განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2018
საქმის ნომერი
330210016001225550
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001225550

საქმე №2ბ/5746-17

განჩინება

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - ზ------------–-----

წარმომადგენელი - უ--------ა

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–-----------------------------------------“

წარმომადგენელი - გ------------------

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მოსარჩელე სს „ს----------–-----------------------------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ზ------------–-----ს დაეკისრა მოსარჩელე სს „ს----------–-----------------------------------------ს“ სასარგებლოდ 6669.35 ლარის გადახდა. მოსარჩელე სს „ს----------–-----------------------------------------“ სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხე ზ------------–-----სათვის 3293.75 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 27.01.2013 წელს ქ. თბილისში, ე------–-------- აღმართზე მოსარჩელე ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხული ავტომობილი მ-–----–----------- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით N------, რომელსაც მართავდა მოპასუხის თხოვნით მოპასუხის ძმა დ-----------–-----, მანევრირების წესების დარღვევის გამო წინა მარცხენა მხრიდან ავტომანქანით შეეჯახა ე------–-------- #---–- მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელს. დ-----------–-----ს მიერ საპატრულო პოლიციისათვის გაკეთებულ ახსნა-განმარტებაში დ-----------–-----ს მიერ მითითებულია, რომ ავტომანქანას დაუზიანდა წინა ბამპერი მარცხენა მხარეს, წინა მარცხენა ფართა, ძრავის ხუფი (კაპოტი), წინა მარცხენა მაშუქი.

 

2.2. მოპასუხეს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ეკავა მოსარჩელე ორგანიზაციაში დირექტორის თანამდებობა, მის მფლობელობაში იყო საზოგადოების ერთადერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება მ-–----–----------- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით N------, რომელსაც საზოგადოების თანამშრომლები იყენებდნენ დირექტორთან შეთანხმებით.

 

2.3. მოსარჩელე ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხული ავტომობილი მ-–----–----------- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით N------ სამართავად დ-----------–-----სათვის გადაცემა მოხდა მოპასუხის მიერ, ავტომობილის ავტო პარკინგზე გაჩერებისათვის. დ-----------–----- ავტომობილის სამართავად გადაცემის დროისათვის არ წარმოადგენდა მოსარჩელე ორგანიზაციის თანამშრომელს.

 

2.4. მოსარჩელე ორგანიზაცია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელზეც ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები საქონლისა და მომსახურების შესყიდვის დროს.

 

2.5. მოსარჩელე ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხული ავტომობილი მ-–----–----------- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით N------ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროისათვის წარმოადგენდა საზოგადოების ერთადერთ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საზოგადოების რომელიმე თანამშრომელზე, როგორც მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე დირექტორის მხრიდან გადაცემული არ ყოფილა.

2.6. ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი სამუშაოები აწარმოა ინდ. მეწარმე ზ---------–--–---–-ა კერძოდ: - 0--------- წლის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ჩაატარა შემდეგი სამუშაოები: რობოტზე გასწორება, სათუნუქე სამუშაოები, დაშლა აწყობა, პლასტმასის ნაწილების გასწორება, რაშიც თითოეული მომსახურების ღირებულების ცალკე კონკრეტიზაციის გარეშე მოსარჩელის მიერ 26---.2013 წლის ინვოისი #--ის საფუძველზე 27.09.2013 წელს გადარიცხულ იქნა 3500 ლარი. მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გაწეული მომსახურება ჩაიბარა 23.07.2013 წელს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

- 06---.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვის #-1 ხელშეკრულების საფუძველზე ინდ. მეწარმე ზ---------–--–---–--აგან მოსარჩელის მხრიდან შესყიდულ იქნა შემდეგი მომსახურება, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება კერძოდ: დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლა - დამონტაჟება, სამღებრო სამუშაოები, ავტოსადგომით მომსახურება. რაშიც თითოეული მომსახურების ღირებულების ცალკე კონკრეტიზაციის გარეშე მოსარჩელის მიერ 26---.2013 წლის ინვოისი #--ის საფუძველზე და 22.10.2013 წლის ინვოისი #--ის საფუძველზე 27.09.2013 წელს გადარიცხულ იქნა 4580 ლარი, ხოლო 28.10.2013 წელს 1312.50 ლარი ერთობლიობაში 5892.50 ლარი, საიდანაც 5352.50 ლარი გადახდილ იქნა სავალი ნაწილებით ახლით შეცვლაში, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებში, ხოლო 540 ლარი ავტოსადგომით მომსახურებაში. მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გაწეული მომსახურება ჩაიბარა 15.10.2013 წელს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

2.7. მოსარჩელის მიერ 24.07.2013 წელს შეკვეთილი სსიპ ლ----------------–--------–-----------------–---------------------------–---------------------- წლის #--------- ექსპერტიზის დასკვნით: გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომობილს მ-–----–-----------ს ძარის წინა მარცხენა ნაწილში აღენიშნება სათუნუქე სამუშაოების ჩატარებისათვის დამახასიათებელი კვლები. ამავე დასკვნის კვლევით-განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ აღდგენილია წინა განივი ძელის მარცხენა ნაწილი, წინა პანელი, წინა მარცხენა ლანჟერონი, წინა მარცხენა გვერდული და ძრავის სახურავის წინა მარცხენა ნაწილი. სათუნუქე სამუშაოები ჩატარებულია დამაკმაყოფილებლად. გარდა ზემოაღნიშნულისა, ავტომობილზე დამონტაჟებული არ არის წინა ბამპერი, მარცხენა ფრთა, მარცხენა ფარი, საქარე მინა. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის მოსარჩელე მხარის მიერ 10.09.2013 წელს გადარიცხულ იქნა მომსახურების ღირებულება 100 ლარი.

 

2.8. მოსარჩელის მიერ 17.09.2013 წელს შეკვეთილი სსიპ ლ----------------–--------–-----------------–---------------------------–----------ს 19-------3 წლის #--------- ექსპერტიზის დასკვნით: კითხვაში აღნიშნულ დეტალების და ასევე ტექნიკური მომსახურების ღირებულება, დღევანდელი საბაზრო ფასების, გაუთვალისწინებელი ხარჯების და ცვეთის კოეფიცენტის გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 3921.75 ლარს. მოსარჩელის მიერ ექსპერტიზისათვის დასმულ იქნა შეკითხვა: რას შეადგენს ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილისათვის ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების კერძოდ წინა ბამპერის, მარცხენა ფრთის, მარცხენა ფარის საქარე მინის როგორც საბაზრო ღირებულება ასევე ტექნიკური მომსახურების ღირებულება. ექსპერტის მიერ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ღირებულება დაანგარიშებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შემდეგნაირად ავტონაწილების ღირებულება დღგ-ს და სხვა ხარჯების ჩათვლით წინა ბამპერი - 1300 ლარი, წინა მარცხენა ფრთა - 820 ლარი, წინა მარცხენა მაშუქი - 780 ლარი, წინა საქარე მინა 1280 ლარი ჯამში 4180 ლარი. დასკვნაში გაკეთებულია შემდეგი სახის შენიშვნა: ვინაიდან ზემოთ აღნიშნული 2011 წელს დამზადებული მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი მ-–----–-----------ს მეორადი დეტალები არ არის წარმოდგენილი ბაზარზე გათვალისწინებულია შპს ავ------–----ის (მი–----–--–------ის) ფასები. დეტალების ღირებულებას, ვინაიდან ავტომობილი იმყოფებოდა 2011-2013 წლებში ექსპლუატაციაში და განიცადა საექსპლუატაციო ცვეთა, ცვეთის კოეფიცენტის საშუალო მაჩვენებლად ექსპლუატაციის ვადის და გარბენის გათვალისწინებით დადგენილ იქნა 25%, რის გამოც 4180 ლარს გამოაკლდა 25% და მიღებულ იქნა 3135 ლარი, რასაც დაემატა ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების ღირებულება კერძოდ საქარე მინის მონტაჟი 200 ლარი, სამღებრო სამუშაოები 300 ლარი, დაშლა-აწყობა მორგება 100 ლარი ჯამში 600 ლარი რაც 3135 ლარს დამატებულმა შეადგინა 3735 ლარი, რომელსაც დაემატა გაუთვალისწინებელი ხარჯები 5%-ის ოდენობით 186.75 ლარი და ჯამში მიღებული თანხამ შეადგინა 3921.75 ლარი. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის მოსარჩელე მხარის მიერ 10.09.2013 წელს გადარიცხულ იქნა მომსახურების ღირებულება 470.60 ლარი.

 

2.9. შპს ი--------------–------ 01.02.2013 წელს გაცემულ #--- ინვოისით, გაცემულ სადაზღვევო კომპანიაზე, მი–----–--------ო (ვინ კოდის ბოლო ციფრი შეცდომითაა მითითებული, ნაცვლად ციფრი 4---- მითითებულია ციფრი 6) სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით N------ აღნიშნული ავტომობილის შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა დაზიანებები შეთავაზებულია შესაცვლელი დეტალების სია და ღირებულება დღგ-ს ჩათვლით: წინა მარცხენა ფრთა 755 ლარი, წინა მარცხენა ფრთის მოლდინგი 300 ლარი, დაშლა-აწყობა 200 ლარი, სამღებრო-სათუნუქე სამუშაოები 2100 ლარი, მარცხენა ფარი 2800 ლარი, ბამპერის კლიკი 85 ლარი, წინა ბამპერის სამაგრი 1150 ლარი, ტუმანნიკის აბადოკი 140 ლარი, კაპოტი 1800 ლარი ჯამში 9390 ლარი. ინვოისზე გაკეთებული შენიშვნით ჯამურ თანხაში გათვალისწინებულია ფასდაკლება სადაზღვევო კომპანიისათვის 25%.

 

2.10. შპს ე------- მიერ 08.08.2017 წელს გაცემული #---- ინვოისში მითითებულია მ-–----–----------- 2007, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწილები არის სრულიად ადაპტირებადი და ახალი, კერძოდ კაპოტი ღირებული 312 ლარი, ფრთა მარცხენა ღირებული 138 ლარი, ფრთის საფენი მარცხენა ღირებული 54 ლარი, ფარი მარცხენა ღირებული 294 ლარი, ბრეკეტი მარცხენა ღირებული 33 ლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.11. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის ბალანსზე აღრიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მ-–----–-----------ს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭიროა 6098.75 ლარი, ასევე ექსპერტიზების ღირებულება 570.60 ლარი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საქმეების განხილვისას სასამართლოში საქმისწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას პოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლში, რომლის მიხედვითაც თითოეული მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება. ამ შემთხვევაში ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოდის მოსარჩელე მხარეზე, რომელმაც ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობაში მოყვანისათვის გაწია 9392.50 ლარი და 570.60 ლარი გაიღო ექსპერტიზების ჩატარებისათვის.

 

სასამართლომ განმარტა, უდავოა, რომ მოსარჩელის ბალანსზე აღრიცხული ავტომობილი ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 27.01.2013 წელს შეეჯახა წინა მარცხენა მხარით საცხოვრებელი სახლის კედელს, რა დროსაც დაზიანდა ავტომობილის წინა მარცხენა ნაწილი. ავტომობილის ფაქტიური მძღოლის საპატრულო პოლიციისადმი მიცემულ ახსნა-განმარტებით ავტომანქანას დაუზიანდა წინა ბამპერის მარცხენა მხარე, წინა მარცხენა ფრთა, ძრავის ხუფი, წინა მარცხენა მაშუქი. დაზიანების შემდგომ, ავტომობილი გადაყვანილ იქნა შპს ი--------------–----–-, რომლის მიერაც 01.02.2013 წელს გაცემულ ინვოისით შეფასებულ იქნა პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა 9390 ლარად 25%-იანი ფასდაკლების გათვალისწინებით, რის შემდგომაც მოსარჩელის მიერ 0--------- წელს შემთხვევიდან თითქმის 3 თვის შემდგომ დაიდო ინდ. მეწარმე ზ---------–--–---–---- მომსახურების ხელშეკრულება შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: რობოტზე გასწორება, სათუნუქე სამუშაო, დაშალ აწყობა, პლასტმასის ნაწილების გასწორება რომელი მომსახურებაც ცალ-ცალკე ღირებულების მიხედვით არც ხელშეკრულებაში და არც ინვოისში ნაჩვენები არ არის, ხოლო ამ მომსახურების მიღებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 3500 ლარი. 05------13 წელის ს----------–----------------------------–----------- დასკვნით ჩატარებული სამუშაოები მიჩნეულ იქნა დამაკმაყოფილებლად, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მომსახურებაში გაღებული თანხა ასევე ექსპერტიზის ღირებულება 100 ლარი სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს გადასახდელად. აღნიშნულის შემდგომ 06---.2013 წელს მოსარჩელემ დადო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იმავე ინდ. მეწარმე ზ---------–--–---–---- შემდეგი მომსახურების მიღებაზე: დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლა - დამონტაჟება, სამღებრო სამუშაოები, ავტოსადგომით მომსახურება. მომსახურების დასრულებამდე და ღირებულების გადახდამდე მოსარჩელემ შეუკვეთა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა ავტომობილის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო ნაწილების და მომსახურების ღირებულების დასადგენად, რაც ექსპერტიზის მიერ შეფასდა 3135 ლარით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მეორე ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ნაწილების ღირებულება და მომსახურების და სამუშაოების ღირებულებაში ნაწილობრივ არის შესული მოსარჩელის მიერ ექსპერტიზამდე უკვე მიღებული მომსახურება, როგორიცაა დაშლა-აწყობა მორგება, რაც უნდა გამოაკლდეს ექპერტიზით დადგენილ ჯამურ ღირებულებას, ასევე საქარე მინის მონტაჟის ღირებულება და წინა საქარე მინის ღირებულება, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ წინა საქარე მინის დაზიანება მოხდა ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რის გამოც საქარე მინის შეცვლა მიზეზობრივ კავშირშია ავტო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, აღნიშნულის გათვალისწინებითაც დარჩენილი ოდენობით ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ღირებულება სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მეორე ექსპერტიზის ღირებულებასთან ერთად, ვინაიდან მოსარჩელეზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის დებულებანი და იგი ვალდებულია თითოეული მომსახურების მიღების შემდგომ მომსახურებისა და სამუშაოების ჩატარება დაადასტუროს ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომ ჩასატარებელი სამუშაოების და ღირებულების შეტყობის შემდგომ ინდ. მეწარმე ზ---------–--–---–--ათვის ერთობლიობაში 5892.50 ლარის ოდენობით ფულის გადახდის აუცილებლობას, საიდანაც 5352.50 ლარი გადახდილ იქნა სავალი ნაწილებით ახლით შეცვლაში, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებში, ხოლო 540 ლარი ავტოსადგომით მომსახურებაში. აღნიშნულის გარდა, ინვოისი 2-–- და ინვოის 3-–- არ არის დაკონკრეტებული შეცვლილი ნაწილების დასახელება და მათი შეცვლის მიზანშეწონილობა და აუცილებლობა ასევე ღირებულება, იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია ინვოისი 2-–- და ინვოისი 3-–- მოცემული მომსახურების ღირებულების დაცალკევება სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სამღებრო სამუშაოების ღირებულებაზე, რაც შეეხება სათუნუქე სამუშაოებს აღნიშნული მომსახურება მას უკვე მიღებული ქონდა იმავე ინდ მეწარმისაგან ინვოისი #--ით, რის გამოც ამ მომსახურების ღირებულებას სასამართლო დაიანგარიშებს მეორე სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ღირებულებიდან. ასევე სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიერ ავტო პარკინგის მომსახურებისათვის გადახდილი 540 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება, მოწმის გ----------–---–---–-- ჩვენებით, ავტომობილი გარკვეული ხანი იდგა ინდ. მეწარმესთან სახელოსნოში და მისი აღდგენა მოხდა რამდენიმე თვის შემდგომ, რის გამოც ინდ. მეწარმემ მოითხოვა სახელოსნოში ავტომობილის დგომისათვის გადასახადის გადახდა, რის გადახდაც მოუწია მოსარჩელეს, ვინაიდან, აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდა. მოწმე ნ-----–---------–---–---–-- ჩვენებით საზოგადოებას გააჩნია ავტომობილის სადგომი, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს შეეძლო დაზიანებული ავტომობილი გაეჩერებინა სამსახურის ავტოსადგომზე იმ ვითარებაში, როდესაც იგი წარმოადგენდა საზოგადოების ერთადერთ ავტომობილს და იგი არ გაეჩერებინა თვეების განმავლობაში ხელოსნის სახელოსნოში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანუ პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭირო სახსრების ოდენობა უნდა დადგინდეს არა რომელიმე კერძო კომპანიის მიერ დადგენილ და შეთავაზებული ოდენობით, არამედ ექსპერტიზის მიერ დადგენილი საბაზრო ფასების შესაბამისად, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს არც შპს ი--------------–------ მიერ გაცემულ #--- ინვოისში დაფიქსირებულ ხარჯთაღრიცხვის ოდენობას და არც შპს ე------- მიერ საქმის განხილვის დროისათვის და არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროისათვის გაცემულ #---- ინვოისში მითითებულ ხარჯთაღრიცხვის მოცულობას რომელშიც მითითებული ნაწილები არ წამოადგენენ ორიგინალ ნაწილებს, არამედ წარმოადგენენ თავსებად და ადაპტირებად ნაწილებს.

 

2.12. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლომ განმარტა, უდავოდ დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რომელსაც მოჰყვა ავტომობილის დაზიანება მოხდა 27.01.2013 წელს. ასევე უდავოდ დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოში შემოვიდა 25.01.2016 წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129.1 მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინიდან ავტომობილის დაზიანებიდან სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე არ არის გასული კანონმდებლობით სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რის გასვლის შემდგომაც მოსარჩელე კარგავს მოთხოვნის უფლებას, ხოლო მოპასუხე უფლებამოსილია აღარ შეასრულოს მოსარჩელის მოთხოვნა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ზიანი დადგა ავტოსატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, რომელსაც მართავდა დ-----------–-----, რომლიც არ წარმოადგენდა მოსარჩელე საზოგადოებაში დასაქმებულ პირს (თანამშრომელს) და ამ უკანასკნელს საზოგადოების კუთვნილი ავტომობილი სამართავად გადასცა მოპასუხემ ავტოპარკინგზე გაჩერების მიზნით, სასამართლომ განმარტა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სამართლებრივად სწორად შეფასდეს მოსარჩელე საზოგადოების ყოფილ დირექტორსა და დ-----------–-----ს შორის საზოგადოების ავტომობილის პარკინგზე გაჩერებისათვის თხოვნის სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მოპასუხეს ავტომობილის დაზიანების დროს ეკავა მოსარჩელე საზოგადოებაში დირექტორის თანამდებობა, ასევე უდავოა, რომ იმ დროისათვის საზოგადოებაში შექმნილი ფინანსური სირთულეების გამო თითქმის ყველა თანამშრომელი არ დადიოდა სამსახურში, ასევე უდავოა, რომ საზოგადოების კუთვნილი ერთადერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა მოპასუხის, როგორც საზოგადოების დირექტორის მართლზომიერ მფლობელობაში, ასევე უდავოა, რომ მოსარჩელე საზოგადოების რომელიმე თანამშრომელზე საზოგადოების ავტომობილი როგორც მატერიალური აქტივი განპიროვნებული არ ყოფილა და მატერიალური პასუხისმგებლობა არ დაკისრებია დირექტორის გადაწყვეტილებით, ასევე მოწმის ნ-----–---------–---–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ დირექტორის გარდა საზოგადოების ავტომობილის გამოყენება ხდებოდა საზოგადოების სხვა თანამშრომლების მიერაც დირექტორთან შეთანხმებითა და მისი თანხმობით. ასეთ მოცემულობაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 9.1 და 56-ე მუხლში მითითებული დირექტორის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება თავის თავში გულისხმობს არა მარტო საზოგადოების ქონების მართვის უფლებამოსილებას არამედ შენახვაზე პასუხისმგებლობასაც, ვინაიდან, დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი მაგალითად საზოგადოებაში მძღოლის თანამდებობაზე დანიშნული პირისათვის საზოგადოების მატერიალური აქტივის ავტომობილის გადაცემა და მისთვისვე ამავე ავტომობილზე მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება. იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას არ ყავდა მძღოლი, იგი იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში და მისი თანხმობით იყო შესაძლებელი საზოგადოების სხვა თანამშრომლების მიერ საზოგადოების ავტომობილით სარგებლობა, ავტომობილზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საზოგადოების წინაშე მიჩნეულ უნდა იქნეს საზოგადოების დირექტორი - ამ შემთხვევაში მოპასუხე. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშრებით, რომ მოპასუხემ როგორც საზოგადოების დირექტორმა ზეპირი შრომითი ურთიერთობა დაამყარა დ-----------–-----სთან, რომელმაც უსასყიდლოდ იკისრა ვალდებულება გაეჩერებინა საზოგადოების ავტომობილი ავტოპარკინგზე რაც მოპასუხემ იმ დროს ადგილზე მისვლისას ვერ შეძლო, ვინაიდან შეხვედრაზე აგვიანდებოდა და გასაჩერებელი ადგილის მოძებნას დრო ესაჭიროებოდა, რის გამოც დ-----------–----- იყო საზოგადოების კუთვნილ ავტომობილზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი. სასამართლო განმარტავს უდავოა, რომ მოსარჩელე საზოგადოება წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებულ საზოგადოებას, შესაბამისად შრომით სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით, რომლის 2.1 მუხლით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად შრომით სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოიშობა ანაზღაურების გარეშე სამუშაოს შესრულების დროს, ამდენად დ-----------–-----, მოპასუხის როგორც საზოგადოების დირექტორის მხრიდან გამოვლენილი ნების მიუხედავად ვერ ჩაითვლება საზოგადოების თანამშრომლად, ვინაიდან მას ავტომობილის ავტოპარკინგზე გაჩერება უნდა მოეხდინა ანაზღაურების გარეშე და იგი საზოგადოების კუთვნილ ავტომობილზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად ვერ იქნება მიჩნეული. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს როგორც საზოგადოების დირექტორსა და დ-----------–-----ს შორის ავტომობილის გადაცემით დაიდო ავტომობილის თხოვების ზეპირი ხელშეკრულება. სასამართლომ განმარტა, რომ დ-----------–-----ს როგორც მონათხოვრეს ეკისრება ვალდებულება ნათხოვარი ნივთის დანიშნულებიდან გამომდინარე მისი ცვეთის გათვალისწინებით დაებრუნებინა იგი გამნათხოვრებლისათვის ანუ მოპასუხისათვის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იგი მოპასუხემ გადასცა, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ პასუხს აგებს საზოგადოების ქონებაზე მათ შორის, ავტომობილზე საზოგადოების წინაშე, როგორც მატერიალურად პასუხისმგებელი პირი და დირექტორი პირდაპირ და უშუალოდ მთელი თავისი ქონებით მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 9.6 მუხლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრვ, სასამართლოს მიერ ავტომობილის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭირო ოდენობით, ასევე მოსარჩელის მიერ ექსპერტიზების ღირებულების ოდენობით, ვინაიდან, მოპასუხის მიერ მესამე პირთან დადებული თხოვების ხელშეკრულება არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან, თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ავტომობილის ღირებულების შემცირება, საზოგადოებას არ ჰყავდა მძღოლი და ავტომობილი იმყოფებოდა მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში მოპასუხეს პირადად უნდა გაეჩერებინა ავტომობილი ავტოპარკინგზე. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული მოუთითოს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც იგი აყენებს სასარჩელო მოთხოვნას, არამედ მის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს სასამართლოსათვის ფაქტების მითითება, ხოლო სამართლებრივად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები სამართლებრივად რომელი ნორმის საფუძველზე იძლევა დაკმაყოფილების შესაძლებლობას, აღნიშნულს აფასებს სასამართლო. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არამართებულად მიიჩნია, რომ ზ------------–-----სა და დ-----------–-----ს შორის თხოვების ხელშეკრულება დაიდო. ზ------------–----- ავტოსაგზაო შემთხვევის დროს წარმოადგენდა სს „ს----------–-----------------------------------------ს“ დირექტორს. კომპანიაში არსებული ფინანსური სირთულეების გამო, ყველა თანამშრომელი არ დადიოდა სამსახურში. ასევე, მოწმის ჩევენებით დადასტურდა, რომ დირექტორის გარდა საზოგადოების ავტომანქანის გამოყენება ხდებოდა საზოგადოების სხვა თანამშრომლების მიერაც. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანა იმართებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ, დ-----------–----- მიდიოდა საქმიან შეხვედრაზე, თუმცა, ავტომანქანის პარკირება შეხვედრის ადგილას სირთულეს წარმოადგენდა, რის გამოც, დადო მომსახურების და არა თხოვების ხელშეკრულება დ-----------–-----სთან, რათა დაეპარკირებინა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა. შესაბამისად, ვინაიდან, საზოგადოების დირექტორმა ამავე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაავალა მესამე პირს ავტოსადგომზე მანქანის დაყენება, რის გამოც, სახეზეა არა თხოვების, არამედ მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება. დირექტორის მხრიდან შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, დაარღვევდა თუ არა დ-----------–----- მოძრაობის წესებს. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აპელანტი სადავოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ ავტომანქანის შეკეთება შეიძლებოდა 1500 ლარად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის: ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის დროს, მოპასუხე წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორს; ზიანი დადგა ავტოსატრანსპორტო საშუალებების არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, რომელსაც მართავდა დ-----------–----- და ამ უკანასკნელს საზოგადოების კუთვნილი ავტომობილი სამართავად გადასცა მოპასუხემ ავტოპარკინგზე გაჩერების მიზნით. შესაბამისად, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა, მსჯელობის საგანია წარმოადგენს თუ არა ზ------------–----- ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.

 

პალატა განმარტავს, რომ საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლები)“; „დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს“; „დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო (სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ (შდრ. სუსგ №ას-895-845-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

 

შესაბამისად, მოცემულ კონტექსტში საყურადღებოა შესრულდა თუ არა დირექტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ისე, როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (ვალდებულების შესრულების ამგავრი სტანდარტი რეგლამენტირებულია, როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. ე.ი მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა მოსარჩელეს ეკისრებოდა. პალატა განმარტავს, სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე (დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები); ერთ-ერთი მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ხელშეკრულების დებულებათა დარღვევის გზით, რამაც განაპირობა ხელშეკრულებიდან გასვლა; სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი; დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან; როგორც წესი, ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. აღნიშნული, თუნდაც ერთ-ერთი ნიშნის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეექვსე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

 

კორპორაციის ფუნქციონირებისათვის, ზემოაღნიშნული მუხლი, განსაზღვრავს დირექტორის მიერ საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის სტანდარტს. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა ”ამავე კანონის მე-9 მუხლის მეექვსე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად”. შესაბამისად, კანონი მკაცრად ადგენს ხელმძღვანელობის ხარისხს და დირექტორის მოვალეობას განსაზღვროს საზოგადოების განვითარების მნიშნელოვანი პრიორიტეტები, რომელიც ხელსაყრელია ამ უკანასკნელისათვის. ამ მიზნების ეფექტური რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ კეთილსინდისიერი მმართველობის პირობებში. სამეწარმეო ურთიერთობებში დამკვიდრებული "კეთილსინდისიერი დირექტორის" საბაზისო პრინციპი, არ შეიძლება შეიზღუდოს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული პრინციპი მოიცავს კორპორაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მეწარმე სუბიექტისათვის დამახასიათებელი გონივრული მოქმედების სტანდარტის უზრუნველყოფას. შესაბამისად, დირექტორის პასუხისმგებლობის წინაპირობები ამ ორი კომპონენტით განისაზღვრება. დირექტორის არამართლზომიერი მენეჯმენტის შეფასება ორი მიმართულებით არის შესაძლებელი. პირველს განეკუთვნება ე.წ კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო, მეორეს - მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა).

 

პალატა მიუთთებს, რომ ზ------------–-----ს, როგორც დირექტორს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ სამოქალაქო რისკისათვის, რომელიც არასათანადოდ გასწია, კერძოდ, მანქანის მძღოლის შერჩევა. სწორედ ამ უკანასკნელს უნდა გამოეჩინა სათანადო წინდახედულება კონტრაჰენტის შერჩევისას, რომელსაც დაავალა ავტომანქანის გაჩერება. ამასთან, საყუარდღებოა, რომ როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (იხ. 9.1 და 56-ე მუხლები), ასევე სამოქალაქო კოდექსი სახელშეკრულებო ზიანის დადგომისას კრედიტორის მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად განსაზღვრავს უშუალოდ ხელშეკრულების მხარეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულო ოთხივე ელემენტი (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი, ბრალი), ე.ი სკ-ის 394-ე მუხლის შემადგენლობა, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთან, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, როგორც ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, ასევე სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.11 და 2.12 პუნქტები). პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ მართალია, მოპასუხე არ ეთანხმება ზიანის ოდენობას, თუმცა, მის მიერ აღნიშნულის თაობაზე სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი, საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მოცემულ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------------–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი