განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2018
საქმის ნომერი
340210015001160711
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340210015001160711

საქმე №2ბ/2835-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: გელა ქირია

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი: სს ,,ა----------------ა“

წარმომადგენელი - ნ---- ლ-------ია

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - გ-----------------–----–-----------------ა

წარმომადგენელი- ნ--- ჭ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - (გ-----------------–----–-------- სააპელაციო საჩივარზე) - შპს ,,ს---------------ია“

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,ა----------------ა"-ს 27.05.2015 წლის #F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე დაეკისრა, საავანსო ანგარიშსწორების თანხის - 59 122.2 ლარის გადახდა, გ-----------------–----–-----------------ის სასარგებლოდ. შპს ს---------------იას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 19 799,93 ლარის ოდენობით, გ-----------------–----–-----------------ის სასარგებლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 22 მაისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემსყიდველი) და შპს „ს----------------იას“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------––-------–---, რომლის მიხედვით შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შპს „ს---------------იის“ მიერ გ-----------------–----–-----------------ის ტერიტორიაზე სოფელ გურჯაანში №-------–------------ მისასვლელ ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების ჩატარება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 299.999.00 ლარით (ხელშეკრულების 2.1. და 3.1. პუნქტი)

 

2.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 22 მაისიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა- 2015 წლის 24 აგვისტომდე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის გრაფიკის შესაბამისად. ( 4.2. და 16.1 პუნქტი)

 

2.3. ხელშეკრულებით განისაზღვრა პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, პირგასამტეხლო განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება. (ხელშეკრულების 12.2 პუნქტი და 12.3 პუნქტი).

 

2.4. ხელშეკრულების 7.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ შესაძლებელია შემსყიდველის მიერ მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 30% წინასწარ გადარიცხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, ავანსის გაცემის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელება შემდეგი თანმიმდევრობით: ფორმა №2 და მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული ფაქტიურად მიწოდებული სამუშაოების ღირებულების 30% მიმართული იქნება გაცემული ავანსის დასაფარად, ხოლო დანარჩენი 70% - ანაზღაურდება შემსყიდველის მიერ. 7.4 პუნქტით, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.

 

2.5. ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება მოხდება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით მხოლოდ სსიპ სამხარაულის ბიუროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დგინდება ხარისხის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისობა წინამდებარე ხელშეკრულებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან

 

2.6. ხელშეკრულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია - 21.05.2015 წლის №------------- საბანკო გარანტიის სახით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10% ოდენობით. ხელშეკრულების 8.3 მუხლით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულების უხარისხო, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების საბანკო ან/და სადაზღვევო მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემს და მოითხოვოს ხელშეკრულების გარანტიით მოთხოვნილი თანხა

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------––-------–---

 

2.7. დადგენილია, რომ ს--------------------------------------ის მიერ 2015 წლის 21 მაისს გაცემული იქნა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა-№------------- საბანკო გარანტია, გ-----------------–----–-------- ტერიტორიაზე სოფელ გურჯაანში №-------–------------ მისასვლელ ქუჩაზე ასვალტ ბეტონის საფარის დაგების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერში გამარჯებულად გამოცხადებულ შპს ს---------------იას და გ-----------------–----–-------- გამგეობას შორის გაფორმებული 22.05.2015 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №------––-------–--ის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. მითითებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, გარანტორმა იკისრა მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველისთვის მიყენებული ნებისმიერი პირდაპირი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება საგარანტიო თანხის 30 000 ლარის ფარგლებში. გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია

 

2.8. დადგენილია, რომ ს--------------------------------------ის მიერ 2015 წლის 27 მაისს გაცემულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია №-------------, გ-----------------–----–-------- ტერიტორიაზე სოფელ გურჯაანში №-------–------------ მისასვლელ ქუჩაზე ასფალტ ბეტონის საფარის დაგების და სანიაღვრე არხების სამუშაოს შესრულებაზე შპს ს---------------იას და გ-----------------–----–-----------------ას შორის 22.05.2015 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №------––-------–--ით ნაკისრი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. საბანკო გარანტიის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ, როგორც გარანტმა, ბენეფიციარის წინაშე იკისრა ვალდებულება, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნოს მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში. გარანტიის თანხა განისაზღვრა 89 999 ლარით, ხოლო საბანკო გარანტიის ვადა-27.05.2015 წლიდან 01.10.2015 წლის ჩათვლით.

 

გარანტიის თანხმად, იგი მოიცავს ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლება მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულებისა და კერძო თუ საჯაროსამართლებრივი სანქციების გარეშე. გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა, თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად.

 

ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტი და მოთხოვნის/ზარალის ოდენობა. მას ასევე თან უნდა დაერთოს აღნიშნული ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია

 

2.9. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე შემსყიდველმა მიმწოდებელს წინასწარ-2015 წლის 04 ივნისს გადაურიცხა საავანსო თანხა- 89 999 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო მოთხოვნა №00031

 

2.10. დადგენილია, რომ 2015 წლის 14 ივლისს შპს ს---------------იის მიერ გ-----------------–----–-----------------აში წარდგენილი იქნა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესახებ შუალედური აქტი №1, რის საფუძველზეც 2015 წლის 15 ივლისს შემსყიდველის და მიმწოდებლის მიერ შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №1, რითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლისგან ჩაიბარა 22.05.2015 წლის №------––-------–--ით გათვალისწინებული სამუშაო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ ფორმა №2 მიხედვით შეადგინა 66 708 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამუშაოს შესრულების შესახებ შუალედური აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი

 

2.11. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად, გ-----------------–----–-----------------ამ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან -66 708 ლარიდან 2015 წლის 21 ივლისს მიმწოდებელს აუნაზღაურა 46.695 ლარი, ანუ ფაქტიურად მიწოდებული სამუშაოს 70%, ხოლო 30 % - 20 013,32 ლარი გააკლდა საავანსო თანხას. სხვაობა დარჩა 69 985, 68 ლარი

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება

 

2.12. დადგენილია, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს მიმწოდებლის მიერ გ-----------------–----–-----------------აში წარდგენილი იქნა შუალედური სამუშაოს მიღების აქტი №2. 2015 წლის 26 აგვისტოს შემსყიდველის და მიმწოდებლის მიერ შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №2, რითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლისგან ჩაიბარა 22.05.2015 წლის №------––-------–--ით გათვალისწინებული სამუშაო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ ფორმა №2 მიხედვით შეადგინა 25 568.15 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შუალედური სამუშაოს მიღების და მიღება-ჩაბარების აქტი №2

 

2.13. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად, გ-----------------–----–-----------------ამ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან - 25 568.15 ლარიდან 2015 წლის 2 სექტემბერს მიმწოდებელს აუნაზღაურა 17.897.00 ლარი, ანუ ფაქტიურად მიწოდებული სამუშაოს 70%, ხოლო 30%, 7671,15 ლარი გააკლდა საავანსო თანხას და სხვაობა დარჩა 62 314,53 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება

 

2.14. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ამოიწურა 2015 წლის 24 აგვისტოს. აღნიშნული დროისათვის მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი აღარ წარუდგენია და შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება -ჩაბარება არ მომხდარა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რაც სადავოდ არ გაუხდია მეორე მხარეს

 

2.15. 2015 წლის სექტემბერში შემსყიდველმა სახელმწიფო შესყიდვის შედეგად მიმდინარე მშენებლობებზე მომსახურების და სხვა სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით , შესაბამისი კომისიის მეშვეობით საკუთარი ინიციატივით ადგილზე შეამოწმა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და დაადგინა, რომ მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს არა 92 276, 15 ლარს, როგორც ეს შუალედური სამუშაოს მიღება-ჩაბარების №1 და №2 აქტებშია მითითებული (66 708 + 25568.15 ), არამედ 95 468. 80 ლარს , ამიტომ დადგენილია, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან - 299 999 ლარიდან რეალურად შესრულებული სამუშაობის ღირებულება შეადგენს - 95 468. 80 ლარს, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება - 204 530, 20 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რაც სადავოდ არ გაუხდია მეორე მხარეს

- 29.09.2015 წლის მოხსენებითი ბარათი

 

2.16. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება შეადგენს 33 დღეს. სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 2999.99 ლარს, ჯამში პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეადგენს 98.999,67 ლარს.

 

2.17. დადგენილია, რომ შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისთვის სულ ანაზღაურებულია 154 591 ლარი, მათ შორის 89 999 ლარი საავანსო ანგარიშსწორების №№------------- საბანკო გარანტიის საფუძველზე გაცემული საავანსო თანხაა, ხოლო 64 592 (46.695 ლარი + 17.897.0) ლარი შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი №1 და №2 შუალედური აქტების საფუძველზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 70% წარმოადგენს, რაც ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად, აუნაზღაურდა შემსრულებელს, ხოლო 30% გააკლდა ავანსად გაცემულ თანხას. სხვაობა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს ღირებულებას და ანაზღაურებულ თანხას შორის შეადგენს 62 258,36 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ დამატებით შემოწმების შედეგად გამგეობის შესაბამისმა კომისიამ დაადგინა, რომ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს რეალური ღირებულება 95 468. 80 ლარია, ამიტომ სასამართლო ეთანხმება მოსარჩელეს და თვლის, რომ სახეზეა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 7.2 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა 59 122.2 ლარის (154 591-95 468. 80) ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რაც სადავოდ არ გაუხდია მეორე მხარეს

 

2.18. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გ-----------------–----–-----------------ამ 2015 წლის 25 სექტემბერს და 2015 წლის 01 ოქტომბრის წერილით შპს „ს----------------იას“ და „ს--------------------------------------ს“ აცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ და წარუდგინა მოთხოვნა: 2015 წლის 27 მაისს გაცემული სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების №№------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, საავანსოდ გადარიცხული თანხიდან დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 59 122,2 ლარის ანაზღაურების შესახებ და 2015 წლის 21 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 30 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ .

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მიმართვა

 

2.19. დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ოქტომბრის №--------- და №--------- წერილით ს--------------------------------------მა უარი განაცხადა 2015 წლის 27 მაისს გაცემული სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება აღემატება საავანსო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოცულობას, ასევე უარი განაცხადა 2015 წლის 21 მაისის F------------ საბანკო გარანტიიდან გამოდინარე მოთხოვნაზე, ვინაიდან არ დასტურდება ბენეფიციარისთვის პირდაპირი ზიანის მიყენების ფაქტი, და მოთხოვნა საგარანტიო პირობებთან შეუსაბამოა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.20. მოპასუხე შპს „ს---------------იას“ შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამიტომ არც ერთი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია.

 

2.21. მოპასუხეს სს ა----------------ას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 22 მაისის №------––-------–--ის 7.2. პუნქტის და 2015 წლის 27 მაისის სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 59 299 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ს--------------------------------------ის მიერ 2015 წლის 27 მაისს გაცემულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია №-------------, გ-----------------–----–-------- ტერიტორიაზე სოფელ გურჯაანში №-------–------------ მისასვლელ ქუჩაზე ასვალტ ბეტონის საფარის დაგების და სანიაღვრე არხების სამუშაოს შესრულებაზე შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის 22.05.2015 წელს გაფორმებული №------––-------–--ით ნაკისრი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. საბანკო გარანტიის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ ბენეფიციარის-გ-----------------–----–-----------------ის წინაშე იკისრა ვალდებულება, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნოს მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების წესი კი განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 7.2. პუნქტით, რომლის მიხედვით, შესაძლებელია შემსყიდველის მიერ მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 30% წინასწარ გადარიცხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, ავანსის გაცემის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელება შემდეგი თანმიმდევრობით: ფორმა №2 და მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული ფაქტიურად მიწოდებული სამუშაოების ღირებულების 30% მიმართული იქნება გაცემული ავანსის დასაფარად, ხოლო დანარჩენი 70% -ანაზღაურდება შემსყიდველის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე შემსყიდველმა მიმწოდებელს წინასწარ-2015 წლის 4 ივნისს გადაურიცხა საავანსო თანხა-89 999 ლარი. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებულია გეგმა- გრაფიკით გათვალისწინებული 95 468. 80 ლარის სამუშაო. შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისთვის სულ ანაზღაურებულია 154 591 ლარი. მათ შორის 89 999 არის საავანსო თანხაა, რაზეც გაცემულია № №------------- საბანკო გარანტია, რითაც გარანტორმა იკისრა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნოს ბენეფიციარს საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული 95 468. 80 ლარის სამუშაოდან ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელს აუნაზღაურდა 70%, ხოლო 30% -30 876,80 ლარით შემცირდა საავანსო თანხა, ამიტომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულება შეუსრულებელია 59 122.2 ლარის ოდენობით, რისი გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე გარანტორს მოსარჩელის სასარგებლოდ

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 22 მაისს შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------––-------–---, რომლის მიხედვით შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ გ-----------------–----–-----------------ის ტერიტორიაზე სოფელ გურჯაანში №-------–------------ მისასვლელ ქუჩაზე ასვალტო-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების ჩატარება. მხარეები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, როგორიცაა ხელშეკრულების საგანი, ვადა, ღირებულება, სამუშაოს მიღება-ჩაბარება, ვალდებულების შესრულების გარანტია და წესი და აშ. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

 

2.23. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მიმწოდებელმა 2015 წლის 22 მაისის №------––-------–--ით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შეასრულა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 22 მაისიდან 2015 წლის 01 ოქტომბრამდე, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა- 2015 წლის 24 აგვისტომდე. აღნიშნულ ვადაში მიმწოდებელმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან- 299 999 ლარიდან რეალურად შეასრულა - 95 468. 80 ლარის სამუშაო, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება შეადგენს - 204 530, 20 ლარს, ამდენად სახეზეა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.

 

2.24. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N63 ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასრულად შესრულებისთვის პასუხისმგებლობაზე, კერძოდ, განისაზღვრა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ

 

დღეზე, ხოლო თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მიმწოდებლის მხრიდან დაირღვა №------––-------–--ით შეთანხმებული პირობები. კერძოდ, მოპასუხემ გადააცილა შეთანხმებულ ვადას, ვადაგადაცილება შეადგენს 33 დღეს, და ასევე არაჯეროვნად, არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. აღნიშნული გარემოება კი მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველია.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო, თუმცა არა იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მოითხოვს.

 

2.25. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მხოლოდ ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 299.999 ლარის 1% (ერთი დღის პირგასამტეხლო) არის 2999 ლარი, რაც 33 დღეში შეადგენს 98.999.67 ლარს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. კერძოდ, ხელშეკრულების საერთო ღირებულების და დარღვეული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0.2 % მდე, (დღეში 599,99 ლარი) და მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 19 799,93 ლარი.

 

2.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი ან სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. იმავე კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის

 

დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. საბანკო გარანტიის ერთ-ერთ პირობას შეიძლება წარმოადგენს შეთანხმება თუ რომელი ვალდებულების შესასრულებლად იქნა გაცემული საბანკო გარანტია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 880–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადოდ შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდა ბენეფიციარისათვის განისაზღვრება საბანკო გარანტიის პირობებით. ამავე კოდექსის 887–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში ს--------------------------------------ის მიერ გაცემული იყო 2 საბანკო გარანტია. 1) 2015 წლის 27 მაისს სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია №-------------, რომლითაც გარანტორმა იკისრა პრინციპალის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხის დაბრუნება საგარანტიო თანხის 89 999 ლარის ფარგლებში და 2) 2015 წლის 21 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა-F------------ საბანკო გარანტია, რითაც გარანტორმა იკისრა მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველისთვის მიყენებული ნებისმიერი პირდაპირი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საგარანტიო თანხის 30 000 ლარის ფარგლებში.

 

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს 27.05.2015 წლის №------------- სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია და 21.05.2015 წლის F------------ ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა

 

დადგენილია, რომ №------------- საბანკო გარანტიით მოპასუხემ იკისრა საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ №------------- სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე რომ ”გარანტმა ბენეფიციარის წინაშე იკისრა პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში პრინციპალისთთვის საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება”, განხილული უნდა იქნეს 2015 წლის 22 მაისის №------––-------–--ასთან ერთობლიობაში, რომლის 7.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ შესაძლებელია შემსყიდველის მიერ მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 30% წინასწარ გადარიცხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, ავანსის გაცემის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელება შემდეგი თანმიმდევრობით: ფორმა №2 და მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული ფაქტიურად მიწოდებული სამუშაოების ღირებულების 30% მიმართული იქნება გაცემული ავანსის დასაფარად, ხოლო დანარჩენი 70% - ანაზღაურდება შემსყიდველის მიერ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 22 მაისის №------––-------–--ის 7.2. პუნქტიდან გამომდინარე, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულება შეუსრულებელია 59 122,20 ლარის ოდენობით, რისი დაბრუნების ვალდებულებაც იკისრა გარანტორმა 2015 წლის 27 მაისის სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტიით, ამიტომ მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 59 122,20 ლარის გადახდის ვალდებულება და ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია.

 

2.27. რაც შეეხება 2015 წლის 21 მაისის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფას-F------------ საბანკო გარანტიას, აღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამასთან, 887-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ამდენად, ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად კანონი ორ ძირითად შემთხვევას განსაზღვრავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდგომ. ამასთან, აღნიშნული საფუძვლების არსებობისას გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ 2015 წლის 21 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფით- F------------ საბანკო გარანტიით იკისრა მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველისთვის მიყენებული ნებისმიერი პირდაპირი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ამიტომ ბენეფიციარის მოთხოვნა არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, რაც მოპასუხისთვის F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის საფუძველია

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

І აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, პუნქტი 3.2.2. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი, რომ სს ,,ა----------------ას“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 22 მაისის №------––-------–--ის 7.2 პუნქტისა და 2015 წლის 27 მაისის სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 59 299 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

ა----------------ის მიერ შპს ს---------------იის სასარგებლოდ გაცემული იქნა საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტია. აღნიშნული გარანტიით უზრუნველყოფილი იქნა ბენეფიციარის წინაშე პრინციპალის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-------––-------–--ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

კერძოდ, საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა გ-----------------–----–-------- ტერიტორიაზე სოფელ გურჯაანში №-------–------------ მისასვლელ ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების შესრულებას. გარანტმა იკისრა ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაებრუნებინა საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

ამასთანავე, გარანტიის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ არ მოხდა საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი ბუნების გათვალისწინება, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის გათვალისწინება, რომლის თანახმადაც „საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე“. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა ცალსახად განსაზღვრა, რომ გარანტს მხოლოდ საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად ეკისრება საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება და მასზე არ ვრცელდება პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში პრინციპალის მიერ შესრულებული იქნა 95 468,80 ლარის სამუშაოები, ხოლო საავანსო ანგარიშსწორების წესით გაცემული იქნა 89 999 ლარი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება (პუნქტი 3.1.8), რომ საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა, თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად.

 

მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა საბანკო გარანტიის ბუნების და პირობების განმარტება, რის საფუძველზეც დაუსაბუთებლად დაეკისრა აპელანტს საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიიდან 59 122,20 ლარი. ასევე სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება პრინციპალს აკისრია და აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელეს დაყენებული ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნაში.

 

საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით მიღებული თანხა მიზნობრივად იქნა გახარჯული პრინციპალის მიერ. კერძოდ, შპს ს---------------იამ ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა 95 468,80 ლარის სამუშაოები, რომელიც მიიღო ბენეფიციარმა. შესაბამისად, აღნიშნული თანხით უნდა მომხდარიყო საგარანტიო თანხის (89 999 ლარი) მოთხოვნის შემცირება.

 

სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხის პოზიცია ავანსის სრულად გაქვითვის თაობაზე და არასწორად მიიჩნია, რომ მისი გაქვითვა უნდა მომხდარიყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს და უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას.

 

სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა კანონი (სსკ-ს 887 მუხლი), რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი (სსკ-ს 881 მუხლი), რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

სადაზღვევო კომპანიის მიერ შპს ს---------------იის სასარგებლოდ გაცემული იქნა საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხა - 89 999 ლარი, მოქმედების ვადა-27.05.2015-დან 01.10.2015წ. ჩათვლით. აღნიშნული გარანტიით უზრუნველყოფილი იქნა შპს ს---------------იასა და გ-----------------–----–-----------------ას შორის 22.05.2015 წლის №63 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსის მიზნობრივი ხარჯვა.

 

სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.

 

2015 წლის 25 სექტემბერს №5359 წერილით ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილის -53 214,5 ლარის ანაზღაურება. 2015 წლის 01 ოქტომბერის №5453 წერილით დაზუსტდა მოთხოვნა და ავანსის თანხის მოთხოვნა განისაზღვრა -59 122,2. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ პრინციპალის მიერ ნაწილობრივ იქნა შესრულებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. აღნიშნულ ფაქტს მოსარჩელე წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაშიც ადასტურებს და სასამართლოს მიერ პრინციპალის მიერ 95 468,80 ლარის შესრულების ფაქტი უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული (პუნქტი 3.1.16).

 

სსკ-ს 881-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტიის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ეს გარანტია მოიცავს ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლება მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულებისა და კერძო თუ საჯაროსამართლებრივი სანქციების გარეშე. გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად."

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი განმარტავს, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხიდან - 59 122,20 ლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საგარანტიო პირობებს, ვინაიდან, ბენეფიციარის მხრიდან შეტყობინება თანხის გადახდის შესახებ უნდა მომხდარიყო პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების გამოკლებით. აღნიშნულის გათვალისწინებით სადაზღვევო კომპანიამ უარი უთხრა ბენეფიციარს საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის შესაბამისად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის პირობების უპირატესობა ხელშეკრულების ნორმებთან მიმართებით დადასტურებულია როგორც საკანონმდებლო ნორმების, ასევე, საქართველოს უზენასი სასამართლოს პრაქტიკით. გარანტის მითითება აღნიშნულ შემთხვევაში არის ის, რომ ბენეფიციარს უნდა ეხელმძღვანელა გარანტიის პირობებით და არა სახელშეკრულებო ნორმებით. ვინაიდან, გარანტიის პირობა გარანტის პასუხისმგებლობის უმთავრესი საფუძველია.

 

განსახილველ დავასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-80-77-2014 გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც დადგენილი იქნა, რომ ვინაიდან საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით. ბენეფიციარის მიერ აღნიშნული პირობის საწინააღმდეგოდ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგებოდა საბანკო გარანტიის პირობებს.

 

აღნიშნული პოზიცია ასახული იქნა არდის მიმართ განხილულ არაერთ სასამართლო გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/4------- (თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარე - ნ----–----------------ა), №--------------- (თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარე - ს--–---–------------------------------ო), სადაც დაკმაყოფილდა აპელანტის-სს ა----------------ის საჩივარი და საავანსო თანხის გაქვითვა მოხდა პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოს პროპორციულად და არა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს უზენესი სასამართლოს გადაწყვეტილება №2/ბ-8------- (კასატორი - შპს ს--------------------------------------ი, მოწინააღმდეგე მხარე - აჭ--------------------------–----------–--------------------------------------). სასამართლომ განმარტა, რომ გარანტიის პირობა უმნიშვნელოვანესია საგარანტიო მოთხოვნის რეგულირების პროცესში. სასამართლომ მოთხოვნის შემოწმებისას უნდა გაითვალისწინოს, რამდენად შეესაბამებოდა მოთხოვნა საგარანტიო პირობას.

 

აქედან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ საავანსო უზრუნველყოფის თანხის გაქვითვა უნდა განხორციელებულიყო საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად - პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოს სრული ოდენობით. ამის გათვალისწინებითაც ავანსის თანხა სრულად გაქვითულია. მუნიციპალიტეტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საგარანტიო პირობებს, რომელიც გამორიცხავს გარანტის მიერ საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიიღო. სსსკ-ს 393-ე მუხლის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.

 

განსახილველ შემთხვევაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა სსკ-ს 887 მუხლის პირველი ნაწილი, თუმცა არასწორად განმარტა იგი საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან მიმართებით. ამასთან, სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული სსკ-ს 881-ე მუხლი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული არ იქნებოდა კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სს ა----------------ის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ.

 

ІІ აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვტილების 3.2.17. პუნქტში არასწორად არის დადგენილი, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება შეადგენს 33 დღეს. რეალურად კი 24 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე არის 38 დღე და არა 33 დღე. 113 999.62 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დათვლილია ვადაგადაცილებულ დღეებზე, ე.ი. 2015 წლის 24 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე (რაც შეადგენს 38 დღეს). მათი სასარჩელო მოთხოვნაც ემყარება ამ გარემოებას. სარჩელშიც მითითებულია და სასამართლოს მიერაც დადგენილ იქნა ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ერთ დღეზე შეადგენს 2999.99 ლარს. შესაბამისად, 113 999.62 ლარი გამოთვლილი იყო 24 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე 38 დღეზე.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ითხოვდნენ 98 999.67 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას. სარჩელში ფაქტობრივ გარემოებებში არის საუბარი 98 999.67 ლარზე თუმცა აქ საუბარია იმ პერიოდზე როდესაც ვადაგადაცილება შეადგენდა 33 დღეს და მიმართეს სადაზღვევო კომპანიასა და შპს ,,ს---------------იას“ პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნით, თუმცა მათ უარი განაცხადეს. მას შემდეგ კი პირგასამტეხლოს ოდენობა გაიზარდა ვინაიდან, გაიზარდა ვადაგადაცილების პერიოდი და შესაბამისად სარჩელში მოთხოვნა არის 113 999.67 ლარზე და არა 98 999.67 ლარზე. სასამართლოს გადაწყვეტილება კი არ მოიცავს მსჯელობას 113 999.67 ლარის თაობაზე, არამედ სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა რა რომ მოითხოვდნენ 98 999.67 ლარს, მოიცავს მსჯელობას აღნიშნულ თანხაზე.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6.4. პუნქტში სასამართლო განმარტავს, რომ ‘’პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული“. მართალია კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა გადაწყვეტილება არ მოიცავს კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში, მათ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი, აპელანტს მიაჩნია, რომ პირიქით პირგასამტეხლოს ოდენობის ამდენად შემცირება შეუსაბამოა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე. ვინაიდან სსკ ადგენს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მხარე, რომელმაც იკისრა სამუშაოს შესრულება გარკვეული პირობებით, ვალდებულია შეასრულოს ამ პირობების დაცვით დათქმულ დროს.

 

აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ს---------------იის“ მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დასჯის მექანიზმი პირგასამტეხლოს სახით. მით უფრო რომ განსახილველ შემთხვევაში, საუბარია #-------–----------ან მისასვლელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების შესრულება. სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შესრულება, ვინაიდან სექტემბრის თვეში იწყება სასწავლო პროცესი და სამუშაოების წარმოება შეაფერხებდა ამ პროცესს. მიუხედავად ამისა, შპს ,,ს---------------იის“ საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები უხეშად, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ მიერ 299 999 ლარის სამუშაოებიდან შეასრულეს მხოლოდ 95 568.80 ლარის სამუშაოები, შესაბამისად შეუსრულებელი დარჩა 204 430.2 ლარის სამუშაოები, ე.ი. 2/3. მათ 24 აგვისტოს შემდეგ მიატოვეს სამუშაოები და საერთოდ აღარ უცდიათ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მსჯელობისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობა და შესასრულებელი სამუშაოსადმი შემსრულებლის მიერ გამოვლენილი პასუხისმგებლობის ხარისხი. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, განსახილველ შემთხვევაში, მისი ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით, წერილობითი ფორმით, თავიდანვე ცნობილი იყო შპს ,,ს---------------იისთვის“ და მათ გაცნობიერებული ჰქონდათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ზომები პირგასამტეხლოს სახით, მიუხედავად ამისა, მათ მიერ მაინც დაირღვა ხელშეკრულება და არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულების 2/3 ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ამ ოდენობით შემცირება არ შეესაბამება დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს დარღვევის ადეკვატური და თანაზომიერი შპს ,,ს---------------იას“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 2015 წლის 224 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე პერიოდზე 113 999.62 ლარის ოდენობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგ/ი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. გ-----------------–----–-----------------ასა და შპს „ს----------------იას“ შორის 2015 წლის 22 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხ--––-------–------- რომლის ღირებულება განისაზღვრა 299.999.00 ლარით. ხელშეკრულების/შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სოფელ გურჯაანში, მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე #-------–----------ან მისასვლელ ქუჩაზე ასვალტო-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა.

 

ხელშეკრულების 12.2. და 13.3. პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოთხოვოს მიმწოდებელს, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

22.05.2015 წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 22 მაისიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა 2015 წლის 24 აგვისტომდე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის გრაფიკის შესაბამისად.

 

4.2. გ-----------------–----–-------- ტერიტორიაზე სოფელ გურჯაანში #-------–----------ან მისასვლელ ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებასთან დაკავშირებით გ-----------------–----–-----------------ასა და შპს „ს---------------იას” (შემდგომში მიმწოდებელი) შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის 22.05.2015წ №------––-------–--ის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 მაისს შპს „ს--------------------------------------ის“ მიერ გაცემულ იქნა №------------- საბანკო გარანტია, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში თანხის გადახდაზე - 30 000 ლარის ფარგლებში.

 

4.3. გ-----------------–----–-------- ტერიტორიაზე სოფელ გურჯაანში #-------–----------ან მისასვლელ ქუჩაზე ასვალტ-ბეტონის საფარის დაგებასთან დაკავშირებით გ-----------------–----–-----------------ასა და შპს „ს---------------იას” (შემდგომში მიმწოდებელი) შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის 22.05.2015წ №------––-------–--ის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 27 მაისს გაცემულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია №-------------, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ბენეფიციარის - გურჯაანის მინიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნოს საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის - შპს „ს---------------იისთვის“ გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში; გარანტიის თანხა განისაზღვრა 89 999 ლარით;

 

ხელშეკრულების თანახმად, გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა, თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად (იხ. საბანკო გარანტია ტ.1. ს.ფ. 26)

 

გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით (იხ. საბანკო გარანტია ტ.1, ს.ფ. 26);

 

4.4. 2015 წლის 4 ივნისს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე შემსყიდველმა მიმწოდებელს წინასწარ-გადაურიცხა საავანსო თანხა 89 999 ლარის ოდენობით. 2015 წლის 14 ივლისს შპს ს---------------იის მიერ გ-----------------–----–-------- გამგეობაში წარდგენილი იქნა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესახებ შუალედური აქტი №1, რის საფუძველზეც 2015 წლის 15 ივლისს შემსყიდველის და მიმწოდებლის მიერ შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №1, რითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლისგან ჩაიბარა 22.05.2015 წლის №------––-------–--ით გათვალისწინებული სამუშაო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ ფორმა №2 მიხედვით შეადგინა 66 708 ლარი.

 

ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად, გ-----------------–----–-----------------ამ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან 66 708 ლარიდან 21.05.2015 წელს მიმწოდებელს აუნაზღაურა 46.695 ლარი, ანუ ფაქტიურად მიწოდებული სამუშაოს 70%, ხოლო 30 % - 20 013,32 ლარი გამოაკლდა საავანსო თანხას. სხვაობა შეადგინა 69 985, 68 ლარი.

 

4.5. 2015 წლის 26 აგვისტოს შედგენილ იქნა №2 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, გ-----------------–----–-----------------აში მიერ რითაც მხარეებმა (შემსყიდველმა და მიმწოდებლმა) დაადასტურეს, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლისგან ჩაიბარა 22.05.2015 წლის №------––-------–--ით გათვალისწინებული სამუშაო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ ფორმა №2 მიხედვით შეადგინა 25 568.15 ლარი. ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, გ-----------------–----–-----------------ამ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან - 25 568.15 ლარიდან 2015 წლის 2 სექტემბერს მიმწოდებელს აუნაზღაურა 17.897.00 ლარი, სხვაობა დარჩა 62 314,53 ლარი.

 

4.6. 2015 წლის სექტემბერში შემსყიდველმა სახელმწიფო შესყიდვის შედეგად მიმდინარე მშენებლობებზე მომსახურების და სხვა სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი კომისიის მეშვეობით საკუთარი ინიციატივით ადგილზე შეამოწმა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და დაადგინა, რომ მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს არა 92 276, 15 ლარს, როგორც ეს შუალედური სამუშაოს მიღება-ჩაბარების №1 და №2 აქტებშია მითითებული, არამედ 95 468. 80 ლარს, ამიტომ დადგენილია, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან - 299 999 ლარიდან რეალურად შესრულებული სამუშაობის ღირებულება შეადგენს - 95 468. 80 ლარს, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება - 204 530, 20 ლარს.

 

4.7. დადგენილია, რომ შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისთვის სულ ანაზღაურებულია 154 591 ლარი, მათ შორის 89 999 ლარი საავანსო ანგარიშსწორების № F------------ საბანკო გარანტიის საფუძველზე გაცემული საავანსო თანხა, ხოლო 64 592 (46.695 ლარი + 17.897.0) ლარი შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი №1 და №2 შუალედური აქტების საფუძველზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 70% წარმოადგენს, რაც ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად, აუნაზღაურდა შემსრულებელს, ხოლო 30% გამოაკლდა ავანსად გაცემულ თანხას. სხვაობა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს ღირებულებას და ანაზღაურებულ თანხას შორის შეადგენს 62 258,36 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ დამატებით შემოწმების შედეგად გამგეობის შესაბამისმა კომისიამ დაადგინა, რომ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს რეალური ღირებულება 95 468.80 ლარია, შესაბამისად, სახეზეა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 7.2 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებასთან.

 

4.8. დადგენილია, რომ გ-----------------–----–-----------------ამ 2015 წლის 25 სექტემბერს და 2015 წლის 1 ოქტომბრის წერილით შპს „ს----------------იას“ და ,,ს--------------------------------------ს“ აცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ და წარუდგინა მოთხოვნა: 2015 წლის 27 მაისს გაცემული სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, საავანსოდ გადარიცხული თანხიდან დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 59 122,2 ლარის ანაზღაურების შესახებ და 2015 წლის 21 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 30 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ.

 

2210.2015 წელს №--------- და №--------- წერილით ს--------------------------------------მა უარი განაცხადა 27.05.2015 წელს გაცემული სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება აღემატება საავანსო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოცულობას, ასევე უარი განაცხადა 2015 წლის 21 მაისის F------------ საბანკო გარანტიიდან გამოდინარე მოთხოვნაზე, ვინაიდან არ დასტურდება ბენეფიციარისთვის პირდაპირი ზიანის მიყენების ფაქტი, და მოთხოვნა საგარანტიო პირობებთან შეუსაბამოა.

 

4.9. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სს ,,ა----------------ა“ სადავოდ ხდის შპს „ს---------------იის“ (პრინციპალის) მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობას და ღირებულებას. აპელანტის განმარტებით გარდა იმ სამუშაოებისა, რაც დადგენილი იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ასევე დამატებით შესრულებულია 25181,19 ლარის სამუშაოები, რაც დასტურდება მოპასუხის (აპელანტის) მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით.

 

4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამ კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს.

 

საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. მისი არა აქცესორულ ბუნებას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი: საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

4.11. სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887.1 მუხლის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.

 

საბანკო გარანტიის ავტონომიური, დამოუკიდებელი ხასიათი ვლინდება იმ გარემოებების განსაზღვრაში, რომელიც ათავისუფლებს გარანტს გადახდის შესრულების ვალდებულებისაგან გარანტიის მიხედვით. გარანტს შეუძლია უარი უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ის არ შეესაბამება გარანტიაში გათვალისწინებულ გარემოებებს. გარანტს უფლება არ აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მას არ გააჩნია უფლება კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ წამოაყენოს მოთხოვნები, რაც დაკავშირებული იქნება ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, საავანსო გარანტიის პირობების თანახმად, საგარანტიო თანხა ავტომატურად მცირდებოდა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიუხედავად აღნიშნული საგარანტიო პირობისა, პრინციპალის კრედიტორმა ბენეფიციარმა - გ-----------------–----–-----------------ამ სადაზღვევო კომპანიას წარუდგინა წერილობითი მოთხოვნა არა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად შემცირებულ საგარანტიო თანხაზე, არამედ სრულ თანხაზე, რაც არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პრინციპალმა - შპს ,,ს---------------იამ“ გ-----------------–----–-----------------ას შეუსრულა 95 468. 80 ლარის ღირებულების სამუშაო (იხ. ფაქტობრივი გარემოება 4.7).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ-----------------–----–-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს „ა----------------ის“ მიმართ მოთხოვნის ნაწილში.

 

4.12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ გ-----------------–----–-----------------ის მტკიცებას, რომ შპს ,,ს---------------იის“ მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება და შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დასჯის მექანიზმი პირგასამტეხლოს სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, დარღვევის მოცულობიდან და ხასიათიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მართებულად მოხდა შემცირება პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სს „ა----------------ას“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, არ დაკმაყოფილდეს გ-----------------–----–-----------------ის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან სს „ა----------------ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გურჯააანის მუნიციპალიტეტის გამგეობას აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2364,90 ლარის ოდენობით (სსსკ-ის 53-ე მუხლი).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს ,,ა----------------ას’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

1.1. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ა----------------ას’’ 2015 წლის 27 მაისის NF------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე დაეკისრა საავანსო ანგარიშსწორების თანხის 59122,20 ლარის გადახდა გ-----------------–----–-----------------ის სასარგებლოდ;

1.2. გ-----------------–----–-------- სარჩელი სს ,,ა----------------ისათვის’’ 2015 წლის 27 მაისის NF------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საავანსო ანგარიშსწორების თანხის 59122,20 ლარის გ-----------------–----–-----------------ის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

1.3. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ა----------------ას’’ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1773,66 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

2. გ-----------------–----–-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გ-----------------–----–-----------------ას სს ,,ა----------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2364,90 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრებოდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ოთარ სიჭინავა