განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2018
საქმის ნომერი
330310017002200723
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002200723

საქმე №3ბ/469-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი (მოსარჩელე) - თ------- ბ------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი- დ-------------–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით თ------ ბ------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მიერ 2017 წლის 23 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, თ------ ბ------–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000 წლების დარიცხული დავალიანების ოდენობა შეადგენს 1973.14 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები დავალიანების ოდენობა შეადგენს 1655.98 ლარს. აქედან, ხელფასი (წოდ., თან.,დან.) შეადგენს 686,34 ლარს, კვება - 383,02 ლარი, მატერიალური დახმარება და ჯილდო 586,62 ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N3--------) თ------ ბ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ------ ბ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები თანხის (ხელფასი, ჯილდო, დახმარება) - 1272,96 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. ,,ევროპის სოციალური ქარტიის” მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს. 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიიღოს შრომის ანაზღაურება. არავის არ შეიძლება ჩამოერთვას ქონება თვითნებურად. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში თ------ ბ------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისროს 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის თანხის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07 პროცენტის - 31548,40 ლარის ანაზღაურება (2006 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდი).

 

2.2.2. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და მისი შრომით- სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N3--------) თ------ ბ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ------ ბ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები თანხის (ხელფასი, ჯილდო, დახმარება) - 1272,96 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მას მიენიჭა უფლება მოითხოვოს თავდაცვის მინისტროსაგან სახელფასო თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07% ანაზღაურება, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ვინაიდან, საერთო ჯამში დაყოვნებული თანხის მიუღებლობამ შეადგინა 17 წელი (2000-2017 წლები), ხოლო შრომის კოდექსმა მხოლოდ 2006 წლის 25 მაისიდან გაითვალისწინა ჩანაწერი, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07%, იგი მოითხოვს, რომ დაეკისროს თავდაცვის სამინისტროს თ------ ბ------–---–ის სასარგებლოდ 2006 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდის თანხის - 31548.40 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების დროულად გადაუხდელობისათვის ყოველი დღისათვის 0.07%-ის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ სამართლებრივი ნორმა პირველად გათვალისწინებულ იქნა 2006 წლის 25 მაისის შრომის კოდექსით, რადგან ასეთ დათქმას არ ითვალისწინებდა 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“. აღნიშნული ნორმა ასევე გათვალისწინებულ იქნა 2010 წლის 17 დეკემბრის კოდექსით. ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 53-ე მუხლიდან გამომდინარე, კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დღისა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 31-ე მუხლის მესამე ნაწილი (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) ვერ გავრცელდება 1998-1999-2000 წლებში არსებულ ურთიერთობაზე (მოსარჩელე სწორედ ამ პერიოდის მიუღებელი სახელფასო დავალიანებიდან გამომდინარე მოითხოვს თანხის დაკისრებას), რამდენადაც აღნიშნულ ნორმას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა და არც ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ აწესრიგებს მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით- სამართლებრივ ურთიერთობებს. მითუმეტეს, რომ მოსარჩელე იმ პერიოდში საჯარო მოხელეს წარმოადგენდა, რის გამოც მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს, ხოლო საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებდა ხელფასის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველი დღისათვის დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თ------ ბ------–---–ის მოთხოვნა - დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე თ------ ბ------–---–ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის თანხის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07 პროცენტის - 31548,40 ლარის ანაზღაურებაზე (2006 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდი), არ დაკმაყოფილდა უსაფუძლობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი მიიჩევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და იგი უნდა გაუქმდეს. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი, რადგან კანონის უკუქცევითი ძალით გაუმჯებესდებოდა მისი მდომარეობა და სასამრთლოს უნდა გამოეყენებინა კანონის უკუქცევითი ძალა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მიერ 2017 წლის 23 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, თ------ ბ------–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000 წლების დარიცხული დავალიანების ოდენობა შეადგენს 1973.14 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები დავალიანების ოდენობა შეადგენს 1655.98 ლარს. აქედან, ხელფასი (წოდ., თან.,დან.) შეადგენს 686,34 ლარს, კვება - 383,02 ლარი, მატერიალური დახმარება და ჯილდო 586,62 ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N3--------) თ------ ბ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ------ ბ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები თანხის (ხელფასი, ჯილდო, დახმარება) - 1272,96 ლარის ანაზღაურება.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი, რადგან კანონის უკუქცევითი ძალით გაუმჯებესდებოდა მისი მდომარეობა და სასამრთლოს უნდა გამოეყენებინა კანონის უკუქცევითი ძალა.

 

მოცემულ შემთხვევაში თ------ ბ------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მის სასარგებლოდ დაეკისროს 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის თანხის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07 პროცენტის - 31548,40 ლარის ანაზღაურება (2006 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდი).

 

საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და მისი შრომით- სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N3--------) თ------ ბ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ------ ბ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები თანხის (ხელფასი, ჯილდო, დახმარება) - 1272,96 ლარის ანაზღაურება.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მას მიენიჭა უფლება მოითხოვოს თავდაცვის მინისტროსაგან სახელფასო თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07% ანაზღაურება, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ვინაიდან, საერთო ჯამში დაყოვნებული თანხის მიუღებლობამ შეადგინა 17 წელი (2000-2017 წლები), ხოლო შრომის კოდექსმა მხოლოდ 2006 წლის 25 მაისიდან გაითვალისწინა ჩანაწერი, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07%, იგი მოითხოვს, რომ დაეკისროს თავდაცვის სამინისტროს თ------ ბ------–---–ის სასარგებლოდ 2006 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდის თანხის - 31548.40 ლარის ანაზღაურება.

 

პალატა განმარტავს, რომ სახელფასო დავალიანების დროულად გადაუხდელობისათვის ყოველი დღისათვის 0.07%-ის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ სამართლებრივი ნორმა პირველად გათვალისწინებულ იქნა 2006 წლის 25 მაისის შრომის კოდექსით, რადგან ასეთ დათქმას არ ითვალისწინებდა 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“. აღნიშნული ნორმა ასევე გათვალისწინებულ იქნა 2010 წლის 17 დეკემბრის კოდექსით. ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 53-ე მუხლიდან გამომდინარე, კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დღისა. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 31-ე მუხლის მესამე ნაწილი (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) ვერ გავრცელდება 1998-1999-2000 წლებში არსებულ ურთიერთობაზე (მოსარჩელე სწორედ ამ პერიოდის მიუღებელი სახელფასო დავალიანებიდან გამომდინარე მოითხოვს თანხის დაკისრებას), რამდენადაც აღნიშნულ ნორმას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა და არც ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ აწესრიგებს მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით- სამართლებრივ ურთიერთობებს. მითუმეტეს, რომ აპელანტი იმ პერიოდში საჯარო მოხელეს წარმოადგენდა, რის გამოც მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს, ხოლო საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებდა ხელფასის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველი დღისათვის დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სააპელაციო სასამრთლო თვლის, რომ საქმეში რაიმე დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, რაც გახდიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------ ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა