განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2018
საქმის ნომერი
120310017002030584
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310017002030584

საქმე №3ბ/297-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

წარმომადგენელი - ლ-----------ე;

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო;

წარმომადგენელი- ე---------------–--–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ---- გ-------ძე

დავის საგანი - გაცემული თანხის ჩათვლა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აგვისტოს #2---------------წ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებო წარმოების საქმეზე A1------- (კრედიტორი მ---- გ-------ძე) საინკასო დავალების წესით აღსრულება შეჩერებული იყო ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიწოდებულ 3957.31 ლარსა და მათ მიერ დაანგარიშებულ 5557.30 ლარს შორის არსებული სხვაობის 1599.99 ლარის მიმართ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე A1---------------, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე 2017 წლის 6 აპრილს გაცემული N1----------------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ---- გ-------ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით აღმასრულებელმა მოვალე მხარეს ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაუგზავნა გაფრთხილება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის და 904-ე შესაბამისად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ერთი თვის ვადაში სისრულეში მოყვანისა და სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდის შესახებ.

 

2.1.2.ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, საქმეზე N1-----------------, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- 11 ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 30 დეკემბრის 708 11 ბრძანება; 3) მ---- გ-------ძე აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; 4) ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით (2013 წლის დეკემბრიდან აღდგენამდე პერიოდისათვის). მ---- გ-------ძის (პირადი №0----------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანება; მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ---- გ-------ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე; მ---- გ-------ძეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.

 

2.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა წერილობით გადაეცათ მ---- გ-------ძის ხელზე მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე.

 

აღნიშნულის საპასუხოდ ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აცნობა, რომ აღნიშნული თანხა შეადგენდა 3957,35 ლარს.

 

2.1.4 აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, რაზეც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით უთხრა უარი, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის №1----------------- წ. გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, რადგან 2015 წლის 16 დეკემბერს მ---- გ-------ძემ სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- 11ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 30 დეკემბრის 708 11 ბრძანება; 3)მ---- გ-------ძე აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; 4)ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით (2013 წლის დეკემბრიდან აღდგენამდე პერიოდისათვის), სასამართლომ სწორედ დავის ამ ფარგლებში იმსჯელა, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და არ უმსჯელია 2014 წლის N-- ბრძანების საფუძველზე 2 თვის კომპენსაციის სახით გაცემული თანხის თაობაზე, რაზეც მოთხოვნა სასამართლოში არ დაყენებულა და სასამართლო ვერც იმსჯელებდა. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებაში რაიმე ბუნდოვანება, რაც ცალსახად გაურკვეველს ხდის ან/და აბრკოლებს მის აღსრულებას, არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იძლევოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას და შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2.1.5. მ---- გ-------ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლის მიხედვითაც მ---- გ-------ძის ხელზე მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დადგენამდე შეადგენდა არა 3957 ლარს, არამედ 5557,31 ლარს.

 

2.1.6. შტატების შემცირების გამო 2015 წლის 30 დეკემბერის ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით N708 11 ცვლილება შევიდა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5---11 ბრძანებაში და დაემატა 21 მუხლი შემდეგი შინაარსით: 21. მიცემულად ჩაითვალოს, 2014 წლის 04 თებერვლის N-- ბრძანების საფუძველზე, მ---- გ-------ძისათვის გაცემული კომპენსაცია-ორი თვის თანამდებობრივი სარგო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.

 

ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი . 1-ლი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

 

ამავე კანონის მე-183 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ზ’’ ქ/პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ გასულია საჩივრის შეტანის ამ კანონით დადგენილი ვადა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, როგორც სააღსრულებო წარმოების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი, დეტალურად განსაზღვრავს აღმასრულებლის მიერ განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებებს. აღნიშნული კანონის თანახმად, გასაჩივრებას ექვემდებარება აღმასრულებლის ქმედება, რომელთა განხორციელებამ ან განუხორციელებლობამ პირდაპირი და უშუალო გავლენა შეიძლება იქონიოს დაინტერესებული პირის კანონიერ ინტერესზე. ქმედებას, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია, ყოველთვის უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, რომ წარმოიშვას გასაჩივრების კანონისმიერი საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N A1--------------- სააღსრულებო საქმე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 06 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსრულების შესახებ, სააღსრულებო ფურცელის თანახმად, მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას(2--------) მ---- გ-------ძის (0----------) სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ---- გ-------ძის იძულებითი განაცდურის პერიოდი მოიცავს 2013 წლის 08 დეკემბრიდან 2014 წლის 05 ივლისამდე პერიოდს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით შეადგენს 5 557.31 ლარს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, სადაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- 11ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 30 დეკემბრის 708 11 ბრძანება; 3) მ---- გ-------ძე აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; 4) ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით (2013 წლის დეკემბრიდან აღდგენამდე პერიოდისათვის), მ---- გ-------ძის (პირადი №0----------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანება და მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ---- გ-------ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, რაზეც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით უთხრა უარი, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის №1-----------------წ გადაწყვეტილება არ საჭიროებდა განმარტებას, რადგან 2015 წლის 16 დეკემბერს მ---- გ-------ძემ სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- 11ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 30 დეკემბრის 708 11 ბრძანება; 3)მ---- გ-------ძე აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; 4)ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით (2013 წლის დეკემბრიდან აღდგენამდე პერიოდისათვის), სასამართლომ სწორედ დავის ამ ფარგლებში იმსჯელა, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და არ უმსჯელია 2014 წლის N-- ბრძანების საფუძველზე 2 თვის კომპენსაციის სახით გაცემული თანხის თაობაზე, რაზეც მოთხოვნა სასამართლოში არ დაყენებულა და სასამართლო ვერც იმსჯელებდა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მ---- გ-------ძის მიერ 2014 წლის თებერვლის თვეში აღებული კომპენსაციის თანხა 2000 ლარი ჩაითვალოს 2014 წლის 5 ივნისის ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ა-----ის მუნიციპალიტეტისათვის დაკისრებული თანამდებობრივი სარგოს განაცდურში, ასევე დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს კრედიტორის მ---- გ-------ძის მიმართ მოახდინოს 3957.31 ლარი თანხის გადახდის უზრუნველყოფა, ნაცვლად მის მიერ მითითებული 5557.30 ლარისა, დაუსაბუთებელია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე, მიეკუთვნება მავალდებულებელი სარჩელის სახეს, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანოს, მისი მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევაში, უნდა დაევალოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება.

 

ვინაიდან, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დაკავშირებულია სასამართლოს აქტის აღსრულების საკითხთან, სარჩელის დასაბუთებულობისა და საფუძვლიანობის დასადგენად, უნდა შემოწმდეს მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ახალციხის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისას, მოპასუხის ქმედების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.

 

გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულებისას აღმასრულებლის მოქმედების მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია აღმასრულებლის, როგორც სააღსრულებო წარმოების პროცესის უმთავრესი მონაწილის უფლება-მოვალეობანი. მითითებული ნორმის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ; აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ უპირველეს ყოვლისა ყურადღება გაამახვილა დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით განახორციელა ზუსტად ის მოქმედებები და იმ ფარგლებში, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტი მიუთითებს, რომ 3.4 მუხლში სასამართლო მსჯელობს მოპასუხის მიერ განმარტების მოთხოვნის გამო, სასამართლოს მიერ მითითებულ მსჯელობაზე და აქცენტს აკეთებს იმის შესახებ, რომ აღსრულებაზე გადაცემული გადაწყვეტილების მიღების დროს არ ყოფილა მსჯელობა მ.გ-------ძის მიერ მიღებული ორი თვის კონპესაციის ჩათვლაზე. აღნიშნული შესახებ მსჯელობა ვერც იქნებოდა, რადგან დავის საგანი და შეპასუხებაც ამ თემას საერთოდ გამორიცხავდა.

 

3.1.2. აპელანტის განმარტებით კონპენსაციის გაცემის საფუძველი იქნა ბათილად ცნობილი, შესაბამისად აღარ არსებობს ამ თანხის - 2 თვის სარგოს, 2000 ლარის მ. გ-------ძისათვის მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველი და ის უნდა ჩაითვალოს დადგენილ პერიოდში გასცემ თანხაში.

 

3.1.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლები, დავის საგანი საერთოდ არ უნდა შეფასდეს დასახელებული მუხლების შესაბამისად, რადგან საკითხი ეხება საბიუჯეტო თანხის ხარჯვის სისწორეს, არ გამოიყენა იმ დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 109-ე მუხლები. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე A1---------------, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე 2017 წლის 6 აპრილს გაცემული N1----------------- სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ---- გ-------ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით აღმასრულებელმა მოვალე მხარეს ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაუგზავნა გაფრთხილება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის და 904-ე შესაბამისად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ერთი თვის ვადაში სისრულეში მოყვანისა და სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდის შესახებ.

 

4.1.2.ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, საქმეზე N1-----------------, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- 11 ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 30 დეკემბრის 708 11 ბრძანება; 3) მ---- გ-------ძე აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; 4) ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით (2013 წლის დეკემბრიდან აღდგენამდე პერიოდისათვის). მ---- გ-------ძის (პირადი №0----------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანება; მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ---- გ-------ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე; მ---- გ-------ძეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.

 

4.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა წერილობით გადაეცათ მ---- გ-------ძის ხელზე მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე.

 

აღნიშნულის საპასუხოდ ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აცნობა, რომ აღნიშნული თანხა შეადგენდა 3957,35 ლარს.

 

4.1.4 აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, რაზეც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით უთხრა უარი, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის №1----------------- წ. გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, რადგან 2015 წლის 16 დეკემბერს მ---- გ-------ძემ სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- 11ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 30 დეკემბრის 708 11 ბრძანება; 3)მ---- გ-------ძე აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; 4)ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით (2013 წლის დეკემბრიდან აღდგენამდე პერიოდისათვის), სასამართლომ სწორედ დავის ამ ფარგლებში იმსჯელა, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და არ უმსჯელია 2014 წლის N-- ბრძანების საფუძველზე 2 თვის კომპენსაციის სახით გაცემული თანხის თაობაზე, რაზეც მოთხოვნა სასამართლოში არ დაყენებულა და სასამართლო ვერც იმსჯელებდა. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებაში რაიმე ბუნდოვანება, რაც ცალსახად გაურკვეველს ხდის ან/და აბრკოლებს მის აღსრულებას, არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იძლევოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას და შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4.1.5. მ---- გ-------ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლის მიხედვითაც მ---- გ-------ძის ხელზე მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დადგენამდე შეადგენდა არა 3957 ლარს, არამედ 5557,31 ლარს.

 

4.1.6. შტატების შემცირების გამო 2015 წლის 30 დეკემბერის ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით N708 11 ცვლილება შევიდა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5---11 ბრძანებაში და დაემატა 21 მუხლი შემდეგი შინაარსით: 21. მიცემულად ჩაითვალოს, 2014 წლის 04 თებერვლის N-- ბრძანების საფუძველზე, მ---- გ-------ძისათვის გაცემული კომპენსაცია-ორი თვის თანამდებობრივი სარგო.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N A1--------------- სააღსრულებო საქმე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 06 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსრულების შესახებ, სააღსრულებო ფურცელის თანახმად, მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას(2--------) მ---- გ-------ძის (0----------) სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ---- გ-------ძის იძულებითი განაცდურის პერიოდი მოიცავს 2013 წლის 08 დეკემბრიდან 2014 წლის 05 ივლისამდე პერიოდს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით შეადგენს 5 557.31 ლარს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, სადაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- 11ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 30 დეკემბრის 708 11 ბრძანება; 3) მ---- გ-------ძე აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; 4) ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით (2013 წლის დეკემბრიდან აღდგენამდე პერიოდისათვის), მ---- გ-------ძის (პირადი №0----------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- ბრძანება და მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ---- გ-------ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების დაწყებამდე.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, რაზეც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით უთხრა უარი, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის №1-----------------წ გადაწყვეტილება არ საჭიროებდა განმარტებას, რადგან 2015 წლის 16 დეკემბერს მ---- გ-------ძემ სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ნოემბრის N5-- 11ბრძანება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 30 დეკემბრის 708 11 ბრძანება; 3) მ---- გ-------ძე აღდგეს გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; 4) ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით (2013 წლის დეკემბრიდან აღდგენამდე პერიოდისათვის), სასამართლომ სწორედ დავის ამ ფარგლებში იმსჯელა, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და არ უმსჯელია 2014 წლის N-- ბრძანების საფუძველზე 2 თვის კომპენსაციის სახით გაცემული თანხის თაობაზე, რაზეც მოთხოვნა სასამართლოში არ დაყენებულა და სასამართლო ვერც იმსჯელებდა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მ---- გ-------ძის მიერ 2014 წლის თებერვლის თვეში აღებული კომპენსაციის თანხა 2000 ლარი ჩაითვალოს 2014 წლის 5 ივნისის ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ა-----ის მუნიციპალიტეტისათვის დაკისრებული თანამდებობრივი სარგოს განაცდურში, ასევე დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს კრედიტორის მ---- გ-------ძის მიმართ მოახდინოს 3957.31 ლარი თანხის გადახდის უზრუნველყოფა, ნაცვლად მის მიერ მითითებული 5557.30 ლარისა, დაუსაბუთებელია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამრთლოს მიერ გადაყვეტილება მიღებული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული ახალციხის რაიონული სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა