განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
010141318700059632
ინსტანცია
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700059632, №1/აგ-364-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ-------------–---–-ას (დაბადებული 198- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, მცხოვრები: ქ.რ-------ი, მე-1------------------------------------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ თ-------------–---–-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თ-------------–---–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, თ-------------–---–-ას გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი.

 

თ-------------–---–-ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა თ-------------–---–-ას დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 09 ივნისიდან.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით თ-------------–---–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის დანიშნული პირობითი მსჯავრი (5 წელი თ/ა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა (თ/აღკვეთა 1 წლის ვადით) და საბოლოოდ, თ-------------–---–-ას განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

თ-------------–---–-ას, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 3 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა თ-------------–---–-ას დაეწყო სასამართლო სხდომის დარბაზში მისი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 21 ივლისიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ თ-------------–---–-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდა რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენში თ-------------–---–-ას მიმართ.

 

მსჯავრდებულ თ-------------–---–-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ თ-------------–---–-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით, თ-------------–---–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

თ-------------–---–-ას, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 14 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ-------------–---–-ამ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ თ-------------–---–-ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელმაც დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადა ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრა სასჯელი აღნიშნული ქმედებისთვის. ამრიგად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის განმეორებით მოხმარება, დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე. დასაბუთებიდან და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება, ეხება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილსაც, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილში.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით და 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით თ-------------–---–-ას მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ერთ შემთხვევაში ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, მეორე შემთხვევაში ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმები 1000 (ათასი) ლარისა და 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქა წინა (რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის) განაჩენით დანიშნულმა სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა (თ/აღკვეთა 01 წლის ვადით) და საბოლოოდ, თ-------------–---–-ას განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. ხოლო რაც შეეხება (2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრულ) ჯარიმას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს N45642 წერილის თანახმად არ არის გადახდილი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თ-------------–---–-ას ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 2731 მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული თ-------------–---–-ა უნდა გათავისუფლდეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან და უნდა აღუდგეს აღნიშნული მუხლებისთვის ჩამორთმეული უფლებები.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებას (გადაკვალიფიცირების შემდეგ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ-------------–---–-ას მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 26 ივლისის კანონის ცვლილებები, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ-------------–---–-ას რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო 946,91 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონოდ შეძენა - შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირების შემდეგ). აღნიშნული მუხლის სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილის - (მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დიდი ოდენობით) სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით სამასიდან - ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, ანუ წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რითაც უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილზე. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელი თ-------------–---–-ას აქვს მოხდილი. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებს, პალატის მიერ ასევე ვერ მოხდება მსჯელობა, რადგან, უფლებების ჩამორთმევა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლისთვისაც.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ-------------–---–-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თ-------------–---–-ა გათავისუფლდეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

თ-------------–---–-ა გათავისუფლდეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან (ჯარიმა 1500 ლარი) და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

თ-------------–---–-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (გადაკვალიფიცირებამდე 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილზე.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ-------------–---–-ას რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით და რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) უკანონო შეძენა-შენახვის გამო, აქვს მოხდილი.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე