განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001236100
საქმე №1ბ/329-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ს--–----------–---–ის
გამართლებულის: მ--–-------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №002050715002): მ--–-------–-–---–ის, დ----------–--------–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------------------------------------------------–-- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გამოძიებაში მ--–-------–-–---–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 4 ივლისს, დღის საათებში, ქ-------–--–---–------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–-------–-–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე-–-----------–---–ს ხელის რამდენიმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შედეგად, ე-–-----------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით:
მ--–-------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს--–----------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს მ--–-------–-–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მ--–-------–-–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ ს--–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი გამართლებულ მ--–-------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ. გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მ--–-------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითებს დაზარალებულ ე-–-----------–---–ის ჩვენებას, მოწმეების - დავით ხმიადაშვილის, იულია მანუკიანის, ირინა ჭიჭინაძის, თორნიკე ბენდელიანის, ბონდო დოღონაძის, ლევან ჭოველიძის, გიორგი კოკოზაშვილის ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება მ--–-------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ე-–-----------–---–მა აჩვენა, რომ ქ.თბილისში, ,,თერგის“ ბაზრობაზე, მეუღლე დავით ხმიადაშვილთან ერთად მ--–-------–-–---–ისგან ნაქირავები აქვთ ფართი 800 ლარის ყოველთვიური გადასახადით, სადაც ეწევიან სხვადასხვა სახის საქონლის რეალიზაციას. თვითონ მ--–-------–-–---–იც მათ დახლთან ახლოს ყიდის სხვადასხვა დასახელების საქონელს. მან (დაზარალებულმა) და მისმა მეუღლემ მ--–-------–-–---–ს ასესხეს ფული, რომელიც მ--–-------–-–---–ს მეორე დღეს უნდა დაებრუნებინა, თუმცა ამ უკანასკნელს ვალი არ დაუბრუნებია, რის გამოც 2015 წლის 4 ივლისს, მასსა (დაზარალებულს) და მ--–-------–-–---–ს შორის ვალის დაბრუნების თაობაზე მოხდა კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მ--–-------–-–---–ი მას (ე-–-----------–---–ს) ურტყამდა ხელებს დიდი ხნის განმავლობაში, ცდილობდა სახის ფრჩხილებით ჩამოკაწვრას, ასევე ბამბუკის ჯოხი ძლიერად ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც მან (დაზარალებულმა) გონება დაკარგა და წაიქცა. ჩხუბის ფაქტს სხვა პირებიც შეესწრნენ. იგი (ე-–-----------–---–ი) გონებაზე მოვიდა სამედიცინო კლინიკაში. იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხვის დროს დაზარალებულის მეუღლემ დ-------------–---–-ა და დამატებით განმარტა, რომ ჩხუბი მ--–-------–-–---–სა და ე-–-----------–---–ს შორის გაგრძელდა 4-5 წუთი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წაიქცა და დაკარგა გონება. მისი (მოწმის) განმარტებით, მისი მეუღლე სამსახურში 3 საათამდე არასდროს მიდის. 12 საათიდან 5 საათამდე ბაზრობაზე არაფერი მომხდარა. ე-–-----------–---–ი 3 საათზე მივიდა მაღაზიაში და ამის შემდეგ მოსთხოვა ვალის დაბრუნება მ--–-------–-–---–ს. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის რძალმა ი---–-------------- აჩვენა, რომ ე-–-----------–---–სა და მ--–-------–-–---–ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, რისი მიზეზიც იყო ფულადი თანხა, იქ იმყოფებოდა. მის (მოწმის) დედამთილს - ე-–-----------–---–ს სახის არეში და ფეხებზე ცემა მ--–-------–-–---–მა და ჩაარტყა ჯოხი. ე-–-----------–---–მა დაკარგა გონება, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო და წაიყვანეს. სასამართლოში დაკითხულმა მოწმე ი-------------ემ აჩვენა, რომ დიდი ხანია იცნობს ე-–-----------–---–ს. 2015 წლის 4 ივლისს, ბაზრობაზე, ე-–-----------–---–ის დახლის წინ ამ უკანასკნელსა და მ--–-------–-–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი. მ--–-------–-–---–ი და ე-–-----------–---–ი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ მ--–-------–-–---–მა აიღო ჯოხი და დაარტყა ე-–-----------–---–ს. იქვე იყო დაცვის პოლიცია. პოლიციელები ამშვიდებდნენ მოჩხუბრებს. აღნიშნული კონფლიქტი მოხდა შუადღის პერიოდში, საღამო არ იყო.
სააპელაციო პალატა დაზარალებულის და ზემოხსენებული მოწმეების, რომელთაგან ორი დაზარალებულის ოჯახის წევრია, ხოლო ერთი მოწმე - დაზარალებულის დიდი ხნის ნაცნობი, ჩვენებების შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს მათი ჩვენებების გულწრფელობას და მიუკერძოებლობას, ასევე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობას, დამაჯერებლობას, თავსებადობას და შესაბამისობას ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემული საქმის არსებითი განხილვისას იქნა გამოკვლეული.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეფასებას, რომ დაზარალებულ ე-–-----------–---–ის და ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებითად ეწინააღმდეგება არა მარტო გამართლებულის, არამედ ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მ--–-------–-–---–მა აჩვენა, რომ ე-–-----------–---–ს მასთან კონფლიქტი მოუვიდა არა ვალის, არამედ მაღაზიის ფართის გამო. კერძოდ, 2015 წლის 4 ივლისს, ე-–-----------–---–ი მაღაზიაში ხუთჯერ მიუვარდა. ეს უკანასკნელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ადგილის თაობაზე. ე-–-----------–---–მა მაგიდიდან გადმოყარა საქონელი და ყვიროდა, რომ მის ადგილზე საქონელი არ დაელაგებინათ. ბაზრობაზე მომუშავე დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ე-–-----------–---–ი გაჰყავდათ მისი (მ--–-------–-–---–ის) მაღაზიიდან და სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ ე-–-----------–---–ი მაინც ჩხუბობდა და მას (მ--–-------–-–---–ს) აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ყვიროდა და ილანძღებოდა მისი მისამართით. როდესაც ე-–-----------–---–ი მეხუთეჯერ მიუვარდა მაღაზიაში, შეეცადა მანეკენზე მორგებული პარიკების დაზიანებას, რაზეც ის (მოწმე) უწევდა წინააღმდეგობას. ამ დროს მას (მ--–-------–-–---–ს) თავში მოხვდა ე-–-----------–---–ის რძლის ნასროლი რაღაც საგანი. მ--–-------–-–---–მა კატეგორიულად უარყო ე-–-----------–---–ისათვის რაიმე სახის დაზიანების მიყენება. დაცვის პოლიციის თანამშრომელთა თხოვნით, დაკეტა მაღაზია და დაახლოებით 17:15 საათზე დატოვა ბაზრობის ტერიტორია. მ--–-------–-–---–ის მაღაზიაში კონსულტანტად მომუშავე, მოწმედ დაკითხული ელზა ლომინაძის ჩვენებით, 2015 წლის 4 ივლისს, მ--–-------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა მაღაზიაში, სადაც მივიდა ე-–-----------–---–ი, რომელიც ილანძღებოდა მ--–-------–-–---–ის მისამართით, იძახდა უწმაწურ სიტყვებს, იქცეოდა გამომწვევად და ცდილობდა მ--–-------–-–---–ის გაღიზიანებას. ე-–-----------–---–ი გაბრაზებული იყო სავაჭრო ტერიტორიის გამო. ეს უკანასკნელი რამდენჯერმე შეუვარდა მათ მაღაზიაში და ცდილობდა მ--–-------–-–---–ის გამოწვევას. მ--–-------–-–---–ი კი პირიქით, ე-–-----------–---–ს ექცეოდა მშვიდად და ცდილობდა მშვიდად ესაუბრა მასთან. მ--–-------–-–---–ს ე-–-----------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ე-–-----------–---–მა დახლზე განთავსებული ნივთები გადაყარა, ასევე აიღო ჯოხი, რომელიც მოარტყა მ--–-------–-–---–ს თავში. ძლივს წაართვეს ჯოხი ე-–-----------–---–ს. მიუხედავად ამისა, ე-–-----------–---–ი არ მშვიდდებოდა, იქცეოდა გამაღიზიანებლად, სახეზე და თავში იცემდა ხელებს. მომხდარი ინციდენტის გამო შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები. ისინი პერიოდულად, სულ დადიან ხოლმე და აკონტროლებენ სიტუაციას. ამ ინციდენტის შემდეგ, რაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა, დაცვის პოლიციელები თითქმის არ მოშორებიან მათ, ცოტა ხნით გადიოდნენ და მერე ისევ ბრუნდებოდნენ. საღამოს, დაცვის პოლიციის თანამშრომლების თხოვნით, მ--–-------–-–---–მა დაკეტა მაღაზია და წავიდა. მ--–-------–-–---–ის წასვლის შემდეგ ე-–-----------–---–მა განაცხადა, რომ ცუდად იყო და დავარდა ძირს. მას ეჩვენებოდა, რომ თავიდან სისხლი მოსდიოდა. ე-–-----------–---–მა მოაწყო ისტერია, თავის თავს იზიანებდა, როდესაც მათ არანაირი დაზიანება არ მიუყენებიათ ე-–-----------–---–ისათვის. ამ უკანასკნელს იქ მყოფები, მათ შორის მეუღლეც, ამშვიდებდნენ, თუმცა ამაოდ. იქვე იყო ასევე მათი რძალი იულია მანუკიანი, რომელიც დამშვიდების ნაცვლად, პირიქით, ეხმარებოდა ე-–-----------–---–ს. დაახლოებით 20:00 საათზე, შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების სამსახური, რომლებმაც ე-–-----------–---–ს დაალევინეს დამამშვიდებელი აბები. მოწმის განმარტებით, მ--–-------–-–---–სა და ე-–-----------–---–ს შორის ინციდენტი მაღაზიის გაღებიდან (10 საათიდან ანდა 10:30 საათიდან) მალევე დაიწყო.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ნეიტრალური მოწმეების, დაცვის პოლიციის თანამშრომლების თ----------------–--------------------------------–-----------–----------------------------–---–--, რომლებიც შემთხვევის დღეს თავიანთ უფლებამოსილებას ანხორციელებდნენ „თერგის“ ბაზრობაზე, ჩვენებებს, რომელთა მიხედვით, დაახლოებით 12:00 საათიდან დაიწყო ე-–-----------–---–სა და მ--–-------–-–---–ს შორის კონფლიქტი. დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 ჯერ მოხდა მათ შორის ინციდენტი. მ--–-------–-–---–სა და ე-–-----------–---–ს შორის არ მომხდარა ფიზიკური დაპირისპირება, ისინი მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლებოდნენ, მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. მათ შორის კონფლიქტი ადგილის განაწილების და არა ვალის გამო დაიწყო. მ--–-------–-–---–ს ე-–-----------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ე-–-----------–---–მა მიიყენა თვითდაზიანება, იგი მთელ სხეულზე და მათ შორის თავის არეში ირტყამდა ხელებს, იწეწავდა თმებს, ჰქონდა ნერვიული აშლილობა და ყვიროდა, რის გამოც გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ე-–-----------–---–ი გადაიყვანა საავადმყოფოში. ისინი (დაცვის პოლიციის თანამშრომლები) იყვნენ ახლოს და შორს არ წასულან, ვინაიდან არაერთი გამოძახება იყო აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით. მ--–-------–-–---–სა და ე-–-----------–---–ს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი რომ ჰქონოდა, ისინი (მოწმეები) აუცილებლად დაინახავდნენ. ასევე მათ არ შეუმჩნევიათ ე-–-----------–---–ისთვის რაიმე სახის დაზიანების კვალი. მათი (პოლიციელების) თხოვნით, მ--–-------–-–---–მა დაახლოებით საღამოს 5 საათზე დაკეტა მაღაზია და წავიდა, გაერიდა კონფლიქტს.
სამედიცინო ექსპერტიზის #005821415 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი N753-ის ჩანაწერების მიხედვით, ე-–-----------–---–ისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით 2015 წლის 4 ივლისს გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა. სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. წარმოდგენილი შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N15-016012-ის და ამავე დაწესებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N15/5086-ის ჩანაწერების მიხედვით, ე-–-----------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 04.07.2015 წ-ს 20:33 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა - 05.07.2015 წ-ს 00:20 სთ-ზე. დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. თავისა და სახის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. კეფის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. წარმოდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი N2053/274-ის ჩანაწერების მიხედვით, ე-–-----------–---–ისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით 2015 წლის 07 ივლისს 13:37 სთ-ზე გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა. სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. წარმოდგენილი შპს ,,კლინიკა ვაკეში“-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N03-ის ჩანაწერების მიხედვით, ე-–-----------–---–ს აღნიშნული კლინიკისთვის ამბულატორიულად მიუმართავს 13.07.2015 წ-ს. დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა ანამნეზით. ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ე.ხმიადაშვილს აღენიშნება სისხლნაჟღენთები ორივე მხრის მიდამოში. წარმოდგენილი შპს ,,კლინიკა ვაკეში“-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N15-ის ჩანაწერების მიხედვით, ე-–-----------–---–ს აღნიშნული კლინიკისთვის ამბულატორიულად მიუმართავს 09.09.2015 წ-ს. დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა ანამნეზით. პირადი გასინჯვით, 08.07.2015 წ-ს ე-–-----------–---–ს აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები - მარცხენა მხრის თავის საპროექციოდ წინა ზედაპირზე: მარცხენა მხარის ზედა ნახევარში წინა და შიგნითა ზედაპირებზე; მარცხენა მხრის ქვედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე; მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე; მარცხენა მხრის ქვედა მესამედში, უკანა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე; მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე; მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში, წინა ზედაპირზე მარჯვენა მხრის ზედა მესამედში უკანა და შიგნითა ზედაპირებზე; მარჯვენა მხრის შუა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე; მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე II-III-IV ნეკნების ძვლების ზედა მესამედების საპროექციოდ; გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, VII-VIII ნეკნების საპროექციოდ იღლიის უკანა ხაზზე; მარცხენა წვივის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე; ნაჭდევები - მარცხენა ბეჭზედა მიდამოში; წელის მიდამოში მარჯვნივ, ხერხემლის გვერდით და ბეჭის ხაზებს შორის და მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის წინა ზედაპირზე; სამედიცინო საბუთებში გამოტანილი ინტრაკრანიალური და ქალა-ტვინის დახურული ტრავმის დიაგნოზები დაუზუსტებელია (ქალა-ტვინის ტრავმა არ არის დადასტურებული სამედიცინო საბუთების ჩანაწერებში ობიექტური ნევროლოგიური სიმპტომატიკით, ასევე ინსტრუმენტული გამოკვლევებით), ამდენად დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ 2015 წლის 04 ივლისის თარიღს.
ამრიგად, ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ე-–-----------–---–ის, მოწმეების - დავით ხმიადაშვილის, იულია მანუკიანისა და ი-------------ის ჩვენებები საქმისათვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, არსებითად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით - მოწმეთა - ელზა ლომინაძის, თ----------------–--------------------------------–-----------–----------------------------–---–--, აგრეთვე, გამართლებულ მ--–-------–-–---–ის ჩვენებებით დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების ჩვენებების - მ--–-------–-–---–სა და ე-–-----------–---–ს შორის კონფლიქტი მოხდა ვალის გამო, რა დროსაც მ--–-------–-–---–მა ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე - საწინააღმდეგოდ, კონფლიქტის შემსწრე დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დაპირისპირება მ--–-------–-–---–სა და ე-–-----------–---–ს შორის მოხდა არა ვალის, არამედ სავაჭრო ადგილების განაწილების გამო, ხოლო დაპირისპირებას კონფლიქტის მონაწილეებს შორის ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერი ხასიათი და მ--–-------–-–---–ს ე-–-----------–---–ისათვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის დაზიანება არ მიუყენებია, ამასთან დაპირისპირება მხარეთა შორის მთელი შუადღის განმავლობაში გაგრძელდა დაახლოებით 4-5-ჯერ. საქმისათვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, თ----------------–--------------------------------–-----------–----------------------------–---–-- ჩვენებებთან სრულ შესაბამისობაშია ელზა ლომინაძისა და მ--–-------–-–---–ის ჩვენებები, კერძოდ, ის გარემოებები, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ სიტყვიერ და არა ფიზიკურ დაპირისპირებას მ--–-------–-–---–სა და ე-–-----------–---–ს შორის, მათ შორის კონფლიქტი მოხდა ადგილის განაწილების და არა ვალის გამო, დაპირისპირება დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 ჯერ მოხდა, საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე, დაცვის პოლიციის თანამშრომლების თხოვნით, მ--–-------–-–---–მა დაკეტა მაღაზია და წავიდა, გაერიდა კონფლიქტს, ამის შემდეგ ე-–-----------–---–მა მიიყენა თვითდაზიანებები, რა დროსაც მთელ სხეულზე და მათ შორის თავის არეში ირტყამდა ხელებს, იწეწავდა თმებს, ჰქონდა ნერვიული აშლილობა და ყვიროდა. საყურადღებოა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მოხსენიებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი N753-ის ჩანაწერების (იხ. ს.ფ. 99) მიხედვითაც ირკვევა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ე-–-----------–---–ისათვის დახმარების აღმოსაჩენად შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა 20:04 საათზე მაშინ, როდესაც არაერთი მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ ამ დროს მ--–-------–-–---–ი უკვე დაახლოებით სამი საათის მანძილზე აღარ იმყოფებოდა ბაზრობის ტერიტორიზე, დაახლოებით საღამოს 17:00 საათზე დაკეტა მაღაზია და წავიდა. რაც შეეხება ზემოხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, პალატა ეჭვის ქვეშ არ აყენებს ე-–-----------–---–ის სხეულზე სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით დაზიანებების ფაქტს, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული დაზიანებები ე-–-----------–---–ს სწორედ მ--–-------–-–---–მა მიაყენა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ ე-–-----------–---–ის, დავით ხმიადაშვილის, იულია მანუკიანის და ი-------------ის, ხოლო მეორეს მხრივ მ--–-------–-–---–ის, ელზა ლომინაძის, თ----------------–--------------------------------–-----------–----------------------------–---–-- ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები დაზარალებულსა და მ--–-------–-–---–ს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზების, შემდგომი განვითარებისა და დამდგარი შედეგების (ე-–-----------–---–ს ექსპერტიზის დასკვნით სხეულის სხვადასხვა ადგილას აღენიშნებოდა დაზიანებები) თვალსაზრისით, უმნიშვნელოდ არ შეიძლება იყოს მიჩნეული. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ზემოხსენებულმა პირებმა დარწმუნებით მიუთითეს მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის შესახებ. ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები ერთობლიობაში დამაჯერებლობას და უტყუარობას უკარგავს დაზარალებულის ჩვენებას და სააპელაციო პალატას აძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენის კუთხით და როგორსაც აღწერენ დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ--–-------–-–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე-–-----------–---–ს ხელის რამდენიმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ე-–-----------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ--–-------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ მ--–-------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი გამართლებულ მ--–-------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი მ--–-------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
მ--–-------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში;
გამართლებულ მ--–-------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ--–-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე