განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001952085
საქმე #1ბ/----18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
ქ.თბილისი 28 ივნისი, 2018 წელი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მანუჩარ კაპანაძე
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: მ------ გ---------–---ის
ადვოკატის: ვ-----–- მ----------ის, გ------- რ---------–---–ის
მსჯავრდებულის: რ---- ვ---------–---–-ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ვ-----–- მ----------ის, გ------- რ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---- ვ---------–---–-ს (პირადი #5----------), დაბადებულის 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, დაოჯახებულის, მცხოვრები გ-----ს რაიონის ს------–-----–-------––-, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---- ვ---------–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რ---- ვ---------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და სხეულში უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალებები - ,,მეთადონის‘‘ (მარილი)შემცველი 28 აბი, წონით 12,3 გრამი, რომელიც შეიცავს, დიდი ოდენობით, 0,55 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს‘‘ (მარილი), და ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი 79 აბი, წონით 31,18 გრამი, რომელიც შეიცავს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,62 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 26 აპრილს საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--ს თანამშრომლების მიერ, თბილისში, კ--–-------------ში არსებულ, შპს ,,ნ--------------–--ს‘‘ სპეციალურ ოთახში, რ---- ვ---------–---–-სგან ამოღებულ იქნა მას შემდეგ, რაც რ---- ვ---------–---–მა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ნებაყოფლობით გამოდევნა სხეულიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით რ---- ვ---------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
რ---- ვ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 26 აპრილიდან.
რ---- ვ---------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
რ---- ვ---------–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ---- ვ---------–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ-----–- მ----------მა და გ------- რ---------–---–მა;
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა;
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რადგან ის არ ემყარება გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რადგან მოცემულ საქმეზე ვერ იქნა გაქარწყლებული საქმეზე ძირითადი და საკვანძო ნივთიერი მტკიცებულების - ნარკოტიკული საშუალებების შესახებ არსებული ეჭვები. გარდა ამისა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ განაჩენით არ არის დასაბუთებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისრულე და სრულყოფილება, ხოლო აღნიშულის გათვალისწინებით და მხედველობაში მიღებით იმისა, რომ ბრალდების მხარის მოწმეები არიან ში---------------------------------–--ები, რომელებიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ, სასამართლომ ასევე რეაგირების გარეშე დატოვა ის მტკიცებულებები რომლებიც ამართლებდნენ რ---- ვ---------–---–ს; ადვოკატები მიუთითებენ, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც მიაჩნიათ, რომ რ---- ვ---------–---–- მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ---- ვ---------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-----–- მ----------მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;
ბრალდების მხარემ, პროკურორმა მ------ გ---------–---მა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი რ---- ვ---------–---–-ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში რ---- ვ---------–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - რ---- ვ---------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ---- ვ---------–---–-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტი დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და--------–-------------–----–--------------------------------------------------–--–--------------–-ა, მოწმე ზ---------------–---–-ა მის მიერ მიცემული ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2017 წლის 25 აპრილს მიიღო ოპერ----ული ინფორმაცია, რომ გ--------------ე და რ---- ვ---------–---–- იმყოფებოდნენ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ასევე, ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისინი გი--------------ს ,,ჰონდას‘‘ ტიპის ავტომანქანით მიემართებოდნენ დასავლეთ საქართველოდან ქალაქ გ-----ს მიმართულებით და პირადად, ან სხეულში შენიღბულად, ან ავტომანქანაში უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება, რის შესახებაც შეადგინა პატაკი და აცნობა ხელმძღვანელობას.
ში------------------------------–--------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--ს დეტექტივ-გამომძიებელმა დ----------–---–----- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 25 აპრილს მიიღეს ოპერ----ული ინფორმაცია, რომლის მიხედვით რ---- ვ---------–---–-, თავის მეგობარ გ-------------------ნ ერთად, ,,ჰონდას‘‘ ტიპის ავტომანქანით მოძრაობდა საქართელოს დასავლეთი მხრიდან ქალაქ გ-----ს მიმართულებით. გორში, ც------–-----------, გაზის გასამართ სადგურზე, შეამჩნიეს გაჩერებული ავტომანქანა. აღნიშნულ პირებს პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდათ. რ---- ვ---------–---–მა განაცხადა, რომ მას გადაყლაპული ჰქონდა მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი‘‘, რაც დააფიქსირა ოქმში მისივე ხელით. დათანხმდა ტომოგრაფიის გადაღებაზე, რომელმაც აჩვენა, რომ რ---- ვ---------–---–ს ორგანიზმში ჰქონდა გადაყლაპული აბები. რ---- ვ---------–---–მა, მისივე სურვილით, პირველ ჯერზე გამოდევნა 29 აბი, მეორე ჯერზე - 33 აბი, მესამეჯერ ამოიღო 43 აბი, ხოლო მეოთხეჯერ - 2 აბი. ეს ყველა აბი პოლიეთილენის პარკში შეფუთეს. ამოღების ოქმები შედგა და დაილუქა ადგილზე.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს ამავე სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, მოწმის სახით დაკითხულმა თ------------------–---–--, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა რ---- ვ---------–---–-ს ორგანიზმიდან მითითებული ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ნებაყოფლობით გამოდევნის ფაქტი.
ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ლ-–--------------–---–-- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 25 აპრილს დაიწყო გამოძიება რ---- ვ---------–---–-სა და გი--------------ს მიმართ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. იცოდნენ, რომ დასავლეთიდან ავტომანქანით მოემართებოდნენ გ-----ს მიმართულებით. შემთხვევის ადგილას მივიდა ორი ჯგუფი. ნახეს ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერებული ავტომანქანა. ერთმა ჯგუფმა გაჩხრიკა გ--------------ე, მეორე ჯგუფმა - რ---- ვ---------–---–-. ჩხრეკის დროს რ---- ვ---------–---–ს უკანონო არაფერი აღმოაჩნდა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტული საშუალება ჰქონდა გადაყლაპული, რაც თავადვე დააფიქსირა ოქმში და ხელი მოაწერა. ტომოგრაფიულ შემოწმებაზე წერილობით განაცხადა თანხმობა. შემოწმებისას ნახეს, რომ დიდი რაოდენობით აბები ჰქონდა გადაყლაპული, რაც ნებაყოფლობით გამოდევნა. ბრალდებულმა სულ გამოდევნა 107 აბი, რასაც დასჭირდა ოთხი პროცედურა.
2017 წლის 25 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რ---- ვ---------–---–-ს პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ამავე ოქმში რ---- ვ---------–---–ს, თავისივე ხელით, გაკეთებული აქვს შემდეგი შინაარსის განცხადება: ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსის აბები მაქვს გადაყლაპული და იგი მინდოდა მე პირადი მოხმარებისთვის, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით.
შპს ,,ნ--------------–--ს‘‘ რ-------–---იური განყოფილების ექიმ-რ-------–---ის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, 2017 წლის 26 აპრილს, 01:51 საათზე, რ---- ვ---------–---–ს ჩაუტარდა მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, რა დროსაც მიღებულ კტ. ჭრილებზე მსხვილ ნაწლავში, პრაქტიკულად მთელ სიგრძეზე (ასწვრივ, განივ, დასწვრივ და სიგმოიდურ კოლინჯში), ისახებოდა უცხო სხეულები (აბების სახით).
2017 წლის 26 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, 02:35 საათიდან 02:55 საათამდე პერიოდში, შპს ,,ნ--------------–--ს‘‘ შოკის დარბაზში, რ---- ვ---------–---–-სგან ამოღებულ იქნა 29 (ოცდაცხრა) ცალი, პოლიეთილენის პარკის თავმომწვარ ნაჭერში სპეციალური სახით შეფუთული, კუთხოვანი ფორმის აბისმაგვარი ნივთიერება.
ექიმ-რ-------–---ის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, 2017 წლის 26 აპრილს, 03:30საათზე, რ---- ვ---------–---–ს განმეორებით ჩაუტარდა მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, რა დროსაც კტ. ჭრილებზე მსხვილ ნაწლავში (ასწვრივ, განივ, დასწვრივ და სიგმოიდურ კოლინჯში) კვლავ ისახებოდა უცხო სხეულები (აბების სახით).
2017 წლის 26 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, 04:00 საათიდან 04:25 საათამდე პერიოდში, შპს ,,ნ--------------–--ს‘‘ შოკის დარბაზში, რ---- ვ---------–---–-სგან ამოღებულ იქნა 33 (ოცდაცამეტი) ცალი, პოლიეთილენის პარკის თავმომწვარ ნაჭერში სპეციალური სახით შეფუთული, კუთხოვანი ფორმის აბისმაგვარი ნივთიერება.
ექიმ-რ-------–---ის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, 2017 წლის 26 აპრილს, 09:02 საათზე, რ---- ვ---------–---–ს განმეორებით კვლავ ჩაუტარდა მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, რა დროსაც კტ. ჭრილებზე სწორ ნაწლავში კვლავ ისახებოდა უცხო სხეულები (აბების სახით).
2017 წლის 26 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, 09:30 საათიდან 09:55 საათამდე პერიოდში, შპს ,,ნ--------------–--ს‘‘ შოკის დარბაზში, რ---- ვ---------–---–-სგან ამოღებულ იქნა 43 (ორმოცდასამი) ცალი, პოლიეთილენის პარკის თავმომწვარ ნაჭერში სპეციალური სახით შეფუთული, კუთხოვანი ფორმის აბისმაგვარი ნივთიერება.
ექიმ-რ-------–---ის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, 2017 წლის 26 აპრილს, 10:45 საათზე, რ---- ვ---------–---–ს განმეორებით კვლავ ჩაუტარდა მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, რა დროსაც კტ. ჭრილებზე სწორ ნაწლავში კვლავ ისახებოდა უცხო სხეულები (ორი-სამი).
2017 წლის 26 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, 11:00 საათიდან 11:20 საათამდე პერიოდში, შპს ,,ნ--------------–--ს‘‘ შოკის დარბაზში, რ---- ვ---------–---–-სგან ამოღებულ იქნა 2 (ორი) ცალი, პოლიეთილენის პარკის თავმომწვარ ნაჭერში სპეციალური სახით შეფუთული, კუთხოვანი ფორმის აბისმაგვარი ნივთიერება.
ექიმ-რ-------–---ის მიერ გაცემული ბოლო დასკვნის თანახმად, 2017 წლის 26 აპრილს, 11:32 საათზე, რ---- ვ---------–---–ს განმეორებით კვლავ ჩაუტარდა მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, რა დროსაც კტ. ჭრილებზე ნაწლავებში უცხო სხეულები არ გამოვლენილა.
2017 წლის 26 აპრილის ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7------ დასკვნის თანახმად, რ---- ვ---------–---–ს დაუდგინდა ბუპრენორფინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ნ---------------–---–-- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2017 წლის 26 აპრილს რ---- ვ---------–---–ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური კვლევა, ასევე, ლაბორ----ული კვლევა. ბიო მასალაში დადგინდა ნარკოტიკული საშუალებების - ბუპრენორფინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ------------–----, ასევე, დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ კვლევა ჩაატარა ექიმ ნ---------------–---–-ს მიმართვის საფუძველზე. კვლევა ჩაატარა ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლზე და რ---- ვ---------–---–ს ბიოლოგიურ მასალაში დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა. ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში შევიდა დალუქულ მდგომარეობაში, შესაბამისი ექიმის, წარმდგენისა და გამოსაკვლევი პირის ხელმოწერებით.
2017 წლის 27 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #8----------/ქრ დასკვნის თანახმად, ნებაყოფლობით, რ---- ვ---------–---–-ს ქვედა ტანიდან გამოდევნილი, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 79 (სამოცდაცხრამეტი) ცალი თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის აბი, თითოეულის ერთ ზედაპირზე ლოგოთი - ,,#8‘‘, საერთო წონით 31,18 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, ბუპრენორფინის შემცველ აბებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო ოდენობაა 0,62 გრამი; ექსპერტიზაზე წარდგენილი, 28 (ოცდარვა) ცალი თეთრი ფერის მრგვალი ფორმის აბი, საერთო წონით 12,3 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველ აბებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) საერთო ოდენობაა 0,55 გრამი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი------------- დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ წარდგენილი აბების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პოლიეთილენის პარკს, რომელშიც იყო აბები გახვეული, ჰქონდა ფეკალური მასის სუნი და იყო დასვრილი. კვლევა ჩაატარა აბებზე და დადგინდა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ, ქარხნული წესით დამზადებულ აბებს.
ექსპერტმა ა-–------------------------ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, ასევე, დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტ ი-----------ს მიერ მომზადებული ნიმუში მივიდა მასთან სინჯის სახით და ჩაატარა ინსტურმენტული კვლევა. წარდგენილი ნივთიერებები იყო ქარხნული დამზადების ნიშნის მქონე აბები. დადგენილების მიხედვით, ეს იყო რ---- ვ---------–---–-ს ქვედა ტანიდან ნებაყოფლობით გამოდევნილი ნივთიერებები.
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სხდომაზე რ---- ვ---------–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ რომ ავტომანქანაში იმყოფებოდა მეგობარ გ-------------------ნ ერთად, გაჩერდნენ გაზგასამართ სადგურზე, რა დროსაც მივიდნენ უცხო პირები, სამსახურებრივი ფორმის გარეშე, და მოახდინეს მათზე ფიზიკური ზეწოლა. აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. უთხრეს, თავისით გაეკეთებინა, რაც საჭირო იყო, თორემ ხომ იცი, ეს რაც არის, წამალი არისო, და აჩვენეს. რაღაცეებზე ხელწერილები დააწერინეს. თავის თავზე აიღო, რასაც ეუბნებოდნენ. ხელი რომ არ მოეწერა, ორივე გაიწირებოდნენ. არ იცის, ნარკოტიკი საიდან მოიტანეს, არ უნახვას, რადგან დალუქული იყო და ისე მოაწერა ხელი. ნარკოლოგიურში დილით მიიყვანეს. მანამდე ნარკოტიკი მოხმარებული ჰქონდა, თუმცა ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა;
პალატა აღნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–-ს განმარტება, რადგან მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და, ასევე, იმ წერილობით მტკიცებულებებთან, რომლებიც, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას. პალატას არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაკითხულ სამართალდამცველთა ჩვენებებში, რადგან მათი მხრიდან რ---- ვ---------–---–-სთვის დანაშაულის დაბრალების მოტივი და რაიმე პირადი ინტერესი საქმის სასამართლო განხილვის დროს დადგენილი არ ყოფილა. მოწმეთა სასამართლოში დაკითხვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი საქმის შედეგით დაინტერესებულობაზე და მათი ჩვენებების არასანდოობაზე მიანიშნებდა.
პალატა ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–-სგან ნარკოტიკული საშულებების შემცველი აბების ამოღების ფაქტს. ესენია შპს ,,ნ--------------–--ს‘‘ ექიმ-რ-------–---ის მიერ გაცემული დასკვნები და ამავე კლინიკაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება რ---- ვ---------–---–ს შპს ,,ნ--------------–-ში‘‘ მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა 5-ჯერ, რა დროსაც 4-ჯერ მის ორგანიზმში გამოვლენილ იქნა სხვადასხვა ოდენობის აბების არსებობა და 4-ჯერვე განხორციელდა მისგან შესაბამისი ოდენობის აბების გამოდევნა და ამოღება.
ამდენად, სასამართლოს, ზემოთ განხილულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ 2017 წლის 26 აპრილს რ---- ვ---------–---–-სგან ამოღებულ იქნა 0,55 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის‘‘ (მარილი) შემცველი 28 აბი და 0,62 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი 79 აბი.
რაც შეეხება ნივთიერი მტკიცებულებების ავთენტურობის საკითხს, საქმის მასალებით დგინდება, რომ რ---- ვ---------–---–ს დაკავების შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ დადგენილების საფუძველზე გამომძიებლების - მონაწილეობით ჩატარდა ამოღება. საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ოქმებში მკაფიო ფორმით მითითებულია, რომ რ---- ვ---------–---–ს მისივე ნებაყოფლობით და თანხმობით უკანატანიდან გამოდევნის გზით ამოღებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის კუთხოვანი ფორმის აბისმაგვარი ნივთიერება. აღნიშნულის შემდეგ ამოღებული აბებისმაგვარი ნივთიერება მოთავსებულ იქნა პოლიეთილენის პაკეტში, შეიფუთა და დაილუქა, რაზედაც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების, მათ შორის ბრალდებულ რ---- ვ---------–---–-ს ხელმოწერები და დაისვა თარიღი. საგულისხმოა აღინიშნოს ის გარემოება, რომ რ---- ვ---------–---–-ს ხელმოწერა დაფიქსირებულია ასევე ამოღების ყველა ოქმში.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ როგორც აღნიშნული ოქმებით და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებით (გარდა მსჯავრდებულის ჩვენებისა) დგინდება, რ---- ვ---------–---–-ს ამოღების ოქმში დაფიქსირებული ნივთმტკიცებების ამოღება ამ უკანასკნელის ნებაყოფლობით გამოდევნის შემდეგ მოხდა ამოღება, ხოლო 2017 წლის 26 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინების თანახმად, კანონიერად იქნა ცნობილი 2017 წლის 26 აპრილს 04:00 საათიდან 04:25 საათამდე დროის პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - რ---- ვ---------–---–-სგან კუთხოვანი ფორმის აბებისმაგვარი ნივთიიერების ამოღება. ანალოგიური განჩინებებია მიღებული სასამართლოს მიერ, რ---- ვ---------–---–-სგან ყველა ამოღებულ ნივთიერების თაობაზე, რაც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია;
პალატა თვლის, რომ ამოღების ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაციის და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ინფორმაციების ურთიერთშეჯერებით, ასევე აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი და ექსპერტიზის გამცემი პირის ჩვენებებით ნათლად ჩანს, რომ ექსპერტს გამოსაკვლევად დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა, სწორედ ის პაკეტები, რომელშიც საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთების იქნა მოთავსებული, რა დროსაც განსაკუთრებით საყურადრებოა ის გარემოება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტებში არსებულ ლუქზე იკითხებოდა თავად მსჯავრდებულის სახელი/გვარი და ხელმოწერა, საგულისხმოა ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიერ ამოღების ჩატარების დროს მისგან ამოღებული ნივთების დალუქულ პაკეტზე ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებულ იქნა შესაბამისი ხელმოწერა (გარდა ამისა ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტზე ფიქსირდება ზუსტად იდენტური ინფორმაცია, რაც ამოღების დროს იქნა დაფიქსირებული შესაბამისი პაკეტის ლუქზე, კერძოდ, ლუქის ნომერი, მონაწილეთა სახელი და გვარები, ხელმოწერები, დალუქვის თარიღი და ა.შ.), რაც მიუთითებს აღნიშნული პაკეტის და პაკეტში არსებული ნივთების/ნივთიერებების წარმომალვლობაზე, მათ უცვლელობაზე და ნამდვილობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ რ---- ვ-------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულების მოპოვების/ამოღების ოქმებით, ნითიერი მტკიცებულების ამოღების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირების მიერ შესრულებული/განხორციელებული მოქმედებებით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით ნათლად დგინდება საქმეზე ნარკოტიკულ ნივთიერებად ცნობილი მტკიცებულებების ავთენტურობა, რა დროსაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გამოირიცხება ყოველგვარი ეჭვი აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების გამოცვლის, მისი ნიშან-თვისების შეცვლის და ა.შ. შესახებ; შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის არგუმენტები ნივთიერი მტკიცებულების ავთენტურობაში ეჭვის შეტანის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტებს ვერ გაიზიარებს.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს იმასთან მიმართებით, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა არასრულყოფილია და მასში ასახული ინფორმაცია არასრულია, პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქმის არსებით განხილვის დროს აღნიშნული დასკვნის შემდგენი ექსპერტი დაკითხული იქნა მოწმის სახით, რომელმაც მკაფიო და ნათელი პასუხები გასცეს მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელმაც ასევე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, მართებულობა და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის დაფუძნებული პრაქტიკითა და კონკრეტული სტანდატრტებით დადგენილ კვლევაზე, რაზედაც მეტყველებს ექსპერტიზის დასკვნის დასკვნითი ნაწილის კატეგ-----ულობაც.
ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე პირი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მოიწვევა მხარის მიერ, რაც გულისხმობს იმ გარემოებას, რომ მოცემული საკითხის შეფასებისას ექსპერტი მის მიერ საკვლევ ობიექტთან მიმართებით არის უფრო მეტი გამოცდილების და კომპეტენციის მქონე პირი ვიდრე ეს შესაძლებელია იყოს დაცვის და ბრალდების მხარე, რის გამოც ექსპერტი მის მიერ განხორცილებული კვლევისა და შესაბამისი დასკვნის გარშემო აკეთებს მხარეთა და პროცესის მონაწილეთათვის გასაგები ფორმით განმარტებებს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. საგულისხმოა ისიც, რომ იმისთვის რათა არასარწმუნო და არადამაჯერებლად იქნეს მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტთა მიერ საქმის არსებითი სხდომაზე მიცემული ჩვენება, საჭიროა საპირისპირო გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურება. (საგულისხმოა მოცემულ შემთხვევაში ისიც, რომ გარდა დაცვის მხარის პოზიციისა სხვა მტკიცებულებები: ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ., რომლებიც გახდებოდა მოცემულ დასკვნაში ან ექსპერტის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა). დაცვის მხარე კი მოცემულ შემთხვევაში ეყრდნობა მხოლოდ მოსაზრებებს/ვარაუდებს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, რაც წარმოადგეს მისი როგორც დაინტერესებულის მხარის შეფასებას ისეთ საკითხებზე, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტის მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენების გაუზიარებლობის თაობაზე, დაუსაბუთებელია და მას პალატა ვერ დაეთანხმება.
პალატას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია და განმარტავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
აღნიშნული პრინციპების და სტანდარტების გაანალიზების შემდეგ პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განსხვავებული გარემოებების არსებობის ფაქტის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია; მსჯავრდებულის მიერ გაცხადებული ინფორმაციების ნამდვილობა გარდა ამ უკანასკნელის ჩვენებისა არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. უფრო მეტიც, მსჯავრდებულის მიერ გაცხადებულის ინფორმაცია ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლებიც პალატას აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს რ---- ვ---------–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ამასთანავე, პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენებები. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ---- ვ---------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–-სათვის დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ---- ვ---------–---–-სათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგ-----ცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–-სათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–- მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგ-----ის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი; კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი რ---- ვ---------–---–-ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ვ-----–- მ----------ის და გ------- რ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი რ---- ვ---------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
რ---- ვ---------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
რ---- ვ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 26 აპრილიდან.
რ---- ვ---------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულა.
რ---- ვ---------–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულება - რ---- ვ---------–---–-სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მანუჩარ კაპანაძე