განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
010141318700062626
ინსტანცია
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062626

საქმე ?1/აგ-421-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 ივლისი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა–------------------ის (დაბ. 1----–-–-------------------, პ/ნ 4----------- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით ა–------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწოფო და ადგილობრივი თვითმართველოსბის სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა–------------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწოფო და ადგილობრივი თვითმართველოსბის სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 01 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი-თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 2 წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშულების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწოფო და ადგილობრივი თვითმართველოსბის სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

მასვე ჩაეთვალოს სასჯელის მოხდაში დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2013 წლის 10 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენში და მსჯავრდებულ ა–------------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებიდან (ძველი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებზე, (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განაჩენით ა–------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი კვლავ ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ა–------------------ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03(სამი) წელი.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწოფო და ადგილობრივი თვითმართველოსბის სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 28 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ა–------------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ა–------------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განაჩენით ა–------------------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა–------------------ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, არ ვრცელდება ა–------------------ის მიმართ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენზე და აღნიშნული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელის მოუხდელ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით, ა–------------------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) ნარკოტიკული საშუალების ,,დეზომორფინის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის, დიდი ოდენობით, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და სსკ-ის 273-ე მუხლით, ოპიუმის ჯგუფში შემავალი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის (და არა მარიხუანის მოხმარებისათვის).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა–------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ა–------------------ი გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

ა–------------------ის მოსახდელად დარჩეს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი

 

გ. კახეთელიძე