განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010276417001848364
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 225
3 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: მ-------- ირემაძე
აპელანტი: სახელმწიფო ქ------- ე---------–- ს---------
წარმომადგენელი: მ-------- კ-------ე
აპელანტი: აჭარის ა/რ ფ-------- და ე----------- სამინისტრო
წარმომადგენელი: ზ----- მ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე: ნ---- ხ--–--–ი
წარმომადგენელი: ლ-–- ბ---–----ე
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ნ---- ხ--–--–მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ საქართველოს ე-----------ა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითა და ითხოვა: - 2----–-–---------------–- ცალმხრივი ნებით გამოვლენილი გარიგების ბათილად ცნობა, რომლითაც მან სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვა უძრავი ქონება, 6107 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის მიმდებარედ (ს/კ 0-----------) და ამავე მისამართის მიმდებარედ მდებარე 3929 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------). მოსარჩელემ ასევე ითხოვა - მიწის ნაკვეთების თავის საკუთრებად აღრიცხვა.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2----–-–-------------, ნ---- ხ--–--–მა ჯ----–-–--–------საგან 50 000 ლარად იყიდა 6107 კვ. მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შემდეგში პირველი მიწის ნაკვეთი), მდებარე ქ. ქ------–----------------–----------------- ქუჩის №---ში,ს/კ 0-----------. 2----–-–------------- მოსარჩელემ თ----------–----გან 30 000 ლარად შეიძინა ქ. ქ------–---–-------------–----------------- ქუჩის №---ის მიმდებარედ 3929.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ0-----------). ორივე მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით აღრიცხული იყო მოსარჩელის საკუთრებად.
3. 2010 წლის 27 აპრილს, მესამე პირის სესხის უზრუნველსაყოფად, მიწის ნაკვეთები იპოთეკით დაიტვირთა ერთ-ერთი ბანკის სასარგებლოდ. კრედიტორის 2010 წლის 30 ივლისის წერილის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე არსებული იპოთეკა გაუქმდა.
4. მოსარჩელის მეუღლისა და მაზლის (ა--–------ თ------ ხ--–--–ები) მიმართ 2008-2011 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის დევნა დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 220-ე და 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
5. 2----–-–---------------–- მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს. ის თანახმა იყო, ორივე მიწის ნაკვეთი გადასულიყო სახელმწიფო საკუთრებაში.
6. მითითებული განცხადება დაედო საფუძვლად აღნიშნული ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვას.
7. 2011 წლის 14 ივნისს, მეორე მიწის ნაკვეთი, სახელმწიფომ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცა საკუთრებაში.
8. 2014 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ განცხადებით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას და ითხოვეს, მიწის ნაკვეთების არამართლზომიერად ჩამორთმევის გამო, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება არ არსებობდა და საქმის წარმოება შეწყდა
9. თ------ ხ--–--–ი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით მითვისებაში.
10. 2014 წლის 28 აგვისტოს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ითხოვა, ორივე მიწის ნაკვეთზე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა - საკუთრების უფლების დაბრუნება - მის მიერ 2----–-–---------------–- გამოვლენილი ცალმხრივი ნების ბათილობის მოტივით. იგი სარჩელს ასაბუთებდა იმით, რომ საკუთრების მიტოვება სახელწიფო ორგანოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული იძულების შედეგი იყო.
11. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სარჩელში მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მარტის განჩინებით არასათანადო მოპასუხე საქართველოს ე-----------ა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით სსიპ სახელმწიფო ქ------- ე---------–- ს---------თი.
13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ---- ხ--–--–მა, შემდეგი დასაბუთებით: აპელანტის განცხადებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის მყარი და სარწმუნო, შესაბამისად, სასამართლომ უსამართლოდ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები გამოვლენილი ნების სამართლებრივი უვარგისობის თაობაზე.
15. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რითაც ფაქტობრივად მოუსპო მოსარჩელეს თავისი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა. მან საკმარისად არ იმსჯელა და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას რაიმე სახის ინტერესი უძრავი ქ------- სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებისათვის არ ექნებოდა. მისი მტკიცებით, ორივე ქ------- მიტოვება განაპირობა პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.
17. პალატამ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი აჭარის პროკურატურის წერილიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრისა და 2011 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით დადგენილი იქნა, რომ სადავო გარიგებით მიტოვებული მიწის ნაკვეთები მსჯავრდებულს მოპოვებული ჰქონდა დანაშაულებრივი გზით და გარკვეული დროის განმავლობაში ქ------- ფიქტიური მესაკუთრე იყო მოსარჩელე. მიწის ნაკვეთი მოსარჩელემ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმის გამო დათმო, რომ მსჯავრდებულს ამ გზით აენაზღაურებინა მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებით მიყენებული ზიანი. სანაცვლოდ ის მიიღებდა შეღავათიან სასჯელს.
18. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეს თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად აუცილებლად უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრისა და 2011 წლის 16 თებერვლის განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მან ვერ დაამტკიცა, რომ მიწის ნაკვეთი მსჯავრდებულს არ ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული და მასზე ფორმალურად არ იყო გაფორმებული. ასევე ვერ დაამტკიცა, რომ მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს არ დაუთმია იმ მიზნით, რომ ეს მსჯავრდებულს ჩაეთვლებოდა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებად და სანაცვლოდ მიიღებდა შეღავათიან სასჯელს. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. მოსარჩელე შეეცადა ასეთი მტკიცებულების მოპოვებას. მან განცხადებით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა იმ პირების დასჯა, ვინც იგი აიძულა მიწის ნაკვეთი მიეტოვებინა. მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, მაგრამ იძულების ფაქტი არ დადგინდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.
19. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით, ნ---- ხ--–--–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
21. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2----–-–---------------–- გამოვლენილი ცალმხრივი ნების, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთები გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, ბათილობიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დაბრუნება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლი და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება: ”პირს, რომელსაც მეორე პირი გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოთხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღებს უფლება ქონდა გადაცემულზე” . . . უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე. შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ამგვარი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა.
21. თავისი განჩინებით, უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2011 წლის 2 თებერვლის განცხადებით მოსარჩელემ სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრება გადასცა სახელმწიფოს. არც ისაა სადავო, რომ საკუთრების გადაცემისას მოსარჩელეს სახელმწიფოს წინაშე არანაირი შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნდა. უზენაესი სასამართლოს მითითებით, იქედან გამომდინარე, რომ განაჩენით დადგენილ ფაქტებს კანონმდებელი პრეუდიციულ მნიშვნელობას არ ანიჭებს, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ისინი სათანადო გამოკვლევის გარეშე დამტკიცებულად არ უნდა ჩათვალოს, არამედ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
22. უზენაესი სასამართლოს მითითებიდან გამომდინარე საქმის ხელახალი განხილვის დროს პირველის ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა 2011 წლის 24 იანვრის, 16 თებერვლისა და 17 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენები.
23. 2017 წლის 07 ნოემბერს, ნ---- ხ--–--–მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს მითითებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეებად სსიპ სახელმწიფო ქ------- ე---------–- ს--------- და აჭარის ა.რ ფ-------- და ე----------- სამინისტრო მიუთითა და ითხოვა: - 2----–-–---------------–- ცალმხრივი ნებით გამოვლენილი გარიგების ბათილად ცნობა, რომლითაც მან სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვა უძრავი ქონება, 6107 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის მიმდებარედ (ს/კ 0-----------) და ამავე მისამართის მიმდებარედ მდებარე 3929 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------). მოსარჩელემ ასევე ითხოვა - მიწის ნაკვეთების თავის საკუთრებად აღრიცხვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
24. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით: ნ---- ხ--–--–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2----–-–---------------–- ცალმხრივი ნებით გამოვლენილი გარიგება, რომლითაც ნ---- ხ--–--–მა სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვა უძრავი ქონება, 6107 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის მიმდებარედ (ს/კ 0-----------) და ამავე მისამართის მიმდებარედ მდებარე 3929 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------). უძრავი ქონება, 6107 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის მიმდებარედ (ს/კ 0-----------) და ამავე მისამართის მიმდებარედ მდებარე 3929 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------) აღირიცხა ნ---- ხ--–--–ის საკუთრებად. ბათუმის საქალაქო სამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი. სსიპ ,,სახელმწიფო ქ------- ე---------–- ს---------ს" და აჭარის არ ფ-------- და ე----------- სამინისტროს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 3050 ლარის ანაზღაურება.
25. სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის მარტის თვის ბოლოს, 6107 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის მიმდებარედ (ს/კ 0-----------) და 3929 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------) რეგისტრირებული იყო ნ---- ხ--–--–ის საკუთრებად. ქონება მის საკუთრებად რეგისტრირებული იყო ჯ----–-–--–-----თან და თ--------------–---სთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
26. ნ---- ხ--–--–მა თავის სკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები სესხის უზრუნველსაყოფად სს ,,თ------------" სასარგებლოდ დატვირთა იპოთეკით.
27. ნ---- ხ--–--–ის მეუღლე არის ა--–------–--–ი, მაზლი კი თ------ ხ--–--–ი. თ------ ხ--–--–ის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით მითვისების თაობაზე. გამოძიების თანახმად: თ------ ხ--–--–ი მიწის ნაკვეთებს დაეუფლა დანაშაულებრივი გზით და ფორმალურად გადაუფორმა ისინი ნ---- ხ--–--–ს. გამოძიება მისგან მოითხოვდა მიწის ნაკვეთის დაბრუნებას. სასამართლომ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთის დანაშაულებრივი გზით დაუფლება სადაოა, მაგრამ ის, რომ გამოძიება თ------ ხ--–--–ს, მიწის ნაკვეთის დანაშაულებრივი გზით მიტაცების ფაქტზე ედავებოდა - სადაო არ არის.
28. მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით დაუფლებასთან დაკავშირებით, თ------ ხ--–--–ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 იანვარს და 16 თებერვალს
დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
29. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განაჩენის შემდეგ, 2----–-–---------------–- ნ---- ხ--–--–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ ს---------ს
და განაცხადა, რომ თანახმაა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს სახელმწიფოს სასარგებლოდ.
30. ნ---- ხ--–--–ის განცხადების საფუძველზე 6107 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის
მიმდებარედ (ს/კ 0-----------) და ამავე მისამართის მიდებარედ მდებარე 3929 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------) აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.
31. ქ. ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის მიმდებარე 3929 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------) სახელმწიფომ საკუთრებაში გადასცა აჭარის ა.რ. რესპუბლიკას.
32. 2014 წლის 14 აგვისტოს ნ---- ხ--–--–მა და ა--–------–--–მა განცხადებით მიმართეს აჭარის არ პროკურატურას და ითხოვეს იძულებით მიწის ნაკვეთის დათმობის იძულებასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება.
33. ნ---- ხ--–--–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, მაგრამ შეწყდა ქმედაბაში სისხლის სამართლის კანონით გათვალიწინებული ქმედების არასებობის გამო.
34. საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებების თანახმად სასამართლომ დაადგინა, რომ ნ---- ხ--–--–ს არ ჰქონდა ფინანსურად შესაფერი პირობები იმისა, რომ მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ დაეთმო სახელმწიფოსათვის.
35. დადგენილი იქნა, რომ ნ---- ხ--–--–მა მიწის ნაკვეთებზე უარი განაცხადა თ------ ხ--–--–ის მიმართ 2011 წლის 24 იანვრის განაჩენის დადგომის შემდეგ. 2----–-–---------------–-.
36. სასამართლომ მიუთითა, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს ნ---- ხ--–--–ის მიერ მიწის ნაკვეთის მიტოვება არის თუ არა ნების თავისუფალი გამოვლინება, სარჩელის განმხილველმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ იძულება არის პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება. იძულება წარმოადგენს ნების გამოხატვის პროცესში აშკარა ჩარევას. მიუხედავად იმისა, რომ ნების გამომხატველს გაცნობიერებული აქვს რეალური მდგომარეობა და არ სურს გარიგების დადება, მისი თავისუფალი ნება იმდენად არის შეზღუდული, რომ საბოლოო ჯამში თანხმდება მასზე, ფორმალურად საკუთარი გადაწყვეტილებით.
37. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად დაუშვებელი ზემოქმედების ხერხია ძალადობა და მუქარა. როგორც ერთი, ასევე მეორე ხერხი იწვევს გარიგების ბათილად ცნობას. სასამართლოს მითითებით, ძალადობის ქვეშ იგულისხმება ფიზიკური იძულება, რომელიც მიმართულია მოძალადისათვის სასურველი ნების გამოხატვისაკენ. ძალადობა გაგებული უნდა იქნას, როგორც ფიზიკური ეფექტის მქონე იძულება, ძალის ან სხვა ფაქტორის გამოყენებით, რომელიც გამოსადეგია იმისათვის, რათა
ხელყოს პირის გადაწყვეტილების ჩამოყალიბება-მიღების თავისუფლება. თავის მხრივ მუქარა წარმოადგენს სამომავლო საფრთხის შესახებ შეტყობინებას, რომლის რეალიზებასაც დამმუქრებელი საკუთარ ნება-სურვილზე დამოკიდებულად წარმოაჩენს, რათა ამგვარად ზეგავლენა მოახდინოს მუქარის ადრესატის ნების ჩამოყალიბებაზე და დაიყოლიოს შესაბამისი გარიგების დადებაზე. სამომავლო საფრთხე მოიცავს ნებისმიერ უარყოფით შედეგს, როგორც მატერიალურს, ისე არამატერიალურს, დამოუკიდებლად მისი სიმძიმისა. მუქარის სიმძიმე მნიშვნელობას იძენს მხოლოდ მიზეზ-შედეგობრიობის დადგენისას. აუცილებელი არ არის, რომ დამმუქრებელს მართლაც ჰქონდეს დაპირებული უარყოფითი შედეგის სისრულეში მოყვანის განზრახვა. საკმარისია, თუ მუქარის ადრესატს შეეძლო მისი აღქმა რეალური საფრთხის შემცველად. დამუქრება შესაძლებელია, როგორც გაცხადებულად, ისე შეფარული, თუ კონკლუდენტური მითითების გზით. ყველა ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, ჩანს თუ არა ადრესატის თვალსაწიერიდან საფრთხის რეალიზებად დამმუქრებლის ნებაზე დამოკიდებულად. შესაბამისად, მითითება ობიექტურად არსებული გარემოებაზე, რომელზეც დამმუქრებელს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, ვერ ჩაითვლება მუქარად, ისევე როგორც უკვე რეალიზებული საფრთხე.
38. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ---- ხ--–--–ის ეკონომიური მდგომარეობა არ იყო იმდენად უზრუნველყოფილი, რომ სურვილი გაჩენოდა სახელმწიფოს დახმარებოდა და მის
სასარგებლოდ მიეტოვებინა ის ქონება, რომელიც მას შეძენილი ჰქონდა 80 000 ლარად. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია განაჩენში მითითებულია, რომ ნ---- ხ--–--–ს ქონება არ შეუძენია და რომ იგი ფორმალურად გახდა მესაკუთრე, მაგრამ ეს გარემოება უპირობოდ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან სისიხლის სამართლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა არ აქვს და თ------ ხ--–--–ის საქმეში დადგენილი გარემოებები ამ საქმეშიც ავტომატურად დადგენილად ვერ ჩაითვლებოდა.
39. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ---- ხ--–--–ის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია სრულად შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრული დაუშვებელი ზემოქმედების ხერხს - ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას. სასამართლომ განმარტა, რომ ნ---- ხ--–--–ის ნების გამოვლენას არ შეიძლება ეწოდოს თავისუფალი გამოვლინება. მან იცოდა, რომ თუ მიწის ნაკვეთებს არ მიატოვებდა და სახელმწიფოს არ დაუბრუნებდა, დიდი ალბათობით მასაც ისევე დასჯიდნენ, როგორც თ------ ხ--–--–ს. აღნიშნულმა გამოიწვია შესაბამისი შედეგი - ნ---- ხ--–--–მა მიატოვა საკუთრება.
40. სასამართლომ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთებზე გამოძიების წარმოებამ და ნ---- ხ--–--–ის თანამონაწილედ მითითებამ განაპირობა ნების იძულებით მიღება. ნ---- ხ--–--–ს უძრავი ქ------- გასხვისების ნება არ გამოუვლენია. მისი ნება მიღებულია ფსიქოლოგიური იძულების შედეგად, ანუ სახეზეა იძულებით დადებული გარიგება, რაც ექვემდებარება გაბათილებას. აღნიშნულის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ---- ხ--–--–ის სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა ის. ბათილად ცნო 2----–-–---------------–- ცალმხრივი ნებით გამოვლენილი გარიგება, რომლითაც ნ---- ხ--–--–მა სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვა უძრავი ქონება, 6107 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის მიმდებარედ (ს/კ 0-----------) და ამავე მისამართის მიმდებარედ მდებარე 3929 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------).
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
41. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქ------- ეროვნულმა ს---------მ და აჭარის ა/ რ ფ-------- და ე----------- სამინისტრომ.
42. აპელანტმა სსიპ სახელმწიფო ქ------- ე---------–- ს---------ს წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ნ---- ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მისი გამნარტებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ არასწორად იქნა დადგენილი, ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ---- ხ--–--–ის მიერ გამოვლენილი ნება სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე წარმოადგენდა მასზე ფსიქოლოგიური იძულების შედეგად დადებულ გარიგებას, რაც აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი იყო; სასამართლოს განმარტება, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების, როგორც იძულების შედეგად განხორციელებული ნების გამოვლენის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, საქმეში სათანადო და იძულების განხორციელების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში ასახული ფაქტობრივი გარემოების თანმიმდევრობა ერთობლიობაში ადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობას. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ მიუთითა ვერც ერთ ისეთ კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებდა ნ---- ხ--–--–ზე, სამართალდამცავი ორგანოების მხრდან განხორციელებულ რაიმე ზეწოლის ან მუქარის ფაქტზე.
43. აპელანტმა მიუთითა, რომ თ------ ხ--–--–ის მიმართ დამდგარი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. მის მიმართ წარმოებული სისხლისამართლებრივი ღონისძიებები მიმდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული ნ---- ხ--–--–ის მიმართ რაიმე ფორმით (მართლსაწინააღმდეგო) განხორციელებულ ფსიქოლოგიურ იძულებად.
44. აპელანტმა მიუთითა საქმეში განთავსებულ აჭარის ა.რ პროკურატურის 2015 წლის 11 მაისის №----------- წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიების პროცესში დაკითხული თ------ ხ--–--–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და პროკურორი კატეგორიულად უარყოფენ მათი მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის, ძალადობის ან კანონდარღვევის ჩადენის ფაქტებს და განმარტავენ, რომ ნ---- და ა--–------–--–ებმა ქ------- სახელმწიფოზე გადაცემა მოახდინეს საკუთარი ნებისა და სურვილის შესაბამისად, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან კონსულტაციის შემდგომ. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად არ დადასტურდა ნ---- და ა--–------–--–ების მიმართ რაიმე სახის ზეწოლის, ძალადობის ან სხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. შესაბამისად, ისეთ ვითარებაში, როდესაც ბრალდების მხარე ჩვეულებისამებრ ახორციელებდა მასზე კანონით დაკისრებულ უფლებამოსილებებს და ნ---- ხ--–--–ის მიმართ ქ------- მიტოვების მოტივით არ მოუხდენიათ არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური იძულება, ამ ვითარებაში ნ---- ხ--–--–ის მიერ დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით მიღებული გადაწყვეტილება ქ------- სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების შესახებ არ წარმოადგენს იძულებით დადებულ გარიგებას.
45. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა კონკრეტულ პირთა მიერ ნ---- ხ--–--–ზე იძულების განხორციელების ფაქტი, არამედ მიიჩნია, რომ შექმნილმა სიტუაციამ აიძულა ნ---- ხ--–--–ი მიეტოვებინა ქონება. რეალურად კი სადავო გარიგებები, სწორედაც, რომ მოსარჩელის ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგი იყო, ვინაიდან მას შემდეგ, რაც თ------ ხ--–--–მა ჩაიდინა დანაშაული - დანაშაულებრივი გზით დაეუფლა მიწის ნაკვეთებს, შესაბამისად ნ---- ხ--–--–ის მიერ ამ ქ------- უკან დაბრუნება მის მორალურ ვალდებულებასაც კი წარმოადგენდა.
46. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ერთწლიანი შეცილების ვადა იყო გასული, შესაბამისად სარჩელი, როგორც ხანდაზმული არ უნდა დაკმაყოფილებულიყო;
47. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ №0----------- ს/კ-ით რეგისტრირებული უძრავი ქ------- უფლების დამდგენი დოკუმენტებია ხელშეკრულება ქ------- გადაცემის შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია აჭარის ა/რ საკუთრების უფლება, უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, შეუძლებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება და გარიგების ბათილად ცნობის გამო მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა.
48. აპელანტმა აჭარის ა/რ ფ-------- და ე----------- სამინისტროს წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყეტილაბის გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ---- ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მისი განმარტებით: ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ხოლო გამოკვლეული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი, არასამართლიანი და უკანონო გადაწყვეტილება. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად რომ, ნ---- ხ--–--–ის ეკონომიური მდგომარეობა არ იყო იმდენად უზრუნველყოფილი, რომ სურვილი გაჩენოდა სახელმწიფოს დახმარებოდა და მის სასარგებლოდ მიეტოვებინა ის ქონება, რომელიც მას შეძენილი ჰქონდა 80 000 ლარად. . . . საქმის მასალებით არ ირკვევა თუ რა მტკიცებულებებით დაადგინა სასამართლომ ნ---- ხ--–--–ის ეკონომიური მდგომარეობა, რომელი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნ---- ხ--–--–მა ნამდვილად გადაიხადა სადავო უძრავი ქონებების ნასყიდობის თანხა და ა.შ. პირიქით, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ---- ხ--–--–ის დაკითხვისას, იგი აცხადებდა, რომ თხოვეს ფორმალურად მიწის ნაკვეთების გადაფორმება თავის სახელზე, რაც შეასრულა კიდეც და ქ------- შეძენისას თანხა არ გადაუხდია. აღნიშნული ქმედებით ფაქტიურად სახელმწიფოსგან მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად საკუთრებაში მიიღო სადავო ქონება. აღნიშნულ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული პირი თ------ ხ-–--–- არ უარყოფს აღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო გარიგებებს და ასევე აღნიშნავს, რომ სადაო ქონება ფორმალურად გადაუფორმა ნ---- ხ--–--–ს. ამასვე ადასტურებენ სისხლის სამართლის შედეგად წარმოებულ საქმეში დაკითხული მოწმეებიც. მიუხედავად აღნიშნულისა, თუ სასამართლომ პრეიუდიციული ძალა არ მიანიჭა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებებს), მაშინ ისმის კითხვა საერთოდ რატომ მსჯელობს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და რატომ აფასებს მას სადაო საკითხის გადაწყვეტისას. უდავოა, რომ სასამართლო სხვაგვარად ვერ ადგენს ნების გამოხატვის ნამდვილობას, რადგან საქმეში სხვა მტკიცებულებები არ არის. შესაბამისად სასამართლოც ეყრდნობა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ მტკიცებულებებს (განჩნება, საპროცესო შეთანხმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება), მაგრამ სულ სხვა შეფასებებს აძლევს სასამართლოს მიერ ერთხელ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველძეც თ------ ხ--–--–ს თავისუფლება აღეკვეთა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით მითვისებაში.
49. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით დგინდება, რომ უზენაესმა სასამართლომ არასაკმარის მტკიცებულებად ჩათვალა მოპასუხის მიერ წარდგენილი პროკურატურის წერილი და აქვე მიუთითა, რომ მოპასუხეს უნდა წარედგინა სისხლის სამართლის საქმის მასალები და შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც მოცემულ ეტაპზე საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა და რომლითაც უდაოდ დგინდება, ქ------- მართლსაწინაღმდეგო მითვისების ფაქტი და თვით მოსარჩელის აღიარება, რომ მას ქონება გადაუფორმეს ფორმალურად და ნამდვილი ნების საფუძველზე გარიგებას ადგილი არ ქონია. რითაც სახელმწიფოს მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი (სასაქონლო ექსპერტიზის შეფასებით ორივე მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 551980 ლარს).
50. გამომდინარე აღნიშნულიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ მიანიჭა მტკიცებულებითი ძალა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას და სხვა სისხლის სამართლის მტკიცებულებებს, რომლითაც უდაოდ დგინდება, რომ ნ---- ხ--–--–ის ნების გამოვლენისას არანაირ იძულებას ან/და მუქარას ადგილი არ ქონდა, უფრო მეტიც, სახელმწიფოს უფლება ჰქონდა სახელმწიფოს საკუთრებიდან უკანონოდ გასული ქონება დაებრუნებინა სახელმწიფო საკუთრებაში. უკანონო და მართლსაწინააღმდეგო ქმედება კი დადგენილია გამოძიების დროს მოსარჩელის აღიარებითი ჩვენებითა და საქმეზე მიღებული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
51. საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ მოსარჩელის ცალმხრივი გარიგება ნამდვილი იყო თუ არა, რის გამოც, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვარაუდით იმსჯელა სრულიად უსაფუძვლო ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: სასამართლომ ნ---- ხ--–--–ის განმარტებები იძულების თაობაზე, ლოგიკურად მიიჩნია და დაადგინა, რომ თ------ ხ--–--–ი ამ მიწის ნაკვეთების გამო პასუხისგებაში იქნა მიცემული, რომელსაც 2011 წლის 24 იანვარს შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ზიანის ანაზღაურება (რასაც სასამართლომ მტკიცებულებითი ძალა არ მიანიჭა). პარალელურად ნ---- ხ--–--–ს სისტემატურად იბარებდენ საგამოძიებო ორგანოები. ნ. ხ--–--–ის მიმართ გამოძიებას გააჩნდა გარკვეული პრეტენზიები. . . ეს გარემოებები მას უქმნიდა პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების საფრთხეს. როგორც სასამართლოს აღნიშნული მსჯელობიდან ჩანს, იგი მხოლოდ ვარაუდზეა აგებული, რადგან არც პროკურატურის მასალებში და არც სარჩელსა თუ შესაგებელზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ნ---- ხ--–--–ს პროკურატურის თანამშრომლის მხრიდან ქონდა ზეწოლა, ასევე არ დგინდება, ნების გამოვლენაზე რაიმე სახის ზეწოლა.
52. გამომდინარე აღნიშნულიდან, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრული დაუშვებელი ზემოქმედების ხერხი ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა, რასაც ბათუმის საქალაქო სასამართლო განმარტავს.
53. გარდა აღნიშნულისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „ნ---- ხ--–--–მა ქ------- მიტოვებაზე ნება გამოავლინა ფსიქოლოგიური იძულების შედეგად. სასამართლომ შეაფასა მისი ნების გამოვლენა და გააბათილა. გარიგების გაბათილებას, სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნია, რომ უნდა მოჰყვეს ამავე ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა. რასაც სამინისტრო არ იზიარებს, რადგან - იძულებას ადგილი არ ქონია. უფრო მეტიც, რომც დაუშვათ ადგილი ქონდა იძულებას ან მუქარას, 978-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ქ------- მართსაწინააღმდეგო მიტაცების შედეგად დაბრუნებული ქ------- მიღების უფლება სახელმწიფოს ქონდა და უდაოა, რომ ქონება თავდაპირველად წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, სადაო ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა ხსენებული ნორმის საფუძველზე შეუძლებელია. მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც სადაო ქ------- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის - რეგისტრაციის საფუძვლები დღეისათვის ძალაშია და მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია.
54. ამგვარ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა აჭარის ა/რ ფ-------- და ე----------- სამინისტროს წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ---- ხ--–--–ის სარჩელის აკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
55. სააპელაციო სასამართლო მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტბვრივი გარემოებები:
56. 2----–-–-------------, ნ---- ხ--–--–მა ჯ----–-–--–------საგან 50 000 ლარად იყიდა 6107 კვ. მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შემდეგში პირველი მიწის ნაკვეთი), მდებარე ქ. ქ------–----------------–----------------- ქუჩის №---ში,ს/კ 05.33.21.2--. 2----–-–------------- მოსარჩელემ თ----------–----გან 30 000 ლარად შეიძინა ქ. ქ------–---–-------------–----------------- ქუჩის №---ის მიმდებარედ 3929.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ0-----------). ორივე მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად.
57. 2010 წლის 27 აპრილს, მესამე პირის სესხის უზრუნველსაყოფად, მიწის ნაკვეთები იპოთეკით დაიტვირთა ერთ-ერთი ბანკის სასარგებლოდ. კრედიტორის 2010 წლის 30 ივლისის წერილის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე არსებული იპოთეკა გაუქმდა.
58. მოსარჩელის მეუღლისა და მაზლის (ა--–------ თ------ ხ--–--–ები) მიმართ 2008-2011 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 220-ე და 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
59. 2----–-–---------------–- მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს. ის თანახმა იყო, ორივე მიწის ნაკვეთი გადასულიყო სახელმწიფო საკუთრებაში.
60. მითითებული განცხადება დაედო საფუძვლად აღნიშნული ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვას.
61. 2011 წლის 14 ივნისს, მეორე მიწის ნაკვეთი, სახელმწიფომ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცა საკუთრებაში.
62. 2014 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ განცხადებით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას და ითხოვეს, მიწის ნაკვეთების არამართლზომიერად ჩამორთმევის გამო, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაწყებულიყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება არ არსებობდა და საქმის წარმოება შეწყდა
63. თ------ ხ--–--–ი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით მითვისებაში.
64. 2014 წლის 28 აგვისტოს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ითხოვა, ორივე მიწის ნაკვეთზე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა - საკუთრების უფლების დაბრუნება - მის მიერ 2----–-–---------------–- გამოვლენილი ცალმხრივი ნების ბათილობის მოტივით. იგი სარჩელს ასაბუთებდა იმით, რომ საკუთრების მიტოვება სახელწიფო ორგანოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული იძულების შედეგი იყო.
65. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლის 2 თებერვლისათვის (განცხადებით მიმართვის დროისათვის) მოსარჩელეს სახელმწიფოს წინაშე რაიმე შეუსრულებელი ვალდებულება გააჩნდა. ნიშანდობლივია, რომ თავად მოსარჩელის მხრიდან რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულების არსებობაზე - 2011 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით - ვერც მოპასუხე მხარე მიუთითებს. . . (ის აპელირებს მთლიანად იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის მაზლმა თავის დროზე უკანონოდ ჩაიგდო ხელში სადავო ქონება).
66. შესაბამისად დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2011 წლის 2 თებერვლის განცხადების საფუძველზე სადაო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება გადასცა სახელმწიფოს და ამ პერიოდისათვის მას სახელმწიფოს წინაშე რაიმე ვალდებულება შესასრულებელი არ ჰქონდა. მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის გადაცემას კი წინ შემდეგი ფაქტები უძღვოდა: - მოსარჩელის მაზლი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით მითვისებაში. უფრო ადრე 2009 წლის 10 აპრილს მიწის ნაკვეთების არამართლზომოერად მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო მოსარჩელის მეუღლე.
67. საკასაციო სასამართლოს მითითებით (რომელიც სავალდებულოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის) სასამართლომ უნდა შეაფასოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით დადგენილი ფაქტები, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ განაჩენით დადგენილ ფაქტებს კანონმდებელი პრეუდიციული მნიშვნელობას არ ანიჭებს, ისინი სათანადო გამოკვლევის გარეშე დადგენილად არ უნდა ჩაითვალოს, არამედ უნდა გამოიკვლიოს , შეამოწმოს, დაადგინოს და შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
68. გამომდინარე ზემოაღნიშნული მითითებებებიდან, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებით მართებულად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
69. სახელდობრ, სწორად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 2----–-–-------------, ნ---- ხ--–--–მა ჯ----–-–--–------საგან 6107 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა ქ------–---–-------------–- - 50 000 ლარად (ტ.1..ს.ფ.19).
70. 2----–-–-------------, ნ---- ხ--–--–მა თ----------–----აგან 30 000 ლარად შეიძინა უძრავი ქონება 3929 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ------–----------------–- (ს.ფ. 18. ტ.1.).
71. ნასყიდობის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთები 6107 კვ.მ. და 3929 კვ.მ. ნ---- ხ--–--–ის საკუთრებად აღირიცხა.
72. საქმეში ტ.1. ს.ფ. 20-24 28-34-ზე წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ ა--–------–--–მა, რომელიც ნ---- ხ--–--–ის ქმარია, 2010 წლის 27 აპრილს სს „ს----------–---------დან“ მიიღო 150 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ხ--–--–ის კუთვნილი ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები, მიწის ნაკვეთები.
73. სწორად იქნა დადგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომ ნ---- ხ--–--–ის ფინანსური მდგომარეობის ამსახველია სწორედ ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნ---- ხ--–--–ს არ ქონდა იმის ფინანსური პირობები და დალხენილი ეკონომიური მდგომარეობა, რომელიც საშუალებას მისცემდა მას და გაუჩენდა სურვილს, ნებაყოფლობით დაეთმო უსასყიდლოდ, სესხით შეძენილი ქონებები - ვინმესათვის (კონკრეტულ შემთხვევაში - სახელმწიფოსათვის).
74. საქმეში წარმოდგენილი განაჩენებით დადასტურებულია, რომ თ------ ხ--–--–ის მიმართ (რომელიც მაზლია ნ---- ხ--–--–ისა) მიმდინარეობდა გამოძიება იმ მიწის ნაკვეთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, რომლებიც ნ---- ხ--–--–ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.
75. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის , 16 თებერვლის, 17 მაისის და 21 ივლისის განაჩენებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთები თ------ ხ--–--–ს მოპოვებული ქონდა დანაშაულებრივი გზით და გარკვეული დროის განმავლობაში ქ------- ფიქტიური მესაკუთრე ნ---- ხ--–--–ი იყო. სწორედ მითითებულ განაჩენებშია აღწერილი, რომ ნ---- ხ--–--–ი არაა რეალური მყიდველი და მიწის ნაკვეთები მასზე ფიქტიურად გადაფორმდა.
76. უდავოა, რომ განაჩენი არაა პრეუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება - სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მით უფრო თუ განაჩენში აღწერილი და შეფასებული საკითხი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირების სფეროა და სწორედ ამ ჭრილში უნდა იქნეს გადაწყვეტილი.
77. სავსებით მართებულად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ იმ გარიგებების ნამდვილობის შემოწმება, რომელიც ნ---- ხ--–--–მა დადო, სწორედ სამოქალაქო სამართალწარმოებით უნდა მოხდეს, და მანამ სანამ სწორედ ამ წესით არ იქნება ეს ნების გამოვლენები ბათილად აღიარებული, მანამ ისინი ნამდვილი გარიგებებია; ამ ხელშეკრულებათა ნამდვილობა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა დაგინდეს და მისი შემოწმება სისხლის სამართლებრივი წესით - შეუძლებელია. მართალია პროკურატურამ ჩათვალა, რომ მიწის ნაკვეთები, რომელიც ნ---- ხ--–--–მა შეიძინა და მის სახელზე იყო აღრიცხული წარმოადგენდა მის მიერ მოჩვენებითად შეძენილს და რომ რეალურად მიწის ნაკვეთების მითვისება განიზრახა თ------ ხ--–--–მა, რომელმაც უხელმძღვანელა კიდეც ამ მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების ღონისძიებებს, შემდგომ კი სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო გზებით ჯ----–-–--–------სა და თ------ ა--–---- - შემდგომ კი ფორმალურად ნ---- ხ--–--–ის საკუთრებად გადააფორმა. სწორედ ამ ქმედებების გამო იგი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, ხოლო სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში ნ---- ხ--–--–მა ქონებები მიატოვა.
78. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ, მართალია განაჩენში მითითებულია, რომ ნ---- ხ--–--–ს ქონებები არ შეუძენია, მაგრამ საქმეში ამის საპირისპიროდ წარმოდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულებები, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებიც არ არის ბათილად აღიარებული, ისინი ნამდვილი გარიგებებია, ნასყიდობას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით არავინ შედავებია. სრულიად ლოგიკურად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როცა ქ------- შეძენაში ნ---- ხ--–--–ს გადახდილი ქონდა გარკვეული თანხები, ამასთან დასახელებული ქონებები სესხის უზრუნველსაყოფად მის მეუღლეს იპოთეკით ქონდა დატვირთული, ამასთან იმ პირობებში, როცა ნ---- ხ--–--–ს სახელმწიფოს წინაშე არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა მას სისტემატურად იბარებდნენ საგამოძიებო ორანოებში, განაჩენში მიეთითა, რომ თ------ ხ--–--–მა ნ---- ხ--–--–ის ხელშეწყობით მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი - სწორედ ამ ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარის გამო (რა სიტუაციცა შეიქმნა ნ---- ხ--–--–ის გარშემო - განაჩენის ჩათვლით) ნ---- ხ--–--–მა მიატოვა საკუთრება.
79. იყო თუ არა ნ---- ხ--–--–ის მიმართ განხორციელებული იძულება რეალური საფრთხის შემცველი? პალატა მიიჩნევს, რომ დიახ იყო, რადგან მიწის ნაკვეთზე გამოძიების დაწყება, ნ---- ხ--–--–ის მაზლის და ქმრის დაპატიმრებები, განაჩენში ასახვა იმისა, რომ მიწის ნაკვეთების მითვისებაში ნ---- ხ--–--–ი თანამონაწილეა, ამასთან თ------ ხ--–--–ისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება - პალატის მოსაზრებით სრულიად საკმარისი საფუძველი იყო იმისათვის, რათა ნ---- ხ--–--–ს რეალური საფრთხე ეგრძნო, ძალადობა და მუქარა რეალურ საფრთხედ აღექვა.
80. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის დანაწესით გარიგების ბათილად ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება და ამასთან მითითებული ნორმის მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებანი. კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, ხელშეკრულების იძულებით დადების ფაქტი განპირობებული იყოს გარიგების მხარის ახლობლის ან ოჯახის წევრის მიმართ არსებული საფრთხის გამო. არ არის აუცილებელი, რომ იძულებითი მდგომარეობა უშუალოდ ხელშეკრულების მონაწილე პიროვნებას შეეხოს, საკმარისია, რომ პიროვნება თავს გრძნობდეს იძულებით მდგომარეობაში ჩაყენებულად, რადგან ასეთ მდგომარეობაში მოხვდა მისი ნათესავი ან ახლობელი. იმ გარემოების შეფასება, თუ რამდენად საგანგაშო ან საფრთხის შემცველი იყო სიტუაცია, არის ძალიან სუბიექტური და აქ მთავარია პირის მიერ იმის პიროვნული განცდა, რომ ის საგანგაშო სიტუაციაშია მოხვედრილი. საკმარისია სახეზე იყოს იძულებითი მდგომარეობის ნებისმიერი ფორმა, სიტუაცია პირს უშუალოდ უნდა ემუქრებოდეს და აიძულებდეს, დადოს მისთვის საზიანო გარიგება.
81. პალატა ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ხელშეკრულებების დადებას წინ უსწრებდა მოსარჩელის მაზლისა და ქმრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრა, რა დროსაც განხორციელდა მოსარჩელის იძულება (სახელმწიფოსათვის მიწის ნაკვეთების საჩუქრად გადაცემა) ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. ასეთი ფაქტების დროს იძულების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებებით ძალიან რთულია და ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა, წარმოუდგინოს სასამართლოს იძულების მამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულებები, მით უმეტეს, - ისეთ ვითარებაში, როდესაც, მოსარჩელის განმარტებით, იძულება ხორციელდებოდა პროკურატურის მხრიდან, რომელსაც ასევე გააჩნდა დიდი ბერკეტი მოსარჩელის ოჯახის წევრის სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარე პროცესში.
82. ზოგადად იძულების განმახორციელებელი პირები ყოველთვის იკავებენ თავს მათ მიერ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების დაფიქსირებისა და გამხელისაგან, მით უმეტეს, მაშინ -, როდესაც შესაძლებელია მათი ქცევა აღიქმებოდეს დანაშაულის ჩადენად, დანაშაულის ფაქტის დაფარვად. იძულების განმახორციელებელი პირი ყოველთვის მოქმედებს გააზრებულად და ფრთხილად მისთვის საინტერესო მიზნის მიღწევის პროცესში, რის გამოც, ძალიან რთული ხდება საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მტკიცებულებები შეფასდეს გონივრულობის, ჯეროვანების პრინციპიდან გამომდინარე, ისეთ შემთხვევებში, როცა გარიგების დადების წინ განვითარებული მოვლენები აშკარად ქმნის მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ან მუქარის რწმენას. ასეთ ვითარებაში არ არის სავალდებულო, რომ საფრთხე შეექმნას პიროვნების ეკონომიკურ, მით უფრო, ფიზიკურ არსებობას. საკმარისია საგანგებო, საგანგაშო სიტუაცია. როდესაც გვემუქრება სერიოზული ზიანი.
83. პალატის მოსაზრებით, სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია, უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს. შესაბამისად, სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული გარიგებების მიმართ კანონსშესაბამისობის და მორალური სტანდარტების დაცვის პრეზუმფცია არსებობს, აღნიშნული პრეზუმფცია კი შეცილებისთანავე ქარწყლდება და მტკიცების ტვირთი ბრუნდება. სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული კერძოსამართლებრივი გარიგებების შეცილების შედეგად, მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის. სწორედ სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს კერძო პირთან დადებული გარიგების ნამდვილობა, გამოხატული ნების ნამდვილობა. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება, სახელმწიფოს, როგორც გარიგების ძლიერი მხარის ვალდებულებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დაიცვას ყველა პირის ქონებრივი უფლებები.
84. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებისა და მათ უარსაყოფად მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლის შეპირისპირებისას, კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, სავსებით დასაბუთებულად უნდა იქნეს მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნა ნ---- ხ--–--–ის მიმართ განხორციელებული იძულების ზეგავლენით გარიგების ხელმოწერის თაობაზე. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს, რომ მას არ გამოუყენებია იძულება სადავო უძრავი ქონებების სახელმწიფოსათვის საჩუქრად გადაცემის თაობაზე.
85. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაშვებული ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლების ვალდებულება მოპასუხეს ეკისრება. მას ევალება, მიუთითოს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც გააქარწყლებენ გარიგებების იძულებისა და მუქარის საფუძველზე დადების ვარაუდს. პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ ამ ვარაუდის გაქარწყლება ვერ შეძლო, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გარიგებების დადებისას ნ---- ხ--–--–ის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ასახავდა მის ნამდვილ შინაგან ნებას და ცალსახად ნაკლის მქონედ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც იგი გამოვლენილი იყო არა სადავო ქონებების მოპასუხისათვის ჩუქების სურვილით, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარის შედეგად .
86. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ სახელმწიფოს მიმართ გამოხატული მადლიერება, რაც კერძო პირის მხრიდან სახელმწიფოსათვის ქ------- უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაში გამოიხატება, ისეთ ვითარებაში, როცა მოსარჩელეს აქვს იპოთეკური სესხები, მისი მეუღლისა და მაზლის მიმართ მიმდინარებს სისხლის სამართლის საქმეები - არ შეიძლება განხილულ იქნეს თავისუფალი ნების გამოვლენად. შესაბამისად სადავი გარიგებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
87. საკუთრების გადაცემის საფუძვლად არსებული ვალდებულებით - სამართლებრივი ხელშეკრულების არანამდვილობა წარმოშობს კონდიქციური მოთხოვნის უფლებას.
88. კონდიქციური სარჩელის საგანია დაზარალებულის მოთხოვნა, უსაფუძვლოდ გამდიდრების საფუძველზე მიღებულის ნატურით დაბრუნების შესახებ. კონდიქციური სარჩელის ობიექტია თვით უსაფუძვლოდ შეძენილი (დაზოგილი ქონება), თუ ის არის ინდივიდუალურად განსაზღვრული ქონება. შესაბამისად უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულების ობიექტია სიკეთე, რისკენაც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მოქმედება.
89. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სუბიექტები არიან კრედიტორი და მოვალე. როგორც კრედიტორის, ისე მოვალის როლში შიძლება სამოქალქო ურთიერთობის ნებისმიერი სუბიექტი.
90. მოვალედ განიხილება ის პირი, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ქონებრივი სარგებელი. შესაბამისად ვინც გამდიდრდა ან დაზოგა თავისი ქონება, იწოდება ”შემძენად”. რაც შეეხება კრედიტორს, ის არის პირი, ვის ხარჯზეც მოვალემ უსაფუძვლოდ მიიღო სარგებელი და რომელიც ამის გამო დაზარალდა. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ქ------- შეძენისას ვითომ - კრედიტორად გვევლინება პირი, რომელმაც საკუთარი ქ------- მოცულობა გაზარდა, ხოლო დაზოგვის შემთხვევაში - ის, ვისაც უნდა დაეხარჯა თავისი ფულადი სახსრები თუ სხვა ქონება, მაგრამ არ დახარჯა, ან არ გადაიხადა განსაზღვრული ანაზღაურება, ვინაიდან ეს სხვამ შეასრულა.
91. სსკ-ის 978-ე მუხლის და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად: „პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე“...„უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე..“.
92. რაც შეეხება აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ აჭარის ა/რესპუბლიკას ქონება სახელმწიფოსაგან საჩუქრად გადაეცა, ამასთან მისი საკუთრების წინაპირობა , სამართლებრივი საფუძველი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რაც აპელანტის აზრით გამორიცხავს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებას - პალატა არ ეთანხმება და განმარტავს შემდეგს: შესრულების ფარგლებში კუთვნილი ნივთის დაბრუნება მესამე პირისგანაც არის შესაძლებელი და მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ნივთის პირადად მისთვის დაბრუნება, თუ შუაში მდგომი პირის მფლობელობის უფლება უკვე გაქარწყლებულია. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ შუაში მდგომ პირს თავიდანვე არ ჰქონდა უფლებამოსილება გადაეცა ნივთი მესამე პირისათვის. აქვე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს გარიგების მეორე მხარის კეთილსინდისიერება, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად ამ ფაქტის მტკიცებაც გამორიცხულია, რადგან აჭარის ა/რ ფ-------- და ე----------- სამინისტრომ ქონება უსასყიდლოდ მიიღო.
93. სამოქალაქო კოდექსის 187 მუხლის თანახმად: შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. . . . კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე თუ შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო.
94. სადავო ქონება, მდებარე ქ.ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის მიმდებარედ ს.კ. 0----------- აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა უსასყიდლოდ. შესაბამისად არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება მითითებული მიწის ნაკვეთის ნ---- ხ--–--–ის საკუთრებაში დაბრუნებისა, ისე როგორც ქ-------ა მდებარე ქ.ქ------–----------------–----------------- ქ. №---ის მიმდებარედ ს.კ. 0-----------.
95. ამგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა არსებობის პირობებში სააპელაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია გასაჩივრებული გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
96. აპელანტები კანონის თანახმად გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო ქ------- ე---------–- ს---------ს” და აჭარს ა/რ ფ-------- და ე----------- სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები კანონის თანახმად გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე