საათს, ბორდოსფერი ხავერდის შალითაში შეფუთულ არაყს ,,როიალი”, ერთ ცალ ,,ზარა”-ს ფირმის სუნამოს, ,,ჟივენში”-ს ფირმის სუნამოს, ბერძნული წარმოების სუნამოს, რომელიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის ფლაკონში მოყვითალო თავსახურით, კანის მოვლის საშუალებას წარწერით ,,ა-დერმა”, მცირე ზომის ზარდახშას, სანთებელას არწივის გამოსახულებით, ,,ბერშკა”-ს ფირმის ნაცრისფერ ზურგჩანთას, ოქროსფერ ლითონის ყელსაბამს, ტყავის შავი ფერის ოქროსფერი მეტალით გაწყობილ სამაჯურს, ლურჯი ფერის ჯვარს, ,,რეი ბან”-ის ფირმის მზის სათვალეს, ,,ოჩჩიალი”-ის ფირმის სათვალის შავი ფერის ბუდეს, ნაცრისფერ, მოკლესახელოებიან მაისურს წარწერით ,,ლა ფავორით”, ,,ანგელი”-ს ფირმის შავი ფერის საფულეს, ,,ჰონესთი”-ს ფირმის სასაჩუქრე ნაკრებს, სპორტულ ფეხსაცმელებს, ე.წ. კედებს, ტყავის შავი ფერის ჩექმას, ორ ცალ შავი ფერის ტყავის მცირე ზომის ჩანთას, ერთ ცალ წიგნს ი-----–---------ის ავტორობით ,,წ-----–----------------–--–--------” და ერთ ცალ წიგნს ს-----–---------ს ავტორობით ,,წ-----------–------------–--–----”, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთები ზ-------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი BMW 530 მარკის ა/მანქანით, სახელმწიფო ნომრით W--------, გადაიტანეს ქ-------–------------–---------ში მდებარე კ-----------–--ის საცხოვრებელ ბინაში, რითაც ვ----------------–---–ს მიაყენეს 7530 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

- აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები. სასამართლოში ბრალდებულ თ---------------ას მიერ მიცემული ჩვენება, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებული სატელეფონო ზარები და კ-----------–--ის ბინის ჩხრეკის ოქმი, ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებენ წინასწარი შეთანხმებით, კ-----------–--ისა და ბ------------ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და არასაკმარისია კ-----------–--ისა და ბ------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულის სახით დაკითხვისას თ---------------ამ უჩვენა, რომ ბ------------ე მისი დის ქმარია, რომელმაც 2016 წლის 2 ივლისს მას გააცნო კ-----------–--ე. დაზარალებულ ვ----------------–---–თან მას არანაირი და მით უმეტეს, მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია. დაზარალებულის ავტომანქანით მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მანქანის შეკეთებისა და ზიანის ანაზღაურების მიზნით ვ----------------–---–ს შეხვდა ორჯერ, ერთხელ ბ---- კ------ესთან ერთად და მეორედ, ქურდობის წინა დღეს, მისსავე სახლში, დაახლოებით 4-5 საათზე. თ-----------------ს განმარტებით, დაზარალებულთან ოჯახში მისვლისას მოწმეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ დაზარალებული იყო ფინანსურად შეძლებული და ამის შესახებ ქურდობამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა ბ------------ეს. აღნიშნულის შემდეგ, მას 2016 წლის 1 ივლისს დაუკავშირდა ბ------------ე და ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ტოტალიზატორ ,,ა-----ში”. მეორე დღეს - 2 ივლისს, ბ---- კ------ემ კვლავ დაურეკა უცხო ნომრიდან და სთხოვა შეხვედრა „წ--------–ის“ მეტროსთან. საღამოს 12 საათზე შეხვდა ბ------------ეს, რომელსაც თან ახლდა კ--- კ------–--ე და მისთვის უცნობი პირი, ვინმე „თ-----“. როგორც შეიტყო, „თ-----“ იყო ვ----------------–---–ის უბნელი და აინტერესებდათ კონკრეტულად მისი (დაზარალებულის) ბინის ადგილმდებარეობა. ამის შემდეგ, ისინი გაემართნენ მ---–----–---ს ქუჩაზე, სადაც მან ბ---- კ------ეს, კ-----------–--ესა და „თ-----ს,“ აჩვენა ვ----------------–---–ის ბინა. თ-----------------ს განმარტებით, მას დაურეკეს მეგობრებმა და მათთან შესახვედრად წავიდა, ხოლო ბ---- კ------ე, კ-----------–--ე და „თ-----“ უბანში დარჩნენ. მეგობრებთან დაშორების შემდეგ იმყოფებოდა 9----------------–--ის და ვ-----–---ის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში და შემდეგ სახლში წავიდა. მოგვიანებით , ბ---- კ------ე კვლავ დაუკავშირდა კ-----------–--ის ნომრიდან და სთხოვა ვ-----------------–---–ის სახლთან სწრაფად შეხვედრა . ვ----------------–----–ის სადარბაზოსთან მისვლისას მან დაინახა ბ------------ე, „თ-----“ და კ-----------–--ე. „თ-----ს“ ეჭირა ლეპტოპი და ჩანთა ძირს ედოთ. ბ---- კ------ემ უთხრა, რომ ბინიდან ჩამოსატანი დარჩათ კიდევ რაღაც ნივთები, რის შემდეგაც ის ბ------------ესთან ერთად აივნიდან აძვრნენ დაზარალებულის სახლში. კ-----------–--ე და „თ-----“ დარჩნენ სადარბაზოსთან. მოწმის განმარტებით, ბინაში ასვლის შემდგომ, მან და ბ------------ემ ნივთები (სუნამოები, სასმელები, ბრელოკი, საფერფლე და ა.შ.) ჩაალაგეს ჩანთაში და დაბლა „თ-----ს“ ჩააწოდეს. ბ------------ეს „თ-----მ“, ან კ-----------–--ემ დაურეკა და უთხრა, რომ ქვემოთ „მშვიდობა“ იყო. ნივთების ჩალაგების შემდეგ მათ ბინა დატოვეს და ოთხივე ს---------სკენ გაემართა. მათ სულ სამი ჩანთა წამოიღეს, რომელიც ეჭირა მას და „თ-----ს“. ს---------ზე მისვლის შემდეგ, ბ---- კ------ემ კ-----------–--ის ტელეფონიდან დაურეკა ტაქსისტ ზ-----ს და სთხოვა წაყვანა. ტაქსის მისვლის შემდეგ, მათ ჩანთები ჩააწყეს საბარგულში და წაიღეს, როგორც შემდეგ გაირკვა, კ-----------–--ის ბინაში. გზაში „თ-----“ მანქანიდან გადავიდა, რომელმაც თან ლეპტოპი წაიღო, რადგან მასზე არსებული ინფორმაცია უნდა წაეშალა. კ-----------–--ის სახლში არავინ იმყოფებოდა და სამზარეულოში მათ ჩანთები ამოალაგეს. მოწმის განმარტებით, მან და ბ------------ემ ერთად დატოვეს კ--- კ------–--ის ბინა, მოგვიანებით კი, ისევ დაბრუნდნენ, სადაც მან დააჰყო დაახლოებით 12:00 საათამდე. დილით კ--- კ------–--ესთან, ბ------------ესთან და ზ-----სთან ერთად წავიდნენ ტოტალიზატორ ,,ე------------ში”. მათ ასევე შეუერთდა „თ-----ც“. ტოტალიზატორში „თ-----მ“ მას დროებით მიაწოდა ლეპტოპი. 1-2 წუთის შემდეგ კი მასთან მივიდნენ პოლიციელები და დააკავეს. თ---------------ამ უჩვენა, რომ მასთან ერთად დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ბ------------ე, კ-----------–--ე, ზ----- და „თ-----“, თუმცა პოლიციის განყოფილებაში ნახა მხოლოდ კ-----------–--ე. მოწმის განმარტებით, ისინი აპირებდნენ ნაქურდალი ნივთების გაყიდვას. ბ---- კ------ესთან შეხვედრამდე მას არ ჰქონია არანაირი დანაშაულებრივი განზრახვა და იგი დანაშაულებრივ საქმეში შეგნებულად ჩაერთო ადგილზე მისვლის შემდეგ.

პალატა აღნიშნავს, მოწმე თ---------------ას ჩვენებაში მითითებული ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, წინააღმდეგობაში მოდის მათთან და ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და უტყუარობის სტანდარტს.

- უპირველესად, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოწმე ქურდობის ჩადენაში კ--- კ------–--ესთან და ბ------------ესთან ერთად ამხელს ვინმე „თ-----ს“, რომელიც მისივე განმარტებით, იმავე უბანში, დაზარალებულის მეზობლად ცხოვრობდა. შემთხვევის დღეს, აღნიშნული პიროვნების არათუ ქურდობაში, არამედ კ-----------–--ესთან და ბ------------ესთან ერთად ყოფნის ფაქტი არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული არცე რთი მტკიცებულებით. აღნიშნული უარყვეს თავად კ-----------–--ემ და ბ------------ემ, აგრეთვე, ბრალდების მხარის მოწმემ ზ-------------–---–მა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზ-------------–---–მა, შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში მას დაურეკა ბ------------ემ და უთხრა, რომ იმყოფებოდა დიდუბეში, რესტორან ,,თ----------–თან”, ტაქსის ფული არ ჰქონდა და სთხოვა წასაყვანად მისულიყო. იმის გათვალისწინებით, რომ იმ მომენტში იმყოფებოდა ნ-----–----ში და კლიენტი ვ----------ში მიყავდა, დიდუბეში - რესტორან ,,თ----------–თან” მისვლას დასჭირდა გარკვეული დრო და აქედან გამომდინარე, ბ------------ემ რამდენჯერმე დაურეკა მას და ჰკითხა,თუ სად იყო. დაახლოებით 02:00 საათისთვის ის მივიდა ,,თ----------–თან”, სადაც ბ------------ე დახვდა კ-----------–--ესთან ერთად. ბ------------ემ სთხოვა, რომ ცოტა ხანი მოეცადათ, რადგან ისინი თ---------------ას ელოდებოდნენ. დაახლოებით 2-3 წუთში მათთან მივიდა თ---------------ც, რომელსაც ხელში ჩანთა და პარკი ეკავა. მოწმის განმარტებით, ამ დროს ბ------------ესა და კ-----------–--ეს ხელში არაფერი სჭერიათ. ზ-------------–---–ი თ---------------ასაგან განსხვავებით, თავის ჩვენებაში არსად არ მიუთითებს მათი შეხვედრის ადგილზე „თ-----ს“ ყოფნის, ასევე, მათთან ერთად ავტომანქანით მგზავრობისა და გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ „თ-----ს“ მანქანიდან გადასვლის ფაქტს. მოწმის თქმით, სამივენი დასხდნენ მის მანქანაში, კერძოდ , ბ---- კ------ე ჩაჯდა წინ, ხოლო თ----------------- და კ-----------–--ე უკანა სავარძელში და სადგურის მოედნისკენ კ--- კ------–--ის სახლში წავიდნენ. კ--- კ------–--ე სახლში მარტო იმყოფებოდა. თ---------------ამ თავად აიტანა ჩანთა და პარკი, რაც კ--- კ------–--ის თანხმობით , აივანზე გაიტანა, რის შემდეგაც წასვლა დააპირა. მოწმემ არ დაადასტურა კ-----------–--ის სახლში ჩანთიდან ნივთების ამოღების ფაქტი, რაზედაც უთითებს თ---------------ა. ასევე , ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით ზ------ ზ----–---–მა მიუთითა, რომ მან და ბ------------ემ ერთად დატოვეს კ-----------–--ის ბინა და ბ------------ე ს---------ში დატოვა. მეორე დღეს, დილის 10:00 საათისთვის ს-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ,,ე-----------ში” ის შეხვდა კ-----------–--ეს, ბ------------ეს და თ---------------ას, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა. მოწმის განმარტებით, მან გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას განსხვავებული შინაარსის ჩვენება იმის გამო მისცა, რომ მის მიმართ გამომძიებლის მხრიდან მუქარას ჰქონდა ადგილი.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზ-------------–---–ი არც გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში არ უთითებს მათი შეხვედრის ადგილზე სხვა პირის - „თ-----ს“ ყოფნის ფაქტს.

მოწმე ზ-------------–---–ის ჩვენებასთან შესაბამისობაშია ბ------------ის ჩვენება, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში უარყო კ-----------–--ესთან ერთად ქურდობის ჩადენის ფაქტი და განმარტა, რომ 2016 წლის 3, ან 2 ივნისს იგი კ-----------–--ესთან ერთად ქეიფობდა ვ-----–-----------ზე არსებულ რესტორანში, რის შემდეგაც დაახლოებით ღამის 12 საათისთვის ისინი წავიდნენ ტოტალიზატორ ,,ა-----ბეთში”. ამ პერიოდში მას დაურეკა თ---------------ამ და შეხვედრა სთხოვა. ბრალდებულები ნასვამები იყვნენ და ისინი თ---------------ას შეხვდნენ წ--------–ის გამზირზე, გამოფენასთან არსებულ პოლიციის განყოფილებასთან, სადაც თ---------------ამ მას უთხრა, რომ ნაჩხუბარი იყო იმ მეგობართან, რომელთანაც ცხოვრობდა და მისი სახლიდან აპირებდა გადასვლას. მას ამისთვის ესაჭიროებოდა გარკვეული თანხა ტაქსისთვის. ის თ---------------ას დაპირდა დახმარებას, რის შემდეგაც კ-----------–--ესთან ერთად წავიდა კაზინო ,,მ-----------–--ში”. დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ დაურეკა თ---------------ამ და უთხრა, რომ იგი მოდიოდა მეგობრის სახლიდან და სურდა მას შეხვედროდა რესტორან ,,თ----------–თან”. ამის შემდეგ მან (ბ------------ემ) დაურეკა მის ნათესავ ზ-------------–---–ს, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი და ,,თ----------–თან” მისვლა სთხოვა. დაახლოებით 02:30 საათზე კ-----------–--ესთან ერთად წავიდა რესტორან ,,თ-----------–-სკენ”. ამ დროისთვის კ-----------–--ე იყო ძალიან ნასვამი. ,,თ----------–თან” მისვლის შემდეგ თავად ლუდის საყიდლად მაღაზიაში წავიდა, ხოლო კ-----------–--ე კი ს---------ზე ელოდებოდა. ზ-------------–---–ის ,,თ----------–თან”, მისვლის შემდეგ, ცოტა ხანში თ---------------აც მივიდა, რომელსაც ხელში პარკი და ზურგჩანთა ეკავა. ამის შემდეგ, ისინი ერთად ზ-------------–---–ის ტაქსით წავიდნენ კ-----------–--ის სახლში. ისინი ავიდნენ კ------–--ესთან, რომელმაც სუფრა გაშალა, სადაც მათ რამდენიმე ჭიქა არაყიც დალიეს. ბ---- კ------ის განმარტებით, თ---------------ამ კ-----------–--ის ნებართვით პარკი და ჩანთა აივანზე გაიტანა. მან და ზ-------------–---–მა კი ერთად დატოვეს კ-----------–--ის ბინა. ზ-------------–---–მა გზაში უთხრა, რომ აპირებდა სოფელში წასვლას და გარკვეული თანხა სჭირდობოდა. რაზეც უპასუხა, რომ ტოტალიზატორში მოგებული ჰქონდა გარკვეული თანხა და შეპირდა, მეორე დღეს, ტოტალიზატორ ,,ე------------თან” ფულს მისცემდა. ბ------------ის განმარტებით, თ---------------ას ჩანთისა და პარკის წარმომავლობასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მას თ---------------ასთან და მის ოჯახთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. თ---------------ას დედა მას ეუბნებოდა, რომ , თუ ის არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებულ ალიმენტებსა და თ-----------------ს მიერ დამტვრეული მანქანის შესაკეთებელ თანხას, ეს უკანასკნელი მას დანაშაულის ჩადენას დააბრალებდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა კ-----------–--ემაც.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებითაც არ დასტურდება დაკავების ადგილზე „თ-----ს“ ყოფნისა და მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის ფატი. რაც შეეხება დაზარალებულ ვ----------------–---–ს, მისი განმარტებით, მის სამეზობლოში ვინმე „თ-----ს“ ვერ იხსენებს.

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში, ვ----------------–---–ის ბინის გაქურდვაში „თ-----ს“ მონაწილეობასთან და ამ კუთხით, თ---------------ას ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით ყურადღება არ არის გამახვილებული.

გარდა აღნიშნულისა, გარკვეული სახის წინააღმდეგობებია მოწმე თ---------------ასა და დაზარალებულ ვ----------------–---–ის ჩვენებებს შორის.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ვ----------------–---–მა განმარტა, რომ თ---------------ა გაიცნო 2 წლის წინათ და მასთან ჰქონდა კარგი, მეგობრული ურთიერთობა. თ---------------ა ხშირად მიდიოდა მასთან სახლში და რჩებოდა. აღნიშნული უარყო თ---------------ამ და განაცხადა, რომ დაზარალებულთან არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია და ის სულ ორჯერ ჰყავს ნანახი. დაზარალებულის თქმით, თ---------------ა ქურდობამდე, რამდენიმე დღით ადრე იყო მასთან სახლში, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ დაზარალებულთან შემთხვევის წინა დღეს იყო დაახლოებით 4-5 საათზე. ამასთან, თ---------------ას ჩვენებიდან გამომდინარე, სადაც ის უარყოფს დაზარალებულთან ახლო ურთიერთობას და უჩვენებს, რომ ვ-----------------–---–ი სულ ორჯერ ჰყავს ნანახი, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, მას არ უნდა სცოდნოდა დაზარალებულის ფინანსური შესაძლებლობების თაობაზე. რომლის შესახებაც უამბო ბ------------ეს.

 

- პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააყენა ეჭვქვეშ თ---------------ას ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის შეეცადა აეხსნა სასამართლოსთვის, თუ რატომ დაურეკა ბ------------ემ დახმარებისათვის, როდესაც მას, კ-----------–--ესთან და „თ-----სთან“ ერთად, ვ----------------–---–ის სახლიდან უკვე გამოტანილი ჰქონდათ ნაქურდალი ნივთების გარკვეული ნაწილი.

თ---------------ას განმარტებით, როდესაც ვ----------------–---–ის ბინის სადარბაზოსთან მივიდა, იქ დახვდა ბ---- კ------ე, „თ-----“ და კ-----------–--ე. ,,თ-----ს“ ხელში ეკავა ლეპტოპი და ძირს ჩანთა ედოთ. კ-----------–--ე როგორც ეტყობოდა, ნასვამი იყო და არ შეეძლო, აივნიდან ბინაში ასვლა და მისი აზრით, ბ------------ეს ჩანთა ჰქონდა ჩამოტანილი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 4.11.16 13:17:59-13:18:27) ერთი მხრივ, ლოგიკას მოკლებული და არადამაჯერებელია გაქურდვის პროცესში, როდესაც ნაწილი ნივთებისა უკვე გამოტანილი ჰქონდათ, ბ------------ეს დახმარებისთვის დაეძახა თ---------------ასთვის, მეორე მხრივ, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმის ჩვენების ეს ნაწილი არათავსებადი და წინააღმდეგობრივია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებაში.

2016 წლის 27 ივნისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 3 ივნისს, ქ-------–--–-------–----–-------------------------ში ვ----------------–---–ის მიერ ნაქირავები ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების თ---------------ასგან, კ-----------–--ისგან და ბ------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ----------------ემ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სუნის კვალი ერთი ადამიანიდან მეორეზეც გადავიდეს და ამგვარად აღმოჩნდეს იგი ისეთ ადგილას, სადაც ეს ადამიანი არ ყოფილა.

პალატა მიიჩნევს, რომ თ-----------------ს ჩვენების იმ ნაწილის გაზიარების შემთხვევაში, სადაც ის შემთხვევის ადგილზე მისვლას ხსნის იმ გარემოებით, რომ კ-----------–--ეს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო ბინაში ასვლა, კ-----------–--ის სუნის კვალი დაზარალებულის ბინაში არ უნდა აღმოჩენილიყო.

პალატა განმარტავს, რომ დადებით შემთხვევაში, თ-----------------ს ჩვენება და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დაკვნა, როგორც პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, სასამართლოს მისცემდა საშუალებას სამართლებრივად ემსჯელა ბ------------ისა და კ-----------–--ის ბარლეულობაზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ეს ორი მტკიცებულება ერთმანეთთან ფაქტობრივად არათავსებადია, სასამართლოს მიერ ერთის გაზიარება ცალსახად გამორიცხავს მეორეს, როგორც უტყუარ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო

თავის მხრივ ერთი ცალკე, თუნდაც უტყუარი პირდაპირი მტკიცებულება, პირის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება.

 

- აპელანტის მტკიცებით, კ-----------–--ისა და ბ------------ის ბრალეულობა უტყუარად დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული განხორციელებული სატელეფონო ზარებით და კ-----------–--ის ბინის ჩხრეკის ოქმით, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არაჯეროვანი შეფასება მისცა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული შპს ,,ჯ------–-დან” და ,,მ--------–-დან” გამოთხოვილი სატელეფონო ზარების, ასევე, მოწმე ზ-------------–---–ის მიერ წარდგენილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს - 2016 წლის 3 ივნისს, კ-----------–--ის ტელეფონიდან ზ-------------–---–ის, თ---------------ას და ბ------------ის ნომრებზე შესულია სატელეფონო ზარები, ასევე, თ---------------ას ნომრიდან კ-----------–--ის ნომერზე შესულია ზარები, რასაც არც ზ-------------–---–ი, კ-----------–--ე და ბ------------ე უარყოფს, ასევე, კ-----------–--ის ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ამოღებული იქნა სამი ჩანთა, რომელშიც ნაქურდალი ნივთები იყო, მაგრამ, როდესაც ძირითადი მოწმის, თ---------------ას ჩვენებასა და სხვა მტკიცებულებებს შორის არსებობს არსებითი სახის წინააღმდეგობები, რის შედეგადაც სახეზე აღარ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასეთ შემთხვევაში, სატელეფონო ზარები და ჩხრეკის ოქმი, როგორც ცალკე აღებული მტკიცებულებები, პირის მსჯავრდებისათვის არასაკმარისია.

 

- პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო არ იჭრება ბრალდების მხარის დისკრეციულ უფლებაში, თუ რომელ ბრალდებულთან, რა პირობებში და როგორი აღიარებითი ჩვენების საფუძველზე გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ხაზი უნდა გაესვას თ---------------ას პოზიციას მის მიმართ წარდგენილი ბრალდებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას მან განაცხადა, რომ მარტო ჩაიდინა ვ----------------–---–ის ბინის ქურდობა, საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო ჩვენების მიცემისას, მასთან ერთად დანაშაულის ჩადენაში ამხილა კ-----------–--ე და ბ------------ე. პოზიციის ასეთი ცვალებადობა მით უმეტეს, ისეთ პირობებში, როდესაც ბრალდებულისთვის მისაღები პირობებით დგება განაჩენი, საქმეზე ობიექტური დამკვირვებლისათვის საეჭვო ხდება მისი ჩვენების, როგორც მტკიცებულების სანდოობა და უტყუარობა.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ კ-----------–--ისა და ბ------------ის ბრალეულობას და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ისინი იძლევა მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ვერ გახდება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. კ--- კ------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ კ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

5. ბ---- კ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

6. ბ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით ბ------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მ------------ის (დაბადებულის: 1992 წლის 12 მარტს; პ/N 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე- მდებარე ქ--–---------–-------------------------–------------–---------------------------------------ში 19.00 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდი N0-----------------------) 5 000 (ხუთიათასი) ლარის ღირებულის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

7. კ-----------–--ეს და ბ------------ეს განემარტოთ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

8.საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, ბრალდებულების დაქტილობარათები და ხელის კვლები - განადგურდეს;

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 ცალი საკეტი და 1 ცალი გასაღები; კ-----------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები; თ---------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ლეპტოპი, ვერცხლისფერი ჯაჭვი და გულის ფორმის ბრელოკი; თ---------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები; კ-----------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები; ბ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

-4 (ოთხი) ცალი CD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

9.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი