განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
140100117002251763
ინსტანცია
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117002251763

საქმე №1/ბ-744-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ბ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----–------------------–----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ-----------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით მ-----–------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, მ-----–------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მ-----–-------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით.

 

მ-----–------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 16 ნოემბერს, დილის საათებში, კ-----------------------–---------------------------------–---–------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–------–---მა, არასრულწლოვანი შვილის - ა-----------–----ს თანდასწრებით, მეუღლის დედის - დ-----------------–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავისა და სახის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დ-----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 16 ნოემბერს, დილის საათებში, კ------------------------–----------------ს ს-------- ს----–---–-----ის ეზოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–------–---მა, არასრულწლოვანი შვილის მ----------–---ის თანდასწრებით, მეუღლის ს----------------–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახის არეში და მარცხენა ხელის მტევანზე ხელის დარტყმებთ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ს----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ბ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მ-----–------–---მა დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ს-------- ს----–---–-----ასა და შენობის ეზოში, რაც მეტყველებს მის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მართლწესრიგის მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ ყოფილა მ-----–------–----ს მიერ განხორციელებული ძალადობის პირველი ფაქტი, იგი არის ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი, რის გამოც ოჯახის წევრების მიმართ ხდებოდა აგრესიული და სისტემატიურად აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული გარემოება საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ-----–------–----ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ-----–------–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით კერძოდ: მოწმეთა დაკითხვის და გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც პრეტენზია არ გააჩნიათ მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ასევე მ-----–------–----ს კმაყოფაზეა მისი მცირეწლოვანი შვილები და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატა მ-----–------–----სათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ იგი თითქმის ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ბ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

მ-----–------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი)წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, მ-----–------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების

აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ მ-----–------–---ს პრობაციის ბიუროსნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

პირობით მსჯავრდებულ მ-----–-------–----ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის

მიხედვით.

 

მ-----–------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

მ-----–-------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: რკინის საჩხრეკი, სისხლის მაგვარი ლაქა, სისხლისმაგვარი ლაქებით დასვრილი ქაღალდის ხელსახოცი და სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი