განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100116001409982, №1/ბ-302-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - მ-----–---–-------------–--------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------- (მონაწილეობის გარეშე);
ადვოკატი - დ---------------–-–---–ი;
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება).
სასჯელი:
1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა, ხოლო 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ-----–---–--------–---–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა მუხლის სანქციის ფარგლებში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ ცალმხრივი შეფასება მისცა როგორც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ასევე დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს. მხედველობაში არ იქნა მიღებული ნ---------–---------–---ის მიმართ დამდგარი მნიშვნელოვანი ზიანი, რაც საბოლოოდ აისახა გადაწყვეტილებაში კვალიფიკაციის ცვლილებით. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ-----–---–--------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ-----–---–--------–---–ის ქმედებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----–---–--------–---–ს ბრალი წარედგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, მ-----–---–--------–---–მა დაამზადა ნ---------–---------–---ის სახელით ყალბი განცხადება თავდებობის შესახებ და ყალბი თავდებობის ხელშეკრულება ,,თ-----------სა და ნ---------–---------–---ს შორის, რომელსაც თვითონ მოაწერა ხელი ნ---------–---------–---ის ნაცვლად, რის შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტები გამოიყენა სს ,,თ-----------სა და შ------------------ს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების რეფინანსირებისას, რითაც ნ---------–---------–---ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის ფაქტი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის სექტემბრის თვეში ქ.თბილისში, მ-----–---–--------–---–მა დაამზადა ნ---------–---------–---ის სახელით ყალბი განცხადება თავდებობის შესახებ და ყალბი თავდებობის ხელშეკრულება ,,თ-----------სა და ნ---------–---------–---ს შორის, რომელსაც თვითონვე მოაწერა ხელი ნ---------–---------–---ის ნაცვლად, რის შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტები გამოიყენა სს ,,თ-----------სა და შ------------------ს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების რეფინანსირებისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით, მ-----–---–--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ-----–---–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, მ-----–---–--------–---–ს გაუნახევრდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, მ-----–---–--------–---–ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა მ-----–---–--------–---–მა, რის გამოც, სხდომა გაგრძელდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ნ---------–---------–---მა განმარტა, რომ 2004 წლის ზაფხულში ზ--------–---------–---თან ერთად შეხვდა გ------------–--ეს და მ-----–---–--------–---–ს, რომლებმაც ისაუბრეს ერთობლივად საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე. მოლაპარაკებისამებრ, მშენებლობა უნდა ეწარმოებინა შ------------------ს“, ანუ გ------------–--ეს და მ-----–---–--------–---–ს, მოგებას კი გაიყოფდნენ შუაზე. ხარჯთაღრიცხვით მშენებლობა უნდა დამჯდარიყო 2 000 000 ლარი. ბ------–---------–---მა ს----------------ში“ გააკეთა საკრედიტო ხაზი. 2006 წელს ბანკიდან გამოიტანეს 1 040 000 აშშ დოლარი, ხოლო მშენებლობის პროცესში საჭირო გახდა დამატებით 500 000 აშშ დოლარი, რაც აიღეს 2007 წელს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული თანხა შ------------------მა“ გამოიყენა თავისი კრედიტის დასაფარად. 1 500 000 აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო საჭირო გახდა რეფინანსირება და 1 700 000 აშშ დოლარის აღება. დეტალებში გარკვევის მიზნით მოიკითხა თუ რატომ იყო საჭირო 1 700 000 აშშ დოლარი, რაზეც უთხრეს, რომ გაყიდული ფართების თანხები არ ჰქონდათ აღებული. შესაბამისად, 2007 წელს გააფორმეს 1 700 000 აშშ დოლარის რეფინანსირების ხელშეკრულება. აღნიშნულის შემდეგ გაყიდვებიდან შედიოდა თანხები, ასევე გადაწყვიტეს მათთვის (ოჯახის წევრებისთვის) განკუთვნილი ფართების გაყიდვა ბანკის კრედიტის დასაფარად და საბოლოოდ, მიღებული მოგების გაყოფა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კრედიტი არ მცირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვებიდან უკვე 2 000 000 აშშ დოლარი იყო შესული. მან გ------------–--ეს და მ-----–---–--------–---–ს შესთავაზა აუდიტის მიწვევა, თუმცა მათ უთხრეს, რომ საჭირო იყო მე-3 რეფინანსირება 1 325 000 აშშ დოლარზე, რაზეც მან უარი განუცხადა და ხელშეკრულებაზე არ მოუწერა ხელი, რადგან 2 000 000 აშშ დოლარი ბინების გაყიდვებით ჰქონდათ შესული, რეფინანსირება უკვე გაკეთებული იყო და ამ პირობებში კრედიტის გასტუმრება საკუთარი ძალებითაც უნდა შეძლებოდათ. ნ---------–---------–---ის განმარტებით, ბანკი დოკუმენტს არ ადგენდა, თუ ყველა თავდები ფიზიკურად არ მივიდოდა და არ მოაწერდა ხელს, შესაბამისად, შეუძლებელი იყო რეფინანსირება მისი ხელმოწერის გარეშე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2007 წლამდე პროცესები მიმდინარეობდა მისი თანხმობით, ხოლო 2008 წლის 30 სექტემბრის თავდებობის განაცხადზე და ხელშეკრულებაზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერები არ არის მის მიერ შესრულებული და ის გაყალბებულია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულებაზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია სხვა პირის მიერ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან და მისმა ოჯახმა დაკარგა ჯამში 300-400 მ2 ქონება, ჯამში ღირებული 500 000 აშშ დოლარად. პირადად მის სახელზე მშენებარე ბინაში არსებობდა 97 მ2 ფართი, ღირებული 150 000-170 000 აშშ დოლარად, რასაც არ დაკარგავდა რომ არა 2008 წლის 30 სექტემბრის რეფინანსირება და შ------------------ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რის საშუალებასაც გაყიდვებიდან მიღებული თანხები იძლეოდა. დღეისათვის მას, როგორც თავდებ პირს, ბანკთან არანაირი ვალდებულება არ აქვს. საერთო თანხებიდან თვეში ხელფასის სახით იღებდა 1500 ლარს და რომ არ ყოფილიყო მე-3 რეფინანსირება, ბანკი მაინც წაიღებდა ყველაფერს, თუმცა მან მაინც მიიღო ზიანი, კერძოდ, ვერ მიიღო მოგება, რაც უნდა მიეღო, დაკარგა ბინები, რომლებიც უნდა მიეღო მშენებლობის შემდეგ და დარჩა მხოლოდ მისი პირადი ქონება - საცხოვრებელი სახლი სპორტის სასახლესთან.
მოწმე ზ--------–---------–---მა, რომელიც არის ნ---------–---------–---ის ძმა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მან იპოვა მიწის ნაკვეთი, სადაც შესაძლებელი იყო აშენებულიყო საცხოვრებელი კორპუსი და ეს საკითხი 2004 წელს ძმებთან ერთად განიხილა. ნ---------–---------–---მა გააცნო მას სამშენებლო კომპანიის მფლობელები, მისი მეგობრები - გ-----------------–--ე და მ-----–---–--------–---–ი. მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ ამხანაგობა და აეღოთ კრედიტი. გააკეთეს პროექტი. მან და ბ------–---------–---მა ბანკში უზრუნველყოფაში ჩადეს საკუთარი სახლები, ასევე ჩაიდო ნ---------–---------–---ის სახლი, რომელიც მან შეუძინა. ნ---------–---------–---ს საკუთარი არანაირი ქონება არ ჩაუდია. ბანკმა გაუკეთა 1 500 000 აშშ დოლარის ხაზი, საიდანაც უნდა დაეხარჯათ პირველ ეტაპზე 110 000 აშშ დოლარი შესაბამისი მიზნობრიობით, დარჩენილი თანხა გამოიყოფოდა შემდეგ ტრანშეებად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად. მშენებლობა დაიწყო 2006 წელს, შემდეგ თავად გახდა ამხანაგობის თავმჯდომარე, ყველა საკითხი წყდებოდა ერთობლივად. 2007 წელს წარმოიშვა პრობლემა, მათი კორპუსის პროექტს ბოლო 2 სართულის მშენებლობის უფლება შეუზღუდეს, რამაც მოგების მიღებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გარდა ამისა, ძმები გარკვეულ თანხებს სახელფასოდ ოჯახში ხარჯავდნენ, (თითოს დაახლოებით 100 000 აშშ დოლარი). მშენებლობა დაახლოებით 8 თვე გააჩერეს, რადგან ელოდებოდნენ მერიიდან მშენებლობის კოეფიციენტის მომატებას. შეჩერებული მშენებლობის გამო კი ბანკი აღარ აძლევდა შემდეგ ტრანშს, თუმცა პროცენტი არ შეჩერებულა. იმავე პერიოდში დაიწყო ომი და გაყიდვები გაჩერდა. ბანკი ითხოვდა თანხებს, რის გამოც გააკეთეს რეფინანსირება, რასაც ხელი მოაწერა ყველამ. რეფინანსირებისთვის ბანკმა ჯარიმისა და საურავების სახით აიღო 200 000 – 300 000. შემდეგ ისევ დასჭირდათ რეფინანსირება და ბანკმა შ------------------ი“ შეიყვანა თვისი ქონებითა და ბრუნვებით. ბინები ვერ იყიდებოდა და ბანკმა წაართვა ბინების გარკვეული ნაწილი და თავად გაყიდა. საბოლოოდ, დამთავრდა მშენებლობა, თუმცა მას დარჩა ვალები. თანხების მიზნობრიობას ამოწმებდა ყველა ერთად შეკრებაზე. თავდაპირველად ბანკმა 1 500 000 გამოყო, მაგრამ 8 თვიანი შეჩერებისას ბანკმა დააწერა ჯარიმები, წარმოეშვათ ვალი და მოუწიათ რეფინანსირებები. რეფინანსირებების გარეშე აღებული კრედიტის სანაცვლოდ ბანკი წაიღებდა აშენებულ ფართს და უზრუნველყოფაში არსებულ პირად ქონებასაც. თავდებობის განაცხადები შეავსეს მარჯანიშვილზე მდებარე ,,თ-----------ის ოფისში, ნოტარიუსის თანდასწრებით, არცერთ საბანკო დოკუმენტზე არ მოუწერიათ ხელი ბანკის გარეთ. 2008 წლის 30 სექტემბერს სესხის მეორე რეფინანსირებისას, არ იცის ნ---------–---------–---ი როდის მივიდა ბანკში, თუმცა იცის, რომ ეს უკანასკნელი თანახმა იყო მეორე რეფინანსირებაზეც. ქონებრივი ზიანი მან, გ--------–--ემ და ე-–--------–---–მა მიიღეს. რაც შეეხება ნ---------–---------–---ს, თავდებობიდან გამოთავისუფლდა მისი ქონება და მას რეალურად ზიანი არ მიუღია. ნ---------–---------–---ის პრეტენზიების შესახებ გაიგო 1,5-2 წლის შემდეგ, როდესაც ის დავობდა მიუღებელ მოგებაზე.
მოწმე ბ------–---------–---ის ჩვენებით, რომელიც ასევე ნ---------–---------–---ის ძმაა, დგინდება, რომ მ-----–---–--------–---–თან ერთად ძმებმა ნ------- და ზ--------–---------–---ებმა 2004 წელს დაგეგმეს საცხოვრებელი ბინის მშენებლობა თბილისში, ხ--–-------ს ქუჩაზე, რისთვისაც 2005 წელს მას სთხოვეს კრედიტის აღებაში დახმარება და უზრუნველყოფაში მისი სახლის ჩადება, რასაც დათანხმდა და უზრუნველყოფით დატვირთა წყნეთში არსებული მისი სახლი. 2006 წელს მიიღეს კრედიტი, დაიწყო მშენებლობა, თუმცა თავად ბიზნესში არ იყო ჩართული და ინფორმაციას იღებდა ზ--------–---------–---ისგან. კრედიტი და მიწის ნაკვეთი იყო ძმების, ხოლო კორპუსი უნდა აეშენებინა შ------------------ს“ და მოგება შუაზე გაიყოფოდა. გეგმის თანახმად 1 მ2 ფართი უნდა გაყიდულიყო 750 აშშ დოლარად, თუმცა პროექტი გაიწელა სხვადასხვა მიზეზით, დაახლოებით 8 თვე შეაჩერეს მშენებლობა, რადგან ითხოვდნენ დამატებით 2 სართულის ასაშენებლად ნებართვას. საბოლოოდ წავიდნენ ზარალზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფართი 1200-1500 აშშ დოლარადაც კი გაიყიდა. მოწმემ განმარტა, რომ მასთან ერთად თავდებები იყვნენ ზ------ და ნ---------–---------–---ები, თავიანთი სახლებით, ასევე შ------------------იდან“ მ-----–---–--------–---–ი და გ-----------------–--ე. ასევე ის იყო თავდები 2008 წელს რეფინანსირებისას, რადგან ზ--------–---------–---მა დაარწმუნა, რომ ახალ თანხას გამოიტანდნენ, ვალდებულებები ამხანაგობიდან გადავიდოდა შ------------------ზე“ და ექნებოდათ რესურსი მშენებლობის დასამთავრებლად. ნ---------–---------–---მა არ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რადგან შიშობდა, რომ ისევ შეცდომას დაუშვებდნენ და ვალი გაიზრდებოდა. სხვა პირებმა გააგრძელეს თავდებობა. კრედიტის გადახდის ვალდებულება დარჩათ თავდებებს, რომელთა შორის ნ---------–---------–---ი არ იყო. რაღაც პერიოდის შემდეგ ნ---------–---------–---მა უთხრა, რომ თანხა გამოტანილი იყო მიუხედავად იმისა, რომ მან ხელი არ მოაწერა რეფინანსირების ხელშეკრულებას. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნ---------–---------–---ის სახლი ბანკმა გაათავისუფლა და რაიმე ვალდებულება მას არ გააჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ზ-------–---------–---მა განმარტა, რომ ზ--------–---------–---ი არის მისი მეგობარი, რომელმაც მშენებლობასთან დაკავშირებით სთხოვა თავდებობა, რაზეც დათანხმდა და დაუდგა თავდებად, თუმცა ხელშეკრულებას არ გაცნობია და არ იცის თუ რა თანხაზე იყო საუბარი. მას არ ჰქონია შეხება კომპანიის სხვა დამფუძნებლებთან და არც იცნობს მათ. რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც მის ქონებას დაედო ყადაღა, ზ------მა დაპირებისამებრ გააუქმა მისი თავდებოდა.
მოწმე ნ-----------------–---–ის ჩვენებით, ის იცნობს მ-----–---–--------–---–ს და ნ---------–---------–---ს. 2006 წელს ცოლის ძმამ ზ--------–---------–---მა სთხოვა ვაკეში საცხოვრებელი ბინის მშენებლობის დაწყებისა და პროექტირებისათვის 150 000 აშშ დოლარი. მოლაპარაკების თანახმად 150 000 აშშ დოლარის გარდა ის ასევე მიიღებდა მთლიანი მოგებიდან 25%-ს, ან ლ---------–-----ის 50%-ის ნახევარს. მაგრამ შემდეგ უთხრეს, რომ მის ფულს ვერ მიიღებდა, რადგან ობიექტმა ზარალი განიცადა. აუდიტის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა არამიზნობრივ ხარჯვას, მითითებული იყო გაზრდილი თანხები, სესხი აღებული იყო მაშინ, როცა ანგარიშზე ჯერ კიდევ არსებობდა 500 000 აშშ დოლარი. შ------------------მა“ არსებული თანხებიდან 500 000 აშშ დოლარით სხვა ობიექტის ვალები დაფარა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბინები გაყიდულიყო 1 მ2 - 700 აშშ დოლარად, მაშინ, როცა რეალურად ზოგიერთი ბინა გაიყიდა 1 მ2 - 1300-1400 აშშ დოლარად და მეტადაც. შესაბამისად, შეუძლებელია მოგება არ ყოფილიყო. 150 000 აშშ დოლარი ზ--------–---------–---მა ნაწილ-ნაწილ გადასცა მას. ამხანაგობის მართვაშიც სწორედ ეს უკანასკნელი მონაწილეობდა და მას ეხმარებოდნენ ბ---- და ნ---------–---------–---ები.
მოწმე კ---------–------ს განმარტებით, მ-----–---–--------–---–ი, ნ-------, ზ----- და ზ--------–---------–---ები არიან მისი მეგობრები. 2005-2009 წლებში მუშაობდა მთავარ ბუღალტრად სამშენებლო-სარემონტო კომპანია - შ------------------ში“, რომლის დამფუძნებლები იყვნენ გ-----------------–--ე და მ-----–---–--------–---–ი. 2005 წლამდე შ------------------სა“ და ამხანაგობა - ,,ხ--–--------ბ-------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დამკვეთი იყო ამხანაგობა, შემსრულებელი კი შ------------------ი“, რომელიც აშენებდა კორპუსს. მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდიდა ამხანაგობა, რომელსაც სს ,,თ-----------იდან ჰქონდა სესხი - 1 500 000 აშშ დოლარი. ამხანაგობა შესრულებული სამუშაოს მიხედვით შ------------------ს“ უხდიდა თანხებს, თუმცა იყო ავანსის სახით გადახდილი თანხა და პირიქით. შესრულებული სამუშაოს თაობაზე ანგარიშს წერდა მთავარი ინჟინერი და დირექტორი, ხოლო ანგარიშფაქტურას - თავად. შესრულებული სამუშაო შესრულებული ანგარიშფაქტურით წარედგინებოდა და ანგარიშსწორებას ახდენდა ამხანაგობის თავმჯდომარე ზ--------–---------–---ი. მშენებლობის პერიოდში ამხანაგობა ვეღარ ახერხებდა სესხის დაფარვას, რის გამოც სესხი გადაიფორმა შ------------------მა“. რამდენჯერმე (2-3-ჯერ) მოუწიათ ახალი სესხის აღება, საიდანაც იფარებოდა ძველი, ანუ სესხი თანხობრივად არ ჯდებოდა ანგარიშზე და ამ ფორმით იგებდნენ დროს. შ------------------ს“ ჰქონდა სხვა სესხებიც. ქონება ბანკში დატვირთული იყო იპოთეკით. 2009 წლის იანვარში კორპუსის მშენებლობა თითქმის იყო დამთავრებული, თუმცა იპოთეკით დატვირთვის გამო გაყიდული ბინიდან მიღებული თანხა მიდიოდა ბანკის ანგარიშზე.
მოწმე გ-----------------–--ის ჩვენებით, მან დააფუძნა სამშენებლო კომპანია შ------------------ი“, სადაც დირექტორი იყო გ--–---------–--ე. 2004 წელს შ------------------სა“ და ლ---------–-----ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ლ---------–-----ის ფულით ააშენებდა მრავალბინიან სახლს, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ მიღებული მოგება გაიყოფოდა ორ ნაწილად, ლ---------–-----სა და შ------------------ს“ შორის. 2008 წლის ომის დროს მშენებლობის პროცესები და გაყიდვები გართულდა, ასევე პრობლემები იყო სს ,,თ-----------თან, რომელმაც შემდეგ კრედიტის გაგრძელებისას და გაზრდისას შპს-ს ქონებაც დატვირთა იპოთეკით. მოწმის განმარტებით, ფინანსური მხარე ებარა ზ--------–---------–---ს, ხოლო ტექნიკური მ-----–---–--------–---–ს. შესაბამისად, თანხა გამოჰქონდა ზ--------–---------–---ს და ხმარდებოდა მშენებლობას, კომპანიიდან კი აკონტროლებდა გ--–---------–--ე. ჩატარებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარედგინებოდა მეორე მხარეს. არასდროს ყოფილა შეუთანხმებლობა ხარჯთან დაკავშირებით. ნ---------–---------–---ს ჩადებული ჰქონდა საკუთარი ბინა. მოგების მიუღებლობა გამოიწვია ძირითადად ომმა და კოეფიციენტის გაზრდაზე მერიის უარმა. მოწმემ განმარტა, რომ ნ---------–---------–---ს ზარალი არ განუცდია. პირიქით, მას საერთო თანხებიდან აღებული აქვს დივიდენდები.
მოწმე პ----------------–--ე მუშაობდა სს ,,თ-----------ში. მისი ჩვენებით, შ------------------ი“ და ამხანაგობა ,,ხ--–--------ბ-------ი“ არიან ბანკის კლიენტები, მათ 2007-2008 წლებში ჰქონდათ მშენებლობა, თუმცა არც დამფუძნებლებთან და არც დირექტორთან ურთიერთობა არ ჰქონია. იცის, რომ მათ ჰქონდათ სესხები, რაც პრობლემების გამო გადაეცა პრობლემურ განყოფილებას. მისთვის უცნობია თუ სად და როგორ გაფორმდა აღნიშნულ კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ხელმოწერა, როგორც წესი, ფორმდება ბანკში, თუმცა მომხდარა ბანკის გარეთაც, რა დროსაც ბანკის თანამშრომელი მიდის კონკრეტულ პირთან და აწერინებს ხელს.
მოწმე კ------------–---–მა ასევე განმარტა, რომ სს ,,თ-----------ში მ-----–---–--------–---–ი, ნ-------, ზ----- და ზ--------–---------–---ები იყვნენ მისი კლიენტები, რომლებსაც მოგვიანებით შეექმნათ პრობლემები და საკითხი პრობლემურ განყოფილებას გადაეცა. როგორც იცის, სესხი დაიფარა გაყიდული ბინების თანხებით და არა დამფუძნებლების პირადი ქონებით ან შენატანით. შესაბამისად, ნ---------–---------–---ს ზიანი ვერ მიადგებოდა. თანხები ტრანშებით გადიოდა მშენებლობის მიმდინარეობის პარალელურად. დამატებითი უზრუნველყოფის საშუალება იყო - ამხანაგობის დამფუძნებლების - ლ---------–-----ის პირადი ქონება და თავად მშენებარე ობიექტი.
მოწმე ლ-------------–--ას განმარტებით არის სს ,,თ-----------ის იურისტი, 2008 წლის სექტემბერში იყო იმავე ბანკის კორპორატიული საკრედიტო ადმინისტრაციის უფროსი. იცის, რომ შ------------------ს“ და სს ,,თ-----------ს შორის გაფორმდა 2 სესხის ხელშეკრულება, ვალდებულების რესტრუქტურიზაციის მიზნით. მოწმემ ისაუბრა ხელშეკრულების დადების წესზე და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია თუ სად მოაწერა ხელი თავდებობის შესახებ ხელშეკრულებას ნ---------–---------–---მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე მ-------------ემ განმარტა, რომ არის სს ,,თ-----------ის განსაკუთრებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსის მოადგილე. ნ---------–---------–---ს და მ-----–---–--------–---–ს იცნობს საბანკო საქმიანობიდან გამომდინარე 2009 წლის გაზაფხულიდან, რა დროსაც იყო იმავე ბანკის პრობლემური სესხების მენეჯერი. სამშენებლო კომპანია შ------------------ს“ აღებული ჰქონდა სესხი სადეველოპერო პროექტისათვის. დავალიანება იყო დაახლოებით 2 000 000 ჯარიმების ჩათვლით. სესხის უზრუნველყოფის საგანი იყო ხ--–--------ბ-------ის ქუჩაზე მდებარე კორპუსის გარკვეული ფართობი. საკითხის მოსაგვარებლად მოხდა აშენებულ კორპუსში თავდებთა ფართების რეალიზება, ნაწილი გადააფორმეს ბანკის სახელზე და სესხის ნაწილი გაიქვითა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩამოეწერათ, რადგან სხვა რესურსი არ გააჩნდათ. გაფორმდა ასევე მორიგებაც, რომლითაც იკისრეს ვალის დაფარვის ვალდებულება. აღნიშნულ კორპუსში ნ---------–---------–---ის შვილს ჰქონდა ფართი და არა თავად ნ-------ს. მისი საბურთალოზე მდებარე სახლი იყო უზრუნველყოფის ობიექტი, თუმცა ბანკმა კეთილი ნების საფუძველზე გაუთავისუფლა. დღეს ნ---------–---------–---ს, როგორც თავდებს, არანაირი ვალდებულება არ გააჩნია ბანკის წინაშე და ბანკს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს. მოწმის განმარტებით, 2008 წლის 30 სექტემბრის რესტრუქტურიზაცია ვითარებას არ ცვლიდა, რადგან იპოთეკის საგანი არ შეცვლილა.
2016 წლის 2 მარტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარ ექსპერტ მარინე როყვას დასკვნის თანახმად, სს ,,თ-----------იდან ამოღებული 2008 წლის 30 სექტემბრის თავდებობის განცხადებაზე და 2008 წლის 30 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებაზე ნ---------–---------–---ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია მ-----–---–--------–---–ის მიერ.
2016 წლის 6 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ---------–---------–---ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
პალატამ, საქმის მასალების შესწავლის და სააპელაციო საჩივრის მოსმენის შემდეგ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რაც გულისხმობს რაიმე ყალბი უფლების ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი საბუთის დამზადებას, ან ასეთი ფაქტის დამადასტურებელი საბუთის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბებას, მათ შორის სხვის მაგივრად ხელის მოწერას. ასეთი დოკუმენტის გამოყენება კი გულისხმობს დოკუმენტის, როგორც ნამდვილის, წარდგენას უფლებამოსილ პირთან. აღნიშნული მუხლის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს იგივე ქმედების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სწორედ მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა-არარსებობის დადგენა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ-----–---–--------–---–მა ნ---------–---------–---ის სახელით ხელი მოაწერა 2008 წლის 30 სექტემბრის თავდებობის შესახებ განცხადებასა და თავდებობის ხელშეკრულებას ,,თ-----“ ბაკსა და ნ---------–---------–---ს შორის, რითაც დაამზადა ყალბი დოკუმენტები და გამოიყენა სს ,,თ-----------სა და შ------------------ს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების რეფინანსირებისას.
აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სადავოს, შესაბამისად, პალატა ვრცლად არ იმსჯელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კვალიფიკაციაზე.
თავდაპირველად, პალატამ უნდა აღნიშნოს, რომ მ-----–---–--------–---–ს სახელმწიფო ბრალს დებდა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში და არა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში. შესაბამისად, ის საკითხი, მ-----–---–--------–---–ის ქმედებებით განიცადა თუ არა ზიანი რომელიმე პირმა, არ წარმოადგენს განსახილველ საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, მ-----–---–--------–---–ს ბრალად წარედგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, შესაბამისად, პალატამ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია თუ არა აღნიშნული ყალბი დოკუმენტის დამზადებამ და გამოყენებამ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ ნ---------–---------–---მა ვერ შეძლო სახლის გასხვისება ყადაღის არსებობის გამო, გარდა ამისა, მან დიდი ხარჯი გასწია დანაშაულებრივი ქმედების გამოსააშკარავებლად, რის გამოც მან განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნულ არგუმენტებს პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მნიშვნელოვანი ზიანის არსებობას ყალბი დოკუმენტის დამზადებით ან/და გამოყენებით. დაზარალებულის ძმების ზ--------–---------–---ის და ბ------–---------–---ის ჩვენებების თანახმად, თავდებობიდან გამოთავისუფლდა მხოლოდ ნ---------–---------–---ის ქონება და მას რეალურად არანაირი ზიანი არ მიუღია და არც რაიმე ვალდებულება აქვს ბანკის წინაშე. ანალოგიურ გარემოებას ადასტურებს მოწმე გ-----------------–--ე, რომელიც დამატებით მიუთითებს ნ---------–---------–---ის მიერ საერთო თანხებიდან დივიდენდების აღების თაობაზე. ასევე, საგულისხმოა მოწმე მ-------------ის ჩვენება, რომელიც სადავო პერიოდში იყო სს ,,თ-----------ის პრობლემური სესხების მენეჯერი. მისი განმარტებით, ნ---------–---------–---ის სახლი (მდებარე საბურთალოზე) იყო უზრუნველყოფის ობიექტი, თუმცა ბანკმა კეთილი ნების საფუძველზე გაუთავისუფლა და ნ---------–---------–---ს, როგორც თავდებს, არანაირი ვალდებულება არ გააჩნია ბანკის წინაშე, შესაბამისად, ბანკს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს. ასევე უნდა აღინიშნოს მოწმის განმარტება, რომ 2008 წლის 30 სექტემბრის რესტრუქტურიზაცია ვითარებას არ ცვლიდა, რადგან იპოთეკის საგანი არ შეცვლილა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, რომ სწორედ 2008 წლის 30 სექტემბრის თავდებობის შესახებ განცხადებამ და თავდებობის ხელშეკრულებამ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი ნ---------–---------–---ს. ასევე საგულისხმოა, რომ მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა უნდა უკავშირდებოდეს სწორედ ამ ყალბი დოკუმენტების შედგენას და გამოყენებას და არა მანამდე არსებულ ვითარებას, მდგომარეობის შეცვლას, სხვადასხვა გარემოებების გამო მოგების მიუღებლობას და ა.შ..
რაც შეეხება პროკურორის აპელირებას სახლის გასხვისების შეზღუდვის თაობაზე, ასევე ვერ იქნება დასაბუთებულად მიჩნეული, რადგან არ წარმოდგენილა მტკიცებულება სახლის გასხვისების მცდელობის და ხელშეშლის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხოლოდ ნ---------–---------–---ის აპელირება საკმარისი არ არის მნიშვნელოვანი ზიანის დასადასტურებლად, ისევე, როგორც არ წარმოადგენს წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელს დაზარალებულის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება. ნ---------–---------–---ის მიერ გაწეული ხარჯი „დანაშაულებრივი ქმედების გამოსააშკარავებლად“, ასევე ვერ შეფასდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებად, რადგან არ შეიძლება პირის მიერ რაიმე საკითხის დასადგენად გადახდილმა თანხამ კვალიფიკაციის დამძიმების კუთხით გააუარესოს პირის მდგომარეობა.
ამდენად, მ-----–---–--------–---–ის ქმედებით ნ---------–---------–---ისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომელიც ზოგადად მიუთითებს მიუღებელ შემოსავალსა და ზარალზე, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ-----–---–--------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს არგუმენტები კვალიფიკაციის შეცვლის და მ-----–---–--------–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, არის კანონიერი და დასაბუთებული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ-----–---–--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა მ-----–---–--------–---–ის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი მ-----–---–--------–---–ის მიმართ, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი მ-----–---–--------–---–ის მიმართ.
მ-----–---–--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ-----–---–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, მ-----–---–--------–---–ს გაუნახევრდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, მ-----–---–--------–---–ი გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაცია ჩაწერილი 2 ცალ დისკზე, დალუქული 2 პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე